მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> SOS!, p.exe თავისი ავტორან ფაილით ჩემს მობილურებში!
80080
პოსტი Jul 13 2009, 05:58 AM
პოსტი #1


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 13
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.559



მოკლედ, ვთხარე, ვთხარე და ... გამოვთხარე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

გუშინ ჩემმა w880-მა დარესტარტება დაიწყო (მანამდე "angry kid" - თამაში დავაყენე და რომ არ დამევასა, წაშლაზე უარი მითხრა):
ადრეს ბუკში "ბ" ასოზე ჩამოსვლისას, ტელეფონი ავტომატურად რესტარტდებოდა. თავიდან ჯეოსელის პრობლემა მეგონა და "Flight mode"-ში ჩავრთე (ადრეს ბუკიდან მქონდა წასაშლელი რაღაცეები და ნაწილი სიმზე უნდა გადამეტანა). "flight mode"-შიც რომ იგივე ქნა, მეთქი ტელეფონის მეხსიერების რაღაც სექტორს დაენძრა და იქ რომ გადადის, არესტარტებს თქო.
დავაბექაფე კონტაქტები მემორი სტიკზე. უპრობლემოდ გადააკატავა კონტაქტები (ანუ ტელეფონის მეხსიერების სექტორის დაზიანება გამოვრიცხე(IMG:style_emoticons/default/smile.gif) )...
მერე შევედი მემორი სტიკზე და ზემოთ რომ ვახსენე "angry kid"-ი, იმის წაშლა უნდა მეცადა ხელახლა და რას ვხედავ: - აბსოლუტურად ყველა თამაში 2 ეგზემპლარადაა თამაშების ფოლდერში ჩაყრილი... იგივე დაემართა აპლიკაციებსაც. დავაფორმატე მემორი სტიკი და ეხლა უკვე 5-5 ეგზემპლარად დამხვდა ყველაფერი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) .
გუშინ კომპიუტერის პრასვეტი არ მქონდა და დღეს, სამსახურში რომ ჩამოვედი, ტოტალ კომანდერით შევიხედე და დამხვდა იქ დაბანაკებული "p.exe" თავისი ავტორანით და ნაგვის ყუთის ფოლდერი, რომელიც იდეაში არც ერთ ფლეშკაზე არ უნდა იყოს.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ მანამდე გარკვეული ფაილების მიმოცვლა მქონდა ბლუთუსით k770-თან და მემორებით გადავწერე რაღაცეები w200-ში. ანუ სამივე ტელეფონში, მარტო მემორი სტიკზე კი არა, ტელეფონის მეხსიერებაშიც იგივე ხდება - ამ პადლეცი ვირუსის ბუდეა! (ამაში დავრწმუნდი, როცა w200 შევაერთე კომპთან - ამ აპარატის მარტო ფლეშკა კი არა, ტელეფონის მეხსიერებაც დისკად გამოაქვს კომპს და დოსტუპი გაქვს "file transfer mode"-ში.)...

ამდენი იმიტომ დავწერე, რომ აქამდე ჯავა პლატფორმის მობილებს (ჩემებს ყოველ შემთხვევაში), დავირუსებულ კომპთან ურთიერთობისას არაფერი აუკიდებია ისეთი, რაც ტელეფონის მუშაობას შეაფერხებდა და მეორე - კასპერსკიმ დღეს დააბდეითებული ბაზებით და რეალურად ნაყიდი ლიცენზირებული გასაღებით (კორპორატიული პაკეტი გვაქვს სამსახურში ნაყიდი), ისე გადაუარა ფაილებს, გამარჯობაც არ უთქვია ვირუსისთვის...


თუ ვინმემ იცით, არსებობს თუ არა ისეთი პროგრამა, რომელიც მომცემს საშუალებას დავაფორმატო ტელეფონების მეხსიერებები სრულად და მერე გავაკეთო სოფტის ჩაწერა ს ნულია?
მოკლედ, ველოდები მაშველს. წინასწარ დიდი მადლობა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
80080
პოსტი Jul 16 2009, 05:44 AM
პოსტი #2


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 13
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.559



მემგონი მეშველება: დღეს ვისწავლე setool-ით მობილის ფაილური სტრუქტურის წაკითხვა და ფაილების ამოშლა. სატესტო ტელეფონზე გამომივიდა წარმატებით. ხვალე ვცდი ამ ვირუსსაც მივხედო... (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ცხვირწინ მქონია ყველაფერი და მე კიდე სხვადასხვა სოფტს ვეძებდი .

მადლობა ყველას, ვინც აქ პოსტავთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 12:32 PM