თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ტერმინები განმარტებები _ Windows XP - რჩევები

პოსტის ავტორი: domen Aug 3 2006, 10:45 AM

Windows XP აისბერგივითაა - მისი ძირითადი ფუნქციები დაფარულია, ხოლო ახალბედები(და არა მარტო) მათ უმცირეს ნაწილს იყენებენ. ამ თემაში ნაწილობრივ მაინც ამოვატივტივებ დაფარულ ფუნქციებს, იმედია სხვებიც დამეხმარებით smile.gif თუ ეს თემა გაივრცო, მივპინავ, თუ არა და საერთოდ წავშლი და სტატიას დავწერ.

თუ რამე რჩევას გაითვალისწინებთ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ მის შედეგებზე პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ.

ახალ რჩევებზე, შემოთავაზებებსა და შეცდომებზე მომწერეთ PM-ში.

ალბათ რომელიმეს(განსაკუთრებით ადმინისტრაციას smile.gif ) გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არ გავხსენი ეს თემა შესაბამის განყოფილებაში? ჩემი აზრით, ეს განყოფილებაც შეესაბამება და თან მოდერირებაც შემეძლება.

მოკლედ, დავიწყეთ:

გავთიშოთ სისტემა სწრაფად

ცნობილია, რომ Windows XP წინამორბედი ვერსიებივით ნელდება გათიშვისას, თუ ჩართულია "Exit Windows" ხმა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ვიქცევით შემდეგნაირად:
შედით control panel>Sounds and Audio Devices>Sounds
ჩამონათვალში მოძებნეთ Exit Windows, მონიშნეთ და ქვემოთ მენიუში მიუთითეთ None. პროცედურა დამთავრებულია.

მოვიშოროთ მესინჯერი უმტკივნეულოდ

შედით მისამართზე C:\Program Files\Messenger და შეცვალეთ საქაღალდის სახელი MessengerOFF-ით. ამით სისტემის შეფერხებას აიცილებთ თავიდან

დავთმოთ ინდექსირება სიჩქარის საფასურად

ალბათ გაგიგიათ ტერმინი ინდექსირება. ამის შესაძლებლობა მხოლოდ NTFS-ს აქვს(იხ. http://compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=39). ესთი მხრივ ის ძებნის სიჩქარეს ზრდის, მაგრამ თურმე ჩვეულებრივი ბრძანებების(გახსნა, დახურვა...) შესრულებას აფერხებს. თუ თანახმა ხართ დათმოთ ძებნის სიჩქარე, მაშინ მიყევით ინსტრუქციებს:
შედით იმ მყარი დისკის Porperties-ში, რომელზეც აპირებთ ინდექსირების გამორთვას. ფანჯრის ქვედა მხარეს ნახეთ "Allow indexing service to index this disk for faster searches". მოხსენით მონიშვნა და დატკბით ოდნავ გაზრდილი სისწრაფით.

ავაჩქაროთ სისტემა ფუფუნების ხარჯზე

თუ მაინცდამაინც არ გიზიდავთ სისტემის გაფორმება და მათი მოშორების ხარჯზე აჩქარებას უფრო ისურვებდით, მაშინ ეს ნაწილი თქვენთვისაა.
შედით My Computer-ის Properties-ში>advanced>Performance Settings და მოხსენით მონიშვნა შემდეგ ელემენტებს:
Fade or slide menus into view
Fade or slide ToolTips into view
Fade out menu items after clicking
Show Shadows under menus
Slide open combo boxes
Slide taskbar buttons
Use a background image for each folder type
Use common tasks in folders
მალე თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ გაფორმებას არსებითი არაფერი დაკლებია, სამაგიეროდ სიჩქარემ მოიმატა.

გამოვრთოთ შეცდომის შეტყობინების სერვისი

ალბათ გაღიზიანებთ, როცა სისტემა პროგრამასთან ბრძოლის გადატანის მერე გთხოვთ, რომ თქვენი პრობლემის აღწერილობა მაიკროსოფტის ნასტავლ ხალხთან გააგზავნოთ. აგერ სისტემის სამუდამოდ გაჩუმების გზა:
Control Panel>System>Advanced>Error Reporting ღილაკი>Disable error-reporting
შეგიძლიათ პირველივე ნაომარზე დატკბეთ ნამოქმედარით.

შევაწყვეტინოთ სისტემას ახლადჩაწერილი პროგრამების მონიშვნა სტარტში

გინდათ სტარტზე დაჭერის მერე ამომხტარი პატარა ნერვებისმომშლელი ფანჯრის დახურვა, რომელიც ხშირად საჭირო ღილაკს(Log Off) ფარავს? ან კიდევ მყვირალა ყვითლად მონიშნულ პროგრამებზე რას იტყვით, სიცოცხლეს რომ გვიმწარებს? მოკლედ, მიყევით ინსტრუქციებს და დაასვენეთ ნერვები smile.gif :

Taskbar and Start Menu Properties(მარჯვენა კლიკი Taskbar-ის თავისუფალ ადგილას>Properties)>Start Menu>Customize>Advanced>მოხსენით მონიშვნა Highlight newly installed programs.
სხვათაშორის აქედანვე შეგიძლიათ გააუქმოთ მეორე არანაკლებ ნერვებისმომშლელი ფუნქციაც.

დღეისთვის მეტს ვეღარ ვასწრებ, შემდეგში დავამატებ.

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 4 2006, 05:42 AM

domen
მალადეც 5-იანი შენ!

პოსტის ავტორი: Sh@ko Aug 4 2006, 06:37 AM

აგერ, მიედ-მოედე და რაღაც კარგი აღწერე, მაგრამ ყველაფერს რა აღწერს?! ჩვენც დაგეხმარებით! აი, რომ გეთქვა თუ როგორ მოვხსნათ ავტომატური პაროლის აკრეფა სისტემაში შესვლისას(xp ვგულისხმობ), კარგი იქნებოდა... (ვისაც რა გაახსენდება, ის იკითხოს!) და კიდევ, სტარტ მენიუში ქვემენიუს გამოხტომის სიჩქარე რომ შევცვალოთ, რაფრა უნდა? ჩემთან გადავუვლი თუ არა გამოხტება, თან უჭირს... (ეხლა იმდენად არა.smile.gif)
მე შემოგიერთდებით მალე კომპინფოს მიერ მომზადებული რეგ ფაილებით!

პოსტის ავტორი: Sh@ko Aug 4 2006, 08:02 AM

სისტემა კარგად დაისვენებს ამდენი რაღაც რომ გამოვურთეთ, მაგრამ ვინტსაც ხომ უნდა დასვენება?! System restore-ს და Hybernation-ს, მე მგონი არავინ ვიყენებთ. ამიტომ გავთიშოთ (იგივე შეგიძლიათ დაუღალავი ძიებისა და ჩხრეკის შედეგად კომპინფოს ჟურნალშიც იპოვოთ smile.gif).

1. My Computer Properties-> System Restore და გავთიშოთ ჩეკბოქსი.

2. Desktop Properties-> Screen Saver->Power-> Hybernate ჩეკბოქსი აქ შეიძლება გამორთული დაგხვდეთ და არ ჩართოთ wink.gif


პოსტის ავტორი: გიგა Aug 4 2006, 09:09 AM

ეხლა მეზარება თორე სერვისებზეა ბევრი დასაწერი

პოსტის ავტორი: domen Aug 6 2006, 10:45 AM

ციტატა(Sh@ko @ Aug 4 2006, 06:37 AM) [snapback]3732[/snapback]

აგერ, მიედ-მოედე და რაღაც კარგი აღწერე, მაგრამ ყველაფერს რა აღწერს?! ჩვენც დაგეხმარებით! აი, რომ გეთქვა თუ როგორ მოვხსნათ ავტომატური პაროლის აკრეფა სისტემაში შესვლისას(xp ვგულისხმობ), კარგი იქნებოდა... (ვისაც რა გაახსენდება, ის იკითხოს!) და კიდევ, სტარტ მენიუში ქვემენიუს გამოხტომის სიჩქარე რომ შევცვალოთ, რაფრა უნდა? ჩემთან გადავუვლი თუ არა გამოხტება, თან უჭირს... (ეხლა იმდენად არა.smile.gif)
მე შემოგიერთდებით მალე კომპინფოს მიერ მომზადებული რეგ ფაილებით!

ყველაფერს ვერც აღვწერ, ვინც რამე კარგი იცით, თემა ღიაა smile.gif ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს - პასუხის დაწერისას ჯერ შესაბამისი სათაური მიუწერეთ #FF0000 ფერით(მკვეთრი წითელი) და მერე პასუხი.

პაროლის აკრეფის მოხსნა ვიცოდი(ოღონდ მგონი მაშინ 2000 მქონდა), ცოტას ჩავიქექები კომპში და იქნებ გავიხსენო.

იგივე ქვემენიუს გამოხტომის სიჩქარეზე. ეგ იმის ბრალია, რომ ვინდოუსი თვითონ აყოვნებს მას მითითებული დროით(არ ვიცი რას შველის თავის ჭკუით). ადრე კომპინფოს ელ-გამოცემაში ვნახე მგონი მაგ პარამეტრის მართვა, თუ ვიპოვე, მაგასაც დაგიგდებ.

პოსტის ავტორი: domen Aug 6 2006, 11:22 AM

Sh@ko

ციტატა
1. My Computer Properties-> System Restore და გავთიშოთ ჩეკბოქსი.

ოღონდ ისიც გაითვალისწინეთ, რომ System Restore-ის გათიშვამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოთ. ასე რომ, შეიძლება გამორთოთ, მაგრამ შეიძლება პერიოდულად თვითონ წმინდოთ ისე, რომ არაფერი დაზიანდეს. რჩევა:

ვათავისუფლებთ დისკს უსარგებლო Restore Point-ებისგან

თუ სისტემას დიდი ხანი არ გამოცვლით, ის ნელ-ნელა გაავსებს დისკს "ნაგვით", ანუ გამოუყენებელი და სრულიად უსარგებლო ფაილებით. მათ მოსაშორებლად უამრავი პროგრამაა შექმნილი, მაგრამ თუ ამ საქმეში ცოტათი ერკვევით და არც გეზარებათ, საკუთარი ხელით ჯობია წაშალოთ ბალასტი ფაილები. დარწმუნებული მაინც იქნებით, რომ ცუდი არაფერი მოხდება. ეხლა Restore Point-ებზე.

სისტემა განსაზღვრულ დროში ერთხელ(10 ან 24 სთ.) ქმნის Restore Point-ს. რას წარმოადგენს ის? თუ შემთხვევით სისტემა დაგიზიანდათ, ვინდოუსი თავს მათი მეშვეობით აღიდგენს და თქვენ ისევ გეძლევათ მუშაობის საშუალება. მაგრამ რა ვქნათ, თუ არც დისკის გადავსება გვინდა და საყრდენი წერტილიც გვჭირდება? ასეთ შემთხვევაში ჯერ ვრწმუნდებით, რომ სისტემა მყარად მუშაობს(თუ ეს ასე არაა, ნუ გააგრძელებთ პროცედურას), შემდეგ შევდივართ My Computer Properties-> System Restore და ვნიშნავთ Turn off System Restore on all drives. ვაჭერთ Apply-ს და გამოსულ ფანჯარაში, რომელიც ამბობს, რომ ყველა Restore Point-ი წაიშლება, ვადასტურებთ ჩვენს მოქმედებას.
ახლა შედით Start>All Programs>Accessories>System Tools>System Restore, შექმენით ახალი Restore Point და დაარქვით მას სახელი.

მორჩა, ახლა თქვენი დისკიც შედარებით თავისუფალია და არც სისტემა დაგიყენებიათ საფრთხის წინაშე. მოკლედ, ვკლავთ ორ კურდღელს ერთი გასროლით smile.gif

Sh@ko
ციტატა
1. My Computer Properties-> System Restore და გავთიშოთ ჩეკბოქსი.

ეხლა შევამჩნიე. გავთიშოთ კი არა მოვნიშნოთ smile.gif

პოსტის ავტორი: z125 Aug 7 2006, 04:49 AM

domen

ციტატა
მაგრამ რა ვქნათ, თუ არც დისკის გადავსება გვინდა და საყრდენი წერტილიც გვჭირდება? ასეთ შემთხვევაში ჯერ ვრწმუნდებით, რომ სისტემა მყარად მუშაობს(თუ ეს ასე არაა, ნუ გააგრძელებთ პროცედურას), შემდეგ შევდივართ My Computer Properties-> System Restore და ვნიშნავთ Turn off System Restore on all drives. ვაჭერთ Apply-ს და გამოსულ ფანჯარაში, რომელიც ამბობს, რომ ყველა Restore Point-ი წაიშლება, ვადასტურებთ ჩვენს მოქმედებას.
ახლა შედით Start>All Programs>Accessories>System Tools>System Restore, შექმენით ახალი Restore Point და დაარქვით მას სახელი.

უფრო მოკლე გზა: შევდივართ რომელიმე დისკის (მაგალითად C:) Свойства-ში, შემდეგ Очистка диска, შემდეგ გადავდივართ ტაბზე Дополнительно, და ვაჭერთ სულ ბოლო მესამე კნოპკას Очистить(Восстановление системы). შემდეგ Да და OK. ამით ჩვენ ვშლით ყველა საკონტროლო წერტილს ბოლოს გარდა.

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 7 2006, 05:42 AM

z125
შენა და ეგ ყველაფერი ინგლისურად ან ქართული ტექმინებით რომ დაგეწერა არ შაილებოდა????
თუ მაინცა და მაინც მე შევძვრე და გადავაკეთო ყველაფერი?

ჯერესერთი რუსული ბევრს არ უყენია, მეორეცესერთი ტერმინები მაინც განსხვავდება, ბოლო ბოლო ცუდია თუ კაია ქართული ტერმინებიც გამოჩნდა. ასე რომ მიჰყევ ან ორიგინალ ენას ან ქართულს, რუსული სომხური და იაპონური ისტორიას დაუტოვე. biggrin.gif

პოსტის ავტორი: z125 Aug 7 2006, 03:47 PM

ციტატა(ja_ja @ Aug 7 2006, 10:42 AM) [snapback]3756[/snapback]

z125
შენა და ეგ ყველაფერი ინგლისურად ან ქართული ტექმინებით რომ დაგეწერა არ შაილებოდა????
თუ მაინცა და მაინც მე შევძვრე და გადავაკეთო ყველაფერი?

ჯერესერთი რუსული ბევრს არ უყენია, მეორეცესერთი ტერმინები მაინც განსხვავდება, ბოლო ბოლო ცუდია თუ კაია ქართული ტერმინებიც გამოჩნდა. ასე რომ მიჰყევ ან ორიგინალ ენას ან ქართულს, რუსული სომხური და იაპონური ისტორიას დაუტოვე. biggrin.gif

რუსული მეც არ მიყვარს, მაგრამ რუსული ვინდოუსი მიყენია (რადგან რუსული უფრო ვიცი ვიდრე ინგლისური) და როგორც მიჩვენებს ისე დავწერე. ქართულად რომ დამეწერა უფრო გაუგებარი იქნებოდა ალბათ და ინგლისურს ეხლავე შემოგთავაზებთ. სულ რაღაც ხუთიოდე წუთში.

პოსტის ავტორი: z125 Aug 7 2006, 04:01 PM

C: Properties>Disk Cleanup>More Options>System Restore Clean up...>Yes>OK
რავი მემგონი გასაგები უნდა იყოს

პოსტის ავტორი: domen Aug 7 2006, 05:07 PM

z125
გენდობი smile.gif მე არ შემიმოწმებია

Sh@ko
პირველი ორი რჩევა შენთვისაა:

ვხსნით პაროლის შეყვანის აუცილებლობას XP-ში

ეს შეიძლება მარტივად გაკეთდეს შემდეგნაირად: ვხსნით ერთადერთ იუზერს, რომელსაც პაროლი არ აქვს, ხოლო სისტემა აღარასდროს დაგანახვებთ ყელში ამოსულ logon screen-ს. მაგრამ რა ვქნათ, თუ კომპზე რამდენიმე გამოუყენებელი იუზერია, რომელთა წაშლაც არ შეიძლება, ამ დროს კი თქვენ ყოველ ჩართვაზე გიწევთ პაროლის ხელახლა შეყვანა. მოკლედ, დაინტერესებულები მივყვებით ინსტრუქციას

შედით Start>Run>control userpasswords2. გამოსულ ფანჯარაში მოხსენით მონიშვნა "users must enter..." და დაადასტურეთ მოქმედება. გამოსულ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი და ამიერიდან ვეღარასდროს იხილავთ საძულველ logon screen-ს. რა თქმა უნდა, თუ ამ ფუნქციას ისევ არ ჩართავთ wink.gif


სტარტის ქვემენიუს გახსნის აჩქარება

საოცარია, თუ რატომ აყოვნებს სისტემა სტარტის ქვემენიუების გამოჩენას - მას ხომ ამის სწრაფად გაკეთებაც შეუძლია. მაიკროსოფტმა გაფორმებაში კარგად გადაამლაშა smile.gif

მოკლედ, ვრთავთ ამ ყოვლად უსარგებლო ფუნქციას:
შედით Start>Run>regedit>HKEY_CURRENT_USER>Control Panel>Desktop>MenuShowDelay Default-ად 400 იქნება დაყენებული. დააყენეთ ასე 700-800 და ამის შემდეგ სტარტი ქვემენიუებს მაქსიმალური შესაძლო სისწრაფით გიჩვენებთ. თუმცა იგივეს აკეთებს რჩევა "ავაჩქაროთ სისტემა ფუფუნების ხარჯზე" smile.gif

P.S. თუ ვინმე იპოვით იმ მინიმალურ მნიშვნელობას, რომლის შემდეგაც არაფერი არ იცვლება, დაპოსტეთ ან მომწერეთ და თქვენი სახელით ჩავსვამ.


ვუბრუნდებით დრაივერის ძველ ვერსიას

ხანდახან, უკეთესი დრაივერის ძიებისას უარესს ვაწყდებით, რაც სისტემას არასტაბილურს ხდის. ნუ შეშინდებით - ბიძია ბილს ამაზე უკვე ნაფიქრი აქვს! ასეთ შემთხვევაში მიყევით ინსტრუქციებს:

მარჯვენა წკაპი My Computer-ზე>Manage>Device Manager>აირჩიეთ ნაწილი, რომლის დრაივერის დაბრუნებაც გსურთ>Properties>Driver>Roll Back Driver. დაადასტურეთ თქვენი მოქმედება და პროცედურა დამთავრებულია.


ვამატებთ სასურველ პროგრამას თუ საქაღალდეს Send To მენიუში

თუ თქვენ გაქვთ საქაღალდე, სადაც ხშირად ყრით სხვადასხვა ფაილებს, მაშინ ეს რჩევა გამოგადგებათ:

შედით C:\Documents and Settings\თქვენი მომხმარებლის სახელი\SendTo და დაამატეთ იმ საქაღალდის shortcut, რომელსაც ხშირად იყენებთ. ამიერიდან თქვენ სასურველი ფაილის ხსენებულ საქაღალდეში სწრაფად გაგზავნა შეგეძლებათ.

გაითვალისწინეთ: SendTo საქაღალდე დამალულია. ასე რომ, დამალული ფაილების და საქაღალდეების გამოჩენის ფუნქცია ჩართული უნდა გქონდეთ.



ვცვლით ტექსტის ფონტის ზომას ვებ-გვერდზე

რა ვქნათ, როცა გვინდა ვებ-გვერდის ამობეჭდვა, ის კი განსაზღვრულ გვერდების რაოდენობაზე არ ეტევა და თან ტექსტის ფონტის ზომის შემცირების შემდეგაც კი შეიძლება კითხვა? პასუხი ძალიან მარტივია :
Ctrl+Scroll.
ახლა თქვენ სურვილისამებრ შეგიძლიათ ფონტის ზომის რეგულირება ყველანაირ Word და Notepad -ებში გადატანის გარეშე.

პოსტის ავტორი: Sh@ko Aug 8 2006, 07:36 AM

ბერნარდ შოუს ჰკითხეს:
- მისტერ ბერნარდ, საიდან მოგდით ამდენი ბრძნული აზრი?!
- მაგაზე ადვილი რაა? გავიფიქრებ რაიმე სისულელეს და მის საწინააღმდეგოს ვიტყი, ან დავწერ.

მეც ასე დამემართა. რაც მინდოდა იმის საწინააღმდეგო აღწერა დომენმა smile.gif. ვინდი რომ დავაყენე და იუზერს პაროლი მივეცი, ავტომატურად შედიოდა და ეგ მიტყდებოდა. მენიუებზე კი 0 ეყენა. ჩემის აზრით 400 საკმარისია!

პოსტის ავტორი: Sh@ko Aug 27 2006, 06:57 PM

კომპინფოს ბეჭდვით ვერსიას ერთი ის ნაკლი აქვს, რომ მასში მოყვანილი მაგალითები ხელით უნდა გააკეთო smile.gif (მაგალითად, რეესტრში ჩასაწერი მნიშვნელობები). მე აქ მოვიყვან რამდენიმე გამოსადეგ მნიშვნელობას.
1. სიკვდილის ლურჯი ეკრანის გამოსაძახებელი კომბინაცია მარჯვენა კონტროლს + Scroll Lock-ი ორჯერ, მიიღება http://profsword.mylivepage.ru/file/14/967 გადმოწერისას.
2. სტარტის გამოძახების აკრძალვა კლავიშა "window" დაჭერისას ხდება http://profsword.mylivepage.ru/file/14/963/Winnot.reg.

3. თუ გინდათ რომ ინტერნეტ ბროუზერს (დეფაულტს ვგულისხმობ, იე-ს) title bar-ზე ეწეროს "ექსკურსიამძღოლი", გადმოწერეთ http://profsword.mylivepage.ru/file/14/964/IE_Driver.reg. თუ ნოუთპედით გახსნით და "ექსკურსიამძღოლის" მაგივრად რასაც გინდათ იმას ჩაწერთ, ეგ თქვენი ნებაა.
4. [HKEY_CURRENT_USER\Software\Policies\Microsoft\Internet Explorer\Control Panel] მისამართზე მდებარეობს ინტერნეტ ექსპლორერის პარამეტრების ცვლილებების აკრძალვის განყოფილება. "0" ნებართვას ნიშნავს, "1" - აკრძალვას. http://profsword.mylivepage.ru/file/14/965/IE_Control.reg ფონტების და ინტერნეტ შეერთების პარამეტრების გარდა.

პოსტის ავტორი: Sh@ko Sep 13 2006, 08:28 AM

ფაილები ადმინისტრაციას წუშლია, მაგის @#@#$%$% sad.gif

პოსტის ავტორი: merabi Sep 13 2006, 08:54 PM

რახან არავინ დაწერა მე დავწერ... :)



როცა საათთან კურსორს მიიტან დროს "tooltip"_ში აჩვენებს, ჰოდა თუ გინდა ისე აჩვენოს როგორც შენ გსურს, ქვემოთ მოცემული კოდი Notepad_ში ჩაწერე და შეინა%E

პოსტის ავტორი: merabi Sep 13 2006, 09:21 PM

აუუუუ ძლივს დავწერე და შემიჭამა sad.gif((

როცა საათთან კურსორს მიიტან დროს "tooltip"_ში აჩვენებს, ჰოდა თუ გინდა ისე აჩვენოს როგორც შენ გსურს, ქვემოთ მოცემული კოდი Notepad_ში ჩაწერე და შეინახე გაფართოებით << .reg >>

ასევე სადაც კი მანამდე მარტო დროს აჩვენებდა ყველგან ეს იქნება...

პროგრამული კოდი
Windows Registry Editor Version 5.00

[HKEY_CURRENT_USER\Control Panel\International]
"sLongDate"="'იცი დღეს რა დღეა? დღეს' dddd'ა,' dd MMMM, yyyy 'წელი'"



ოღონ არ დაგავიწყდეს რომ utf-8 კოდირებით უნდა შეინახო.....
აი ამ კოდის შედეგი:IPB-ს სურათი



თუ გინდა შეგეძლოს ნაგვის ყუთზე სახელის გადარქმევა მოიქეცი ზედა მითითების მიხედვით და რამოდენიმეჯერ "დარეფრეშების" შემდეგ შეგეძლება ნაგვის ყუთს სახელი გადაარქვა


პროგრამული კოდი
Windows Registry Editor Version 5.00

[HKEY_CLASSES_ROOT\CLSID\{645FF040-5081-101B-9F08-00AA002F954E}\ShellFolder]
"Attributes"=hex:70,01,00,20
"CallForAttributes"=dword:00000040




კომპს დარესტარტება არ უნდა, ოღონდ სახელის შეცვლის წინ ყოველთვის მოგიწევს რამოდენიმეჯერ დააჭირო refresh_ს





პოსტის ავტორი: Sh@ko Sep 26 2006, 12:41 PM

ციტატა
აი ამ კოდის შედეგი: IPB-ს სურათი

აი სხვა შედეგიც, ცოტა სხვანაირი:

IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: da_ta Jul 9 2007, 11:38 PM

domen

ციტატა
გავთიშოთ სისტემა სწრაფად

ცნობილია, რომ Windows XP წინამორბედი ვერსიებივით ნელდება გათიშვისას, თუ ჩართულია "Exit Windows" ხმა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ვიქცევით შემდეგნაირად:
შედით control panel>Sounds and Audio Devices>Sounds
ჩამონათვალში მოძებნეთ Exit Windows, მონიშნეთ და ქვემოთ მენიუში მიუთითეთ None. პროცედურა დამთავრებულია.

start windows-იც რო გავთიშოთ ჩართვას არ აასწრაფებს?
____________________________________________

ციტატა
მოვიშოროთ მესინჯერი უმტკივნეულოდ

შედით მისამართზე C:\Program Files\Messenger და შეცვალეთ საქაღალდის სახელი MessengerOFF-ით. ამით სისტემის შეფერხებას აიცილებთ თავიდან

თუ startup-იდან გატიშული მაქ მაშინ რანაირად აფერხებს სისტემას?(არ ვრთავ არასდროს)

პოსტის ავტორი: da_ta Jul 10 2007, 12:45 AM

domen

ციტატა
P.S. თუ ვინმე იპოვით იმ მინიმალურ მნიშვნელობას, რომლის შემდეგაც არაფერი არ იცვლება, დაპოსტეთ ან მომწერეთ და თქვენი სახელით ჩავსვამ

თუ გულისხმობ რო საერთოდ არ გაიხსნას ქვემენიუ ეგ ხომ Customize start menu დან ხდებაsmile.gif

პოსტის ავტორი: mazahaka Jul 10 2007, 07:13 AM

დზაან მაგარია

პოსტის ავტორი: domen Jul 10 2007, 10:07 AM

da_ta

ციტატა
თუ გულისხმობ რო საერთოდ არ გაიხსნას ქვემენიუ ეგ ხომ Customize start menu დან ხდება

არა, მაგას არა smile.gif მინიმალური მნიშვნელობაა 0.

ციტატა
start windows-იც რო გავთიშოთ ჩართვას არ აასწრაფებს?

მე გათიშული მქონდა კარგა ხანს და მართლა ეტყობოდა ასწრაფება smile.gif თუმცა, ჩემი კომპი ძალიან სუსტია და უფრო მაგის ბრალია, მგონი. შენ თუ P4-ის დონის პროცესორი გაქვს, მაგის გათიშვა მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში დაგეხმარება smile.gif

ციტატა
თუ startup-იდან გატიშული მაქ მაშინ რანაირად აფერხებს სისტემას?(არ ვრთავ არასდროს)

მე თვითონ არ მისინჯია(არც მე ჩამირთავს არასდროს და შეფერხებაც არ მიგრძვნია), მაგრამ ტექსტში, რის საფუძველზეც ეგ დავწერე, ეწერა, რომ IE6-ზე(!) მოქმედებს "ხანდახან რატომღაც"(ზუსტად ვინდოუსის შესაფერი სიტყვაა biggrin.gif)

პოსტის ავტორი: da_ta Jul 10 2007, 12:15 PM

ციტატა
შენ თუ P4-ის დონის პროცესორი გაქვს, მაგის გათიშვა მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში დაგეხმარება

მაინც გავთიშე მარა არაპერი არ შეეტყოsmile.gif არადა პროცესორი ჩემიც სუსტია smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Jul 11 2007, 04:29 PM

1) Windows-ს აქვს ერთი "ძალიან კარგი", თვისება რომელიც ჩვენ ძალიან არ მოგვწონს, ეს არის სისტემის დამხმარე მცირე უტილიტა "Dr.Watson", რომელიც წამდაუწუმ გვახსენებს რომ "მოხდა შეცდომა პროგრამაში და დახურეთ" დიდი მადლობა მას, მაგრამ ყელამდე ვართ მისი პატივისცემით! ასე რომ გავთიშოთ:

რეესტრში მისამართზე:

HKEY_LOCAL_MACHINE\Software\Microsoft\WindowsNT\CurrentVersion\AeDebug პარამეტრს "Auto" ვუცვლით მნიშვნელობას 0-ზე (ან საერთოდ წავშალოთ ეს გასაღები, იგულისხმება მთლიანად AeDebug)

2) Window-ი გამორთვის დროს ელოდება ყველა სერვისს, და როდესაც მიიღებს შეტყობინებას რომ ყველა პროცესი დახურულია და შეგიძლია გამოირთოო, ბირთვი ამთავრებს მუშაობას, ჩვენი მიზანია შევამციროთ ეს დრო! ანუ "დეფაულტად" იგი სერვისებს ელოდება 20000 მილი წამის განმავლობაში ანუ 20 წამის, ამიტომ დავუყვანოთ ეს დრო 5 წამამდე:

ამისთვის მივდივართ ისევ რეესტრში:

HKEY_LOCAL_MACHINE\System\CurrentControlSet\Control პარამეტრს "WaitToKillServiceTimeout" ვუცვლით მნიშვნელობას 5000-ზე ამის შემდეგ კომპი უფრო ჩქარა გამოირთვება !

ასევე, რეესტრში მისამართზე:
HKEY_CURRENT_USER\Control Panel\Desktop პარამეტრს "WaitToKillAppTimeout" ვუცვლით მნიშვნელობას 5000-ზე!

3) გავთიშოთ ავტომატური განახლებები (Automatic Updates), რომელიც ასე გვიშლის ნერვერბს!
ისევ My Computer -> Properties გადავდივართ ჩანართში Automatic Updates და მოვნიშნავთ სულ დაბლა Chack Box-ს Turn Off Automatic Updates ვაწვებით APPLY და OK

4) ავკრძალოთ "Remote Desktop" ანუ დაშორებული მართვის ფუნქცია!

My Computer -> Properties აქ ნახეთ ჩანართი Remote და მაგ განყოფილებაში მოხსენით ყველა Chack Box! APPLY და OK!

პოსტის ავტორი: da_ta Jul 12 2007, 06:12 PM

ციტატა
Window-ი გამორთვის დროს ელოდება ყველა სერვისს, და როდესაც მიიღებს შეტყობინებას რომ ყველა პროცესი დახურულია და შეგიძლია გამოირთოო, ბირთვი ამთავრებს მუშაობას, ჩვენი მიზანია შევამციროთ ეს დრო! ანუ "დეფაულტად" იგი სერვისებს ელოდება 20000 მილი წამის განმავლობაში ანუ 20 წამის, ამიტომ დავუყვანოთ ეს დრო 5 წამამდე:


ეს რო ჩავიდინოsmile.gif windows უპრო მალე ხო არ დაერხევა?(იკნებ ვერ მოასწრო 5 წამში ყველაფრის გათიშვა)

პოსტის ავტორი: domen Jul 12 2007, 06:53 PM

da_ta

ციტატა
windows უპრო მალე ხო არ დაერხევა?(იკნებ ვერ მოასწრო 5 წამში ყველაფრის გათიშვა)

ზუსტადაც ეგაა საქმე, რომ ვერაფრით მოასწრებს smile.gif შეიძლება არაფერი მოუვიდეს და შეიძლება შემდეგ ჩართვაზე აღარც ჩაირთოს(ეს ძალიან პესიმისტურად). ასე რომ, თუ ძალიან მნიშვნელოვანი არაა შენთვის ეგ 15 წამი, დატოვე, როგორცაა.

პოსტის ავტორი: da_ta Jul 12 2007, 08:05 PM

არსად არ მეჩქარება, და თუ რამე ეგეტი დამჭირდება შტეფცელი და მისი ჯანი smile.gif

პოსტის ავტორი: da_ta Jul 15 2007, 11:14 PM

ციტატა
Windows-ს აქვს ერთი "ძალიან კარგი", თვისება რომელიც ჩვენ ძალიან არ მოგვწონს, ეს არის სისტემის დამხმარე მცირე უტილიტა "Dr.Watson", რომელიც წამდაუწუმ გვახსენებს რომ "მოხდა შეცდომა პროგრამაში და დახურეთ" დიდი მადლობა მას, მაგრამ ყელამდე ვართ მისი პატივისცემით! ასე რომ გავთიშოთ:

რეესტრში მისამართზე:

HKEY_LOCAL_MACHINE\Software\Microsoft\WindowsNT\CurrentVersion\AeDebug პარამეტრს "Auto" ვუცვლით მნიშვნელობას 0-ზე (ან საერთოდ წავშალოთ ეს გასაღები, იგულისხმება მთლიანად AeDebug)


მაგდენ ჩალიჩს შევიდეთ C:\WINDOWS\system32\ და Dr.Watson ამოვშალოთ არ ჯობია?

პოსტის ავტორი: გიგა Jul 16 2007, 02:45 AM

ციტატა
მაგდენ ჩალიჩს შევიდეთ C:\WINDOWS\system32\ და Dr.Watson ამოვშალოთ არ ჯობია?

არა რადგან ის ფაილი ინახება კიდე რეზერვში, და ვინდოუსი ეგრევე აღადგენს.
იქიდანაც რო წაშალო მერე ვინდოუსის დისკს რო ჩადებ, იქიდან გადაიწერს.
ამიტო ჯობია ცოტა იწვალო მარა გააკეთო როგორც საჭიროა, ან ვითომ უფრო მოკლე, მარა გაცილებით უფრო გრძელი გზით მოგიწევს წასვლა smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Jul 16 2007, 09:10 AM

da_ta

ციტატა
ეს რო ჩავიდინო windows უპრო მალე ხო არ დაერხევა?(იკნებ ვერ მოასწრო 5 წამში ყველაფრის გათიშვა)

არადა ნამდვილად არ ჭირდება სერვისებს მაგდენი დროის მიცემა! 99% არაფერი დაემართება! და "შტეფსელს" რაც შეეხება დამიჯერე არ ქნა ეგ biggrin.gif

პოსტის ავტორი: da_ta Jul 16 2007, 02:55 PM

გიგა
დაე იყოს ეგრე smile.gif


Giena

არა შტეფცელთნ რა მინდა smile.gif ეს ისე ვთქვი აზრის გამოსახატავად tongue.gif
და ჩემი ზარმაცი windows-ის ამბავი რო ვიცი ჯობია მაგას ხელი არ ვახლო... biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giena Jul 16 2007, 06:25 PM

da_ta
ნება შენიაbiggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jul 17 2007, 04:31 PM

Giena

ციტატა
99% არაფერი დაემართება!

იმ შემთხვევაში დაემათება თუ სტანდარტული სერვისების გარდა სხვა რაღაცეებიც გაქ სტარტუპში biggrin.gif, მე გადავაკეთე ერთხელ 10 წამზე და nVidia-ს ხო დაერხა ObjectDock-საც დაერხა, მესენჯერსაც და სხვებსაც. მერე ვირუსი მეგონა, Documents and Settings-ი რეზერვიდან ამოვაძრე და ის პარამერი დავაყენე და იგივე რომ გაუმეორდა მივხვდი რისი ბრალი იყო და 30 წამზე დავაყენე იმის მერე არაფერი არ მოსვლია მუშაობს საკაიფოდ. მაგას ჯობია დეფრანგმეტერი გაუკეთო დისკს და რეესტრს და მარტო გამორთვა კი არა მთელი კომპი აჩქარდება. biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jul 18 2007, 02:12 PM

ფანჯრის შიგთავსის გაწევა როცა მიგვაქ
ბევრი სუსტი კომპი დაკიდებულა ფანჯრის გაჩოჩების დროს ამიტომ ამ ამბას ვურთავთ ვინდოუს.
დესკტოპზე მეორე კნოპკა ვირჩევთ propertis -> appearance -> effects და ვთიშავთ Show window contect while draging, ვსო მარტო ფანჯრის კონტური ივლის და როცა აუშვებთ "დადგება" სასურველ ადგილას.

მაუსის გორგოლაჭის სიჩქარის შეცვალა
ეს ოპცია xp-შია, უფრო ძველ ვერსიებში არ შეგხვდებათ. მოკლედ ვის არ ჩაურცლია გვერდი მაუსზე არსებული გორგოლაჭით. ვის უფრო სწრაფად უნდა ვის უფრო ნელა ამიტომ შევდვართ control panel -> mouse -> Wheel, და ვცვლით საჭირო მნიშვნელობაზე. ამიერიდა გვერდი უფრო სწრადფად/ნელა ჩაიფურჩლება.

კონტროლ პანელის My Computer-ში გამოჩენა
ვიღებთ Tool -> Folder Options -> View და ვრთავთ Show control panel in my computer

ვრთავთ ყელში ამოსულ Securiti Centri-ს მესიჯებს
ვხსნით control panel -> Securiti Center და ვაჭერთ Cange the way Security Center alerts me, და აქ ამოვრთავთ იმ ოპციებს რომლებზეც არ გვინდა რომ ამ სეკუტურეს biggrin.gif ცენტრამა შეგვაწუხოს.

ვცვლით დეფაულტ დამრეკავ მესენჯერს
მოკლედ დეფაულტად რეკავს ინტერნეტში Netmeting-ი, ჩვენ ამას ვცვლით სხვათი, გავხსნათ ie, გავხსნათ tools -> internet Settings გადავიდეთ Programs-ზე და დეფაუტ დამრეკავად ავირჩიოთ მაგ სკაიპი (ნუ რა თქმა უნდა თუ დაყენებული გაქვთ P. S. მესამე ვერსია უნდა გქონდეთ)

პოსტის ავტორი: გიგა Jul 21 2007, 11:46 AM

ციტატა
ვრთავთ ყელში ამოსულ Securiti Centri-ს მესიჯებსcolorc/colorcვხსნით control panel -> Securiti Center და ვაჭერთ Cange the way Security Center alerts me, და აქ ამოვრთავთ იმ ოპციებს რომლებზეც არ გვინდა რომ ამ სეკუტურეს ცენტრამა შეგვაწუხოს.

არ დაგეთანხმები მასე გაკეთებამაინც იგივე ნერვების მოშლაა.

სერვისებში გამორთე Центр обеспечения безопасности ანუ ინგლისურად security center
როგორ გამორთო და zორჯერ დააწკაპუნე და ასარჩევი მენიუ რო არის მანდ აირჩიე Dizable

პოსტის ავტორი: otosaxel Jul 21 2007, 08:58 PM

გიგა

ციტატა
არ დაგეთანხმები მასე გაკეთებამაინც იგივე ნერვების მოშლაა.სერვისებში გამორთე Центр обеспечения безопасности ანუ ინგლისურად security centerროგორ გამორთო და zორჯერ დააწკაპუნე და ასარჩევი მენიუ რო არის მანდ აირჩიე Dizable

გავითვალისწინებ! და მასე აპდეიტებიც ხო არ გაიტიშება?

პოსტის ავტორი: domen Feb 5 2008, 11:11 AM

დღეს MicroSoft-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ბლოგზე წავაწყდი ერთ საკმაოდ საინტერესო რჩევას. აი, ისიც:

თავიდან შექმენით პროფილი სისტემის გადაყენების მაგივრად

როცა სისტემა ძალიან შენელდება ხოლმე, როგორც წესი, სისტემას თავიდან ვაინსტალირებთ. არადა, არსებობს სისტემის "ლეგალურად" აჩქარების უფრო მოკლე ხერხი. მიჰყევით ინსტრუქციებს:

  1. დაარეზერვეთ თქვენი პროფილი (C:\Documents and Settings\[თქვენი ანგარიშის სახელი])
  2. შედით სისტემაში სხვა ანგარიშით (user)
  3. წაშალეთ თქვენი პროფილი My Computer Properties > Advanced > User Profiles ფანჯრიდან
  4. შედით სისტემაში თქვენი ანგარიშით. რადგანაც ანგარიშის ფაილები წავშალეთ, ანგარიში ახალთახალს ემგვანება. ძველ მდგომარეობაში დასაბრუნებლად დააკოპირეთ დარეზერვებული პროფილი თავის ადგილას.
ამ ოპერაციით და სისტემის გადაყენებით კეთდება ერთი და იგივე რაღაც - იშლება რეესტრის HKCU განყოფილება, რომელიც პასუხს აგებს თქვენი ანგარიშის პარამეტრების შენახვაზე და ხშირად თვითონვეა ანგარიშის შენელების მიზეზი. ამ ოპერაციით კი ვშლით HKCU-ს და ვინარჩუნებთ ჩვენს პარამეტრებს.

P.S. მე ჯერ არ გამომიცდია. თუ ვინმე გამოცდით, დაწერეთ.

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 5 2008, 04:01 PM

domen

ციტატა
ამ ოპერაციით და სისტემის გადაყენებით კეთდება ერთი და იგივე რაღაც - იშლება რეესტრის HKCU განყოფილება, რომელიც პასუხს აგებს თქვენი ანგარიშის პარამეტრების შენახვაზე და ხშირად თვითონვეა ანგარიშის შენელების მიზეზი. ამ ოპერაციით კი ვშლით HKCU-ს და ვინარჩუნებთ ჩვენს პარამეტრებს.

თეორიულად სწორია. HKCU იუზერის პროფილში ინახება, შესაბამისად, თუ მიზეზი ეგ იქნება, ეგ მეთოდი იმუშავებს smile.gif

პოსტის ავტორი: domen Feb 5 2008, 04:55 PM

Power_VANO
კაცო, თეორიულად კი ვიცი, რომ უნდა შვებოდეს, პრაქტიკული შედეგი მაინტერესებს smile.gif

ვცდი ხვალ და გაგაგებინებთ შედეგებს.

პოსტის ავტორი: Sh@ko Feb 6 2008, 07:18 AM

domen, გამოცვდი კაცოო!!! გადამრია სახლში კომპმა!!! biggrin.gif 30 წამი ბრაუზერების გახსნას უნდება მარტო. smile.gif მოკლედ მალე შემოწმდება!


______________________
-1 პოსტი © smile.gif

აქვე ჩავამატებ: ძველი აქაუნთი რომ არ წაშალო დროებით, არ გამოვა არაფერი? ანუ ახლით შევალ და თუ მართლა გასწორდა ვინდი, მაშინ მერე ვიწვალებ და წავშლი ძველ აქაუნთს. თუ რეესტრი გადავიტანე და მერე ისევ დავაბრუნე, იგივე სიტუაცია არ იქნება?

პოსტის ავტორი: otosaxel Feb 6 2008, 11:58 AM

domen

ციტატა
დღეს MicroSoft-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ბლოგზე წავაწყდი ერთ საკმაოდ საინტერესო რჩევას. აი, ისიც:

ეუფ მაიკროსოფტმა ახალი რაღაც აღMოაჩIნა ლოლ tongue.gif

უფტო ამრტივია თუ თუ თქვენ პროფილში აქედან Documents and Settings\All Users დან ntuser.dat-ს დააკოპირებთ თქვენს ანგარიშIს პაპკაში

პრაქტიკაში ნაცადია მრავალჯერ ასე რომ თამამად wink.gif, მარა ისეთი პროგების კონფიგი რომელიც რეესტრში კონკრეტულ ანგარისზეა მიბმული დაიკარგება მაგ Outlook Express-ის ამიტომ რეზერვირება მაინც უნდა და გადაწერამდე აუცილებად შეინახეთ ntuser.dat ადრე როცა კომპი ათასი ჯიშის პროგრამით მქონდა გამოტენილი ეგრე ვასწორებდი ხოლმე ასე რომ მუშა მეთოდია

პოსტის ავტორი: domen Feb 6 2008, 07:25 PM

Sh@ko

ციტატა
აქვე ჩავამატებ: ძველი აქაუნთი რომ არ წაშალო დროებით, არ გამოვა არაფერი? ანუ ახლით შევალ და თუ მართლა გასწორდა ვინდი, მაშინ მერე ვიწვალებ და წავშლი ძველ აქაუნთს. თუ რეესტრი გადავიტანე და მერე ისევ დავაბრუნე, იგივე სიტუაცია არ იქნება?

კი, თუ რეესტრი გადაიტანე და მერე დააბრუნე, იგივე სიტუაცია უნდა იყოს წესით, მთელ ამ ოპერაციებს ხომ რეესტრის გასასუფთავებლად ატარებ?

პირველი ნაწილი ვერ გავიგე biggrin.gif

otosaxel
ციტატა
უფტო ამრტივია თუ თუ თქვენ პროფილში აქედან Documents and Settings\All Users დან ntuser.dat-ს დააკოპირებთ თქვენს ანგარიშIს პაპკაში

შენ უკეთესი აღმოგიჩენია smile.gif თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ, პირდაპირ ეგ ფაილია HKCU-ს ბაზისი, ანუ პირდაპირ მაგის წაშლა-აღდგენა შეიძლება ..

შენი პირადი პარამეტრები კი იკარგება, მაგრამ ვინდის გადაყენება არ მოგიწევს smile.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Feb 7 2008, 12:08 PM

domen, პირველი ნაწილი, ანუ უკვე ათახთახებულ სისტემაზე რომ შევქმნა ახალი აქაუნთი და შევადარო ნუ... ძველიც იყოს, რომ ვაითუ ახალიც ჭედავდეს, და არ მინდა მერე ვინდოუსის გადაყენება.

პოსტის ავტორი: otosaxel Feb 7 2008, 12:47 PM

Sh@ko

ციტატა
პირველი ნაწილი, ანუ უკვე ათახთახებულ სისტემაზე რომ შევქმნა ახალი აქაუნთი და შევადარო ნუ... ძველიც იყოს, რომ ვაითუ ახალიც ჭედავდეს, და არ მინდა მერე ვინდოუსის გადაყენება.

ე. ი.
HKLM-ია დაზაინაბული, ან default user-ამდეც მიახწია დაზიანებამ. თუ HKLM-ია დაზაანებული მაშინ გადაყენება მოგიწევს, ან Rephair რეჟიმში ჩატვირთვა და რეესტრის აღდგენა (კომპინფოს ერთერთ ელ. ჟურნალშI ეწერა ზუსტად არ მახსოვს რომელში smile.gif), ხოლო თუ დეფაულტ იუსერია დაზიანებული მაშინ უნდა გაასწორო ეგ დეფაულტ იუსერი, ამიტომ ჯობია დეფაულტ იუსერს გაუკეთო ბეკაპი ინსტალაციის მერე და ასევე სტაბილური მუშაობის დროს გააკეთო შენი იუსერის ntuser.dat-ის ბეკაპი smile.gif

პოსტის ავტორი: gio_kiborg Mar 11 2008, 05:40 PM

ერთი რჩევა თუ როგორ დავაფორმატოდ ფლეშკა NTFS-ში ვინდოუსის ძალებით

ეს კი იმისთვის არის საჭირო, რომ ამ ბოლო დროს ფლეშკის ზომებმა გადააჭარბეს 8GB, ხოლო როგორც ვიცით FAT32 მთლად კარგად ვერ იყენებს 8GB ზე მეტ სივრცეს smile.gif თუმცა არც 1-2 GB მოდელები უნდა დავივიწყოთ რომლებიც ასობით და ათასობით წვრილ-წვრილი ფაილებით გვაქვს სავსე(სურათები, მუსიკები დოკუმენტები და ა.შ)
გაითვალისწინეთ: ამ ოპერაციის დროს ყველა ფაილი იშლება ფლეშკიდან, ამიტომ დროებით სადმე შეინახეთ
მოკლედ, ვიწყებთ,
შეურთედ ფლეშკა კომპიუტერს, მარჯვენა წკაპი My Computer-ძე და აირჩიეთ Manage:
IPB-ს სურათი
გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ DeviceManager:
IPB-ს სურათი
მარჯვენა მხარეს ნახეთ Disk Drives და გაშალეთ:
IPB-ს სურათი
აირჩიეთ თქვენი ფლეშკა(ერქმევა მწარმოებლის ან მოდელის სახელი და ბოლოში აუცილებლად ეწერება USB Device

მარჯვენა კლიკი და აირჩიეთ Properties (სულ ბოლო), გამოსულ Fანჯარაში გადადით მეორე ჩანართზე Policies და მონიშნეთ ქვედა ოპცია-Optimize for Perfomance:
IPB-ს სურათი
შემდეგ OK, დახურეთ ფანჯრები, თუ მოგთხოვათ დაარესტარტეთ, შემდეგ გახსენით My Computer, მარჯვენა კლიკი თქვენს ფლეშკაზე და აირჩიეთ Format პუნქტი:
IPB-ს სურათი
File System ში აირჩიეთ NTFS, ხოლო Allocation Unit Size-ში - Default allocation Size
Label-ში შეგიძლიათ ჩაუწეროთ თუ რა სახელი ეღქმევა ფლეშკას
მიაჭირეთ Start და ეგაა!!
ხო, სისტემა შეგატყობინებთ რომ მოცემული დისკიდან ყველაფერი წაიშლება და გავაგრძელოო? აქაც დაეთანხმეთ

პოსტის ავტორი: Bekward Jun 30 2008, 09:39 AM

მოიცა შენ გინდა თქვა რომ თუ Optimize for Perfomance ავირჩევ, მაშინ NTFS გამოჩნდება ფორმატების სიაში? ეგ ხო სტანდარტულად არ ჩანს XP-ში, როგორც წესი მარტო FAT და FAT32-ია.

პოსტის ავტორი: CHABA Jun 30 2008, 06:25 PM

gio_kiborg მე ასე ვაკეთებდი იგივეს (დიდი თამაშის გადასაწერად მისწრებაა biggrin.gif). მოვნიშნავთ ფლეშს მარჯვენა ღილაკით მერე properties -> hardware -> "ფლეშის სახელი" -> properties -> policies -> მოვნიშნავთ optimize for performance და NTFS იც გაჩნდება ფორმატების სიაშიsmile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Aug 8 2008, 09:56 PM

Bekward

ციტატა
მოიცა შენ გინდა თქვა რომ თუ Optimize for Perfomance ავირჩევ, მაშინ NTFS გამოჩნდება ფორმატების სიაში? ეგ ხო სტანდარტულად არ ჩანს XP-ში, როგორც წესი მარტო FAT და FAT32-ია.

ეგრეა

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Nov 18 2008, 08:40 PM

plastic
ეგ ნაღდად არ ვიცოდი biggrin.gif biggrin.gif
მესეთი რაღაც ჩემს N73 ზე ტასკ მენეჯერს აქვს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მოიცა სისტემურ თრეიში რაცაა იმასაც დახურავს? (ანტივირუსი, დაუნლოად მენეჯერი და ა.შ? )

პოსტის ავტორი: Bekward Nov 22 2008, 02:38 PM

plastic
გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: sio777 Dec 9 2008, 07:33 AM

ეს ყველაფერი ძალიან კარგია.... მაგრამ როცა ეგ ბრძანება (Closeall) შევასრულე error - დაფა გამოვიდა და მართლწერა შეამოწმეო... ნეტავ რა ხდება?

პოსტის ავტორი: da_ta Dec 9 2008, 05:53 PM

ჩემთანაც ერორს აგდებს... smile.gif

პოსტის ავტორი: da_ta Dec 14 2008, 01:58 PM

plastic

ციტატა
ეჰჰ... მაპატიეთ სასტიკი ოFFი.

მიპატიებია biggrin.gif


იდეა კარგია მაგრამ განუხორციელებელი, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე...

პოსტის ავტორი: maugli Jan 24 2010, 07:09 PM

ხომ ვერ მეტყვით რომელი ვინდია ყველაზე კარგი ისეთი რო cd დისკზე იწერებოდეს??

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 25 2010, 10:24 AM

ციტატა(maugli @ Jan 24 2010, 10:09 PM) *
ხომ ვერ მეტყვით რომელი ვინდია ყველაზე კარგი ისეთი რო cd დისკზე იწერებოდეს??



XP-ს თუ გულისხმობ
http://compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=84
ეს სტატია ნახე
დაგიწერე კიდევაც მგონი შენს თემაში

პოსტის ავტორი: fire.hack Apr 24 2010, 03:51 AM

პროგრამული კოდი
სტარტის ქვემენიუს გახსნის აჩქარება

საოცარია, თუ რატომ აყოვნებს სისტემა სტარტის ქვემენიუების გამოჩენას - მას ხომ ამის სწრაფად გაკეთებაც შეუძლია. მაიკროსოფტმა გაფორმებაში კარგად გადაამლაშა smile.gif

მოკლედ, ვრთავთ ამ ყოვლად უსარგებლო ფუნქციას:
შედით Start>Run>regedit>HKEY_CURRENT_USER>Control Panel>Desktop>MenuShowDelay Default-ად 400 იქნება დაყენებული. დააყენეთ ასე 700-800 და ამის შემდეგ სტარტი ქვემენიუებს მაქსიმალური შესაძლო სისწრაფით გიჩვენებთ. თუმცა იგივეს აკეთებს რჩევა "ავაჩქაროთ სისტემა ფუფუნების ხარჯზე" smile.gif

P.S. თუ ვინმე იპოვით იმ მინიმალურ მნიშვნელობას, რომლის შემდეგაც არაფერი არ იცვლება, დაპოსტეთ ან მომწერეთ და თქვენი სახელით ჩავსვამ.

შევდივარ ეგრე და ამას MenuShowDelay Defaul არ მიჩვენებს


პოსტის ავტორი: Giena Apr 24 2010, 05:09 AM

fire.hack
Default არც წერია მანდ smile.gif მაგ MenuShowDelay-ს ორჯერრ დააკლიკე და ჩაწერე შიგნით 100 მერე OK.

პოსტის ავტორი: fire.hack Apr 24 2010, 11:31 AM

გაიხარე გამომივიდა smile.gif

პოსტის ავტორი: 56t56 Apr 28 2010, 06:04 PM

კონტროლ პანელში ვერ შევდივარ ? wink.gif ფანჯარას ხსნის მაგრამ თვით პროგრამების ჩამონათვალი არ ჩანს .

პროგრამის წაშლა მინდოდა და ეხლა შევამჩნიე .

პოსტის ავტორი: newbie Jan 22 2011, 06:26 PM

ახალი თემის გახსნას აქ ვიკითხავ რაა, ბიოსის განულება რა პროცესია და როგორ ხდება?

პოსტის ავტორი: ice Jan 22 2011, 06:52 PM

newbie
ელემენტი ამოიღე დედაპლატიდან , ერთი წუთი აცადე და ისევ ჩადე, ორონდ გამორთულზე ქენი ეგ

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 22 2011, 06:56 PM

newbie

ციტატა(newbie @ 22nd January 2011 - 10:26 PM) *
ახალი თემის გახსნას აქ ვიკითხავ რაა, ბიოსის განულება რა პროცესია და როგორ ხდება?

პარამეტრების წაშლა, ხდება გამორთულ კომპზე ბატერეის ამოღებით რაც ხანი და მერე დაბრუნბეით, ამ დროს ჩართვისას კომპი გკითხავს დააკონფიგოს თU აღადგინოს და დააჭერ აღდგენას, ბიოსიც განულდება და დადგება სტანდარტულ პარამეტრებზე smile.gif

დეტალბში ცალკე თემა გახსენი, ან ჰარდის განყიფილებაშI ბიოსზე რომაა იქ გავაგრძელოთ smile.gif

პოსტის ავტორი: newbie Jan 22 2011, 06:56 PM

ციტატა
ორონდ გამორთულზე ქენი ეგ

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ლეპტოპზე? ელემენტი ისაა ხო მრგვალი როა პატარა

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 22 2011, 06:58 PM

newbie

ციტატა(newbie @ 22nd January 2011 - 10:56 PM) *
ლეპტოპზე? ელემენტი ისაა ხო მრგვალი როა პატარა

კი ეგაა, ნუ მაშინ პროგრამული მეთOდი ისარგებლე, მოძებნე restore default ან მსგავი smile.gif

პოსტის ავტორი: ice Jan 22 2011, 06:59 PM

newbie

ციტატა(newbie @ 22nd January 2011 - 06:56 PM) *
ელემენტი ისაა ხო მრგვალი როა პატარა



მემგონი მაგას ინტუიციით უნდა მიხვდე

პოსტის ავტორი: newbie Jan 26 2011, 01:45 PM

hiren bootCD რა პონტია? და რისთვის გამოიყენება?

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 26 2011, 02:04 PM

newbie

ციტატა(newbie @ 26th January 2011 - 05:45 PM) *
hiren bootCD რა პონტია? და რისთვის გამოიყენება?

ოო დიადი დისკია, იმდენი უტილიტაააა რომ, მოკლედ ეს ნახე http://www.hiren.info/pages/bootcd

პოსტის ავტორი: newbie Jan 26 2011, 02:26 PM

კაი რა ეგ ინგლისურადააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif და როგორ გამოიყენება?

პოსტის ავტორი: zaza.r Jan 26 2011, 05:41 PM

ციტატა(otosaxel @ Jan 22 2011, 07:58 PM) *
newbie

კი ეგაა, ნუ მაშინ პროგრამული მეთOდი ისარგებლე, მოძებნე restore default ან მსგავი smile.gif




მე დავშალე ერთხელ ლენოვოს ლეპტოპი და ელემენტი ვერ ვნახე ვერსად,მაგის განულება როგორ ხდება?

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 26 2011, 07:40 PM

zaza.r

ციტატა(zaza.r @ 26th January 2011 - 09:41 PM) *
მე დავშალე ერთხელ ლენოვოს ლეპტოპი და ელემენტი ვერ ვნახე ვერსად,მაგის განულება როგორ ხდება?

ინსტრუქცია უნდა მოყვებოდეს ან საპოტს მიწერე smile.gif

პოსტის ავტორი: newbie Feb 4 2011, 07:04 PM

სად უნდა ვნახო ორიგინალი ვინდოუსის ჰაშები რო ჩემსას შევადარო??

პოსტის ავტორი: otosaxel Feb 4 2011, 08:40 PM

newbie

ციტატა(newbie @ 4th February 2011 - 11:04 PM) *
სად უნდა ვნახო ორიგინალი ვინდოუსის ჰაშები რო ჩემსას შევადარო??

http://technet.microsoft.com/en-us/subscriptions/downloads/default.aspx

პოსტის ავტორი: newbie Feb 13 2011, 06:35 PM

აუ კიდე მაინტერსებს, ჰირენ ბუთ სიდი ჩავწერე დისკზე და კეიბოარდ პაჩ თუ რაღაც მოყვებოდა კიდე და ის რისთვის არის?

ანუ პაპკაში ეგდო მარა წავშალე ის და მაიტერესებს რას წარმოადგენდა

პოსტის ავტორი: otosaxel Feb 14 2011, 11:11 AM

newbie

ციტატა(newbie @ 13th February 2011 - 10:35 PM) *
აუ კიდე მაინტერსებს, ჰირენ ბუთ სიდი ჩავწერე დისკზე და კეიბოარდ პაჩ თუ რაღაც მოყვებოდა კიდე და ის რისთვის არის?

ანუ პაპკაში ეგდო მარა წავშალე ის და მაიტერესებს რას წარმოადგენდა

რა კლავირურაზეც იყო იმ კლავირურაზე რომ ბეჭდო, მაგ თU რუსული იყო ინგლისურის მაგივრად მერე რუსულად დაბეჭდავდი დოსსში

პოსტის ავტორი: newbie Feb 15 2011, 02:34 PM

ანუ არ მჭირდებოდა ხო?

პოსტის ავტორი: otosaxel Feb 16 2011, 02:22 PM

newbie

ციტატა(newbie @ 15th February 2011 - 06:34 PM) *
ანუ არ მჭირდებოდა ხო?

რავი პირადად მე არასდროს დამიპაჩია Hiren-ის კლავა

პოსტის ავტორი: newbie Feb 28 2011, 03:08 PM

otosaxel
შენი სტატია რო დევს მთავარზე, უსაფრთხოება ვინდოუსის ქვეშ, მანდ წერია რო პაროლს რო აყენებ უზერზე ფაილებზე რო გეკითხება დავაპრივატო თუ არაო no მიუთითეთო, და მე პაროლი რო დავაყენე ჩემ უზერზე მგონი yes დავაწექი და როგორ მოვხსნა? უზერზე პაროლი კი მოვაცილე მარა უშველის ეგ ვითოოომ?

ხო და კიდე მაინტერსებს რაღაც, ვინდოუსი დისკზე ხო დაბალი სიჩქარით უნდა ჩაიწეროს, ხოდა დისკიდან გადაკოპირებას ვცდილობ და რო ვუთითებ რო მერე დაბალი სიჩქარით ჩაწეროს, არაფრით არ შვრება რამდენ ხანს ველოდე, რო ვუთითებ ბოლო ანუ X24 სიჩქარეს ჩვეულებრივად კოპირდება, და რა რაზნიცა აქ სისწრაფეს?