თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ფორუმის შესახებ _ ფორუმის ტექნიკური სიახლეები

პოსტის ავტორი: domen Aug 2 2009, 11:28 AM

აქ დაიწერება იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც გვექნება ფორუმის ძრავში, მაგალითად, ახალი განყოფილებების და ფორუმების, ტეგების, თარგმნის ცვლილებების, PM ყუთის გაზრდა-შემცირების შესახებ.

პირველ რიგში, თუ შეამჩნიეთ, გვაქვს ორი მცირე ცვლილება: ფორუმს "საერთო ფორუმი" გადაერქვა სახელი და დაერქვა "მეტა ფორუმი", ფორუმს "საჭირო Web-რესურსები" კი - "World Wide Web", ასე უკეთ ასახავენ თავიანთ შინაარსს.

--------------------------

შემდეგ, გვაქვს Spoiler ტეგი, რომლითაც შეიძლება რაიმე ტექსტის დამალვა, დიდი მადლობა Bekward-ს მისი მოწოდებისთვის.

მაგალითი:

პროგრამული კოდი
[spoiler="სათაური"]დამალული ტექსტი[/spoiler]

შედეგი:

სათაური - გამოჩენა
დამალული ტექსტი


მუშა მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=4942&view=findpost&p=43510.

--------------------------

და ბოლო სიახლე დღეისთვის, გვაქვს DocStoc-ის ტეგი. http://www.docstoc.com/ გახლავთ ონლაინ სერვისი, რომელიც საკუთარი Flash პლაგინის საშუალებით ჩამოტვირთვის გარეშე აჩვენებს .doc, .pdf, .xls, .ppt, .ppt, .txt ფაილებს (Office 2007-ის .###x ფორმატის ჩათვლით), მოსახერხებელია, როცა გვინდა ერთმანეთს გავუზიაროთ დოკუმენტები (სტატიები, სიახლეები, საინტერესო ფაილები და ა.შ.). შეიძლება docStoc-ზე მოთავსებული ნებისმიერი ფაილის ჩამოტვირთვაც.

მაგალითი:

პროგრამული კოდი
[doc=1106884]9322842[/doc]

შედეგი:



მუშა მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=4922&view=findpost&p=43538.

პირველი პარამეტრი (1106884) თქვენი docstoc-ის მომხმარებლის id-ია (შეგიძლიათ ამოიღოთ თქვენს მიერ ატვირთული დოკუმენტის Embed კოდიდან, მაგალითი იხილეთ ქვემოთ), მეორე (9322842) კი - დოკუმენტის id, ისიც შეიძლება ამოიღოთ დოკუმენტის Embed კოდიდან. გაითვალისწინეთ, თქვენი მომხმარებლის id არ იცვლება.

ციტატა
<object id="_ds_9322842" name="_ds_9322842" width="670" height="550" type="application/x-shockwave-flash" data="http://viewer.docstoc.com/"> <param name="FlashVars" value="doc_id=9322842&mem_id=1106884&doc_type=doc&fullscreen=0&showrelated=0&showotherdocs=0&showstats=0 "/> <param name="movie" value="http://viewer.docstoc.com/" /> <param name="allowScriptAccess" value="always" /> <param name="allowFullScreen" value="true" /> </object> <br /> <font size="1"><a href="http://www.docstoc.com/docs/9322842/ვბლოკავთ Avira-ს რეკლამას"> ვბლოკავთ Avira-ს რეკლამას</a> - </font>

პოსტის ავტორი: domen Aug 25 2009, 03:47 PM

დაემატა ქვეფორუმი http://compinfo.ge/forum/index.php?showforum=43, ფორუმის http://compinfo.ge/forum/index.php?showforum=22 ქვეშ. განკუთვნილია მხოლოდ იმ თემებისთვის, რომლებშიც განიხილება ახალი კომპიუტერის (და არა მისი ცალკეული ნაწილის) ყიდვა ან აწყობა.

პოსტის ავტორი: domen Sep 10 2009, 10:08 AM

დაემატა pdf-ის პირდაპირ, საიტზევე ჩვენების ფუნქცია (გამოიყენება Google Docs Viewer). მაგალითი:

პროგრამული კოდი
[pdf]http://infolab.stanford.edu/pub/papers/google.pdf[/pdf]




გაითვალისწინეთ, ფაილის გაცვლის სერვერებზე (link.ge, files.ge, rapidshare.com და ა.შ.) ატვირთული ფაილის ბმულის ჩასმით ფაილი არ გამოჩნდება. საჭიროა, ფაილი პირდაპირ იყოს მისაწვდომი.

პოსტის ავტორი: domen Oct 1 2009, 10:28 AM

დაემატა http://vimeo.com/-იდან ვიდეორგოლის ჩასმის ფუნქცია. მაგალითი:

პროგრამული კოდი
[vimeo]6555161[/vimeo]


შედეგი: