თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Off-Tech _ საქართველოს კონსტიტუცია

პოსტის ავტორი: Giena Jun 5 2010, 04:12 PM

2 დღეა რაღაცეებს ვკითხულობ , როგორც პროტესტულად განწყობილი ადამიანი ვცდეილობ რაიმე ხერხი გამოვძებნო (რაც ოპოებს არ გამოუყენებიათ) ამ ჭირის მოსაშორებლად (ნუ, ვისთვის როგორ) ხოდა წავიკითხე მთელი კონსტიტუცია და აღმოვაჩინე, რომ საქართველოს მოსახლეობას არ აქვს პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაყენების საკითხი (?) ანუ რომ ადგეს საქართველოს მოსახლეობის 100% და მოითხოვოს პრეზიდენტის გადადგომა ვერაფერს მიაღწევს, შეიძლება სხვაგან უნდა ვეძებდე, მაგრამ მთლიანად გადავიკითხე ძებნაც გამოვიყენე მაგრამ ვერსად ვნახე იქნებ თქვენ გქონდეთ რაიმე მოსაზრება? უნდა იყოს ეს ასე თუ არა?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 7 2010, 06:02 AM

Giena
მოსახლეობას მგონი არც ჰქონდა ეგ უფლება კონსტიტუციით. ეგ უფლება უნდა ჰქონდეს წესით პარლამენტს. ადრე ეგრე იყო ყოველ შემთხვევაში. პარლამენტს უფლება ჰქონდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაეწყო. წერია მაგაზე რამე?

პოსტის ავტორი: gearge Jun 7 2010, 10:55 AM

თუ არა პრეზიდენტზე, პარლამენტზე რამე გავლენის ბერკეტი გვაქვს მოქალაქეებს?

პოსტის ავტორი: Giena Jun 7 2010, 01:24 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 7th June 2010 - 10:02 AM) *
პარლამენტს უფლება ჰქონდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაეწყო. წერია მაგაზე რამე?

კი, ერთმა მესამდემა უნდა გამოთქვას დადებითი პასუხი (რაც შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში). ხო, მაგრამ ხალხის პრეზიდენტია თუ პარლამენტის? თუ ქვეყანაში პარლამენტიც და პრეზიდენტიც "მოპარული" გვყავს გამო0დის, რომ იმის პრეზიდენტია რაც უნდა? არ უნდა იქნება ხალხს ტირანიაში ცხოვრება? ან თუ პრეზიდენტს (და მის მთავრობას) პარლამენტის 1/3-ზე აქვს კონტროლი მაშინ?

ციტატა(gearge @ 7th June 2010 - 02:55 PM) *
თუ არა პრეზიდენტზე, პარლამენტზე რამე გავლენის ბერკეტი გვაქვს მოქალაქეებს?

მანდაც მხოლოდ პრეზიდენტს აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება, ხალხს მაქსიმუმ რაც შეუძლია მოითხოვოს კონსტიტუციის გადასინჯვა (თუ 200 000 ხელმოწერა იქნება), ანუ გამოდის, რომ ხალხისთვის არავინ არის კონსტიტუციურად, ყველა თავის პონტშია და რასაც აკეთებენ კანონი არ უგრძალავთ სრულიად "კანონიერად" ანგრევენ ქვეყანას.