თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ციფრული ინფორმაციის შესანახი მოწყობილობები _ როგორი ტიპის MP3 პლეერი გაქვთ?

პოსტის ავტორი: RIPPER_RUNA May 26 2006, 08:34 AM

მართალია ფორუმი შეიცვალ და ძველი პოსტები კიბესაიქიოში გაემგზავრა, მაგრამ თემ კვლავ აქტიურია.დაწერეთ ვის რა MP3 პლერი აქვთ. აღნიშნეთ მოდელი - მწარმებელი და ფორმატი (HDD-FLASH-CD-DVD). მათ ვისაც ადრე ქონდათ პოსტები, გთხოვთ გაამეოროთ. მე პირადად ვარ ბედნიერი მფლობელი ARCHOS Gmini 202.
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Reechard May 26 2006, 09:42 AM

Samsung YP-T7JZ [1 GB]

Samsung YP-T7JZ [1 GB]

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: RIPPER_RUNA May 26 2006, 11:49 AM

ჰაა - აქტიურად პატივცემულო ფორუმელებო

პოსტის ავტორი: Reechard May 26 2006, 02:34 PM

აუ თავიდან ჩემს პლეერზე რა ვიწვალე: ამერიკიდან გამომიგზავნეს და რომ შემეკითხა ვინმესთვის ეგეთიც არავინ იყო. კაროჩე არ ირთვებოდა. ნუ ვიფიქრე იასნია ჯერ დატენვა ჭირდება მეთქი. შევურჭვე იუესბი და დავტოვე მარა არანაირი რეაქცია არ მომცა - ეკრანი იყო ბნელად. მერე სამდღიანი უცხოური ფორუმების თვალიერების შემდეგ, როცა ეგ ოხერი უკვე უნდა გადამეგდო, სადღაც წავიკითხე რომ ბარე ორმოცდაათ კაცს იგივე პრობლემა ჰქონდა და წვალობდნენ. მერე ერთმა ღვთისნიერმა დაწერა გამოსავალი:

მ-ა-გ-რ-ა-დ შ-ე-უ-რ-ჭ-ვ-ე-თ U-S-B კ-ა-ბ-ე-ლ-ი ( შ-ე-თ-ხ-ა-რ-ე-თ მ-თ-ე-ლ-ი ძ-ა-ლ-ი-თ !!!!! )


ეგ იყო და ეგ smile.gif)))))))))))

პოსტის ავტორი: ja_ja May 26 2006, 03:02 PM

მე კონკრეტულად პლეერი არ მაქვს, იმიტომ რომ ვითრიე Sony Ericsson K750-ი და ყველანაირი პონტი ამომიწურა smile.gif ჩავახუტე 512 მეგა ფლეშ ბარათი და მიდი მოვდივარ. თან ამ ბოლო დროს გზაში ბევრი სირბილი არ მიწევს ასე რომ ეგ ზაპასი ოხრად მყოფნის. ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ გაპუპუზავებულ პლეერს მირჩევნია: ხმით, წვდომის უფლებებით, გადაწერა გადმოწერით, თამაშებით, აუდიო-ვიდეო პლეერით, პლიუს ტელეფონი და ინტერნეტში გულავი, ციფრული აპარატი 2 მეგაპიქსელით, აღარაფერს ვამბობ ინფრაწითელ და ლურჯკბილა პორტებზე.

IPB-ს სურათი

ვიცი რომ ეს ტელეფონი სრული აზრით მედია პლეერი არ არის, მაგრამ იმდენად შემივსო ყველა ზემოთ ხსენებული სივრცე რომ დღეს აღარ პლეერებისკენ და არც მობილურებისკენ ვიხედები, სავარაუდოდ ასე 1 წელი გაგრძელდება smile.gif

პოსტის ავტორი: domen May 26 2006, 04:44 PM

არ მაქვს ბედნიერება, მქონდეს ფერადეკრანიანი და 1 გიგაბაიტიანი მოცულობის MP3, მაგრამ მშვენივრად მაკმაყოფილებს ჩემი i.Beat Rock. აგერ მონაცემები

ეკრანი : შავთეთრი

მოცულობა : 512 MB

წარმოშობა : გერმანელი

კვება : ერთი ცალი პატარა ბატარეა(გერმანული) იდეაში ყოფნის 10 საათს, მაგრამ აქაური ყველაზე კარგი(დურასელი) ყოფნის 3-5 საათს, ჩვეულებრივი ბატარეა - ნახევარ საათს.

პოსტის ავტორი: Davidus May 26 2006, 05:44 PM

მე მაქვს Sony Ericsson W800

IPB-ს სურათი

როგორც მიხვდით (ან ვერ მიხვდით) W აღმნიშვნელია "ვოლქმენის" ანუ მობილ-პლეერი მაქვს, ამ უკანასკნელის ფუნქციას (რომ არაფერი ვთქვათ კამერის ხარისხზე) მშვენივრად ართმევს თავს, ხმიანობის ხარისხიც გამაოგნებელია!

ასე რომ მე და ჩემი ოჯახი კმაყოფილი ვართ! biggrin.gif

[b]ja_ja/[b] K800-ზე გადასვლას აპირებ??? თუ სონიერიკსის სხვა მოდელს უმიზნებ???

პოსტის ავტორი: aliatela May 26 2006, 11:33 PM

გამარჯობათ.
მაქვს Apple-ის iPod-ი, 30GB HDD, ზომები - 4.1 x 2.4 x 0.43'' (inches), ეკრანი - ფერადი, 2.5-inch, 320 x 240 pixel TFT.
მუსიკის (15 000 სიმღერამდე) მოსმენის გარდა, გააჩნია სურათების ჩვენებისა და ვიდეოგამოსახულების (150 საათამდე ვიდეომასალა) გამოტანის შესაძლებლობა, ტექსტის კითხვისა და თამაშის საშუალება, ორგანაიზერი, კონტაქტების წიგნაკი, მსოფლიო საათი, წამმზომი, და მრავალი სხვა საინტერესო ფუნქცია.
მოხმარებაში მეტად მოსახერხებელი და სასიამოვნო. ენერგიის წყარო - USB პორტი, ან ადაპტერის საშუალებით ელ. ენერგია.
კომპიუტერთან სინქრონიზაცია - საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის iTunes-ის საშუალებით მულტიმედია ბიბლიოთეკის შექმნის გზით.
დამატებითი ინფორმაციისათვის : http://www.apple.com/ipod/ipod.html

პოსტის ავტორი: Reechard May 27 2006, 07:58 AM

ციტატა(aliatela @ May 27 2006, 02:33 AM) [snapback]233[/snapback]

გამარჯობათ.
მაქვს Apple-ის iPod-ი, 30GB HDD, ზომები - 4.1 x 2.4 x 0.43'' (inches), ეკრანი - ფერადი, 2.5-inch, 320 x 240 pixel TFT.
მუსიკის (15 000 სიმღერამდე) მოსმენის გარდა, გააჩნია სურათების ჩვენებისა და ვიდეოგამოსახულების (150 საათამდე ვიდეომასალა) გამოტანის შესაძლებლობა, ტექსტის კითხვისა და თამაშის საშუალება, ორგანაიზერი, კონტაქტების წიგნაკი, მსოფლიო საათი, წამმზომი, და მრავალი სხვა საინტერესო ფუნქცია.
მოხმარებაში მეტად მოსახერხებელი და სასიამოვნო. ენერგიის წყარო - USB პორტი, ან ადაპტერის საშუალებით ელ. ენერგია.
კომპიუტერთან სინქრონიზაცია - საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის iTunes-ის საშუალებით მულტიმედია ბიბლიოთეკის შექმნის გზით.
დამატებითი ინფორმაციისათვის : http://www.apple.com/ipod/ipod.html


ეს ადამიანი უეჭველი თბილისში რომაა აიპოდის მაღაზია თუ რაღაცა იმის დირექტორია ლოოოოოოოლ smile.gif))))))

150 საათამდე ვიდეომასალა .... <------- აქ ერთი ნოლი აშკარად ზედმეტია :-)

პოსტის ავტორი: RIPPER_RUNA May 27 2006, 08:11 AM

2 aliatela
ბარემ ფეხის ზომაც დაგეწეა შე კაცო. ამოდენა ინფო არ ირის საჭრო. საკმარისია ტიპი - მოდელი და ფორმატი. მორჩა. ისე დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის

პოსტის ავტორი: ja_ja May 27 2006, 12:29 PM

aliatela
მართლა საეჭვოდ დაწერე რაცხა biggrin.gif

კაცო ნორმალური კაცი და განსაკუთრებით ამ საიტზე მყოფნი მიხვდება რომ 30 გიგა არის ამდენი და ამდენი, ამაში ჩაწერს 30 გიგას და მორჩა. რა სარეკლამო ტრიუკები დაიწყე 150 000 საათი სიმღერა და ამდენი საათი ვიდეო მასალა, ერთი შენს გახარებას მაშინ კოდირების ფორმატი და ხარისხიც უნდა მოაყოლო, რომ აბრიქებ ეგრე არაა საქმე. 30 GB არის 30 GB საათებში და წუთებში მისი გაზომვა არ გამიგია, მითუმეტეს ერთნაირი მოცულობის და ხანგრძლივობის არც სიმღერა და არც ვიდეო არ მინახია.

დაწერე რეალური ადამიანური ინფო და არა სამარიაჟო სარეკლამო ტექსტი, რა იყო ახარბებ ვინმეს თუ რა. მაქვს პირადად არაერთი iPod-ი ხელში დაჭერილი და პლიუსად მხოლოდ მოსულობას ჩავუთვლიდი, დანარჩენი სრული მინუსია. ძალით გაპუპუზავებული და აგდებული პონტია გამოუცდელი ხალხისთვის. სწორედ ეგეთი მარკეტინგული და არა ტექნიკური ინფოთი აგდებენ ხალს.
150 ათასი საათი, იმდენი მაგას რა ვუთხარი თავის USB პორტში :-) საერთოდ გააქვს ეგ პლეერი თუ სარეკლამო აქცია წამოწიე.

ქინძობაა. ისიც დაწერე რომ გადმოწერა არ მოსულა, იჩხაპნება და ამისათვის 60 დოლარიანი კეისი უნდა იყიდო, ეკრანი იკაწრება და ამიტომ გასაწმენტი რაღაც სითხე გინდა რომელიც კიდევ 50-70 დოლარი ღირს, მერე თანდაყოლილი ნაუშნიკები სლაბია და კაი ხმისთვის 65 დოლარიანი ნაუშნიკი უნდა იყიდო. სურათების ჩაწერა ნიშნავს კონვერტირებას ეკრანის ზომაზე. შეიძლება მხოლოდ ორ რეჟიმში ჩაწერა, ან მონაცემებად და მაგ შემთხვევაში სიმღერებს და ვიდეოს ვერ უკრავ, მარა სხვა კომპზე გადაწერ,. ან წერ პლეი ლისტში, ამ შემთხვევაში მოუსმენ, მაგრამ ვერავისთან გადაწერ :-). კიდევ ოხრად ქინძობები აქვს ახლა არ დამაწყებინო ჰაი ჰუი. ქართული iPod- რესურსიც საკმარისია მაგ აპარატის ფანატებისთვის. ხანდახან შევხედავ და მეღიმება ხოლმე ბავშურ არგუნეტებზე. აქ შეკაცო R2-ის ლაივ შოუ კი არ არის.

არც რადიო, არც კავშირის არცერთი პორტი გარდა USB-სი, ორ iPOD-ს შორის ვერაფერს გადაწერ, პლიუს კომთან სინქრონიზაციის აუცილებლობა, სხვის კმპზე მიაერთებ თუ სინქრონიზაცია გამორთული არ გაქვს და პლეი ლისტი თუ კომპის ფაილებს არ დაემთხვა მთლიან კონტენტს წაგიშლის. მერე ნახევარზე მეტი აპარატურა USB-თი იტენება რა დიდი ამბავი ეგაა, ჩემი და აგერ Davidus-ის მობილიც ეგრე იტენება. მოკელდ რა ნუ დამაწყებინებ ანტი რეკლამას, მეცინება მაგ პლეერზე. რეალურად აქვს პლიუსი ზონა წონა და გიგაბაიტებში მოცულობა, დანარჩენი რეალობას აცდენილი ფანატიზმია.

თუ რეალურად გაქვს და იყენებ დაწერე და მორჩა, აქვს ესა და ეს.
დიდად ვენებს ვერ ვიჭრი 30GB ტელეფონში არ მაქვს, მართლა მიგებს მაგ მონაცემით, მაგრამ დანარჩენში არც კი გავიფიქრებდი iPod-ზე, აგერ თბილისშივე ვნახე არაერთი Creative ZEN-ი, იმასაც თავისებული იდიოტიზმები აქვს, მარა აი ARCOSH-თან გაპუპუზავებული APPLE iPod-ი ახლოსაც ვერ მიდის, გადახედე ერთი მაგ ფირმის პლეერებს მწარმოებლის საიტზე და მერე ვიკამათოთ თუ გინდა :-), სუფთა ქართული პონტია მოდაშია და უნდა მქონდეს, ნიტოშტო პრაქტიკულია და გამომადგება. biggrin.gif ვნახე იქ კომენტარები, ჩემთვის iPOD-ის სიყვარული, მე მასთან ერთად ღამე მძინავს, ვაიმე რა საყვარლობაა, აუ სუფთა MAC იუზერულია biggrin.gif. მაგარი არგუმენტებია არა, სამწუხაროდ ეგ სენი ლამის ყველა ქვეყანაში გაიჩითა. ცოტა სერიოზულად რა თუ შეიძლება smile.gif


Davidus

ციტატა
K800-ზე გადასვლას აპირებ??? თუ სონიერიკსის სხვა მოდელს უმიზნებ???

იცი ვაპირებდი, მარა ის სტაფილოსფერი ღილაკი არ მომეწონა, ასე რომ ცოტახნით გავჩერდები, მითუმეტეს რომ რეალურად რაიმე კარდინალური ცვლილება K750-ისგან არ არის. ნუ სხვა ფლეშ ბარათია და მეტი მეხსიერება, პლიუს მგონი ეკრანია 320x240-ზე არა, აღარ მახსოვს, ნუ გარჩევადობა კი ჯკაია, მარა თვითონ ეკრანი იგივე ზომისაა ასე რომ დიდად რააფერია, მაქსიმუმ 3.2 მეგაპიქსელიან კამერას თუ დახარბდება კაცი, ეგეც არა აქტუალურია. 2 MPც მყოფნის და მობილისთვის მაქსიმუმად მიამჩნია, მაგის მერე ნორმალური აპარატი ინდა იყიდო ასე 4-7 MP იმენნო ფოტო აპარატი ნორმალური ობიექტივით. მობილის ობიექტივი ვერასდროს გაქაჩავს მაგ პონტს. ასე რომ ერთი გზა დამრჩენია დაველოდო უფრო კარგს. smile.gif

პოსტის ავტორი: Baal May 27 2006, 04:12 PM

მე SONY_ს MP3 პლეიერი მაქვს 256 იანი და ძალიან მაგარია, საუკეთესო ხმა, კაროჩე ძაან მაგარია.

პოსტის ავტორი: N1CK May 27 2006, 04:33 PM

ჰოოო და......

"მე მაქვს ყველაზე ყველაზე ყველაზე მაგარი მპ "სამი" პლეიერი:) ჩემ პლეიერში ეტევა 150 საათი 12 ბრასლეტი და 2 კალიცო:)
ასევე 96 საათი ვიდეო გამოსახულება, ანუ 5760 წუთი ვიდეო გამუსახულება და 345600 ამდენი წამი ვიდეო გამოსახულება ხო მაგარიაააა!!!!:) და რაც მთავარია ჩემ მპ3 პლეიერს მოყვება ყველის შესანახი კონტეინერი:)მოკლეთ ხო ვამბობდი ყველაზე მაგარიათქო!:)

ეხლა სერიოზულად...

მე ისევე როგორც ჩემი ნოუთბუქი მპ3 პლეიერიც ამერიკაშია ნაყიდი და საბედნიეროდ კარგი გამოდგა...
ერთი თვე კი მომიწია ამერიკული მაღაზიების ვებსაიტების დაშმონვა მაგრამ საბოლოო ჯამში ავარჩიე არც იესე ცნობილი ფირმის მაგრამ კარგი ფასისა და ნორმალური მონაცემების მპ3.
ეს გახლავთ: VHD-5000

ფირმა: NHJ

მოცულობა: 5GB Hard Drive

ფორმატები: mp3 და wma

ასევე აქვს FM რადიო, დიკთაფონი რომელზეც ხმის ჩაწერა შეიძლება ისევე როგორც კაბელის შეერთებით ასევე უკაბელოთ და სხვათაშორის მართლა კარგ ხარისხს იწერს (ნუ რათქმაუნდა თუ ჩაწერის ხარისხს მახალ ბიტრეიტზე დააყენებ)
ასევე რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელობანი იყო ეს არის 18 საათიანი ბატარია რომელიც იტენება
არ აქვს არანაირი სურათების და ვიდეოების მხარდაჭერა და არც ფერადი ეკრანი მაგრამ 128X128 ზომის ცისფრად განათებული ეკრანიც სავსებით მაკმაყოფილებს:)

და რაც ყველაზე მთავარია ეს არის ფასი: მე როცა ეს მპ3 ვიყიდე იგი ღირდა 179$ და აშკარად ჯობნიდა ზომითაც და სხვა მონაცემებითაც 512მბ თხელ iPod-ს რომელიც ამაზე მხოლოდ 50 თუ 60 დოლარით იაფი ღირდა არადა მოცულობა ლამის 10 ჯერ ცოტა აქვს თან მემგონი არც რადიო და არც დიკტაფონი არ აქვს. მოკლეთ ბევრი რო აღარ გავაგრძელო ესეთი მპ3 ამერიკაში ეხლა ძაან გაიაფდა და მხოლოდ 115$

ესეც სურათები:

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


http://www.geeks.com/imageshare/V/300x300/VHD-5000-box.jpg

ჰა აბა ეხლა სხვებმაც გაამარიაჟეთ ვის რა გაქვთ:)
მარა ჩემნაირი მპ3 მაინც არავის გექნებათ ბოლო ბოლო ყველის შესანახი კონტეინერი ხო მაინც არ მოყვა თქვენსას:)

პოსტის ავტორი: ja_ja May 27 2006, 06:41 PM

N1CK
ვა საკაიფო ხედის როჟა გყოლია! მე მომეწონა შავზე ლურჯი ნათება აშკარად კარგად ჩანს. პარამეტრებსაც ვნახავ ხვალიდან დამაინტერესა. ისე თუ იტყოდი კარგია, ბარემ რომ არ ვეძებო, თუ შეიძლება მაგ 5 GB-ს DATA ტრანსპორტერად გამოყენება, ზოგიერთ პლეერს წიკი აქვს მაინცა და მაინც კონკრეტული ზომის და გაფართოების ფაილი უნდა ჩაიწეროს.

პოსტის ავტორი: N1CK May 28 2006, 08:23 AM

ja_ja

ჩათვალე რომ დაახლოებით 4.68 გიგაბაიტიანი ფლეშ კარტა გაქვს ან კიდევ პორტატული ჰარდ დრაივი რომელზედაც შეგიძლია ნებისმიერი გაფართოების ფაილი ჩაწერო და შემდეგ USB კაბელით სადაც გინდა იქ გადაიტანო.

მე პირადად დიდი დრო მოვანდომე ამ მპ3 პლეიერის შერჩევას და ბოლო ბოლო მემგონი მართლა კარგი გამოდგა სულ არაფერს მაგ ფასად რაც მე მაგაში მივეცი მაგის მე-3დი ზომის ფლეშ კარტას ვერ იყიდი კაციsmile.gif

ისე ერთადერთი მინუსი ამასაც აქვს:
ხანდახან იცის ხოლმე ვირზე შეჯდომა ანუ ჩამოკიდება და გაჭედვა, მაგ დროს ერთი პატარა დირკა აქვს და იქ წვრილი რაღაც ნემსი უნდა გაურჭო და მაშინვე დარესტარტდება არა და თავიდან სულ ახალი რომ იყო ეგრე რო დაემართა კაცს ფერი წამივიდა ვიფიქრე ვსო ეს უკვე გადასაგდებიათქო იმიტომ რომ ვერაფრით ვერ გამოვრთე და თან ბატარეაც ხომ ინტეგრირებულია და ამიტომ მომიწია ერთი დღე ეგრე დატოვება რომ თავისით გამორთულიყო როცა ბატარეა დაუჯდებოდა, მერე ცოტა გადავქექე მანუალები და ეგ დირკაც აღმოვუჩინეsmile.gif

პოსტის ავტორი: RIPPER_RUNA May 30 2006, 08:27 AM

მე ცოტა არ იყოს ეჭვის თვალით ვუყურებ პლეერებს, რომლებსც რეზეტის ფუნქცია წინასწარ აქვს გათვალისწინებული - აექდან დასკვნა - გაჭედვა და დაკიდება გარანტირებულია - ეს იცოდა მწარმოებელმა და შესაბამისად თავი დაიზღვია.
რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მაგალითად iPOD-ების შემთხვევაში რეზეტის აუცილებლობა საკმაოდ დიდა და ხშირადაა საჭირო, მაგრამ ის Creative ZEN Micro-Foto-ს არ აქვს რეზეტის ღილაკი, მაგრამ იჭედება საკმაოდ ხშირად - განსაკუთრებით თუ კაბელი არ მოეწონა, მაგრამ ამ შემთხვევაშიარის გამოსავალი - მას აკუმულატორი, რომელიჩ მობილურის მსგავსად ძვრება - მისი მოხსნა შველის სიტუაციას.

პოსტის ავტორი: რჩეულა Jun 7 2006, 08:20 AM

ja_ja
რამდენში დაითრიე ეგ მობაილი მითხარი რა????

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 7 2006, 01:37 PM

რჩეულა
უფ ეგ რამდენიხნის წინ ვიყიდე!
მაშინ ძვირი ღირდა, მე მაშინ მიხაროდა იაფად ვითრიე მეთქი 420$ დამიჯდა, ახლა კი ისე გაიაფდა .. smile.gif

პოსტის ავტორი: RIPPER_RUNA Jun 12 2006, 09:26 AM

ხალხნო! ამ თვის ნომერში განხილული იქნება ორი შედარებით ახალი mp3 პლეერი CREATIVE-საგან.
ვინც ხართ მოყვარულები, შეგიძლიათ ნახოთ.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 17 2008, 09:48 PM

ესეც ჩემი Audio/Video Player-ი smile.gif

Sony Ericsson K800 + HPM-82

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

აქამდე მქონდა K750, ისიც მშვენივრად ასრულებდა აღნიშნულ ფუნქციებს, მაგრამ დრომ განახლების სურვილი და საჭიროება მოიტანა, K750 ძმას გადავულოცე, მე კი მისი უფროსი ძმა ჩავიგდე ხელში smile.gif

ყველას
რამდენიმეს კი გაქვთ აქ დაწერილი პლეერების მოდელები გასაახლებელი smile.gif
მაგ, Davidus-ს, Domen-ს... smile.gif

პოსტის ავტორი: domen Jan 18 2008, 06:01 PM

ციტატა
რამდენიმეს კი გაქვთ აქ დაწერილი პლეერების მოდელები გასაახლებელი

ვაღიარებ biggrin.gif

ესეც ჩემი All-In-One:

IPB-ს სურათი

მუსიკა, თამაში, ფოტოაპარატი, ლექსიკონი, კლაკულატორი, ორგანაიზერი, ბრაუზერი, მეილ-კლიენტი, RSS მკითხველი და შეთავსებით ტელეფონიც biggrin.gif

ხო, ყურსასმენები რაც მოყვა, ისინი დავუტოვე, ჯერჯერობით არც გამოცვლას ვგეგმავ (ძალიან მოხერხებულია), ვანოს დახმარებით დავატუნინგეთ კიდეც და, მოკლედ, მე და ჩემი ოჯახი კმაყოფილი ვართ :-)

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Apr 4 2008, 11:04 AM

ჩემ ძმას ვაჩუქე რაღაც იაფიანი (15ევრო) MP3 პლეერი,512mb მეხსიერებით და ჩემდა გასაკვირად მაგარი ხმა აღმოაჩნდა ვიდრე ჩემს N-73-ს, თუმცა ტელეფონში ადგილის სიმცირის გამოAAC ფორმატით ვწერ სიმღერებს 64კბ/წმ ბიტრეიტით და ამიტომაა ასე ალბათ sad.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 4 2008, 11:25 AM

gi0_kiborg
მაგარ ხმაში რას გულისხმობ, ხმის სიწმინდეს თუ სიმძავრეს? N73 ხმის სიწმინდით არ გამოირჩევა სამწუხაროდ sad.gif მაღალ ხმაზე "ჟღრიალს" იწყებს.

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Apr 5 2008, 07:42 AM

Power_VANO
სიწმინდესაც და სიმაღლესაც, რაც შეეხება N73-ს ბოლო განახლების მერე კარგი ნაუშნიკებით და მაღალი ხარისხის აუდიოთი კარგი ხმა მიიღება, თუმცა არც ისეთი ხმამაღალი როგორც იმ პლეერში, თუმცა დინამიკები მაინც ჟღრიალებს

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 6 2008, 05:42 PM

gi0_kiborg
ჰო, N73-ები "აჟღრიალებენ" მაღალ ხმაზე. სონიერიქსონებიდან ხმის დრაივერის ექსტრემალურ აპდეიტს ყველაზე კარგად K750/W800/W810-ები უძლებენ, დომენსაც ის დრაივერი აქვს რაც ჩემს ყოფილ K750-ზე მქონდა, ბოლო ხმაზეც კი ჟღრიალი/distortion არ აქვს თითქმის, არც დინამიკში, არც "ნაუშნიკებში". სხვათა შორის, N73-ზე გაცილებით დიდი სიმძლავრის ხმა მიიღება მაგ მობილებში. აი ჩემს ეხლანდელ K800-ზე იგივე არ გამომდის smile.gif სიწმინდე მშვენიერი აქვს, მაგრამ დიდი სიმძავრის ხმა ვერ მივიღე ჯერ.

პოსტის ავტორი: eXDrive Apr 28 2009, 02:36 PM

iPod Mini
HDD 4GB
Color Silver