მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> გვესაჭიროება მოდერატორი, მიმართვა Power_VANO-ს
გვჭირდება თუ არა მეორე მოდერატორი ფორუმზე?
domen-ის არყოფნის პერიოდში გვჭირდება თუ არა დროებით კიდევ ერთი მოდერი
გვჭირდება [ 13 ] ** [72.22%]
არ გვჭირდება [ 5 ] ** [27.78%]
სულ ხმები:: 18
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
gi0_kiborg
პოსტი Jan 11 2010, 01:03 PM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



მგონი სატაურით და გამოკითხვით ყველაფერს მიხვდებოდით....
როგორც იცით, ერთ ერთმა ჩვენმა მოდერმა domen-მა დაგვტოვა გარკვეული დროით,
შესაბამისად, ფორუმზე დაგვრჩა ერთადერთი მოქმედი მოდერი- Power_VANO,
მართალია, ის ჯერჯერობით ყველაფერს მშვენივრად უძღვება, თუმცა, ყველანი ადამიანები ვართ: ერთ ადამიანს, შეიძლება ისე აეწყოს სიტუაცია, რომ ვერ მოახერხოს ყველაფრის გაკონტროლება...
ამიტომ მიმაჩნია მას სჭირდება დამხმარე domen-ის დაბრუნებამდე ფორუმის (ყოველ შემთხვევაში ზოგ განყოფილბის) მართვის ამბავში,
პირველ რიგში თვითონ ვანოს აზრია რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი და გადამწყვეტი, მაგრამ მგონი ჩვენი აზრის ცოდნა არც მისთვის იქნებოდა ცუდი

მოკლედ, გთავაზობთ სავარაუდო მოდერობის კანდიდატურას:
ჯერ, სანამ დავასახელებდე, მაინც ვიტყვი, ჩემი აზრით რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
1. უნდა იყოს იმ საკითხებში ღრმად გარკვეული, რომელთა შესაბამის განყოფილებებსაც მოდერობ
2. უნდა იყოს ტაქტიანი და შეეძლოს გარკვეული და დასაბუთებული პასუხის გაცემა როგორც თავის მოქმედებებზე, ასევე სხვების შეკითხვებზე (ნუ ეს პირველშიც იგულისხმება)
3. უნდა ქონდეს საამისო ენთუზიაზმი
და:
4. ერთ-ერთი მთავარი: უნდა ჰქონდეს იმის დრო, რომ სულ მცირე დღეში 15-20 წუთით მაინც შემოიხედოს ფორუმზე

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, გთავაზობთ (სავარაუდო) კანდიდატად: otosaxel-ს

მგონი, ყველა დამეთანხმებით, ზემოთჩამოთვლილ პირობებს სრულიად პასუხობს....

მოკლედ, მაინტერესებს ყველას აზრი ამ საკითხზე

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gi0_kiborg: Jan 11 2010, 01:03 PM


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
achiko
პოსტი Jan 11 2010, 01:06 PM
პოსტი #2


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 740
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 405



მეც otosaxel-ს დავასახელებ.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jan 11 2010, 01:10 PM
პოსტი #3


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



gi0_kiborg
მშვენიერი კანდიდატურაა, მე ორივე ხელით, ორივე ფეხით და 21 თითით ვეთანხმები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მაგრამ რა საკვირველია ბოლო სიტყვა ვანოზეა, მართალი გითხრა და რამოდენიმე დღეა რაც ფორუმზე გამოვჩნდი ისევ და არ ვიცი საერთოდ რა ხდება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jan 11 2010, 01:37 PM
პოსტი #4


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



დაე იყოს! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მაგრამ ვანოც არ შემოდის, მგონი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ნუ, ეს დრო არ გვყოფნის რაა... (IMG:style_emoticons/default/sad.gif)


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Jan 11 2010, 02:26 PM
პოსტი #5


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



gi0_kiborg
ჩემი აზრით ოთო ყველაზე შესაფერისი კანდიდატურაა მაგ საქმისათვის
ციტატა(gi0_kiborg @ 11th January 2010 - 01:03 PM) *
1. უნდა იყოს იმ საკითხებში ღრმად გარკვეული, რომელთა შესაბამის განყოფილებებსაც მოდერობ

ნუ მემგონი ეს ოთოს არ ეშლება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ციტატა(gi0_kiborg @ 11th January 2010 - 01:03 PM) *
2. უნდა იყოს ტაქტიანი და შეეძლოს გარკვეული და დასაბუთებული პასუხის გაცემა როგორც თავის მოქმედებებზე, ასევე სხვების შეკითხვებზე (ნუ ეს პირველშიც იგულისხმება)

მე არ მინახავს შემთხვევა,რომელიმე წევრს დაესვავს კითხვა და ოთოს დამაკმაყოფილებელი პასუხი არ გაეცეს.საკუთარი გამოცდილებიდანაც ვამბობ რა თქმა უნდა

ციტატა(gi0_kiborg @ 11th January 2010 - 01:03 PM) *
3. უნდა ქონდეს საამისო ენთუზიაზმი
და:
4. ერთ-ერთი მთავარი: უნდა ჰქონდეს იმის დრო, რომ სულ მცირე დღეში 15-20 წუთით მაინც შემოიხედოს ფორუმზე

მთლად 15-20 წუთი მაგ საქმეს არ ეყოფა მაგრამ,როგორც მე ვიცი ჩვენი მომავალი მოდერი ( ოთო (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) დროის დეფიციტს არ განიცდის და დღეში ერთ საათს მაინც გამონახავს რომ ამ ფორუმს მიხედოს... წარმატებები ოთოს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ნუ,გიო ვფიქრობდი შენც დამესახელებინე,მაგრამ რაკი სურვილს არ გამოთქვამ ესე იგი მაინცდამაინც მოდერობის სურვილი არ გაქვს.საწყენად არ მიიღოთ ვინმემ,მაგრამ ოთო მგონი ყველაზე შესაფერისი კანდიდატია (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ალბათ დამეთანხმებით
Go to the top of the page
 
+Quote Post
CHABA
პოსტი Jan 11 2010, 02:33 PM
პოსტი #6


ზარმაცი
****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 577
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 21



gi0_kiborg
გეთანხმები, ოთოს დიდ პატივს ვცემ, ფორუმისთვის კაის მეტს არაფერს გააკეთებს. რათქმაუნდა თუ თითონაც თანახმაა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)



--------------------
ჩაბარუხელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Jan 11 2010, 02:37 PM
პოსტი #7


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



ციტატა(CHABA @ Jan 11 2010, 05:33 PM) *
gi0_kiborg
გეთანხმები, ოთოს დიდ პატივს ვცემ, ფორუმისთვის კაის მეტს არაფერს გააკეთებს. რათქმაუნდა თუ თითონაც თანახმაა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ხო, ისე, ეგ არსად მიხსენებია, რა თქმა უნდა თვითონაც თუ თანახმა იქნება....


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Jan 11 2010, 02:39 PM
პოსტი #8


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



gi0_kiborg
უკაცრავად და თუ გადაწყდა ოთოს მოდერობა, ჯაჯას თანხმობაცაა საჭირო ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Jan 11 2010, 03:28 PM
პოსტი #9


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



plastic
ეგრე რომ იძახი,ჯერ იკითხე იქნებ მოდერის ამპულაში სხვანაირად მოიქცეს.მოდერობა რათქმაუნდა დიდი პასუხისმგებლობაა და ამას "ლაითად" არ მოეკიდება არცერთი წევრი.
ციტატა(plastic @ 11th January 2010 - 03:18 PM) *
ამის გარდა, აზრის გამართულად გადმოცემა უჭირს (ან ეზარება ხოლმე). ხანდახან ისე პოსტავს, მგონია რომ სხვა ვერავინ ვერ იგებს, რის თქმა უნდა ამ პოსტით.

მაგაში კატეგორიულად არ გეთანხმები.კომპინფოს წევრების პრობლემების 50% ოთოს გადაწყვეტილია.შემიძლია უამრავი მაგალითი მოგიყვანო.გადახედე თუნდაც ჩემს ძველ პოსტებს და ნახე ვინ მეხმარებოდა ყველაზე მეტად.ამაში კიდევ ბევრი დამეთანხმება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) შვიდმა კაცმა გამოთქვა აზრი ოთოს მოდერობის შესახებ და ყველა დადებითი იყო.ერთი შენ ხარ წინააღმდეგი.გასაგებია ფორუმისთვის კარგის გაკეთება გინდა,მაგრამ მივცეთ შანსი და ვნახოთ როგორი მოდერი იქნება.
ციტატა
ჩემიდან ისევ +1 წარდგენილ კანდიდატურას


მოდით ოთოს აზრს დაველოდოთ,ამდენს რომ ვმსჯელობთ იქნებ თვითონაა წინააღმდეგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Jan 11 2010, 03:32 PM
პოსტი #10


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



plastic
მოდი შენი კანდიდატი დაასახელე.ვის თვლი მოდერობის ღირსად?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Jan 11 2010, 04:12 PM
პოსტი #11


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



plastic
ციტატა(plastic @ 11th January 2010 - 03:42 PM) *
მოდერის ამპულა არ ვიცი მეც (ამპლუა ქვია მაგას). და სანამ წევრია ეპატიება და მოდერი რო გახდება - აღარ? ცუდი მიდგომაა, არ მიყვარს შემთხვევები, როცა სტატუსი ცვლის წევრებს და მათი პოსტების ხასიათს და მეტნაკლებად, შინაარსსაც

სტატუსი კი არ ცვლის,არამედ პასუხისმგებლობა.და უფრო სერიოზულად მოეკიდება თქო...
ციტატა(plastic @ 11th January 2010 - 03:42 PM) *
მეც ჩემს აზრს ვაფიქსირებ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეზარება ხოლმე პოსტვა, თავს მოვერიე ამ შემთხვევაში და ვთქვი ის, რასაც მართლა ვფიქრობ. და რაც, როგორც შენ თქვი, ფორუმისთვის იქნება უკეთესი. შანსის მიცემას რაც შეეხება, რა გითხრა, რით გაგახარო... არასწორად მიუდექით საკითხს. გიომ დაპოსტა საკუთარი კანდიდატურა და დანარჩენებმა უბრალოდ ხელი აწიეთ და ოთოს მეტი კანდიდატურა არც კი განიხილება საერთოდ ამ თემაში. კონკურენცია აუცილებელი ხოლმე, ასეთ შემთხვევებში. უბრალოდ, ეს რამე სწორ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს, რა საკვირველია.

სხვას არავის გამოუტქვამს მოდერობის სურვილი და იმიტომ არ განიხილება ოთოს მეტი კანდიდატი.კნკურენცია აუცილებელი თუა წარმოადგინე შენი კანდიდატურა და "შევაჯიბროთ" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Jan 11 2010, 04:18 PM
პოსტი #12


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



მოკლედ ყველა დიდი მადლობ მხარდაჭერისთვის, ახლა კი ჩემი აზრი:


თუ მოდერია საჭირო და მე კარგ კანდიდატურად მიგაჩნივართ, დაე იყოს ასე და ვაფასებ და ყვალს დიდი მადლობა, რომ ჩემი კანდიდატურა წამოაყენეთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


ახლა რაც შეეხება თვითOნ მოდერის დამატება არ დამატების საკითხს, მგონი რომ ჯერ-ჯერობით ფორუმზე არ არის ისეთი სუტუცია რომ ბოტს დაეპოსტოს ან რამე კონფლიქტური სიტუაცია მომხდარიყოს და არ დაწყანარებულიყოს, ან დიდად გაოფებულის და ეს პოსტები არ წაშლილიყოს. ჩემი აზრით ვანო ჯერ-ჯერობით მარტო ართმევს თავს და თუ დამხმარე გახდება საჭირო, კიდევ ერთხელ ვაცხადებ მზად ვარ მოდერობის კანდიდატურაზე წარვდგე და ეს ჩემთვის დიდი პატივია (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

მოკლედ თუ მოდერი საჭიროა მზად ვარ და თავს თუ ვერ გავართმევ გადადექი არ უნდა დაგჭირდეთ, ორი მოდერი წავიდა ლამაზად და ამ ტრადიციას არ დავარღვევ რამე ცუდად თუ წავიდა (IMG:style_emoticons/default/wink.gif)


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Jan 11 2010, 05:37 PM
პოსტი #13


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



აჰა,ოთოს აზრიც დაფიქსირდა,და გამარჯვებული კანდიდატი ვინ უნდა "აკურთხოს" მოდერად? (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) რა თქმა უნდა თუ ის პიროვნებაც თანახმაა,ვინც ამას გადაწყვეტს...
არ გეგონოთ მე ერთ პიროვნებას ვუჭერდე მარტო მხარს,მე უბრალოდ მინდა რომ ახალი მოდერი აიყვანონ,და წესიერად "იმოდეროს" ამ წევრმა,ოთო იქნება ეს თუ სხვა.

plastic
შენ არ გინდა მოდერობისათვის ბრძოლაში ჩაება? :?
ან შენ ვის დაასახელებდი დააკონკრეტე...
ციტატა(plastic @ 11th January 2010 - 03:29 PM) *
P.S domen-ის არყოფნის პერიოდში გვჭირდება თუ არა დროებით კიდევ ერთი მოდერი

გვჭირდება.

თუ გვჭირდება,ვის დაასახელებ ?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giga1: Jan 11 2010, 05:39 PM
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
პოსტი Jan 11 2010, 06:02 PM
პოსტი #14


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 471
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 32



გლობალ მოდერობა კაია მარა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მე ვფიქრობ განყოფილებების მიხედვით იქნება უფრო სწორე მოდერების დანიშვნა, ყველა რაღაც წვლილს შეიტანს რომ თავის განყოფილება ასე თუ ისე განავითაროს და ეს ფორუმს ძალიან წაადგება. სიახლე და აქტიურობა გვჭირდება


--------------------
I was born intelligent but education ruined me
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jan 11 2010, 09:05 PM
პოსტი #15


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ცოტა არ იყოს, მეძინება და შეიძლება აზრიც ვერ ჩამოვაყალიბო მთლად გარკვეულად, მაგრამ ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

პირველ რიგში, მხარს ვუჭერ ჩემს შემცვლელს და მხოლოდ გლობალ მოდერის პოსტზე, ფორუმს ამ მომენტში მეტი არ სჭირდება.

მეორე - მოდერი არაა აუცილებელი ღრმად ერკვეოდეს რომელიმე ტექნიკურ საკითხში, არასწორი მიდგომაა (კარგი ცოდნა და სხვების დახმარების სურვილი არანაირ კავშირში არაა კარგ მოდერთან). საჭიროა მხოლოდ იმ დონის ცოდნა, რომ გაარკვიოს, რომელ თემაში რაა ოფტოპიკი და რომელი თემა რომელ განყოფილებას ეკუთვნის. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ენთუზიაზმი ნამდვილად რაც მეტი, უკეთესია და დროზე ვერ დავეთანხმები კიბორგს - იანგარიშეთ მინიმუმ საათ-ნახევარი დღეში.

დავეთანხმები პლასტიკურს - ძალიან საჭიროა აზრის გადმოცემის უნარი და ობიექტურობა (სიმკაცრის საჭირო დოზით) ხომ თავისთავად. არ უნდა დაიშვას არცერთი გამონაკლისი დარღვევის გამოსწორება-დასჯისას სიზარმაცის ან ლოიალურობის გამო. მენდეთ, ეს ძნელია :–)

კიდევ ერთი შენიშნვა მსურველებს: მოდერობა ნამდვილად პრივილეგიაა, გარკვეულწილად ბერკეტიც თქვენი სასურველი კუთხით დაუშვათ ფორუმის განვითარება (უფრო თუ დავახურდავებთ, მოდერად არჩეულს ექნება საშუალება დაინახოს მომხმარებლების IP-ები, დამალული თემები და პოსტები და ა.შ.), მაგრამ ამან არ, მმ.. "შეგაცდინოთ", ძალიან გთხოვთ. პრივილეგიების უკან დგას ბევრად მეტი პასუხისმგებლობა და რუტინული, გარკვეული აზრით დაუფასებელი სამუშაოც - მოდერი მაშინაა კარგი, თუ მისი არსებობის შესახებ არავის ახსოვს :-) არჩევის შემდეგ პირველი ორი–სამი დღის შემდეგ, როცა ყველა ახალ კუნჭულს დაათვალიერებთ და მათით თამაში მოგყირჭდებათ, ეს პოსტი მძიმე მოვალეობად დაგაწვებათ. ვიმეორებ – მოდერის უფლებები ბეევრად ნაკლებია მის მოვალეობებზე, თუ სხვანაირად ხდება, მაშინ ის კარგი მოდერი არაა :–)

ამიტომ, თუ ვინმეს აქვს მოდერობის სურვილი, გთხოვთ დააფუძნეთ ის თქვენს ენთუზიაზმსა და კომპინფოს სიყვარულზე და არა ახალი სათამაშოს გაჩენის თუ სხვებზე აღმატების სურვილზე. ეს პოსტი ნამდვილად არაა სიამოვნების თუ გართობის წყარო :–)

რაც შეეხება ჩემს აზრს, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი plastic–ს ან gearge–ს გლობალ მოდერად. ჯერჯერობით სხვა აზრი არ მაქვს.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Jan 11 2010, 09:08 PM
პოსტი #16


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



plastic
ციტატა(plastic @ 11th January 2010 - 07:53 PM) *
ზუსტად ამას ვამბობ მეც, "მოდერატორი" მხოლოდ სტატუსს აღნიშნავს, რომლის ქვეშაც წევრს დამატებითი უფლებები აქვს. და სანამ მისი სტატუსი, უბრალოდ" "წევრი", ან "ფორუმელი", ან "კომპინფოელია", მანამდეც უნდა ჩანდეს, რო მისი მოდერატორად დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იქნება. ამ შემთხვევაში კი, ეს ესე ნამდვილად არ არის. დავწერე უკვე ზემოთ - რატომაც და თუ საჭირო გახდა, და/ან რამე ვერ გაიგე, შემიძლია უფრო დაწვრილებით აგიხსნა, მაგრამ მგონი ჩემი აზრი ასე თუ ისე გასაგებია შენთხვის, ხო?

არაა საჭირო ახსნა,გასაგებია ისედაც.ხოლო რაც შეეხება მოდერობას მე დავასახელე ადამიანი რომელიც მოდერის კანდიდატურას ყველაზე მეტად შეეფერება,სხვას არც სურვილი გამოუთქვამს და არა მგონია მეტად შეეფერებოდეს ვინმე მოდერის ტიტულს...
მე ჩემი აზრი დავაფიქსირე
ციტატა(plastic @ 11th January 2010 - 07:53 PM) *
იგივე, Gio kiborg - ს, მაგალითად. ბევრი დადებითი თვისების გამო, მაგრამ მოდი ჯერ ამ თვისებებს და მიზეზებს არ ჩამოვწერ, უბრალოდ არც მისი კანდიდატურა არსებობს რეალურად და არც ადმინისტრაციისგან ჩანს არანაირი პოზიცია ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, ამაზე წერა, დროის კარგვა იქნება, სხვა არაფერი.
ასევე, ძალიან საინტერესო იქნებოდა Gearge - ს კანდიდატურა.

მაგალითად როგორც შენ ასახელებ გიოს და გეარგეს ისე ვასახელებთ ჩვენ ოთოს,გასაგებია?

ყველას აქვს ინდივიდუალურად აზრის დაფიქსირების უფლება.და მთავარია ვანო რას იტყვის,თორემ ჩვენი აზრი მეორედხარისხოვანია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Jan 12 2010, 09:28 AM
პოსტი #17


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



plastic
ციტატა(plastic @ 11th January 2010 - 09:32 PM) *
მორჩა, დავამთავრე ამ თემაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

კარგი,დაველოდოთ...
ვანო დააფიქსირე შენი აზრი,გელოდებით
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jan 12 2010, 12:38 PM
პოსტი #18


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ფორუმზე დემოკრატია არ არის! გიკვირთ? ჰეჰ ... ავტოკრატიულ სახელმწიფოში დემოკრატიის კუნძულს ეძებთ? რამდენიც არ უნდა ვირჩიოთ და პეტიციები ვწეროთ, ამ საიტს და შესაბამისად მის ყველა კუთხე-კუნჭულს ერთი ადმინისტრატორი ჰყავს: ჯა_ჯა! როგორც ძირეული ადმინი გადაწყვეტს, ისე მოხდება!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Jan 12 2010, 12:43 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Jan 12 2010, 01:06 PM
პოსტი #19


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



აქ კარგა დიდი დისკუსია წასულა....
გარკვეულ საკითხებში მეც ვეთანხმები ყველას ცოტ-ცოტას,
gearge და plastic შესანიშნავი კანდიდატები არიან, თუმცა, როგორც ვიცი, მათთვის დროის პრობლემაა...თორემ, მეც ვიფიქრე მაგაზე,
ოთოს არ ეწყინოს თავი "უსაქმური" არ გონოს, მაგრამ მე მგონი (შეიძ;ლება ვცდებოდე) დანარჩენ 2 ზე მეტი თავისუფალი დრო აქვს: ჯერ მოსწავლეა და სწავლის მეტი ფაქტიურად არ უნდა აწუხებდეს ლოგიკურად (იგულისხმება სამსახური, ოჯახი,+სწავლა უმაღლესში და ა.შ)
ვერ დავეთანხმები plastic-ს იმაში, რომ ოთო ექცენტრიკულია და აზრის გადმოცემა უჭირს, პირიქით, ალიან გაწონასწორებულია (პოსტების მიხედვით), ყოველთვის დალაგებულად და ლოგიკურად გადმოსცემს აზრს გინდაც "აბგ" დონის შეკითხვა იყოს და გინდაც საკმაოდ ჩაღრმავებული (გადახედეთ მის სტატიებს მთავარ გვერდზე)
რაც შეეხება დაგუგვლას და მისთანებს, ცოდნა ყველას თავისით არ დაგვყვება, ასე ვსწავლობთ ყველანი....და მთავარი არა მარტო ინფორმაციის მოძიება, არამედ მისი სწორი ინტერპრეტაციაცაა, რაც ოთოს არ ეშლება ჩემი აზრით

ვეთნხმები, რომ განყოფილების მოდერს გლობალ მოდერი ჯობია, მაგრამ არ ვეთანხმები, რო მოდერი არ უნდა იყოს კარგად გარკვეული იმ საკითხებში რასაც მოდერობს, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ფორუმზე, რადგან საკმაოდ ვიწრო სპეციალიზაციის ფორუმია, და მოდერს პატივისცემის მოსაპოვებლად მარტო პრივილეგიები არ უნდა გააჩნდეს, მგონი, ყველა კომპინფოს მოდერი პატივისცემით სარგებლობს მის წევრებში არა პრივილეგიების, არამედ ცოდნის გამო.....

მართალია, მოდერობა არც ისე მარტივია, როგორც გვგონია, როგორც domen-მა თქვა, მაგრამ მემგონი ოთო კარგად გაართმევს თავს,
მე არ მახსოვს მისი უტაქტო პოსტი ამ ფორუმზე, და არც უტაქტო კომენტარი მთავარ გვერდზე, მაშინაც კი როცა სხვა მას არაკორექტულად მიმართავდა, ეს კი მოდერისთვის ზოგადად აუცილებელი პირობაა
ასევე მემგონი არ შეეშლება მიხვდეს თუ რომელი პოსტის ადგილი სადაა და რომელი თემა სად გადაიტანოს...

კიდევ ვიმეორებ, სხვებიც არიან "კომპინფოელის" ჯგუფში რომლებიც იმსახურებენ თუ საჭირო გახდა მოდერობას, თუმცა თავისუფალი დრო და ენთუზიაზმი არა მგონია ყველას ქონდეს, ოთომ გამოთქვა თანხმობა, domen-მაც ზოგადად თანხმობა განაცხადა მის დროებით შემცვლელზე...
სხვა კანდიდატურებიც დასახელდა,
plastic, შენი უარი საბოლოოა მოდერატორობაზე?
რაც შეეხება ჩემს დასახელებას, მადლობას გიცხადებთ ნდობისთვის, თუმცა სამწუხაროდ, არ მაქვს მისი დრო (ენთუზუაზმი კი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) რომ მოდერის რანგში მივხედო ფორუმს...
დაველოდოთ რას იტყვის Power_VANO...

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gi0_kiborg: Jan 12 2010, 01:08 PM


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jan 12 2010, 02:43 PM
პოსტი #20


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



რას იტყვის ვანო და... მე ჩემს პოზიციას მოგვიანებით დავაფიქსირებ. განაგრძეთ დისკუსია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა(gearge @ Jan 12 2010, 03:38 PM) *
ფორუმზე დემოკრატია არ არის! გიკვირთ? ჰეჰ ... ავტოკრატიულ სახელმწიფოში დემოკრატიის კუნძულს ეძებთ? რამდენიც არ უნდა ვირჩიოთ და პეტიციები ვწეროთ, ამ საიტს და შესაბამისად მის ყველა კუთხე-კუნჭულს ერთი ადმინისტრატორი ჰყავს: ჯა_ჯა! როგორც ძირეული ადმინი გადაწყვეტს, ისე მოხდება!

ამჟამად საიტის შიდა საქმეებში ჯა_ჯა არ ერევა. ერთპიროვნულად განვაგებ მე. მნიშნველოვან გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ მე და დომენი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მართლა ხო არ გადამდგარა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th October 2019 - 07:30 AM