თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პროცესორები, მეხსიერება, გაგრილება, აჩქარება (Overclocking) _ კომპიუტერი ამიმღერდა

პოსტის ავტორი: suckers Jul 29 2010, 09:20 AM

ე.ი რაშია საქმე, დღეს ჩავრთე ჩვეულებრივად კომპიუტერი და დაიწყო წრიპინი კომპიუტერმა, წრიპინებს 3-4 წამის ინტერვალის ტტტტტ , გაჩერდება , მერე კვლავ წრიპინებს და ეკრანი არ ირთვება, monitor is going to sleep .
გქონიათ ეგეთი რამე?
რა ეტაკა?


გეტყვით როგორი წრიპინია..
ტტტტტ , წრიპინებს სადღაც 4 წამი , მერე 2 წამი ინტერვალი, სიჩუმეა და კვლავ წრიპინი და დავტოვე ეგრე კარგი ხანი და არ იცვლება, იგივენაირადაა წრიპინი , 4-5 წამი გრძელდება, გაჩერდება და კვლავ , ეკრანი არ ირთვება.

პოსტის ავტორი: davizo70 Jul 29 2010, 10:47 AM

ბიოსის ხმებია? მაგ თემაზე იყო საკმაოდ კარგი თემა http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=10&hl=bios

პოსტის ავტორი: suckers Jul 29 2010, 03:52 PM

ჩაირთო მიქსავშიკი ჩემი კომპიუტერი biggrin.gif
ვიდეო კარტა გამოვაერთე და ოპერატიულიც და კვლავ ჩავრთE, გამოვწმინდე.
მადლობა რჩევისთვის და დახმარებისთვის :*
ვისაც ეგეთი პრობლემა გექნებათ , ჯერ ცადეთ ჩემნაირად, მე ახლა ზუსტად არ ვიცი ,მაგრამ მგონია ვიდეო კარტის ბრალი, მაგრამ ოპერატიულიც გამოწვმინდე და ვიდეო კარტაც და რომლის ბრალი იყო არ ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: compserv Sep 1 2010, 04:58 PM

ეგ ოპერატიულის ბრალი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: Bekward Jun 3 2011, 07:21 PM

ვიდეოს ბრალიც შეიძლება ყოფილიყო, და საერთოდაც გაუფრთხილდით კომპიუტერს, სისუფთავე დაიცავით თორემ ერთხელაც კომპი სიმღერის გარეშე დაყვინთავს, მაგ სფეროში ვმუშაობ და მინახავს მოხრაკული პროცესორები, მაზერები, ვიდეოკარტები, ვინჩესტერები და ა.შ.
ცოტა ოფტოპიკია, მაგრამ სასარგებლო ოფტოპიკია მგონი და თემასთან ახლოს თან smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jul 19 2011, 05:54 PM

რადგან გასწორდა, ვხურავ