მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> .:: BIOS-ის ხმებით დიაგნოსტიკა ::., ბოისის მიერ გამოცემული ხმოვანი სიგნალების აღწერა
Davidus
პოსტი May 25 2006, 11:38 PM
პოსტი #1


In vitro member
****

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 545
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 11



BIOS (ბიოსი) ანუ Basic Input / Output System
ეს არის მცირე ზომის პროგრამული ნაკრები, რომლის ფუნქციაშიც შედის, მოწყობილობათა საწყისი ტესტირება (ჩატვირთვისას) და კომპის მოწყობილობების უერთიერთქმედებათა პროგრამული უზრუნველყოფა.
თითქმის ყველას შეუმჩნევია ალბათ, ჩატვირთვის დროს ხმების არსებობა, რომელსაც ბიოსი გამოსცემს, ამ ხმებით შეიძლება მივხვდეთ რაშია საქმე:

აქ მოვიყვან რამდენიმე ხმოვან სიგნალს რომელიც საერთოა AWARD BIOS-ის სერიებისთვის, აგრეთვე სხვა ბიოსებისთვისაც, თუ ძაან ძველი არ არის:

1. ხმოვანი სიგნალის არ არის:
შეიძლება პრობლემა ქონდეს კვების ბლოკს, არ იყოს მისი კვების "შნურები" კარგად შეერთებული სხვა კომპონენტებთან.
უნდა გავსინჯოთ:

1. ჩართულია თუ არა ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკი კვების ბლოკზე
2.მიერთებულია თუ არა სადენით კვების ბლოკი დედა პლატაზე
3. არის თუ არა სწორად მიერთებული POWER ღილაკის სადენები დედა დაფაზე, (პოლარობასაც მნიშვბელობა აქვს)
4. სწორად არის მიერთებულია თუ არა სისტემური დინამიკი (პიშალკა)

2. უწყვეტი სიგნალი (გაბმულად წივის):

სავარაუდოა რომ პრობლემები აქვს კვების ბლოკს, ან დიდი შანსია პრობლემები ქონდეს ერთ-ერთ მიერთებულ მოწყობილობას, მაგ. მყარ დისკს. სცადეთ ყველაფრის გამოერთება დედაპლატიდან გარდა პროცესორის, ქულერისა და კვების ბლოკისა, და შემდეგ ჩართეთ კომპი! (სავარაუდოდ შეიძლება კვების ბლოკს სიმძლავრეები არ ყოფნიდეს)

3. ერთი მოკლე სიგნალი:

ეს სიგნალი წესით ყველასთვის ნაცნობი უნდა იყოს. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ყოველი ჩართვისას, მაუწყებელია იმისა რომ კომპში ყველა კომპონენტი მუშაობს ნორმალურად

4. განმეორებადი მოკლე სიგნალი:

ოპერატიული მეხსიერების რეგენერაციისას მომხდარი შეცდომა, გამორთეთ კომპი და კარგად შემაოწმეთ ოპერატიული ზის თუ არა სათანადოდ ბანკში (სლოტში) ჯობია ამოიღოთ და ისევ ჩააჯინოთ, შეიძლება CMOS-მეხსიერებაში არაკორექტულად არის დაყენებული რაღაც-რაღაცეები, ამიტომ შეიძლება CMOS-მეხსიერების "განულებაც,"

5. ორი მოკლე სიგნალი

გამოიცემა იმ შემთვევაში როცა ჩატვირთვისთანავე აღმოჩენილია შეცდომა რომელიც შეიძლება იყოს მაგ, როცა სისტემა ვერ აღმოაჩენს CMOS-მეხსიერებაში მითითებულ რომელიმე დისკის წამკითხველ მოწყობილობას. როგორც წესი ამ დროს მონიტორზე გამოდის პროგრამა CMOS Setup Utility რათა შეცვლილ იქნას არასწორი მონაცემები, თუ ამან არ უშველა შესამოწმრბრლი შემაერთებელი კაბელების შეერთების სიწორე, მაინც ნა ვსიაკი პაჟარნი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

6. სამი გრძელი სიგნალი:
კალვიატურის კონტროლერის ინიციალიზაციის დროს წარმოქმნილი შეცდომა, გადაარესტარტეთ კომპი, ან ცოტა ხნით გამორთეთ, თუ არ უშველა მაშინ სავარაუდოდ დედა დაფა იქნება გამოსაცვლელი! (მე მეტი შველა არ ვიცი ამის, ვინც რამე იცის დაწერეთ)

7.ერთი დიდი სიგნალი + ერთი მოკლე სიგნალი:
ოპერატიული მეხსიერების ინიციალიზაციის დროს წარმოქმნილი შეცდომა, ცადეთ 4 პუნქტში განხილული მეთოდი ( ხშირ შემთხვევაში ამართლებს)

8. ერთი დიდი სიგნალი + ორი მოკლე სიგნალი:

ვიდეოდაფის ინიციალიზაციისას მომხდარი შეცდომა. ნახეთ კარგად ზის თუ არა ვიდეოდაფა თავის სლოტში (განსაკუთრებით AGP) აგრეთვე მონიტორის კაბელის შეერთების ადგილიც შეამოწმეთ, თუ ამან არ უშველა სავარაუდოთ ვიდეოდაფა გამოსაცვლელია, თუ ინტეგრირებული მაშინ დედა პლატა იქნება გამოსაცვლელი ან უარეს შემთხვევაში მოგვიწევს მოძველებული PCI ინტერფეისის გამოყენება!

9. ერთი გრძელი სიგნალი + სამი მოკლე სიგანლი

კლავიატურის კონტროლერის ინიციალიზაციისას მოხდა ისევ შეცდომა. მოიძიეთ მიერთებულია თუ არა კლავიატურა, ან ხომ არ არის მისი კაბელი დაზიანებული, ცადეთ ის კლავიატურა რომელიც სხვა კომპზე მუშაობდა, თუ პრობლემა არ მოგვარდა დედაპლატის ბრალია და საცარაუდოდ მისი გამოცვლა მოგვიწევს

10. გრძელი განმეორებადი სიგნალი

ისევ ოპერატიული მეხსიერებასთან დაკავშირებული შეცდომებია, გააკეთეტ ჯერ რესტარტი, შემდეგ ზემოტ განხილული მოქმედებები, აგრეთვე შეიძლება CMOS-მეხსიერების "განულება" რადგან შეიძლება დაუშვებელი პარამეტრები იყოს მაგ. სისტემური სალტეს სიხშირე იყოს მომატებული მნიშვნელოვნად.

11. მოკლე განმეორებადი

აღმოჩენილია რაღაც შეცდომები კვების ბლოკთან დაკავშირებით, კერძოდ ერთ-ერთი გამომავალი ძაბვის ვოლტაჟის სიდიდე არ შეესაბამება სტანდარტებს ან საერთოდ არ არის, მიზეზი შეიძლება იყოს მტვერიც, აგრეთვე ერთი სადენის დაზიანება, გაწმინდეთ კვების ბლოკი მტვრისგან და შეამოწმეთ გამომავალი სადენების მთლიანობა!


P.S. ეს მოკლედ მინდოდა მეთქვა და რამხელა გამოვიდა, მოკლედ თუ ვინმეს აქვს დასამატებელი რამე დაუმატეთ, ან თუ კიდევ გაგიგიათ რაიმე ხმები სადიაგნოსტიკო-რამის მაფიქრებელი ეგეც დაწერეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
2 გვერდი V  < 1 2  
Start new topic
გამოხმაურებები (20 - 22)
Power_VANO
პოსტი Apr 6 2008, 05:37 PM
პოსტი #21


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Gi0rgius
ციტატა
ერთი კითხვა მაქვს,კომპი ჩართვისას,როდესაც ჩემი იუზერის პაროლი უნდა ჩავწერო ,პატარა გაბმული წუილი ისმის და მერე აღაარაა
პ.ს ეს მას შემდეგ დაიწყო,რაც მამაჩემმა კომპის პირდაპირ შნურიდან გამორთვა(გამოძრობა) დაამუღამა


დედა დაფის ზუსტი მოდელი მითხარი.
ანუ ეგ ხმა ისმის მაშIნ როცა სისტემა იტვირთება და შენი პაროლი უნდა ჩაწერო? და ეს ხმა ისმის საიდან, დინამიკებიდან თუ კეისის სპიკერიდან?


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Apr 6 2008, 05:55 PM
პოსტი #22


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



კარგი, ვნახავ მაგას და შევეცდები ხვალვე მოგაწოდო პასუხი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Apr 14 2008, 02:09 PM
პოსტი #23


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



არა, სამწუხაროდ ჯერ არა, რომ მეპოვნა დავწერდი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ე.ი. შენ ამბობ რომ ეს "ხმა" მას შემდეგ გაჩნდა რაც კომპი შტეფსელიდან გამოგითიშეს რამდენჯერმე ხომ?


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th May 2024 - 05:19 AM