მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> ქართული ენის პაკეტი Windows 7-ისთვის, Windows 7-ის ენის ინტერფეისის პაკეტი
gi0_kiborg
პოსტი Sep 28 2010, 09:23 PM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



Microsoft-მა ცოტა ხნის წინ გამოუშვა ქართული Language Interface Pack Windows 7-ისთვის
ბევრს ალბათ XP-ს და Vista-ს ქართული LIP-ების მერე საერთოდ გაუქრა სურვილი ინტერფეისის ენად ქართული დააყენოს, მაგრამ თანდათან პაკეტების ტერმინოლოგია იხვეწება, ასევე ძალიან კარგი საშუალებაა უფროსი თაობის ხალხსისთვის (უფრო სწორად, ვინც ახლა იწყებს ურთიერთობას კომპთან და ინგლისური ენა, ან რუსული არ ეხერხება მაინცდამაინც)
ქართული LIP-ის გადმოწერა შეგიძლიათ Microsoft-ის ჩამოტვირთვის ცენტრიდან

32 ბიტიანი Windows 7-ისთვის: LIP_ka-GE-32bit.mlc
64 ბიტიანი Windows 7-ისთვის: LIP_ka-GE-64bit.mlc

ეს პაკეტი აქართულებს ინტერფეისის უმეტეს ნაწილს, არა მთლიანად, სამწუხაროდ არ აქართულებს დახმარების ფაილებს (Help-ებს)

პაკეტი რომ დაყენდეს, თქვენი Windows 7-ის ძირითადი ენა აუცილებლად ინგლისური უნდა იყოს
თუკი ეს ასე არაა, დაგჭირდებათ ინგლისური MUI
Ultimate ვერსიების მფლობელებმა პირდაპირ Windows Update-დან შეგიძლიათ დააყენოთ,
ხოლო სხვებმა, ისარგებლეთ პატარა მოხერხებული უტილიტით Vistalizator
საიტიდანვე შეგიძლიათ გადმოიწეროთ ინგლისური MUI პაკეტი (32 და 64 ბიტიანი სისტემებისთვის) და დააყენოთ ამ პროგრამის საშუალებით
(რაც მინდა გითხრათ საკმაოდ მარტივია და ოდნავ გამოცდილი მომხმარებელიც გართმევს თავს, სხვათა შორის, ამ პროგრამითვე შეგიძლიათ გადმოწერილი LIP-ის დაყენება თუკი გაჯიუტდა)

კიდევ, ქართული LIP-ის დასაყენებლად, გარდა იმისა, რომ Windows 7-ის ძირითადი ენა უნდა იყოს ინგლისური, საჭიროა Windows იყოს Genuine ანუ ლიცენზირებული, ჩვენს რეალობაში, ეს ნიშნავს, რომ ისე უნდა იყოს დაკრაკული, Microsoft-მა ვერ შეამჩნიოს
თუკი Genuine ვინდის პრობლემა ამოგიგდოთ LIP-ის ინსტალაციისას, გამოიყენეთ Windows 7 Loader


P.S: ამხლა პოსტი კი გამომივიდა, მაგრამ მინდოდა დაწვრილებით დამეწერა, რეალურად, კი საქართველოში ლეპტოპების გარდა ყველას Windows 7 Ultimate უყენია უმეტესობას ინგლისური და გააქტიურებულიც აქვს რომელიმე კრეკით, ამ შემთხვევაში LIP-ის ინსტალაცია რამდენიმე წუთის სამეა
თუ არ მოგეწონათ, შეგიძლიათ ამოშალოთ Control Panel/Programs and Features-იდან....

P.P.S:
Windows® XP-ს ქართულენოვანი ინტერფეისის პაკეტი
Windows® Vista-ს ქართულენოვანი ინტერფეისის პაკეტი(მხოლოდ 32 ბიტიანის)
Microsoft Office Language Interface Pack 2007 – ქართული
(Office 2010 დამუშავების სტადიაშია)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gi0_kiborg: Sep 28 2010, 09:58 PM


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Sep 29 2010, 10:54 AM
პოსტი #2


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



დავაყენე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მართალია არის გარკვეული შეცდომები და გაუგებრობები, მაგრამ მიეჩვევა კაცი, მიჩვევა უნდა ნამდვილად, თუმცა ბევრ ტერმინს კატეგორიულად არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც ქართულია... უბრალოდ პრობლემას მიქმნის სხვებთან ურთიეთობაში, ანუ ვცდილობ რაღაც ავუხსნა და ჩემი ქართული ინტერფეისით იმის ინგლისურ ინტერფეიის ვერ ვწვდები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ჩნდება პრობლემა. ნუ, იდეაში თუ ყველას ექნება ქართული ინტერფეისი ყველაფერი კარგად იქნება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Sep 29 2010, 12:29 PM
პოსტი #3


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



ხო, ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ ქართული ტერმინოლოგიის გამოყენებას
ვარიანტი სამია:
1) ყველაზე რთული: ახალი ქართული ტერმინის მოფიქრება
2) ინგლისური ტერმინის შემოღება
3) მიჩვევა
ეს მიჩვევა ყველაზე საალბათოა და სჭირდება ყველა ვარიანტს კომპ-მომხმარებლების მრავალფეროვნების გამო (მაგ გამოცდილს ურჩევნია ინგლისური, იმიტომ რომ კარგა ხანია მიეჩვია, ქართულზე მიჩვევა უჭირს, ხოლო თუკი ახალბედამ ქართული დაიწყო, ინგლისურზე გადაბარგება გაუჭირდება)

მაგრამ სწორი ხარ

ციტატა
ნუ, იდეაში თუ ყველას ექნება ქართული ინტერფეისი ყველაფერი კარგად იქნება

ეს საუკეთესო ვარიანტია


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
davizo70
პოსტი Oct 5 2010, 08:21 AM
პოსტი #4


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 344
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 9.173



თუმცა Ultimate მიყენია, განახლებებში სხვა ენებთან ერთად ქართულს ვერ წავაწყდი (IMG:style_emoticons/default/huh.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Oct 5 2010, 03:57 PM
პოსტი #5


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



იმიტომ, რომ ეს არის LIP და არა MUI
ამიტომ, ცალკე უნდა გადმოწერო და დააყენო
თუ Ultimate გაქვს არავითარი "ჩალიჩი" არ დაგჭირდება


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Oct 6 2010, 10:30 PM
პოსტი #6


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



gi0_kiborg
ძალიან ვისიამოვნეთქო, რომ ვთქვა ძალიან მოვიტყუწები, მაგრამ კარგი იყო ნამდვილად და სასიამოვნო. უბრალოდ პროგრამებზე შემექმნა პრობლემას ქართული საქაღალდეებიდან ვერ ხსნიდნენ ფაილებს, ამიტომ მომიწია გადასვლა ინგლისურზე ისევ. თან კიდევ ერთი პრობლემა ფანჯრები ძალიან იწელებოდა, კერძოდ გადმოწერის ფანჯარა ჩემს FullHD ეკრანს თითქმის ფარავდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 08:34 PM