მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> "ახალ კიდობანში ყალბი სონი ერიქსონები იყიდება", რომელსაც ამ ბრენდთან არაფერი აქვს საერთო
80080
პოსტი Jun 11 2009, 10:17 AM
პოსტი #1


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 13
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.559



რისი თქმა მინდა:

კიდობანში ვიყავი, მინდოდა ც905 მეყიდა.
ბაზრობაზე როცა ყიდულობ ტელეფონს, კარგა ხანი უნდა იარო იმისთვის, რომ მიაგნო სასურველ მოდელს იაფად. ერთიდაიგივე მოდელზე, სხვადასხვა მაღაზიებში დაახლოებით 20 ლარამდეა სხვაობა.
... შევედი ერთ მაღაზიაში, მოვითხოვე ც905 და... მაჩვენეს რაღაც შავი ტელეფონი, რომელიც ღირდა 495 ლარი ("ც905" 900 ლარზე მეტი ღირს თბილისში), 5 მეგაპიქსელიანი კამერით ("ც905"-ს 8 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს). კორპუსი სხვანაირი, მაგრამ კარგი დიზაინით.
მინდოდა ტელეფონის პასპორტში ჩამეხედა დეტალების გასარკვევად და რა მიპასუხეს იცით? - პასპორტებს დუბაიში ვყრითო და დისკზე მოყვება ინსტრუქციაო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მეორე მაღაზიაშიც იგივე განმეორდა, ოღონდ აქ ფასი 800 ლარამდე მითხრეს და სულ სხვა დიზაინის აპარატი მაჩვენეს. ტექსტი - იგივე.
მესამეშიც ასევე...
მოკლედ დავრწმუნდი, რომ კიდობანში ჩამოტანილი საქონელი არაა ის, რადაც ასაღებენ და ღმერთმა იცის ვისი აწყობილია და როგორ იმუშავებს. გარე ბაზრობა მიაქვს ჩინურ უსახელო აპარატებს (ძირითადად ორ სიმბარათიანებს ტელევიზორით, მოლაპარაკე უნიტაზით და ათასი ნავაროტკებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ). ეს აპარატები ნამეტანი ახალი პროდუქტია და ბევრი ნედარაბოტკა აქვს....
მე მქონდა ადრე მასეთი უსახელო ორსიმიანი ტელეფონი, რომელიც იდეაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ აკუმულატორი ერთ დღესაც ვერ ქაჩავდა, რის გამოც მეორეც მოყვა და დღეში ერთხელ მაინც აკუმულატორს ვუცვლიდი. აკუმულატორების ცვლის გამო, ერთ კვირაში (ეს აპარატები სამსახურში მოიტანეს ჩვენთან და რამდენიმემ ავიღეთ ხოდა ყველას იგივე დაემართა) კონტაქტი აძვრა პლატაზე და მერეც ხშირად ძვრებოდა. ზუსტად ერთ თვეში დაეწყო დინამიკს პრობლემები, მერე კიდევ სხვადასხვა პრობლემებმაც იჩინა თავი და ბოლოს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მივალეწე კედელს და ვიყიდე სონი ერიქსონი "w880"...

ასე რომ სანამ ბაზრობაზე რომელიმე ტელეფონის ყიდვის სურვილი გაგიჩნდებათ მაღაზიაზე იაფად, ჯერ ინტერნეტში ნახეთ ეგ მოდელი როგორია და რა მახასიათებლები აქვს და ისე მიდით, თორემ დიდი შანსია რაღაც ნაგავი შემოგტენონ მშვენიერი დიზაინით და დაბალი ფასით...

(მე გადამარჩინა იმან, რომ მოდელს ვიზუალურად და რაღაც მახასიათებლებით მაინც ვიცნობდი)
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jun 11 2009, 10:44 AM
პოსტი #2


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



80080
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ჩემს ერთ ნაცნობს აქვს ეგეთი ტელევიზორიანი მობილი, კი დავცინეთ, რომ იყიდა (ერთი 4 თვის წინ), მაგრამ ახლაც მუშაობს და ქართულ არხებს იჭერს მშვენივრად :-) გამართლებაზეა, მოკლედ, შეიძლება იმუშაოს, შეიძლება - არა. ნაგავი რომაა, მაგას რა ლაპარაკი უნდა.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
achiko
პოსტი Jun 11 2009, 11:23 AM
პოსტი #3


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 740
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 405



მაგათი...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
oracle
პოსტი Jun 11 2009, 11:40 AM
პოსტი #4


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 259
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 46



აქვე ნახავთ ისეთ ტელეფონებს, რომელიც ჯერ არც კი გამოსულა (მაგალითად მე ვნახე შავი Nokia N97, თან ორ სიმიანი - ჯერ ოპფიციალურად ეს ტელეფონი არ გამოსულა) (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და არამარტო ეს მოდელი. ძალიან ბევრი მოდელებია.
აქედან ყველა არის ჩინური ხლამი და ისე იაფია, რომ გაგიჯდები. ნახევარი და მესამედი ფასები აქვს.

200-250 ლარი ღირდა ზემოთაღნიშნული N97. როცა, მისი ფასი შეიძლება 2000 ლარი იყოს გამოსვლისას.

გავგიჯდი ეს ტელეფონები რომ ვნახე. მაგარი სისულელეა და მგონი ბევრი ადამიანიც ტკუვდება.

კრიზისია და ალბათ იმიტომ მოიკიდა ფეხი ბიზნესის ამ სახემ. იაფფასიანმა ტელეფონებმა.


--------------------
www.comp-news.com - უახლესი ინფორმაცია IT სამყაროში - გვესტუმრეთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jun 11 2009, 02:43 PM
პოსტი #5


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



oracle
სერიალ გაქცევაში ლინკოლნი რომ ჩეკს მოთხოვს გამყიდველს, ტელეფონი უყიდიათ ვიღაცეებსო, 49.99 $ ეწერა ჩეკზე... (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ანუ ფასშიც არაა საქმე.

ჩემმა ბიძაშვილმა იყიდა ჩინური N96 და აქვს ახლაც საკაიფოდ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) დუალ სიმ, დუალ ბლუთუზო ეწერა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

მარა ახლა მაგისმა ძმამ იყიდა M6 ჩინური ტელეფონი და არ ირთობა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) 145 ლარი ღირდა... მე ვაყიდინე, 130 ლარად K800 მინდაო ნახმარიო და მეთქი მასე ნახმარის ყიდვას ბარემ ჩინური იყოდოო (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) (IMG:style_emoticons/default/sad.gif) 1 თვეც არ გასულა



ხო, იმის აღნიშვნა მინდა, რომ ორივემ იცოდა ჩინურს რომ ყიდულობდა. ეგრე თუ განაგლდნენ რომ "ტენიან" მაშინ საგანგაშოდაა საქმე


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
oracle
პოსტი Jun 11 2009, 05:23 PM
პოსტი #6


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 259
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 46



ანუ ხლამია და ერთჯერადი ტელეფონებია. შეიძლება 49.99 $ ღირდეს და უფრო ნანლებიც.


--------------------
www.comp-news.com - უახლესი ინფორმაცია IT სამყაროში - გვესტუმრეთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
PITERSONA
პოსტი Jun 12 2009, 04:47 PM
პოსტი #7


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 195
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: www.webs.ge
წევრი №: 8.663



ციტატა(domen @ Jun 11 2009, 11:44 AM) *
80080
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ჩემს ერთ ნაცნობს აქვს ეგეთი ტელევიზორიანი მობილი, კი დავცინეთ, რომ იყიდა (ერთი 4 თვის წინ), მაგრამ ახლაც მუშაობს და ქართულ არხებს იჭერს მშვენივრად :-) გამართლებაზეა, მოკლედ, შეიძლება იმუშაოს, შეიძლება - არა. ნაგავი რომაა, მაგას რა ლაპარაკი უნდა.


ჩინურები რომ არის რაღაც იმაზე ამბობ? მაგარი ჯართია რა. ჯერ მენიუ ისეთი ფონტით არის გული შეგიღონდება სანამ მესიჯს წაიკითხავ. თუმცა ჩემ ერთ მეგობარს აქვს და შენი თქმის არ იყოს მუშაობს, არებსაც იჭერს და ბატარეაც ჯანზეა


--------------------
Scripts: WEBS.GE
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jun 12 2009, 08:50 PM
პოსტი #8


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



არა, ისე ზოგი რამ მაგარი აქვს ამ ჩინურებს... მაგალითად Inbox-ზე პაროლის დადება... ტელევიზია...
კაროჩე თუ ყიდულობ, უნდა იცოდე რომ არ იქნება მუდმივი ტელი რა.


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jun 13 2009, 07:46 AM
პოსტი #9


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



oracle
ციტატა(Irakli @ 11th June 2009 - 09:23 PM) *
ანუ ხლამია და ერთჯერადი ტელეფონებია. შეიძლება 49.99 $ ღირდეს და უფრო ნანლებიც.

ფასით არ უნდა იმსჯელო, ნოკიას 50 ლარიანი ტელეფონი გამძლეობით ბევრად ჯობია იმ თქვენს N97-საც კი, და sony ericsson რომელიც ვიყიდე 60 ლარად, მეშვიდე სართულიდან გადამივარდა, ბალკონიდან. მეთქი წაიღო ჩემი ჭირი, ამოვიტანე ავაწყვე და მუშაობს ვირივთ, ორი ნაკაწრი აქვს მარტო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
oracle
პოსტი Jun 13 2009, 10:57 AM
პოსტი #10


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 259
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 46



ციტატა
ფასით არ უნდა იმსჯელო,

ფასით იმ მხრივ ვმსჯელობ, რომ 1500 ლარიანი ტელეფონი როგორ შეიძლება ღირდეს 200-250 ლარი თუ მართლა ხლამი არ არის.

ნოკიას 50 ლარიანი ტელეფონი სხვაა და ერთიდაიგივე მოდელი, ფასთა ასეთი სხვაობით - კიდევ სხვა


--------------------
www.comp-news.com - უახლესი ინფორმაცია IT სამყაროში - გვესტუმრეთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jul 1 2009, 08:10 AM
პოსტი #11


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ჰოო, ე.ი. ჩინელებს SE-ზეც დაუწყიათ მუშაობა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
80080
პოსტი Jul 6 2009, 02:05 PM
პოსტი #12


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 13
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.559



გუშინ ვიყავი ბაზრობაზე და ახალი იქსპერია ვნახე 890 ლარად... (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და სხვა სონი ერიქსონებიც ვნახე მაგ მაღაზიაში ბაზრობაზე, სხვა მაღაზიებთან შედარებით იაფად, მაგრამ კორპუსები ცოტა უცნაურად გამოიყურება.
მაგალითად:
ყავისფერი k770 კია ყავისფერი, მაგრამ პრიალა კი არა, მატოვი კორპუსი აქვს და კორპუსის და კლავიშების ხარისხი ის არაა, რაც უნდა იყოს, ცოტა უცნაურია და მგონი გაშკურკვაც დაავიწყდათ (ნაწიბურები აქვს კორპუსზე) (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
უცნაური ფერის c905 ვნახე, მაგარი უცნაური ფერის...
ხო, გარდა ამისა ვიყავი "მობში" პეკინის ქუჩაზე და "ტელეფონში" ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის პირდაპირ, ხოდა საინტერესოა, რომ "ტელეფონში" k770 329 ლარი ღირს, მობში კი 299 ლარი.
c 902 "ტელეფონში" 555 ლარი ღირს, "მობში" 575...
მობს "htc"-ებზე დიდი ფასდაკლება აქვს ეხლა, 890 ლარიანი მოდელი ოთხას რაღაცა ლარად დევს...
იქსპერია უმეტესობა მაღაზიებში ათას ორას ლარზე მეტი ღირს, "ელიტ ელექტრონიქსს" ათას ლარად აქვს...

ჩინელებს რაც შეეხება, სონი ერიქსონებს დიდი ხანია აწარმოებენ და ხარისხსაც არ ვუჩივი (წელიწადზე მეტია მშვენივრად მუშაობს ჩემი w880), მაგრამ სადღაც პატარა ცეხებში გაკეთებულ ტელეფობენს კორპუსის ხარისხზეც ეტყობა რა ნაგავიცაა.

მოკლედ, სანამ ტელეფონს იყიდი, მანამდე კარგად უნდა შეისწავლო ტექნიკური მახასიათებლებიც, ფასიც და ისიც თუ რა ფერებში გამოდის ესა თუ ის მოდელი...

ისე, სამკუნგები, ნოლკები, და მსგავსნი ვედრა მანეთად ყრია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sitchi
პოსტი Jan 28 2010, 08:29 PM
პოსტი #13


ახალბედა
*

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 6
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 9.271



(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ნოკიას ანალოგებია: ნოკლა, ნცკია(IMG:style_emoticons/default/smile.gif) მემგონი sony ericssony ერთი "S"ითაც არის ანუ sony ericson. მარტო სახელებით მიხვდები "ვისი ნაჩალიჩარია" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მე თუ მკითხავთ, ჯობია გადაიხადო ძვირი და ხარისხიანი იყიდო. საერთო ჯამში იმაზე მეტი დაიხარჯება "ეკონომიით" ვიდრე ძვირადღირებულში უნდა დახარჯულიყო. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------





თუ ისე იფიქრებ, როგორც გუშინ, ხვალ გექნება ის, რაც გაქვს დღეს :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
davizo70
პოსტი Jan 29 2010, 05:24 AM
პოსტი #14


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 344
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 9.173



(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ვეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ჩინური მობილურები ხარისხით ძალიან შორსაა რეალური მწარმოებლების შექმნილისაგან და ვერ დააკმაყოფილებს მობილური ტელეფონების გემოვნებიანი შემფასებლების მოთხოვნებს, მაგრამ აბსოლუტირად საკმარისი ფუნქციები აქვთ სტანდარტული მომხმარებლების დასაკმაყოფილებლად... მე მე-5 თვეა მაქვს 138 ლარად შეძენილი ასეთი ორბარათიანი აპარატი და პრობლემა არ შემქმნია, ელემენტიც 3 დღეს ძლებს. ფასების ნაკლებობა ყველაზე მეტად დაბალფასიანი მუშახელით არის გამოწვეული. ისე, მგონია, რომ ესენი შეიძლება ძალიან წინ წავიდნენ მობილურების წარმოებაში: არ გახსოვთ ერიქსონის პირველი მობილურების სატარებლად ცალკე გრუზავიკი რომ იყო საჭირო? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ვაცალოთ ბატონო, ახალი დაწყებული აქვთ საქმე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Jan 29 2010, 07:15 AM
პოსტი #15


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



Sitchi
ციტატა(sitchi @ 28th January 2010 - 08:29 PM) *
biggrin.gif ნოკიას ანალოგებია: ნოკლა, ნცკიაsmile.gif მემგონი sony ericssony ერთი "S"ითაც არის ანუ sony ericson. მარტო სახელებით მიხვდები "ვისი ნაჩალიჩარია" biggrin.gif მე თუ მკითხავთ, ჯობია გადაიხადო ძვირი და ხარისხიანი იყიდო. საერთო ჯამში იმაზე მეტი დაიხარჯება "ეკონომიით" ვიდრე ძვირადღირებულში უნდა დახარჯულიყო. smile.gif

გეთანხმები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jan 29 2010, 07:55 AM
პოსტი #16


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



ჩინურზე გამახსენდა და ამასწინათ ვნახე პანდაში NOKIA N97 - 200 ლარად, სენსორული ეკრანითა და გვერდზე სლაიდერი კლავიატურით (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

ისე "განაგლდნენ ეს ჩინელები, პირდაპირ NOKIA აწერია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Jan 29 2010, 08:01 AM
პოსტი #17


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



Sh@ko
ციტატა(Sh@ko @ 29th January 2010 - 07:55 AM) *
ჩინურზე გამახსენდა და ამასწინათ ვნახე პანდაში NOKIA N97 - 200 ლარად, სენსორული ეკრანითა და გვერდზე სლაიდერი კლავიატურით tongue.gif

ისე "განაგლდნენ ეს ჩინელები, პირდაპირ NOKIA აწერია smile.gif

ვა,შაკო შენც? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
ჩემს კლასელს შეაპარეს ზუსტად ეგეთი ისიც 200 ლარად 1 თვის წინ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gio.
პოსტი Jan 29 2010, 09:54 AM
პოსტი #18


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 830
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.656



ბარემ აქ ვიკითხავ რა, იცით რა მაინტერესებს, 2 წლის წინ დინამოზე ვიყიდე SE K550i, ხოდა ამას წინათ დავშალე ტელეფონი და შემთხვევით მოვკარი თვალი, რომ ელემენტის ქვემოთ(ანუ სადაც ის იდება) ეწერა made in china, ესეიგი ორიგინალი არაა ხო?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jan 29 2010, 10:05 AM
პოსტი #19


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



Chacha, ეგრე ნუ განსჯი! ცნობილი ფირმები ცდილობენ ჩინეთში ააწყონ დეტალები, რადგან იაფი გამოდის უფრო.


ეგრე ასუსსაც აწერია მეიდ ინ ჩინა... ჰოლოგრამა და სხვა დამცავი ნიშნებუ თუ აქვს, მაგით უნდა მიხვდე.



ციტატა
ჩემს კლასელს შეაპარეს ზუსტად ეგეთი ისიც 200 ლარად 1 თვის წინ

გიგა, მოიცა და იმას ეგონა ორიგინალს ყიდულობდა? არ მჯერა რომ "შეაპარეს". მე ტელეფონის სახელს არ ვუყურებ - ძლიერი მონაცემების ტელი იაფი როა, ეგრევე ვხვდები, რომ ჩაინა ურევია მაგ ამბავში (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) მით უმეტეს, 2 სიმბარათიან ტელეფონები უმეტესობა ჩინურებია (ამ დროს ბრენდებს ჭურშ სძინავთ ნეტა? გააკეთონ მათაც (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) )

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Jan 29 2010, 10:08 AM


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Jan 29 2010, 10:11 AM
პოსტი #20


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



Sh@ko
ციტატა(Sh@ko @ 29th January 2010 - 10:05 AM) *
გიგა, მოიცა და იმას ეგონა ორიგინალს ყიდულობდა? არ მჯერა რომ "შეაპარეს". მე ტელეფონის სახელს არ ვუყურებ - ძლიერი მონაცემების ტელი იაფი როა, ეგრევე ვხვდები, რომ ჩაინა ურევია მაგ ამბავში tongue.gif მით უმეტეს, 2 სიმბარათიან ტელეფონები უმეტესობა ჩინურებია (ამ დროს ბრენდებს ჭურშ სძინავთ ნეტა? გააკეთონ მათაც tongue.gif)

შეაპარეს თუ არ ჯდება მაშინ "დებილია" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ეს უფრო მოერგება
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th September 2019 - 01:26 AM