მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V  « < 13 14 15 16 >  
Reply to this topicStart new topic
> დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი
Giena
პოსტი May 29 2010, 07:22 PM
პოსტი #281


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



ხვალ მეტად საპასუხისმგებლო დღეა ყველა ქართველი ადამიანისათვის, ამიტომ "დავაი ეხლა არჩევნებზე" (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი May 30 2010, 10:48 AM
პოსტი #282


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



გადავხედე ეხლა სიებს და ეგ ნომერი ჩვიდმეტი არ მონაწილეობს არჩევნებში... ტყუილად არის გაწითლებული ხმა არ მისცეთო...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი May 30 2010, 11:39 AM
პოსტი #283


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



fashisti
ციტატა(fashisti @ 30th May 2010 - 01:48 PM) *
გადავხედე ეხლა სიებს და ეგ ნომერი ჩვიდმეტი არ მონაწილეობს არჩევნებში... ტყუილად არის გაწითლებული ხმა არ მისცეთო...

რა მნიშვნელობა აქვს, რომ მიხვალ ხომ ნახავ ვინც იქნებიან (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი May 31 2010, 05:24 PM
პოსტი #284


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



ციტატა(Giena @ May 30 2010, 12:39 PM) *
fashisti

რა მნიშვნელობა აქვს, რომ მიხვალ ხომ ნახავ ვინც იქნებიან (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

კიბატონო...

პატარა კორექტივები კვლავ შევა თუმცა არჩევნები ასე დამთავრდა

უგულავა - 55%

ალასანია - 20%

ჭანტურია - 10%

რუსეთუმეები - 8%

თოფაძე - 5%
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი May 31 2010, 11:09 PM
პოსტი #285


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



გიორგი უგულავა - ~25% + შენი ხმა მკითხველო, არჩევნებზე წასვლა რომ არ ისურვე!

შეგახსენებთ ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს გაზეთ "კომერსანტთან" (07.04.2010), ფეხებზე რომ დაიკიდეთ:
ციტატა(gearge @ 9th April 2010 - 02:30 AM) *
- მოსალოდნელი მუნიციპალური არჩევნები შესაძლოა გახდეს სიურპრიზი ხელისუფლებისთვის?

- არა მგონია. რადგან ჩვენ მაღალი რეიტინგი გვაქვს - ნახევარზე მეტი. თბილისშიც კი ჩვენ ამ დროისთვის 64% გვაქვს. ცოტაა მსოფლიოში ისეთი სახელმწიფო, სადაც მმართველ პარტიას დედაქალაქში 64% აქვს. ეს არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ კარგები ვართ, არამედ იმიტომაც, რომ ოპოზიციამ აჩვენა რას წარმოადგენს. და ეს მაღალი რეიტინგები არ არის კარგი ჩვენთვის.

- რატომ?

- მოგვიწევს არჩევნებზე დავწიოთ (იცინის). ვხუმრობ.

ხომ არ გაგახსენდათ GFK-ის "ეგზიტპოლების" მონაცემებით უგულავას 61+%? დიახ, საბოლოო შედეგების დაწერისას მოუწიათ დაწევა ზღაპრულ 55 პროცენტამდე, რაც თავისმხრივ აბათილებს GFK-ის მიერ "ეგზიტპოლების" შედეგებზე შეპირებულ 2%-იან "ცდომილების ზღვარს". როგორც ხაინდრავა გვაფრთხილებდა, არჩევნებზე საბოლოო ჩეკი მერაბიშვილმა გამოწერა. ამ ჩეკზე კი შენი ხმა, შენივე სურვილით, უკვე სამუდამოდ, აღარაფერს წარმოადგენს! სულ უფრო ღრმად ვიძირებით დამღუპველ ფარსში, ვირტუალურ რეალობაში, რომელშიც ასე წარმატებით მოგათავსათ ხელისუფლების პროპაგანდისტულმა მანქანამ, მედია საშუალებებმა და რომლიდან გამოსვლის არანაირი სურვილი არ გაქვთ - მესმის, მოსახერხებელია შეუზღუდავი დროით 5 წლის ბავშვის პოზიციაში ყოფნა! აზროვნების უნარი იმისთვის გაქვთ ბოძებული, რომ განარჩიოთ. თქვენი არჩევანი აშკარაა, მაგრამ ჩემთვის სრულიად მიუღებელი! მიუხედავად ამისა, თქვენს გათხრილ საფლავში ყველა ერთად ჩავვარდებით.

რაც შეეხება შედეგებს, მიუხედავად ყველაფრისა, ირაკლი ალასანია თბილისის არჩეული მერია და ამიერიდან შესაბამისად მოვიხსენიებ!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: May 31 2010, 11:22 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jun 1 2010, 06:10 PM
პოსტი #286


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



gearge
უფრო უბედურება არ მიმსვლელების კი არა ფულით მისულების საქმეა, 20 ლარად, რომ ქვეყენას ყიდიან მაინტერესებს რას იყიდიან უკეთესს? თუნდაც ის ნაძირალი ქალები, რომ ყველა უბანთან აბირჟავებდნენ 100 კაცს დავუსვი კითხვა ერთი ლოგიკური ახსნა მითხარით რატომ იდგნენთქო და ვერცერთმა ვერ გამცა პასუხი, მე კი პირადად სულ მინიმუმ 3 ახსნა მაქვს თუ რატომ დაძრწოდნენ იქ... ამან წააგო რეალურად არჩევნები, მიუხცდავად ამ ყველაფრისა უბნებზე ისეთი რაღაცეები ტრიალებდა (რასაც ჩემი 2 თვალით ვუყურე) გული გაგისკდებაოდა ადამიანს, ნუ დათვლის პროცესზე ხომ აღარ ვსაუბრობ არაფერს, გუშინდელ და გუშინწინდელ კავკასიას უყურეთ ცალი თვალით მაინც...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jun 1 2010, 06:26 PM
პოსტი #287


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ციტატა(gearge @ 1st June 2010 - 03:09 AM) *
რაც შეეხება შედეგებს, მიუხედავად ყველაფრისა, ირაკლი ალასანია თბილისის არჩეული მერია და ამიერიდან შესაბამისად მოვიხსენიებ!

არჩეული მაშინ იქნებოდა, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი რომ ყოფილიყო და რეალურად მოეგო არჩევდები, რისი სერიოზული შანსებიც ექნებოდა.

უკვე მერამდენედ უნდა "მიხვდეს" ოპოზიცია რომ გაერთიანებაა საჭირო და ერთიანი კანდიდატი? დღეს გამოსვლებს ვუყურე სხვადასხვა პარტიების, ყველა ერთნაირად: "ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ოპოზიციას გაერთიანება სჭირდება!" თქვე დალოცვილებო, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა არ აჩვენა? ძაან ძნელია ხო ცოტა ტვინს ძალა დაატანონ და წარსული შეცდომები ვინ იცის უკვე მერამდენედ არ გაიმეორონ?

მაგრამ მერის სკამი ხომ ყველას უნდა, სხვას როგორ დაუთმობენ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) შესაბამისად, ვიღებთ ერთსა და იმავე შედეგს, ოპოზიციაში ხმების ნახევარი ნაწილდება, დანარჩენ ნახევარს ნაც.მო. იღებს. რეალურად როცა ხალხი დაინახავს, რომ ოპოზიცია ერთიანია, იგივე აქტივობაც მეტი იქნება არჩევნებზე და მხარდამჭერებს უაზროდ აღარ დაკარგავენ.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jun 1 2010, 06:29 PM
პოსტი #288


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 1st June 2010 - 09:26 PM) *
უკვე მერამდენედ უნდა "მიხვდეს" ოპოზიცია რომ გაერთიანებაა საჭირო და ერთიანი კანდიდატი? დღეს გამოსვლებს ვუყურე სხვადასხვა პარტიების, ყველა ერთნაირად: "ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ოპოზიციას გაერთიანება სჭირდება!" თქვე დალოცვილებო, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა არ აჩვენა? ძაან ძნელია ხო ცოტა ტვინს ძალა დაატანონ და წარსული შეცდომები ვინ იცის უკვე მერამდენედ არ გაიმეორონ?

2008-ში ერთიანი კანდიდატი არ ყავდათ ლევან გაჩეჩილაძის სახით და არ მოუგო კიდეც მიშას? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პრობლემა საარჩევნო გარემოშია და არა ოპოზიციაში (ნუ ოპოზიციაშიც არის, მაგრამ უფრო საარჩევნო გარემოში).

ციტატა(Power_VANO @ 1st June 2010 - 09:26 PM) *
მაგრამ მერის სკამი ხომ ყველას უნდა, სხვას როგორ დაუთმობენ შესაბამისად, ვიღებთ ერთსა და იმავე შედეგს, ოპოზიციაში ხმების ნახევარი ნაწილდება, დანარჩენ ნახევარს ნაც.მო. იღებს. რეალურად როცა ხალხი დაინახავს, რომ ოპოზიცია ერთიანია, იგივე აქტივობაც მეტი იქნება არჩევნებზე და მხარდამჭერებს უაზროდ აღარ დაკარგავენ.

აქ ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ ნაწილობრიც წინა პასუხზე ვრჩები (საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით).

3 რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა და სამივე წააგებინეს ოპოზიციას, აყალბებს და შეე...ით თუ გინდათ...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jun 1 2010, 08:18 PM
პოსტი #289


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Giena
ციტატა(Giena @ 1st June 2010 - 10:29 PM) *
2008-ში ერთიანი კანდიდატი არ ყავდათ ლევან გაჩეჩილაძის სახით და არ მოუგო კიდეც მიშას? პრობლემა საარჩევნო გარემოშია და არა ოპოზიციაში (ნუ ოპოზიციაშიც არის, მაგრამ უფრო საარჩევნო გარემოში).

ნუ გაჩეჩილაძე არ იყო ნამდვილად სწორად შერჩეული კანდიდატი. უფრო ე.წ. "საზოგადოებისგან supported" კანდიდატის არჩევა იყო საჭირო. ოღონდ არ მკითხო, ვინო აბა, ვერ გეტყვი ნამდვილად (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა(Giena @ 1st June 2010 - 10:29 PM) *
აქ ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ ნაწილობრიც წინა პასუხზე ვრჩები (საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით).

3 რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა და სამივე წააგებინეს ოპოზიციას, აყალბებს და შეე...ით თუ გინდათ...

ნუ შეიძლება კი აყალბებს, მაგრამ ზღვარი ხომაა ყველგან. არის რაღაც ზღვარი, რის მერეც ბევრს ვერ გააყალბებ. რეალურად ერთიან ოპოზიციას მიუხედავად ყველაფრისა აქვს პოტენცია რომ 50+% ააგროვოს (იმ ფონზე რომ ცალ-ცალკე ყოფნისას ჯამში მაგდენს აგროვებენ). მაგრამ არა ბატონო, ჰგონიათ რომ ცალ-ცალკე რამის "უკანალი" აქვთ. ეგრე რომ შეხედო, მაგ პონტში ყველა "ნაცმო-სთან შეკრულის" სახელით შეგიძლია აკურთხო ოპოზიციის მხარდამჭერების გადასახედიდან (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jun 1 2010, 08:30 PM
პოსტი #290


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 1st June 2010 - 11:18 PM) *
ნუ გაჩეჩილაძე არ იყო ნამდვილად სწორად შერჩეული კანდიდატი. უფრო ე.წ. "საზოგადოებისგან supported" კანდიდატის არჩევა იყო საჭირო. ოღონდ არ მკითხო, ვინო აბა, ვერ გეტყვი ნამდვილად

ფაქტია მოიგო და სწორი შერჩეული იყო თუ არასწორი ეგ სხვა თემაა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მე პირადად მას ერთადერთი დაპირების გამო ვუჭერდი მხარს - "3 თვეში ქვეყანა გახდება საპარლამენტო რესპუბლიკა" არ ვიკამათოპთ მჯერა თუ არა, ნამდვილად მჯეროდა თუ არ გჯერათ შეგიძლიათ არ გჯეროდეთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა(Power_VANO @ 1st June 2010 - 11:18 PM) *
ნუ შეიძლება კი აყალბებს, მაგრამ ზღვარი ხომაა ყველგან. არის რაღაც ზღვარი, რის მერეც ბევრს ვერ გააყალბებ. რეალურად ერთიან ოპოზიციას მიუხედავად ყველაფრისა აქვს პოტენცია რომ 50+% ააგროვოს (იმ ფონზე რომ ცალ-ცალკე ყოფნისას ჯამში მაგდენს აგროვებენ). მაგრამ არა ბატონო, ჰგონიათ რომ ცალ-ცალკე რამის "უკანალი" აქვთ. ეგრე რომ შეხედო, მაგ პონტში ყველა "ნაცმო-სთან შეკრულის" სახელით შეგიძლია აკურთხო ოპოზიციის მხარდამჭერების გადასახედიდან

თუ წაიკითხე შენ NDI-ს კვლევების შედეგები? არ გეუბნები ყურებაზე რადგან რუსთავი ორზე ბევრი რამ გამოტოვეს ნამეტანი, მაგალითად სოციალურ თემებზე 60-70% მოსახლეობისა (გამოკითხულთა) იყო უკმაყოფილო, გარდა იმ პირებისა (მიშა, გიგი, პარტია) ყველაფერზე დაახლოვებით ეგეთი პროცენტულობა იყო, მაშინ ამიხსენით თუ გამოკითხულთა 70% არის უკმაყოფილო მაშინ როგორ ენდობა მას ვინც ამ უკმაყოფილების მიზეზი მისცა? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ხო ეხლა გაყალბებას რაც შეეხება, ვერცერთ არჩევნებზე თბილისში ვერ აიღეს რეალურად 30%-ზე მეტი, ეგეც არ იყოს თავისივე კვლევებით ნაციონალური მოძრაობა აქვეყნებდა, რომ 30-35% ქონდა, აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა მაშ როგორ იღებენ თბილისში 55%-ს (მიშაც და გიგიც) და როგორ მოხდა, რომ თბილისში არცერთი მაჟორიტარი (კი არადა თუ არ ვცდები მთელს საქართველოში) ვერ გახდა ოპოზიციის კანდიდატი? ეს ხომ უბრალოდ სისულელეა და მეტი არაფერი...


აქვე ერთ ლექსს შემოგთავაზებთ მუხრან მაჭავარიანის

საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -
რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!
პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Jun 1 2010, 08:35 PM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jun 2 2010, 07:56 AM
პოსტი #291


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(Power_VANO @ 2nd June 2010 - 12:18 AM) *
ნუ გაჩეჩილაძე არ იყო ნამდვილად სწორად შერჩეული კანდიდატი. უფრო ე.წ. "საზოგადოებისგან supported" კანდიდატის არჩევა იყო საჭირო.

Power_VANO, სხვაგან რომც არ მოგვიწიოს ძებნა, აი ციტატა შენი სეხნიას იგივე ინტერვიუდან:

ციტატა(gearge @ 9th April 2010 - 02:30 AM) *
- [ჟურნალისტი] მაგრამ გაჩეჩილაძემ დაამარცხა სააკაშვილი თბილისში, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

- [მერაბიშვილი] ყველაფერი ხდება. იუშენკომ მტკიცე გამარჯვებიდან ხუთი წლის შემდეგ მხოლოდ 5% დააროვა.

გაჩეჩილაძემ პირწმინდად დაამარცხა სააკაშვილი თბილისის თითქმის ყველა უბანზე, მიუხედავად სასტიკი და აგრესიული (ფიზიკურად აგრესიული) გაყალბებისა. ჩვენს "დამოუკიდებელ" ისტორიაში არ ყოფილა, რომ თბილისს, რომელშიც მოსახლეობის (ამომრჩევლების) უდიდესი ნაწილი არის კონცენტრირებული, არ გადაეწყვიტოს მთლიანად არჩევნების ბედი. ჩვენ არ ვართ უკრაინის მასშტაბის ქვეყანა, რომ დედაქალაქის ხმები გადაიფაროს რეგიონების მიერ. მაგრამ 2008-ში (7 ნოემბრის შემდეგ!) სააკაშვილმა მოახერხა "გაემარჯვა" რეგონებში მოპოვებული, ადმინისტრაციული რესურსის სრული გამოყენებით გამოძალული და შეთხზული ასტრონომიული შედეგებით. ჯერ მარნეულის და ახალციხის "ამომრჩევლების" მიერ ნაცი პრეზიდენტობის კანდიდატის 100%-იანი მხარდსჭერა რად ღირს?! ეს ხომ აფსურდია?! როდესაც მე გეუბნებოდით ამას, თქვენ აქილიკებდით საკითხს. შედეგად მივიღეთ დამსახურებული ომი, დამსახურებულად დაკარგული ტერიტორიები (ქვეყნის მეოთხედი!), მაგრამ სრულიად დაუმსახურებლად დაღუპული სიცოცხლეები. ამის მიუხედავად, ქილიკი და არხეინობა გრძელდება!

ციტატა
უფრო უბედურება არ მიმსვლელების კი არა ფულით მისულების საქმეა, 20 ლარად, რომ ქვეყენას ყიდიან მაინტერესებს რას იყიდიან უკეთესს? თუნდაც ის ნაძირალი ქალები, რომ ყველა უბანთან აბირჟავებდნენ 100 კაცს დავუსვი კითხვა ერთი ლოგიკური ახსნა მითხარით რატომ იდგნენთქო და ვერცერთმა ვერ გამცა პასუხი, მე კი პირადად სულ მინიმუმ 3 ახსნა მაქვს თუ რატომ დაძრწოდნენ იქ... ამან წააგო რეალურად არჩევნები, მიუხცდავად ამ ყველაფრისა უბნებზე ისეთი რაღაცეები ტრიალებდა (რასაც ჩემი 2 თვალით ვუყურე) გული გაგისკდებაოდა ადამიანს, ნუ დათვლის პროცესზე ხომ აღარ ვსაუბრობ არაფერს, გუშინდელ და გუშინწინდელ კავკასიას უყურეთ ცალი თვალით მაინც...

გუშინ ქალაქში მომიწია გასვლა და ოცამდე ნაცნობს შევხვდი (შემთხვევით თუ გამიზნულად), ყველა კატეგორიის და ასაკის ხალხს - მათ შორის განათლებულ სპეციალისტებს და ლექტორებს - არავინ, ვიმეორებ, არავინ(!) არ მივიდა არჩევნებზე! არ გვაინტერესებს ეგ შენი "პოლიტიკაო" და ა.შ. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველამ, ნიშნის მოგებით და ერთნაირი პათოსით "მომილოცეს" - გილოცავთ უგულავას გამარჯვებასო. მითხარით, რითი განსხვავდბა ეს ხალხი მაგ 20 ლარიანი "მამაშებისგან"?! მათაც ვუთხარი და თქვენც გეტყვით: არაფრით...

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Jun 2 2010, 08:04 AM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jun 2 2010, 09:57 AM
პოსტი #292


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



ძალიან გთხოვთ უყუროთ ამ 2 ვიდეოს სულ რაღაც 12-15 წუთია:
http://www.youtube.com/watch?v=dGRIIr8r_1U
http://www.youtube.com/watch?v=2cMRMUgNeI4

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Jun 2 2010, 10:00 AM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jun 2 2010, 12:48 PM
პოსტი #293


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



აგრეთვე საკმაოდ სერიოზული (და მხიარული) საუბარი გუბაზ სანიკიძისა:
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ca...06-2010%2012:09

gearge
ციტატა(gearge @ 2nd June 2010 - 11:56 AM) *
გუშინ ქალაქში მომიწია გასვლა და ოცამდე ნაცნობს შევხვდი (შემთხვევით თუ გამიზნულად), ყველა კატეგორიის და ასაკის ხალხს - მათ შორის განათლებულ სპეციალისტებს და ლექტორებს - არავინ, ვიმეორებ, არავინ(!) არ მივიდა არჩევნებზე! არ გვაინტერესებს ეგ შენი "პოლიტიკაო" და ა.შ. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველამ, ნიშნის მოგებით და ერთნაირი პათოსით "მომილოცეს" - გილოცავთ უგულავას გამარჯვებასო. მითხარით, რითი განსხვავდბა ეს ხალხი მაგ 20 ლარიანი "მამაშებისგან"?! მათაც ვუთხარი და თქვენც გეტყვით: არაფრით...

იმით, რომ მაგ ადამიანებს ნაწილობრივ ეჭვი გაუჩნდა ოპოზიციისადმი, აქედან გამომდინარე მთლად ერთნაირად ვერ განსჯი...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jun 2 2010, 01:19 PM
პოსტი #294


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(Giena @ 2nd June 2010 - 04:48 PM) *
იმით, რომ მაგ ადამიანებს ნაწილობრივ ეჭვი გაუჩნდა ოპოზიციისადმი, აქედან გამომდინარე მთლად ერთნაირად ვერ განსჯი...

ნეტავ ეგრე იყოს, მაგრამ ვისაც მე ვიცნობ ყველას უბრალოდ ***ზე ჰკიდიათ და ფორუმის მოწოდებას ისევე დაიკიდებენ, როგორც წართმეულ ხმას, დაკარგულ ტერიტორიებს და ყველაფერ სხვას! ასეთი ხალხი ბევრია, ძალიან ბევრი, თითქმის ყველა - ჩვენი ფორუმი ამის სამწუხარო მაჩვენებელია!

მადლობა გამოძიების ვიდეოებისთვის, მხოლოდ ბოლოს მოვუსწარი მაესტროზე! თავიდან დავდებ, შენი სახელით:

|


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Jun 2 2010, 01:44 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jun 2 2010, 01:24 PM
პოსტი #295


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



gearge
ვახ, მე ვერ ჩავსვი youtube ტაგაში არ ჩაჯდა :|

fashisti
ციტატა(Giena @ 2nd June 2010 - 05:22 PM) *
რუსეთუმეები - 8%

არ გეგონოს წოდება მეწყინა, უბრალოდ ამ ვიდეოებს უყურე გეარგემ რაც დადო და მერე ვიმსჯელოთ დანარჩენზე თუ სურვილი გაგიჩნდება, ისინი არიან რუსეთუმეები თუ ხელისუფლება (ნუ ისინიც, რომ არიან ქე ვიცი უბრალოდ განსხვავებას ვერ ვხედვავ და მიკვირს)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Jun 2 2010, 01:40 PM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jun 2 2010, 05:40 PM
პოსტი #296


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ma...06-2010%2021:00
დაიწყო (დაახლოვებით ერთი წუთის შემდეგ იწყება მთავარი, მიხვდებით მერწმუნეთ)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jun 3 2010, 10:35 AM
პოსტი #297


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(Giena @ Jun 2 2010, 09:40 PM) *
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ma...06-2010%2021:00
დაიწყო (დაახლოვებით ერთი წუთის შემდეგ იწყება მთავარი, მიხვდებით მერწმუნეთ)

სრულდება საქართველოს მოქალაქეთა მანქურთი უმრავლესობის დაკვეთა - მკითხველო, შენი დაკვეთა!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Jun 3 2010, 02:17 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jun 4 2010, 03:31 PM
პოსტი #298


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



ლევან ბერძენიშვილი - "არჩევნების "ათმეთაურ" ქალბატონებს "პროსტიტუტებსაც" არ შევადარებ. ეს უკანასკნელები 10 თავით მაღლა დგანან, რადგან სხეულის ყიდიან და არა სამშობლოს... არ ვაპატიებთ, არ მოვეშვებით!"

"დემოკრატიის გამოცდა" ჩაბარებულია? - საქართველოსადმი დასავლეთის მხარდაჭერა იმატებს

როგორ გადაჯგუფდება ოპოზიცია? ექსპერტი: "ვისთვისაც ნინო ბურჯანაძე მისაღებია, ეს მისი პოზიცია კი არა მისი პრობლემაა"



ლევან ბერძენიშვილი - "არჩევნების "ათმეთაურ" ქალბატონებს "პროსტიტუტებსაც" არ შევადარებ. ეს უკანასკნელები 10 თავით მაღლა დგანან, რადგან სხეულის ყიდიან და არა სამშობლოს... არ ვაპატიებთ, არ მოვეშვებით!"

"ვერ ვიტყვი საყვედურს უცხოელ დამკვირვებელზე. თუ უბანზე სიმშვიდეა და შენი ნაცია იყიდება, მან რა უნდა გააპროტესტოს? ნაცია გაიყიდა - მათ არ ვგულისხმობ, ვინც "ნაციონალებს" გულწრფელად მისცა ხმა - არის რაღაც გაკეთებული საქმეები, რასაც შეიძლება ვიღაცამ ხმა მისცეს. იმ "ათმეთაურ" ქალებს ვგულისხმობ და იმ ხალხს, ვინც ამას "წითელი ბარათი" არ ამოუღო. ანუ, ხალხის ნება გამოიხატა და ამიტომ ვამბობ, რომ შედგა არჩევნები. ანუ სადავო, პრაქტიკულად არაფერია. ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია...", - აცხადებს "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დედას გეფიცებით, ამას აღარ დავუშვებთ!" / "25-ვე მაჟორიტარი ნაციონალია. ბავშვური ენით ვიტყვი - ღორები არიან".
"ზვიადის "მდედრიონი" გულწრფელი, უანგარო ადამიანებისკრებული იყო. შეცდომაა ადამიანის ასე გაფეტიშება, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მათ ზვიადმა კანფეტი მისცა. ახლა კი გამოჩნდნენ კოორდინატორები, რომლებიც თავს უწოდებდნენ "ათმეთაურებსა" და "ოცმეთაურებს". დავიარე 20 საარჩევნო უბანი. ამ ტოტალურ მოვლენას ყველგან წავაწყდი. მათი საუბრები მობილურში მაქვს ჩაწერილი. როცა მათ სიაში მყოფი კაცი არ მოდიოდა უბანზე, ურეკავდნენ დაახლოებით ასეთი ტექსტით - "შენ უნდა მოხვიდე, სიტყვა გაქვს ნათქვამი, თორემ დაიჭერენ მაგას, გინდა შენი ნარკომანი შვილი ისეც ციხეში იჯდეს? შენი ძმა და რძალიც არ ჩანან და გააკონტროლე..." მათი ამოცანა იყო ხელისუფლების მომხრეები მისულიყვნენ, ოპოზიციისა კი - არა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.
"ოპოზიციაში მართლაც არიან ადამიანები, ვისაც ურჩევნია კიდევ 10-ჯერ დარჩეს სააკაშვილი, ოღონდ სხვამ არ ჩამოაგდოს - უმეტესობას ეს ეგოიზმით მოსდის. თუმცა ეს გასაკვირი არაა. ამ არჩევნების "ნოუ ჰაუ" მაინც ეს ქალბატონები იქნებიან, რომლებიც თავად ტერორში არიან და მერე სხვებს ატერორებენ. "ძველი გოგონებიც" ვნახე, ციხიდან გამოსულები, ასეთი ტექსტებით რომ ახორციელებდნენ ზარებს: "შენ, ბიჭო, სადა ხარ, დროზე მოდი...", მაგრამ ძირითადად ეს ქალები იყვნენ, ძველი ტერმინით რომ ვთქვათ - პროლეტარები. თანაც უმეტესად საპენსიო ასაკის. ამიტომ აქ იპოვეს თავის ადგილი - დასაქმდნენ და ფულიც იშოვეს. კი ამბობენ "ნაციონალები", მაგათ ფულს არ ვუხდითო, მაგრამ მიშას სიყვარულში რომ დაიბადა ამდენი ქალი, არა მგონია. არ მეცოდებიან! ყოველდღე ვილაპარაკებ მათზე მანამ, სანამ მათ, მათ ქმრებსა და შვილებს არ შერცხვებათ და არ მიხვდებიან, რომ საქართველობას ანგრევდნენ იმ დღეს. ამ ფონზე, ხელისუფლება არასოდეს გააუმჯობესებს ეკონომიკურ ვითარებას, რათა იშოვოს ასეთი ქალები. ყველა ეს ქალი ღალატობს თავის ოჯახს, ქვეყანას, საქართველოს პარავს მომავალს და ყიდის თავის წილ სამშობლოს", - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი.
"ნაცმოძრაობამ" გააუპატიურა საზოგადოება. ეს ქალები გაბახებული საზოგადოების წევრები არიან. არ მესმის, ასე ნაშოვნი ფული ოჯახს როგორ უნდა მოახმარონ. ამიტომ მომხრე ვარ გამოვაქვეყნოთ ყველა ფოტო და მუდმივად პრესის ქვეშ ვამყოფოთ ეს ადამიანები. გპირდებით, სხვა "ნოუ ჰაუების" მოფიქრება მოუწევს "ნაციონალურ მოძრაობას", ამას აღარასოდეს გავამეორებინებთ. არ მოვეშვებით, ამ საქმისთვის უცხოეთიდან გრანტებს ავიღებთ. დედას ვფიცავარ, არ დავანებებთ თავს. გვარებს უბნების მითითებით გავაგებინებთ საქართველოს, ვინ "გვასახელა". თვითონაც მსხვერპლი არიან, მაგრამ ისინიც აგებენ პასუხს. ნაწყენი არ ვარ, მებრალება ეს ხალხი, მაგრამ არ ვაპატიებთ! ამ ქალბატონებს პროსტიტუტებსაც არ შევადარებ. ეს უკანასკნელები 10 თავით მაღლა დგანან, რადგან სხეულის ყიდიან და არა სამშობლოს. არადა, ნახევარზე მეტი ღვთისმოსავი იყო, ჩემხელა ჯვრები ეკიდათ გულზე. სხვათა შორის ეკლესიის მხრიდანაც ველი ამ მოვლენის შეფასებას. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ამას გააკეთებს", - დასძენს ლევან ბერძენიშვილი.
"...ნაცმოძრაობა" კი იმდენად ბედნიერია, მომხრეები გაშიფრეს. თუ ვინმეს აინტერესებდა და ვერ ხედავდა, სად იდგა დუტა სხირტლაძე, ახლა უკვე იცის, რომ დუტა დგას იქ, სადაც დგას შონზო და "კლაბ შოუ" თუ "კომედი ელაბი" და სხვები. ჰოდა, რაღა კოორდინატორები და რაღა "ქაქუჩელა" მომღერალი და ხელოვანი თუ არ დგას ოპოზიციაში, ვინ უნდა იდგეს, აბა? მომღერლების, მოცეკვავეების, მოხუმარეების ჩვენი უნიჭო ელიტა შეიჭრა "ნაცმოძრაობაში" და სიაშიც აღმოჩნდნენ. გუშინ გვიხსნიდა კოკი იონათამიშვილი, რომელიც ასევე საინტერესო გზით ვალს, რომ ქვეყანას მობეზრდა წარუმატებელი პოლიტიკოსები და წარმატებული ხალხი მოუნდა. მან დაასახელა წარმატებულ კაცად შონზო. ამ კაცს წარმატება ჰქონდა, როცა ნარკომანის ან ძველი ბიჭის როლს ასრულებდა რამიშვილის რადიოში. ამ თვალსაზრისითაა ნიჭიერი. მაგრამ როცა ლაპარაკობ დამსახურებაზე, ამ ქვეყანაში შიმშილით მოკვდა ბარათაშვილი, ის წარუმატებელი გამოდის და შონზო კი - წარმატებული". დაასკვნის გამოცემის რესპონდენტი.
"ზნეობრივი თვალსაზრისით ეს არჩევნები მართლაც ვერ იამაყებს. დასავლეთის ბრალი არ არის, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ვერ ჩატარდა. მაგრამ დღეს ხარატიშვილი არ არის მოსაკლავი, როგორც მოსაკლავი იყო ცესკო-ს სხვა თავმჯდომარეები", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "გუნცაძე ჩვენთან რჩება" / "ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობდნენ, სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს".
"ორგანიზებული ჯგუფი მუშაობდა ადამიანების დასაშინებლად, ეს ყველაფერი გამოძიების საგანია და ამით ჟურნალისტებიც უნდა დაინტერესდნენ. უნდა გამოიძიონ იმ ქალბატონების სახელ-გვარები და ისიც, თუ რა თანხის ფასად მოისყიდეს ისინი, საიდან მოვიდნენ და ვის მიერ. ჩვენი ფრაქცია შეეცდება გამოიყენოს ის ტრიბუნა, რომელიც საკრებულოში გვექნება და გამოიძიოს ყველა ის საქმე, რომელიც ეხება ქალაქის ბიუჯეტის ხარჯვას, მათ შორის გამოიძიოს ის საქმეები და თანხები, რომელიც ამომრჩეველთა მოსასყიდად იქნა დახარჯული, ანუ "საარჩევნო პროსტიტუცია"... ნახავთ, რა შეუძლია საკრებულოს ოპოზიციურ წევრებს. უგულავას მერობის პირობებშიც შესაძლებელია ბრძოლა. 5 კაცის პირობებშიც კი ბრძოლას აზრი აქვს... ხელისუფლების შესაცვლელად იმდენი დროა საჭირო, რამდენსაც მოითხოვს. ბევრმა არ იცის, რას აკეთებს და როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ლაპარაკია იმაზე, თითქოს ჩვენ ვუხანგრძლივებთ სააკაშვილის რეჟიმს არსებობას - არა, ჩვენ რეალისტები ვართ და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ მივაღწევთ შედეგს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.

წყარო

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Jun 4 2010, 03:44 PM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jun 5 2010, 12:50 AM
პოსტი #299


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412





საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 28

აბზაცი 1.
საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება. (რაშიც თავისმხივ იგულისხმება სურვილი მისვლისა და არ მისვლისა - ეს მე მივაწერე ასე არ წერია კონსტიტუციაში (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )


ეს არის ერთერთი სპეცუბანი სადაც "წიხლით" მიყარეს ჯარისკაცები (ამომრჩველები), რომელშიც იყო 98%-ანი დასწრება და ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო 100%.


ამათმა საერთოდ არ იციან საიდან მოვიდნენ და საით მიდიან.





ძალიან მაინტერესებს თუ კანონიერია მათი მოქმედება რატომ რცხვენიათ ან ეშინიათ? ან რატომ ხდება ყველა აგრესიული როდესაც გითხვას უსვამენ?

აქვე ერთ ლექსს შემოგთავაზებთ ომარ ხაიამის:

მაშინ როდესაც მზე და მთვარე ცაზე ჰკიდია
მადლი ღვინისა ქვეყანაზე დიდზე-დიდია
მე იმ ხალხის რომელიცა რომა ღვინოს ყიდიან
ვერ გამიგია ღვინოზე კარგს რას იყიდიან.
(აქვე ჩნდება კითხვა 100-200 ლარად ქვეყანას, რომ ყიდიან უკეთესს რას იყიდიან?)

მ.მ. ძალიან გთხოვთ უბრალოდ შეხედეთ ამ ვიდეოებს მთლიანობაში, რომ ავიღოთ სულ რაღაც 15-20 წუთია. ეს იმისათვის, რომ მომავალში ვიცოდეთ რატომ და როგორ წააგო ოპოზიციამ არჩევნები და გაყალბება რომ "არ" ყოფილა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) .

კ.მ.მ. ხოდა ამას ვერ ამიხსნით? (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 70

აბზაცი 9.


პრეზიდენტის მორიგი არჩევნების პირველი ტური ეწყობა წინა არჩევნების ჩატარებიდან მეხუთე წლის აპრილის მეორე კვირა დღეს.

როგორც მახსოვს საპრეზიდენტო არჩევნები 4 იანვარს არის ხოლმე და აპრილის მეორე კვირა რა შუაშია მართლა ვერ შევიგნე, შეიძლება მე ვარ იდიოტი, იქნებ თქვენ გქონდეთ პასუხი?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Jun 5 2010, 01:15 AM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jun 5 2010, 03:17 PM
პოსტი #300


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ციტატა(Giena @ 5th June 2010 - 04:50 AM) *
პრეზიდენტის მორიგი არჩევნების პირველი ტური ეწყობა წინა არჩევნების ჩატარებიდან მეხუთე წლის აპრილის მეორე კვირა დღეს.

როგორც მახსოვს საპრეზიდენტო არჩევნები 4 იანვარს არის ხოლმე და აპრილის მეორე კვირა რა შუაშია მართლა ვერ შევიგნე, შეიძლება მე ვარ იდიოტი, იქნებ თქვენ გქონდეთ პასუხი?

წინა არჩევნები ხო ცოტა ადრე დაინიშნა, მაგის გამო ხომ არაა?


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post

16 გვერდი V  « < 13 14 15 16 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 06:19 PM