თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ჩვენი ინტერნეტ + ჰოსტ პროვაიდერები _ რომელ დომენ გაფართოებას ანიჭებთ უპირატესობას?

პოსტის ავტორი: Virginia Wolf Aug 4 2010, 10:18 AM

საინტერესოა რომელი დომენ გაფართოებ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში (ქართული თუ უცხოური) და რატომ? ანდა, რა კრიტერიუმებით ხდება ქართული ან უცხოური დომენ დაბოლოების შერჩევა?

რა შემთხვევაში აირჩევდით თქვენი საიტისთვის .ge და რა შემთხვევაში .com, .net, .org ან სხვა საერთაშორისო დომენ გაფართოებებს?

პოსტის ავტორი: Giena Aug 4 2010, 12:15 PM

Virginia Wolf

ციტატა(Virginia Wolf @ 4th August 2010 - 02:18 PM) *
საინტერესოა რომელი დომენ გაფართოებ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში (ქართული თუ უცხოური) და რატომ? ანდა, რა კრიტერიუმებით ხდება ქართული ან უცხოური დომენ დაბოლოების შერჩევა?

რა შემთხვევაში აირჩევდით თქვენი საიტისთვის .ge და რა შემთხვევაში .com, .net, .org ან სხვა საერთაშორისო დომენ გაფართოებებს?

პირველ რიგში ge ქართული დომენია და უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ თუ გვაქვს სხვა დომენზე საიტი სასურველია იგივე დომენი გაკეთდეს ge-ზეც რადგან მომხმარებელი როგორც წესი ge-ს კრეფს ხოლმე smile.gif com-ს რაც შეეხება ეს უფრო კომერციული ორგანიზაციებისთვის არის, თუმცა თუ კომპანია არ აპირებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას არ სჭირდება მგონია და ლოკალურ დომენზე დარჩებნა არ აწყენს smile.gif net ეს არის network ანუ ძირითადად პროვაიდერებს და სატელეფონო/მობილურ ქსელებს აქვთ ანუ კომუნიკაციაზე ვინც მუშაობს. აი org არის არასამეწარმეო კომპანიებისთვის იგივე არასამთავრობოებს რომ ეძახიან ან ისეთი კომპანიებისთვის ვინც ღია კოდზე მუშაობს (linux მაგალითად). დანარჩენი უკვე სურვილის მიხედვით არის smile.gifთუმცა ვთვლი, რომ თუ გინდა ორგ დომენი გე-ც უნდა მიაყოლო ხოლმე biggrin.gif


მ.მ. ისე ადელინა კარგი ქალი კი იყო, მაგრამ გვარი ორი o-თი იწერება (Woolf) tongue.gif

პოსტის ავტორი: Virginia Wolf Aug 4 2010, 01:38 PM

Giena

მადლობა გამოხმაურებისთვის და განმარტებებისთვის. გასაგებია ისეთი საერთაშორისო დომენების მიზნობრივი დატვირთვა, როგორებიც არის .com, .net, .org და სხვა მსგავსი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის არ ხდება მათი დანიშნულებისამებრ არჩევა. მე სწორედ დომენ გაფართოების სურვილისამებრ არჩევის შემთხვევაში იმ ხალხის/ორგანიზაციების (და მათი მოტივების) შესახებ მსურს გავიგო, რომლებიც უცხოურ დომენებს ანიჭებენ უპირატესობას.

ანდა ასეც დავსვამდი კითხვას, არსებობს თუ არა ინტერნეტში ქართული საიტების შესახებ (რომლებიც ქართული და/ან უცხოური დომენებით არიან დარეგისტრირებულნი) მოაცემთა ბაზა? rolleyes.gif

p.s. მეც მესიმპატიურება ეს აადამიანი. იმედია მომიტევდა შეცდომით, რომ დავწერე მისი გვარი wink.gif

პოსტის ავტორი: Giena Aug 4 2010, 02:17 PM

Virginia Wolf

ციტატა(Virginia Wolf @ 4th August 2010 - 05:38 PM) *
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის არ ხდება მათი დანიშნულებისამებრ არჩევა. მე სწორედ დომენ გაფართოების სურვილისამებრ არჩევის შემთხვევაში იმ ხალხის/ორგანიზაციების (და მათი მოტივების) შესახებ მსურს გავიგო, რომლებიც უცხოურ დომენებს ანიჭებენ უპირატესობას.

ხომ დავწერე უკვე:
ციტატა(Giena @ 4th August 2010 - 04:15 PM) *
com-ს რაც შეეხება ეს უფრო კომერციული ორგანიზაციებისთვის არის, თუმცა თუ კომპანია არ აპირებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას არ სჭირდება მგონია და ლოკალურ დომენზე დარჩებნა არ აწყენს

ანუ კომპანია თუ აპირებს გავიდეს საზღვარგარეთაც ალბათ com-ს მიანიჭებს უპირატესობას, თუ მხოლოდ ლოკალური ბაზარი აინტერესებს მაშინ ge-ს. მე მაგალითად არასამეწარმოე ორგანიზაციაზე "ვჩალიჩობ" და ამირომ org-ზე ავიღე დომენი, თუმცა ge-ზეც ავიღებ აუცილებლად და ორივეს ერთ ჰოსტზე დავსვამ.

ციტატა(Virginia Wolf @ 4th August 2010 - 05:38 PM) *
ანდა ასეც დავსვამდი კითხვას, არსებობს თუ არა ინტერნეტში ქართული საიტების შესახებ (რომლებიც ქართული და/ან უცხოური დომენებით არიან დარეგისტრირებულნი) მოაცემთა ბაზა?

მგონი ეს საერთოდ სხვა კითხვაა smile.gif ბაზასდ რაც შეეხება არ ვიცი, შეიძლება იყოს სადმე დასაძებნია, ყველაზე ლოგიკურად მაგის ამოჩიჩქვნა შეიძლება ინტერნეტის განვითარების ჯგუფში, ge დომენი ვის ხელშიც არის, იმათმა უკეთესად იციან ჩანაწერების ამბავი smile.gif

პოსტის ავტორი: Virginia Wolf Aug 5 2010, 06:29 AM

კი, ბოლო სხვა სეკითხვაა, რომელიც ასევე მაინტერესებდა.



O.k მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: Classical Aug 6 2010, 04:14 PM

დომენებს გაფართოებები თუ ქონდა ნამდვილად არ ვიცოდი

პოსტის ავტორი: Virginia Wolf Aug 9 2010, 08:30 AM

დომენ გაფართოება იგივე დომენ დასახელება ან დომენ დაბოლოება, დომენების აღმნიშვნელი რამდენიმე სიტყვათა წყობა არსებობს, რომლების სესაბამისი ინგლისური ტერმინებიდან მომდინარეობს: domain name, domain extention, etc.

ციტატა(Classical @ Aug 6 2010, 05:14 PM) *
დომენებს გაფართოებები თუ ქონდა ნამდვილად არ ვიცოდი



დომენ გაფართოება იგივე დომენ დასახელება ან დომენ დაბოლოება, დომენების აღმნიშვნელი რამდენიმე სიტყვათა წყობა არსებობს, რომლების სესაბამისი ინგლისური ტერმინებიდან მომდინარეობს: domain name, domain extention, etc.