თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ქართული პროგრამები + გაქართულება _ კომპიუტერის ელ.ენერგიის და სხვა გამოსათვლელი

პოსტის ავტორი: Forumeli Aug 19 2009, 08:44 PM

პროგრამის დაწერა გადავწყვიტე რომელიც გამოთვლის კომპიუტერის ელექტრო ენერგიის მოხმარებას, ჯერჯერობით, მერე დაემატება კიდე სხვა რაღაცეებიც.

თქვენი დახმარება მინდა შემდეგში:

სად შეიძლება მოვიპოვო ინფორმაცია ნაწილების შესახებ ოგონდ რაც შეიძლება ზუსტი.

ჯერჯერობით მოვიფიქრე შემდეგი ნაწილები:


კვება
პროცესორი
დედა პლატა
ვინჩესტერი
დისკის წამკითხავი
დისკეტის წამკითხავი
ვიდეო კარტა
ოპერატიული მეხსიერება
გამაგრილებელი
მონიტორი
UPS - ქართულად ვერ მოვიფიქრე რა ქვია
კლავიატურა
მაუსი


კიდევ რა დავატო ამ სიას? მომწერეთ.

საერთოდ რას ფიქრობთ ამ პროგრამის დაწერაზე უაზრო ხომ არ არის? თუ არა მაშინ ველი შემოთავაზებებს როგორი გსურთ რო იყოს ეს პროგ.

მემგონი ყველაფერი დავწერე.

პოსტის ავტორი: Giena Aug 19 2009, 08:52 PM

Forumeli
იდეა ძალიან კარგია, თან გამოსადეგი აშკარად, მთავარია რამდენად ბოლომდე მიიყვან და რამდენად კარგად იქნება გამოთვლითი სისტემა აწყობილი... რაც შეეხება თვითონ აპარატურის ენერგო მოხმარებას... უნდა დაიარო მწარტმოებლების საიტები და იქ უნდა შეაგროვო ინფორმაცია თითოეულ მოდელზე რას რამდენი ვატი მიაქვს და ასე შემდეგ, საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იქნება, შეიძლება გაგაგიჟოს smile.gif ამიტომ ნუ მიუდგები მხოლოდ ენთუზიაზმით "მე ეს მინდას" პრინციპით მიუდექი "მე ვალდებული ვარ ბოლომდე მივიყვანოს" პრინციპით რომ დახურო დაწყებული საქმე, ჩემის მხრივ შემიძლია შემოგთავაზო დახმარება და რაღაც კონკრეტულკ აპარატურაზე ან მოდელების ერთ კონკრეტულ სერიაზე მოგაწოდო ინფორმაციები...

ციტატა(giorgi22 @ 19th August 2009 - 11:44 PM) *
UPS - ქართულად ვერ მოვიფიქრე რა ქვია

უწყვეტი კვების წყარო ქვია მაგას tongue.gif მაგრამ რა ჯანდაბად გინდა მაგის გამოთვლა ვერ ვხვდები ვერაფრით! ან კლავიატურა/თაგვი, ეხლა გამაგიჟებ მონიტორი რაღა შუაშია?


პოსტის ავტორი: CHABA Aug 19 2009, 09:16 PM

Forumeli
შენ გიწერია კომპიუტერი რამდენ ენერგიას მოიხმარსო მარა მგონი ჯობია სისტემური ბლოკი რა ენერგიას მოიხმარს იმის გამომთვლელი დაწერო რომელიც კვების ბლოკის ასარჩევად კარგი იქნება მითუმეტეს ქართული

ისე მწარმოებლებს რო მიწერო და აუხსნა რო შენ აკეთენ აღნიშნულ პროექტს და თხოვო მათი პროდუქციის ენერგო მოხმარების მონაცემბი მგონი ღირს მე მგონია არ დაგზარდებიან

მოკლდ წარმატებები smile.gif

პოსტის ავტორი: Forumeli Aug 19 2009, 09:31 PM

ხო მემგონი რაგაცა ავურიეეეე .

პრინციპში მონიტორიც ხო წვავს დენს და კლავიატურა/მაუსი

ანუ მთლიანად რა ხარჯი აქვს კომპ. არა?

პოსტის ავტორი: Forumeli Aug 19 2009, 11:04 PM

Giena

მაშინ შენ asus - ის პროდუქტი ნახე თუ ბევრი იქნება რომელიმე კონკრეტული ამოარჩიე მაშინ.

მე ეხლა ინტელს ვაგროვებ

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 20 2009, 06:23 AM

Forumeli
ეს ნახე აბა:
http://www.extreme.outervision.com/psucalculatorlite.jsp

პოსტის ავტორი: Forumeli Aug 20 2009, 12:43 PM

otosaxel

ამის მიხედვით ავაწყო თუ აზრი არ აქვს ჩემ ჩანაფიქრს? smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 20 2009, 05:50 PM

Forumeli

ციტატა(giorgi22 @ 20th August 2009 - 03:43 PM) *
ამის მიხედვით ავაწყო თუ აზრი არ აქვს ჩემ ჩანაფიქრს?

აზრი როგორ არ აქვს smile.gif, სად ვებ და სად დესკტოპ პროგრამა, თან თუ პროგრამა ქართულია smile.gif
ეგ ბმული იმიტომ მიგითითე იქნებ რამეში გამოგადგეს wink.gif, ანუ მაგ ბმულიდან დაითრიო ვატები wink.gif

პოსტის ავტორი: Forumeli Aug 20 2009, 06:19 PM

ხო გაიხარე გამომადგება ნაღდად. ეხლა ვაწყობ ვიზუალურად პროგრამას.

პოსტის ავტორი: Bekward Aug 20 2009, 06:48 PM

Forumeli
მაგარი აზრია პრინციპში smile.gif წარმატებები.

ციტატა(giorgi22 @ 20th August 2009 - 01:31 AM) *
ხო მემგონი რაგაცა ავურიეეეე .

პრინციპში მონიტორიც ხო წვავს დენს და კლავიატურა/მაუსი

ანუ მთლიანად რა ხარჯი აქვს კომპ. არა?

კი, მაგრამ მემგონი მხოლოდ იმის გამოთვლას აქვს რეალურად აზრი რაც კვების ბლოკზეა დამოკიდებული smile.gif
CHABA
ციტატა(CHABA @ 20th August 2009 - 01:16 AM) *
ისე მწარმოებლებს რო მიწერო და აუხსნა რო შენ აკეთენ აღნიშნულ პროექტს და თხოვო მათი პროდუქციის ენერგო მოხმარების მონაცემბი მგონი ღირს მე მგონია არ დაგზარდებიან

რათქმაუნდა, თუმცა ზოგმა შეიძლება რეალური ინფო დაგიმალოს tongue.gif

Forumeli
ციტატა(giorgi22 @ 20th August 2009 - 12:44 AM) *
კვება

არ გეწყინოს, მაგრამ ამაზე კარგად ვიცინე biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: Forumeli Aug 20 2009, 08:56 PM

ციტატა(Bekward @ Aug 20 2009, 09:48 PM) *
არ გეწყინოს, მაგრამ ამაზე კარგად ვიცინე biggrin.gif laugh.gif


ხო უცებ დავწერე და ეგრე გამოვიდა smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: fasha Aug 21 2009, 01:24 PM

და რა ენაზე წერ მაგ პროგრამას? smile.gif C# ში? sad.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 21 2009, 02:21 PM

fasha

ციტატა(fasha @ 21st August 2009 - 04:24 PM) *
და რა ენაზე წერ მაგ პროგრამას? C# ში?

რატომ ერჩი მაგ ენას? მშვენიერი იდეიითაა, მულტიპლათფორუმურობა (ეს ჯერ კიდევ საკითხავია M$-ის პოლიტიკის ხარჯზე sad.gif). და თან ძალიან პერსპექტიულია, მართალია ამაზე OS ვერ დაწერ biggrin.gif, მაგრამ დღეს ფაქტიურად 10-დან 9 ფირმა ითხოვს ამ ენას smile.gif

P. S.
თან ცოტახნის წინ მახსოვს ამ ენას "აწვებოდი", აზრი რამ შეგაცვლევინა?

პოსტის ავტორი: fasha Aug 21 2009, 11:47 PM

otosaxel
C# ს არ ვერჩი ნაღდად, და არც მგონია რომ რომელიმე ენა ცუდია უბრალოდ გააჩნია რა საქმესი გამოიყენებ ხო..

უბრალოდ მე ის მაწუხებს რომ ლინუქსზე არ გაეშვება.

Forumeli
შეეცადე პროგრამას ადვილი ინტერფეისი ჰქონდეს ასევე დაიცავი სიმეტრიულობა ნუ მოკლედ შეეცადე ლამაზი იყოს smile.gif
და კიდე ბევრი ფუნქციები ჰქონდეს

და + 1 კიდევ შეეცადე პროგრამის კოდის ოპტიმიზაციაზე იფიქრო სულ smile.gif

პოსტის ავტორი: Forumeli Aug 22 2009, 12:12 AM

კი C# ში ვწერ. ვეცდები ყველანაირად ადვილი ინტერფეისი ჰქონდეს. თან დაწყწბამდე უფრო ადვილი ჩანდა მაგრამ რო დავიწყე მერე უფრო გამოჩნდა პრობლემები.

კარგა ხანი დამჭირდება იმიტომ რო ეხლა კარგად ვერ ვმუშაობ 25 - ში ფესტივალზე მივდივარ და რეპეტიციები მაქვს აი მერე უფრო კარგად ჩავუჯდები.

რა დროც არ უნდა დაჭირდეს მაინც მივიყვან ბოლომდე.

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 22 2009, 09:20 AM

fasha

ციტატა(fasha @ 22nd August 2009 - 02:47 AM) *
უბრალოდ მე ის მაწუხებს რომ ლინუქსზე არ გაეშვება.

ეგ კი მაგრამ win32.api-ზე დაწერილი პროგაც არ გაეშვება ლინუქსზე smile.gif
ისე C#, java ნაირი ენების + არის პლათფორმისგან დამოუკიდებლობა, ანუ დაჟე კომპლირებული არაა დაკომკიდებული პლათფორმაზე, მაგრამ მონოპოლისტობის გამო M$ არ უშვებს .NET ბიბლოთეკებს ლინუქსზე sad.gif, არადა ეს გამოვა თუ არა, ეგრევე java პონში უნდა გახდეს C#.

ისე მულტი პლათფორმურობისთვის ყველაზე კარგი java-აა smile.gif
ციტატა(giorgi22 @ 22nd August 2009 - 03:12 AM) *
კი C# ში ვწერ. ვეცდები ყველანაირად ადვილი ინტერფეისი ჰქონდეს. თან დაწყწბამდე უფრო ადვილი ჩანდა მაგრამ რო დავიწყე მერე უფრო გამოჩნდა პრობლემები.

კარგა ხანი დამჭირდება იმიტომ რო ეხლა კარგად ვერ ვმუშაობ 25 - ში ფესტივალზე მივდივარ და რეპეტიციები მაქვს აი მერე უფრო კარგად ჩავუჯდები.

რა დროც არ უნდა დაჭირდეს მაინც მივიყვან ბოლომდე.

წარმატებები wink.gif

პოსტის ავტორი: Forumeli Aug 22 2009, 07:37 PM

fasha

ციტატა
უბრალოდ მე ის მაწუხებს რომ ლინუქსზე არ გაეშვება.


NET.Framevork რო გქონდეს რა პრობლემაა ლინუქსზე გაშვება.

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 22 2009, 07:58 PM

Forumeli

ციტატა(giorgi22 @ 22nd August 2009 - 10:37 PM) *
NET.Framevork რო გქონდეს რა პრობლემაა ლინუქსზე გაშვება.

მერე ეგ მარტო წინდაზე რომ გამოდის biggrin.gif

იმას კი არ ვამბობ რომ ეს ცუდია პირიქით .NET მივაესალმები და კარგი იქნება ამ პლათფორმაზე თU დაწერ!

პოსტის ავტორი: fasha Aug 22 2009, 10:28 PM

Forumeli
ლინუქსზე არ გაეშვება არანაირად .NET ბიბლიოთეკებს არ უშვებს მაიქროსოფთი ლინუქსზე
საერთოთ C# არის შექმნილი windows აპლიკაციებს საწერად.

otosaxel
რათქმაუნდა ადვილია საგრძნობლად .NET ენებზე დაწერა თან ადვილია თან ცოტა დროს მოითხოვს მაგრამ მაინც აი რაღაცნაირია რა biggrin.gif
უფრო ზარმაცი პროგრამისტებისთვის არის smile.gif , მე ასე ვთვლი smile.gif
.net ისაო ესაო მაგრამ მაინც ნეითივი კოდი სულ სხვაა აი მაგალითად C C++ assembler tongue.gif

P.S ეს ჩემი პირადი აზრია, ჩემთვის .net პლატფორმა ცუდია smile.gif
თემას აღარ გადავუხვევ smile.gif

პოსტის ავტორი: domen Aug 23 2009, 05:24 AM

ამ თემაში C#-ზე კამათის გაგრძელება გამოიწვევს პოსტინგის შეზღუდვას ორი კვირით.

პოსტის ავტორი: PITERSONA Aug 23 2009, 07:06 AM

მგონი ზუსტად ვერ მივხვდი მაგრამ როგორც მივხვდი რაღაც კალკულატორის პონტი იქნება სადაც ჩაწერ მონაცემებს და ის გამოითვლის ესა თუ ის აპარატურა რამდენს მოხმარს?

თუ სწორად მივხვდი მაგდაგვარ კალკულატორებს ჯავასკრიპზე ვაკეთებდი ძველ კაი დროს ბანკში smile.gif

პოსტის ავტორი: Forumeli Aug 23 2009, 06:06 PM

მე მარტო Desktop კომპიუტერისთვის ვაკეტებდი და ბარემ Notebook - ის თვისაც გავაკეთებ.

რას იტყვით?

ისე ასეთი პროგრამის შექმნისთვის საჭიროა კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა როგორც ჩანს.

პოსტის ავტორი: Forumeli Sep 20 2009, 08:11 PM

თქვენი დახმარება მჭირდება. ინფორმაციის მოპოვებაში ვისაც აქვს სურვილი გელოდებით.

პოსტის ავტორი: janela Sep 21 2009, 08:40 AM

Forumeli

ეხლა ვნახე საერთოდ ეგ თემა... იდეა მომეწონა.. სიმართლე გითხრა აქამდე არ მიფიქრია მსგავს რამეზე...

კონკრეტულად რა ინფო იგნდა? თუ რამე შემიძლიაა აქ ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: Gioma Sep 21 2009, 08:47 AM

Forumeli
ჯერ დესკტოპ კომპიუტერისთვის გააკეთე , ხომ უნდა ნახო რა გამოგივიდა. და მერე ნოუთზეც გააკეთებ სად წავა wink.gif

პოსტის ავტორი: Bekward Sep 21 2009, 05:19 PM

როგორ მიდის საქმე, მუშაობა გრძელდება?

პოსტის ავტორი: Forumeli Sep 28 2009, 01:33 PM

სალამი ყველას ვერ შემოვდიოდი კარგი და ცუდი ამბები გადაება ერთმანეთს.

janela

შენ რომელიც უფრო მოგიხერხდება ის მინდა

მაგალითად Asus - ის მაზერები, ან პროცესორები, ან სხვა პროდუქტზე ინფორმაცია რათქმა უნდა ელ ენერგიის მოხმარების ინფოც.

წინასწარ მადლობა smile.gif

სამწუხაროდ დროებით მუშაობა შეწყდა მაგრამ ნელნელა ვაკეთებ ეხლა. მთავარია სურვილი არ გამქრალა.

პოსტის ავტორი: Bekward Sep 28 2009, 05:24 PM

Forumeli

ციტატა(giorgi22 @ 28th September 2009 - 05:33 PM) *
სამწუხაროდ დროებით მუშაობა შეწყდა მაგრამ ნელნელა ვაკეთებ ეხლა. მთავარია სურვილი არ გამქრალა.

ცუდია, თუმცა კარგია რომ სურვილი არის wink.gif

პოსტის ავტორი: Forumeli Sep 28 2009, 08:49 PM

აღმოვაჩინე რო პროგრამის დიზაინის შედგენაში 0.05% ცოდნა მქონია smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif
არა გაგეხუმრეთ სადღაც 5.5% მაქვს biggrin.gif:D

პოსტის ავტორი: Bekward Sep 29 2009, 06:57 AM

კაცო შენ კოდი დაწერე, დიზაინის შედგენას რა უნდა biggrin.gif მასეთ პროგრამას რაც შეიძლება მკაცრი ინტერფეისი უნდა ქონდეს wink.gif
მუსიკალური ფლეერი ხომ არაა რომ მეგობრული ინტერფეისი ქონდეს.

პოსტის ავტორი: Forumeli Sep 29 2009, 10:56 AM

biggrin.gif:D:D აქამდე გეთქვა შეკაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giena Jan 7 2010, 06:20 AM

Forumeli
ჰე რას შვები ჩაიქნიე ხელი? tongue.gif

პოსტის ავტორი: Forumeli Jul 17 2010, 12:02 AM

არა ხელი არ ჩამიქნევია. უბრალოდ ვერ მოვიცალე და შეყოვნდა, ავაწყვე ყველაფერი. პროგრამის კოდი 80% დაწერილია. იმედია მალე ნახავს დღის სინათლეს ეს პროგრამა.

პოსტის ავტორი: Bekward Jul 17 2010, 07:27 AM

მიდი, მიდი მიაწექი და გვანახე თუნდაც მინიმალური სამუშაო ვერსია (რომ ირთვება ისეთი ოღონდ biggrin.gif )

პოსტის ავტორი: smart22 Jul 22 2010, 06:02 AM

http://support.asus.com/PowerSupplyCalculator/PSCalculator.aspx?SLanguage=en-us ინტელის კალკულატორია, ამ ბოლოს აღარ წერს პროცესორის სახელებს მაგრამ ეგებ რაღაც მოწყობილობების ვატებზე გამოგადგეს. თუ რამე შემიძლია აქ ვარ, ეხლა ვნახე ეს თემა.