მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> დავიღალე, მინდა მეც მქონდეს საფუძვლიანი ცოდნა
LOADER
პოსტი Jun 27 2010, 10:07 PM
პოსტი #1


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 577
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Georgia-Tbilisi
წევრი №: 354



მოგესალმებით, სანამ მტკივნეულ თემას შევეხებიდე, მინდა ვთქვა რომ, ზოგადად მეც კომპიუტერული მიმართულებით მივდივარ, კერძოდ კი პროგრამირების.
საერთოდ ყოველთვის როცა რამე პრობლემა მექმნება მე ან სხვას და მკითხავენ ხოლმე, და ეს პრობლემა მოიცავს კომპიუტერის ტექნიკურ ან სისტემურ მხარეს, ყოველთვის მიჭირს სწორი პასუხის გაცემა და პრობლემის მოგვარება, ისევ ჩემი უცოდინრობის გამო.

მინდა ვთქვა რომ დავიღალე, აი ეხლაც, გუშინ ლეპტოპი ვიყიდე და იმის გამო რო ძალიან ჩახედული ადამიანის შთაბეჭდილება არ დავტოვე, ბრაკი გამომატანეს, კამერაში თავი დაბლა მიჩანს და ტანი მაღლა, პირველივე ჩართვაზე BSOD მომხვდა სახეში და ასე შემდეგ.

დღეს ვფიქრობდი და მივხდი რომ, ჩემი პროდუქტიულობა აუცილებლად უნდა გავზარდო ამ მიმართულებით, იმიტო რომ, ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში სადაც ადამიანები სკანერებივით გიყურებენ და აფიქსირებენ შეილება რამე მოგატყუონ თუ არა.

მესმის რომ, ნებისმიერ მიმართულებას, გამოცდილება ჭირდება, გამოცდილება კი კონკრეტული საქმიდან მოდის. ნუ ეხლა არ ვიცი მე თქვენ როგორ და რა გზებით დაეუფლეთ ზოგადად ტექნიკის ცოდნას მაგრამ, მე რეალურად კომპიუტერულ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება არ მაქვს.

ჩემი წვალებით იმდენი მაინც გავარკვიე რო წინა წელს ჩემი ხელით ავაწყე დესკტოპი მარა ეს ზღვაში წვეთია, ყველაფერს ინსტიქტურად და სურათებში ყურების მიხედვით ვაკეთებდი, არ მესმოდა და არც ეხლა მესმის რას და რატომ ვაერთებდი, თუ პრობლემა იყო რატომ იყო და როგორ შეილებოდა მოგვარება, არ ვიცი როგორ შეილება ტესტირებაზე გაეშვას კონკრეტული ნაწილები და მოკლედ არაფერი არ ვიცი.

მარა მთავარია რო მსურს ვიცოდე, ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებ.

მოკლედ, ამ ფორუმზე ბევრია რომლებსაც საკმაო სტაჟი გააჩნიათ ამ საქმეში და შეუძლიათ კომპეტენტური რჩევების მოცემა.
შესაბამისად მაქვს უფლება ვიკითხო და ვითხოვო რჩევები, როგორ დავიწყო, რითი ? ყველაფერს ესე ვერ მივადგები და ვერ წავიკითხავ.

მინდა რაღაც სამოქმედო გეგმა, რაღაც ეტაპამდე მაინც, რო თავიდან ვიცოდე სწორი მიმართულება მაქვს. მერე გზას ნელ-ნელა გავიკვლევ.
გისმენთ...


პ.ს
ჩემი ახალი ლეპტოპიდან ბოლო პოსტი სავარაუდოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
gi0_kiborg
პოსტი Sep 17 2010, 11:40 AM
პოსტი #2


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



პრაქტიკა საუკეთესო მასწავლებელია...
რამდენიმე "კურსი" მაქვს გავლილი "კომპიუტერების" ერთი 1995 წელს თეორიულად Windows-ზე პრაქტიკულად კი რუსულ ელექტრონიკა-ზე ვიჯექით და ბეისიკს ვსწავლობდით, თუმცა იმდენად მაინტერესებდა, რომ Windows 95 თეორიულად ვისწავლე და შემდეგ 1999 წელს, როცა სკოლიდან გამიშვეს ქუთაისში გახსნილ ერთ-ერთ პირველ კომპიუტერულ კლასში უკვე "ბევრი რამე" ვიცოდი...
თუმცა კურსებს იმდენი არ მოუციათ (მხოლოდ საბაზისო ცოდნა) რაც პირადმა გამოცდილებამ

ინტერესი და ინტუიციაა მთავარი, შემდეგ, პრაქტიკა და თეორიაც რა თქმა უნდა, მაგრამ თუკ შემოქმედებითად არ მიუდექი, მაშინ ჯობია თეორიით დაიწყო: ანუ ბევრი იკითხო რა როგორაა და თან პრაქტიკაზე ამოწმო

თავიდან კომპინფოს ჟურნალს რომ ვკითხულობდი (მაშინ კომპი არ მქონდა) ძალიან რთული და ჩახლართული იყო ჩემთვის, შემდეგ კი როცა პრაქტიკაზე შემოწმების საშუალება მომეცა წინ წავიდა ჩემი ცოდნა..
რაც წაკითხული მქონდა პრაქტიკით კიდევ გავაორმაგე და ა.შ

მოკლედ გირჩევ ჯერ ლიტერატურას გადახედო
(კომპინფოს ბეჭდვითი ჟურნალის 4 ნომერია მაგალითად მთავარზე, ასევე ონლაინ ჟურნალი და სტატიები)
ჩამოიყალიბო გარკვეული ცოდნა ზოგადად კომპიუტერული სისტემების სოფტის და ჰარდის შესახებ
ასევე ძალიან კარგი რუსულენოვანი საიტია:
http://oszone.net/
ძალიან ბევრი და საინტერესო სტატიაა

პროგრამირებას რაც შეეხება, მე შორსა ვარ მაქედან, მაგრამ ჯერ გადაწყვიტე რა ტიპის პროგრამირება გინდა: ზოგადად ვები, ჯავა, net.framework, C#, Python და ა.შ, შემდეგ დაძებნე წიგნები შესაბამისი პროგრამისთვის, მიჰყევი მათ და აკეთე
(ერთი ნათესავი მყავს, C# პროგრამირება ძირითადად პროგრამისვე ჰელფებიდან ისწავლა და ახლა დაკვეტებსაც იღებს მათ შორის სამთავრობოს....)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gi0_kiborg: Sep 17 2010, 11:41 AM


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 01:01 PM