XO OLPC ჩვენს სკოლებში, ყველა პირველკლასელს!, კარგი ახალი ამბავი |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
XO OLPC ჩვენს სკოლებში, ყველა პირველკლასელს!, კარგი ახალი ამბავი |
Apr 6 2010, 05:32 PM
პოსტი
#1
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
მოკლედ, ახლა ვნახე სიუჟეტი, მთავრობის გასვლითი სხდომის.
რაც ვნახე საინტერესო, ისაა, რომ ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელ მოსწავლეებს წიგნების პაკეტის ნაცვლად დაურიგებენ ნეტტოპებს საჩუქრად, რომლებშიც იქნება ჩატვირთული სახელმძღვანელოები. აი ლინკი სიუჟეტზე: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=im...04-2010%2020:33 ნუ იგივე სიუჟეტი იყო სხვა არხებზეც. ნეტტოპი, რაც მაგ სიუჟეტში ჩანს, 100%-ით არის აშკარად XO OLPC. რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ზოგადად კომპების დარიგება ძალიან კარგია მოსწავლეებისთვის, თან ყველასთვის და თან საჩუქრად, კარგია ისიც, რომ ეს XO OLPC საკმაოდ კარგი კომპია, პირველკლასელისთვის განსაკუთრებით. მოკლედ, 1-2 დღის მანძილზე იქნებ კიდევ შევაგროვოთ ინფო ამ ახალი კარგი ამბის შესახებ, იქნებ თქვენ იცოდეთ მეტი (ვთქვათ რომელი რევიზიის XO OLPC-ები რიგდება, 1.0 თუ 1.5) და მერე ნიუსადაც გავუშვებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჰო, + კარგია რომ ზოგადად XO OLPC აირჩა პირველკლასელებისთვის. კონკურენტი Intel Classmate PC გაცილებით "ნავაროჩენია" და ცოტა ძვირიც ღირს, ეგ ცოტა უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება უკეთესი, ვთქვათ ესე მე-5 კლასიდან კლასმეიტ პისი გაასწორებდა IMO. XO OLPC პირველკლასელებისთვის აშკარად კარგი არჩევანია, უბრალოდ აი ძალიან მაინტერესებს 1.0-ა თუ 1.5 რევიზიის ეგ კომპები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ესეც მცირე ფოტოგალერეა: (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/1.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/2.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/3.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/4.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/5.jpg) -------------------- I do it from behind...
|
|
|
Apr 24 2010, 01:04 PM
პოსტი
#2
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 |
ფილმი თუ გაქვთ ნანახი "თოჯინები იცინიან" მანდ არის ერთი მომენტი ამ თოჯინების ქარხნის დირექტორი ბატონი შალვა (ეროსი მანჯგალაძე) ამბობს: "გეკითხებით, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი? (თვითონვე პასუხობს) იმიტომ, რომ მას არ ქონდა სათამაშო" 100% ვეთანხმები ბატონ შალვას, მაგრამ აქ ერთ პრობლემას ვეჯახზებით, აი წარმოვიდგინოთ დღევანდელი ამერიკელი ბავშვები ბევრად განვითარებულები არიან ვიდრე ქართველი ან ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ბავშვები, მაგრამ განათლებაში ჩვენი (პოსტსაბჭოთა) ბავშვები ბევრად ჯობნიან, რატომ? 1. ამერიკელ ბავშვებს აქვთ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებთან ასე თუ ისე შეხება, პირველი სათამაშო მაგათ აქვთ და გამომუშავებული აქვთ სწრაფაზროვნების უნარი, ამასთან ყველაფერი იმდონეზე აქვთ გაადვილებული სწავლა, რომ ვეღარ სწავლობენ, რამოდენიმე თვის წინ ობამა "ყვიროდა" ამერიკელების განათლებას ვუშველოთ უნდაო ჩლუნგები ვართო (ამას ძალიან ბევრი ფაქტი ადასტურებს, თუნდაც ის, რომ ამერიკის 25%-მა არ იცის რომელია ქვეყნის დედაქალაქი) თუ ავიღებთ საბჭოთა კავშირის დროინდელ ბავშვებს (ახლა ჩვენს მშობლებს თუნდაც) ბევრად დიდი განათლება აქვთ (ნუ, ლაფსუსები იყო მაშინაც, დარვინიზმი და ა.შ.) ზოგადად ჩვენმა მშობლება ყველაფერი იციან, თუნდაც მხოლოდ სკოლადამთავრებულებმა, რადგან მაშინ ასწავლიდნენ ბავშვებს რეალურად თან მართალია აწვალებდნენ, მაგრამ ტვინში უჯდებოდათ.... ანუ კი კარგია ძალიან განვითარება, მაგრამ ეს განვითარება არ უნდა დავიყვანოთ დადაუნებამდე. ბავშვს, რომ კომპიუტერით ასწავლიან, არამგონია კლასგარეშე საკითხავი წააკითხო შემდეგ და მსოფლიო ელექტრონული ლიტერატურა ქართულ ენაზე არ არის როგორც ასეთი, ბავშვი წიგნს ხელს არ მოკიდებს და გამოდის, რომ ჩლუნგდება... ამით იმის თქმა არ მინდა, რომ წიგნით თუ არ წაიკითხავ დაჩლუნგდებითქო, უბრალოდ ელექტრონული ვერსიები არ გვაქვს ბევრი ჩვენ, და სანამ ეს ბაზა არ გვექნება ამის გაკეთება სისულელე და ტყუილად რესურსების ხარჯვაა (ასე მგონია მე და არ ვცდები არა).
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Apr 24 2010, 01:05 PM -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th April 2024 - 12:23 PM |