მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> აისის პირველ კურსზე ჩაწერა დაიწყო, სამხედრო-სალაშქრო საქმე ვისაც აინტერესებს
Sh@ko
პოსტი Jan 11 2010, 12:31 PM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



თქვენი ნებართვით გადმოვაკოპირებ აქა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


მცირე შესავალი:

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აისი" საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ამზადებს სალაშქრო-სამხედრო საქმეში. კურსი შედგება ლექციებისა და პრაქტიკებისაგან (სალაშქროდ გასვლა). ლექციებზე შეისწავლება ის, რისი ცოდნაც სავალდებულოა პატრიოტი ქართველისათვის ომისა თუ ისე, ბუნებაში მოგზაურობის დროს.


"აისი" არ არის გასამხედროებული ორგანიზაცია! სწავლებისას გამოიყენებენ ლეგალურ პნევმატურ იარაღებს.

ციტატა
შეგიძლიათ ჩაეწეროთ I კურსზე!

ხანგრძლივობა: 22 დღე (7-28 თებერვალი). 10 სასწავლო შეკრება (7 თეორია და 3 პრაქტიკა).
დაწყება: 7 თებერვალი (კვირა). 17:00-ზე აისის ოფისში.

: ცხრილი :

7 თებერვალი (კვირა) - ღია კარის დღე, აისის გაცნობითი ლექცია, სალაშქრო უსაფრთხოება, პირადი აფთიაქი
9 თებერვალი (სამშაბათი) - სალაშქრო საქმე: ეკიპირება, ლაშქრობის დაგეგმვა
7 თებერვალი (ხუთშაბათი) – თვითგადარჩენის ტექნიკა
14 თებრვალი (კვირა) – საველე გასვლა, ეკიპირების ჩვენება, კარვის გაშლა, ცეცხლის დანთება, საბანაკე ადგილების ჩვენება და ა.შ.

16 თებერვალი (სამშაბათი) - ტოპოგრაფიის საფუძვლები (რუკის გარე გაფორმება, ფერები, პირობითი ნიშნები)
18 თებერვალი (ხუთშაბათი) - ქვეითის შეიარაღების ნომენკლატურა (AK, PK, RPG).
21 თებერვალი (კვირა) - ფორსირებული ლაშქრობა სიმაღლე 1440-ზე ბანაკის მოწყობით. დამოუკიდებელი გადაადგილება.

23 თებერვალი (სამშაბათი) - სალაშქრო მედიცინა
25 თებერვალი (ხუთშაბათი) – გარჩვა/შეჯერება
28 თებერვალი (კვირა) - ფორსირებული ლაშქრობა დიდგორის მიმართულებით.

: დამატებითი ინფორმაცია :

კურსზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც შეუსრულდათ 17 წელი. ამ ეტაპზე შეგვიძლია 60 მსმენელის მიღება.

თეორია ჩატარდება საღამოობით, კვირის შუა დღეებში, პრაქტიკული სწავლებები და ლაშქრობები მოეწყობა კვირას და ოფიციალური დასვენების დღეებში.

: ვის გამოადგება აისის სასწავლო პროგრამა :

1). სამხედრო და სალაშქრო საქმით დაინტერესებულ ადამიანებს.
2). ძალოვან სტრუქტურებში სამსახურის დაწყების მსურველებს - მიიღებთ საბაზისო ცოდნას და საკუთარ თავს გამოცდით შესაბამის სიტუაციებში.
3). ფიზიკურად და მენტალურად გაკაჟების მსურველებს.
4). თანამოაზრეების გაცნობის და ქართული საქმის კეთების მსურველებს.

I კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტი დაიშვება II კურსზე სადაც შეისწავლის ნავიგაციას და სამხედრო საქმის ძირითად ელემენტებს. II კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტს მიენიჭება მოლაშქრის წოდება და ჩაირიცხება მოლაშქრეთა სექციაში. სადაც გაიღრმავებს ცოდნას და შეინარჩუნებს ფიზკურ ფორმას სპეციალური პროგრამების მიხედვით.

: აისის საველე ოფიციალურ გასვლებზე მოქმედი ძირითადი წესები :

იკრძალება ალკოჰოლის (ლუდიც) გასვლებზე წამოღება და გამოყენება (გარდა სამედიცინო დანიშნულებისა).
იკრძალება ხმაური, ბილწსიტყვაობა და გინება, ნაგვის დაყრა, შინაური ცხოველის წამოყვანა.
ნარკოტიკის, ან ფსიქოტროპული საშუალების გამოყენებაზე, წევრი დაუყოვნებლივ გაირიცხება აისიდან.

-------

თუ რეგისტრაცია არ გაქვთ გავლილი, გაიარეთ!

http://www.aisiforce.org/cevri.html

-------

კონტაქტი (დარეკეთ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში).

895 308382 (18:00-23:00 სთ)
855 106861


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- Sh@ko   აისის პირველ კურსზე ჩაწერა დაიწყო   Jan 11 2010, 12:31 PM
- - Giena   Sh@ko გამარჯვება! ე...   Jan 11 2010, 02:15 PM
- - Sh@ko   Giena , რა გაეჭვებს??? მ...   Jan 11 2010, 02:33 PM
- - Power_VANO   აისის ადმინისტრაც...   Jan 11 2010, 07:06 PM
- - Sh@ko   უკვე 30 მსურველი ჩაე...   Jan 12 2010, 11:48 AM
- - Giena   Sh@ko ციტატაზარაზა დ...   Jan 12 2010, 04:58 PM
- - Chacha   ეს მომავალ წელსაც ...   Jan 12 2010, 05:03 PM
- - Power_VANO   Giena კაცო ზარაზას გა...   Jan 12 2010, 06:46 PM
- - Giena   Power_VANO ხოდა ეგ არის უ...   Jan 12 2010, 07:42 PM
- - Power_VANO   Giena არ მოგცემენ იქ პ...   Jan 13 2010, 07:21 AM
- - Sh@ko   Giena ანტიმიშისტი აგე...   Jan 13 2010, 08:25 AM
- - Chacha   Sh@ko ხოდა 2011 წელსაც იქ...   Jan 13 2010, 11:02 AM
- - Sh@ko   Chacha მაგის იმედი მეც ...   Jan 13 2010, 11:07 AM
- - Giena   Sh@ko ციტატაRE:აქციის მ...   Jan 13 2010, 02:37 PM
- - Sh@ko   ციტატა(რადგან აუცი...   Jan 13 2010, 02:47 PM
- - Power_VANO   Giena ციტატა(Giena @ 13th Januar...   Jan 14 2010, 12:42 PM
- - Giena   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   Jan 14 2010, 01:13 PM
- - Sh@ko   ციტატა16 თებერვალი (...   Jan 15 2010, 11:05 AM
- - Sh@ko   აისის უკეთ გასაცნო...   Jan 18 2010, 01:45 PM
- - Sh@ko   ახალ თემას არ გავხ...   Feb 26 2010, 08:46 AM
- - Power_VANO   აუჰ, წამოვიდოდი, ახ...   Mar 1 2010, 07:53 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 07:25 AM