თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ქართული პროგრამები + გაქართულება _ პრობლემა პროგრამის გაქართულებისას

პოსტის ავტორი: Gandegili May 27 2006, 07:35 AM

მაქვს პროგრამა რომელსაც აქვს თავისი ენის ფაილი (lang.ini) ეს არის რუსული ენის ფაილი. მე შიგთავსი შევცვალე და სიტყვები ქართულად გადავთარგმნე (სიტყვები უნიკოდში ავკრიფე uft-8). პროგრამა რომ გავუშვი ქართული უნიკოდი ვერ აღიქავა და ასეთი შედეგი მივიღე (იხილეთ სურათი) თუ შეიძლება ამის შველა და თუ კი როგორ? ან თუ უნიკოდი არ ესმის სისტემას როგორ შეიძლება რომ ქართულად ”ავალაპარაკო”? არის რაიმე სხვა სტანდარტი რითიც მივცემს სისტემას საშუალებას რომ ქართული აღიქვას? sad.gif

სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Reechard May 27 2006, 08:03 AM

პირველ რიგში: lang.ini ფაილის სკრინშოტი მოიყვანე. ნუ უბრალო ტექსტური ადგილები არ მჭირდება, მე მაინტერესებს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ძირითადად მაგ ფაილის თავში ან ბოლოშია ხოლმე. უმეტესობა მასეთებს აქვთ ერთი პარამეტრი სადაც კოდირება უნდა მიუთითო და თუ მაგი შეუცვლელად დატოვე ზუსტად მასეთ შედეგს მიიღებდი smile.gif

თუ იუნიკოდი არ ესმის მაშინ ყურის ექიმთან არი მისაყვანი, სხვა გამოსავალი არაა smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Gandegili May 27 2006, 08:42 AM

ფაილს მინდა მთლიანად გავუკეთო ატაჩმენტი მარა არ აქვს ამ ფორუმს ამის შესაძლებლობა როგორც ვატყობ, არადა 1-2 კბ-ია sad.gif როგორ ავტვირთო?



აგერ აქაჩეზე ავტვირთე და ნახე ტავიდან ბოლომდე

http://up.aqache.com/?act=download&fid=94B15p31&fname=lang_geo.ini

38 კბ-ია ასე რომ დიდი დროს არ მოითხოვს გადმოწერა wink.gif

პირველ ბმულზე ჩემი გადაკეთებული ფაილია

ეს კი ორიგინალი ფაილის ბმული:

http://up.aqache.com/?act=download&fid=9ch9Dhti&fname=lang.ini

პოსტის ავტორი: Sh@ko May 27 2006, 09:07 AM

ქართული და რუსული ერთმანეთს ვერ იტანენ! გადაგეკეთებინა ინგლისური. ჩემი აზრით, თუ თვითონ პროგრამას არ ესმის უნიკოდი, ვერაფერს გააწყობ! აბა, მაგ პროგრამაში ქართულად წერს??? არა? მაშინ პროგრამაშია პარამეტრები შესაცველი, რომელსაც პროგრამირების ცოდნა უნდა!

პოსტის ავტორი: Gandegili May 27 2006, 09:46 AM

Sh@ko
კი ბატონო გადავაკეთებ ინგლისურს თუ ეგ მაინც მომცემს შედეგს მარა რაღაც მეეჭვება რუსულში და ქართულში იყოს შეუთავსებლობა.


ადრე მაჩვენეს და დამავიწყდა როგღაც ხდებოდა რომ ფაილს hex-რედაქტორში პირვე ბაიტს უშლიდი და მერე ნორმალუდად კითხულობდა ქართულს sad.gif ეჰჰჰ ეგ რომ გავიხსენო ეხლა ეგება ამელაპარაკებინა კიდევაც ქართულად ეს პროგრამა sad.gif

პოსტის ავტორი: Baal May 27 2006, 10:20 AM

Gandegili
მაგ ფაილებში საინტერესო არაფერი წერია ალბათ თვითონ მაგ პროგრამას არააქვს უნიკოდების მხარდაჭერა.

პოსტის ავტორი: Gandegili May 27 2006, 10:41 AM

Reechard

ადრე შენ ახსენე resource hacker-ის მაგვარი პროგრამა, რომელსაც ქართული უნიკოდიც ესმისო. ხომ არ გახსოვს რა პროგრამა არის?

Baal

ციტატა
მაგ ფაილებში საინტერესო არაფერი წერია ალბათ თვითონ მაგ პროგრამას არააქვს უნიკოდების მხარდაჭერა.

მაგას მე როგორც ვატყობ ვერ ვუშველი არა? თფუიიიიი

პოსტის ავტორი: lasha_t May 27 2006, 10:55 AM

თუ პროგრამას არ აქვს Unicode UTF-8 ის პაძერჟკა, ყოველთვის ეგეთ პრობლემას წააწყდები . . .

პოსტის ავტორი: Gandegili May 27 2006, 11:02 AM

და რთულია UTF-8-ის მხარდაჭერის გაკეთება პროგრამისთვის? რატომ არ უკეთებენ მწარმოებლები მაგის მხარდაჭერას?! გაახურეს საქმე

პოსტის ავტორი: Bekward May 27 2006, 07:12 PM

კეთილი იყოს შენი მობრძანება Gandegili რეალურ სამყაროში, ბევრი პროგრამის მწარმოებელს კიდია შენი ქართული(საწყენად არ მითქვამს) და უნიკოდის მხარდაჭერას არ უკეთებს პროგრამას. ზოგ შემთხვევაში ჭრის როცა ავტორს მიწერ, რომ გინდა მისი პროგრამის ქართულში გადაყვანა და უნიკოდის მხარდაჭერა შეიძლება გაიჩითოს შემდეგ ვერსიაში.

პოსტის ავტორი: merabi May 27 2006, 08:43 PM

ციტატა
ზოგ შემთხვევაში ჭრის როცა ავტორს მიწერ, რომ გინდა მისი პროგრამის ქართულში გადაყვანა და უნიკოდის მხარდაჭერა შეიძლება გაიჩითოს შემდეგ ვერსიაში.

ვინამპის შემთხვევაში არ გაჭრა. უნიკოდი რო პროგამ არ იცის სხვა რა უნდა მოთხოვო აბა smile.gif ? ? ?

პოსტის ავტორი: Gandegili May 27 2006, 08:59 PM

Bekward

ციტატა
კეთილი იყოს შენი მობრძანება Gandegili რეალურ სამყაროში, ბევრი პროგრამის მწარმოებელს კიდია შენი ქართული(საწყენად არ მითქვამს) და უნიკოდის მხარდაჭერას არ უკეთებს პროგრამას. ზოგ შემთხვევაში ჭრის როცა ავტორს მიწერ, რომ გინდა მისი პროგრამის ქართულში გადაყვანა და უნიკოდის მხარდაჭერა შეიძლება გაიჩითოს შემდეგ ვერსიაში.

მე ის მაინტერესებს და პროგრამული თვალსაზრისით რამდენად რთულია პროგრამისტისთვის პროგრამაში უნიკოდის მხარდაჭერა "ჩააქსოვოს"?!

თორემ ქართულის დაკიდება იასნია ბუნებრივიცაა, იმენა ქართულისთვის არა მგონია ზიმბაბველმა პროგრამისტმა (თუ არის ასეთი ბუნებაში) თავი შეიწუხოს

თუმცა ისეთი პროგრამები როგორიცაა Winamp, Winrar და ა.შ სირცხვილია რომ არ ესმით ქართული, ვაგლახ მაგათ პროგრამისტებს, რა გაუჭირდათ პროგრამაში უნიკოდის მხარდაჭრა რომ განახორციელონ? ასე ძნელია?ვინამპის უკვე 9000 ვერსია გამოვიდა ლამის.

პოსტის ავტორი: Bekward May 28 2006, 06:49 AM

ციტატა
მე ის მაინტერესებს და პროგრამული თვალსაზრისით რამდენად რთულია პროგრამისტისთვის პროგრამაში უნიკოდის მხარდაჭერა "ჩააქსოვოს"?!


არა მგონია რაღაც ძალიან რთული იყოს, ალბათ მართლა კიდიათ რა! ისე მართალია Winamp, WinRar და Nero არ უნდა იყოს ქართულად?

პოსტის ავტორი: Baal May 28 2006, 09:47 AM

რავი მაგაში რთული ნაღდად არაფერია, ან მწარმობელს ეზარება ან სულაც არ ითვალისწინებს :-), რომ ინგლისურის და რუსულის გარდა არსებობს სხვა ენებიც, ან პროგრამირების ენას რომელშიც წერენ თვითონ იმას არააქვს უნიკოდის მხარადაჭერა.

პოსტის ავტორი: merabi May 28 2006, 09:56 AM

ციტატა
არა მგონია რაღაც ძალიან რთული იყოს, ალბათ მართლა კიდიათ რა! ისე მართალია Winamp, WinRar და Nero არ უნდა იყოს ქართულად?


რახან ვინდოუსი გადმოაცოდვილეს იქნებ მაგათაც მიხედონ: პროსტა UTF-8 დაამატონ და გადმოქართულებას მივხედავთ როგორმე
თუ ამ პროგებმა უნიკოდი ვერ გაიგეს რად მინდა მაგათი საცოდავი ქართული ვინდოუსი????

ციტატა
Reechard

ადრე შენ ახსენე resource hacker-ის მაგვარი პროგრამა, რომელსაც ქართული უნიკოდიც ესმისო. ხომ არ გახსოვს რა პროგრამა არის?


რიჩარდმა ახსენა XN resource editor. მართლა უნიკალურია უნიკოდთან... მის მეტი ვერცერთი გებულობს; უკვე მისი შემწეობით ვინამპის, ექსპლორერის, და ზოგიერთების დიალოგები გადმოვთარგმნე, (დიალოგებში უნიკოდს ყველაფერი გებულობს, აი მენიუები ახურებენ თორე...)

პოსტის ავტორი: Gandegili May 28 2006, 08:06 PM

merabi

ციტატა
რიჩარდმა ახსენა XN resource editor. მართლა უნიკალურია უნიკოდთან... მის მეტი ვერცერთი გებულობს; უკვე მისი შემწეობით ვინამპის, ექსპლორერის, და ზოგიერთების დიალოგები გადმოვთარგმნე, (დიალოგებში უნიკოდს ყველაფერი გებულობს, აი მენიუები ახურებენ თორე...)

გაიხარე! დავძებნი და ჩავუჯდები მაგ პროგრამას.

პოსტის ავტორი: Bekward May 29 2006, 02:05 PM

Reechard
ამ პროგრამის XN resource editor ლინკი იქნებ დადო ვერსად ვერ ვიპოვე.

პოსტის ავტორი: Frrrredo May 29 2006, 03:03 PM

XN resource editor არ ვიცი მარა resource hacker ნაღდად არ ესმის უნიკოდი ახლა ვზივარ და
ვანძ** Macromedia Flash8 გადაქართუკებას ვეჩალიჩები მანდ არის ერთი ფაილი "C:\Program Files\Macromedia\Flash 8\en\Configuration\FlashResources.dll" მანდაა Flash_ის ყველა დიალოგი , მენიუ და ა.შ. შედეგი Gandegili _ის გან
განსხვავებით სიმბოლოები კიარა ?????_ნიშნებია , როცა ვაქართულებ. ტექსტს
"1 MENU
LANGUAGE LANG_ENGLISH, SUBLANG_ENGLISH_US
{
POPUP "&File"
{
ვცვლი მაგ.LANGUAGE LANG_GEORGIAN, SUBLANG_GEORGIAN , კომპილატორი მეუბნება "Invalid statement: integer expected" ავდექი და ქართული ბიბლიოთეკა დავწერე , და მერე .ini ფაილშიც მივუთითე მისი არსებობა , მარა რათ გინდა მაინც კიდია იქნებ ვინმე ერკვევით მაგ პონტში რამეს არასწორად ხო არ ვაკეთებ? ჰუ!

პოსტის ავტორი: Gandegili May 29 2006, 08:25 PM

Bekward

ციტატა
ამ პროგრამის XN resource editor ლინკი იქნებ დადო ვერსად ვერ ვიპოვე.

აგერ აქედან გადმოწერე:
http://www.wilsonc.demon.co.uk/d10resourceeditor.htm


http://www.wilsonc.demon.co.uk/d10resourceeditor.htm



შევცვალე ერთ პროგრამაში სიტყვები ქართულით მარა როცა დავამახსოვრებინე შეცდომები გამოაქსვ sad.gif


თქვენთან კორექტულად მუშაობს?

პოსტის ავტორი: merabi May 29 2006, 10:36 PM

ციტატა
შევცვალე ერთ პროგრამაში სიტყვები ქართულით მარა როცა დავამახსოვრებინე შეცდომები გამოაქსვ


თქვენთან კორექტულად მუშაობს?


მენიუების დროს ფრთხილად იყავითუ პროგას არ ესმის უნიკოდი მენიუებს ვერ გადოაქართულებ(!)
როცა ჩალიჩს დაიწყებ რაიმე დაწერე ქართულად, მერე სხვა რაიმეზე გადადი და ისევ უკან დაბრუნდი, თუ სისულელეები დაწერა ე.ი. თავი უნდა დანებო
პროგა კი კორექტულად მუშაობს...

პოსტის ავტორი: გიგა May 30 2006, 08:43 PM

კიდე არის Resource Builder რომელსაც კარგად ესმის ქართული მარა რეგისტრაციის გარეშე exe ფაილებთან არ მუშაობს
და ვერაფერს ვერ ვიტყვი თუ როგორ მუშაობს გაქართულებული პროგრამები.

პოსტის ავტორი: merabi May 31 2006, 04:06 PM

ციტატა

კიდე არის Resource Builder რომელსაც კარგად ესმის ქართული მარა რეგისტრაციის გარეშე exe ფაილებთან არ მუშაობს
და ვერაფერს ვერ ვიტყვი თუ როგორ მუშაობს გაქართულებული პროგრამები.

კიდე არის Resource Builder რომელსაც კარგად ესმის ქართული მარა რეგისტრაციის გარეშე exe ფაილებთან არ მუშაობს
და ვერაფერს ვერ ვიტყვი თუ როგორ მუშაობს გაქართულებული პროგრამები.


შენი კომპი ექოებს აკეთებს, ფაქტი სახეზეა smile.gif მიხედე, მერე ოთხჯერ და ხუთჯერ არ დაიწყოს გამეორება smile.gif

პოსტის ავტორი: abubaqar Nov 14 2006, 09:23 AM

დააგდე თუ გაქ ეგ პროგი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიგა Nov 17 2006, 02:37 PM

Resource Builder-ი?

პოსტის ავტორი: Frrrredo Nov 27 2006, 11:25 AM

გააჩნია პროგს ზოგს მაგისთვის .lng ფაილები მოყვება :English.lng, Russian.lng... და თუ უიკოდის მხარდაჭერა აქ აქართულებ
საერთოდ პროგების გადაქართულებაზე აქ http://compinfo.ge/forum/index.php?showforum=14

პოსტის ავტორი: Sh@ko Nov 27 2006, 12:46 PM

giorgius, ძალიან გთხოვ, ძებნაში ჩაწერე საძიებელი სიტყვა "დამეხმარეთ" და მითხარი რამდენ თემას ამოაგდებს!
კი ბატონო, დახმარება გჭირდება, დაგეხმარებით რითაც შეგვეძლება, მაგრამ თემის მოძებნა გაჭირდება, რადგან ყველა "დამეხმარეთო", გოდებს, თემის მოკლე აღწერის დაწერა კი ეზარებათ...
მეორეც, ფორუმი უკვე საკმაოდ გაიზარდა, ათას საქმიან თუ უსაქმურ საკითხებზე ვიმსჯელეთ და ვიმარჩიელეთ, ალბათ მალე ყველა პრობლებას გავნიხილათ და შეკითხვის დასმა და მერე პასუხების ლოდინი აღარ იქნება საჭირო, პირდაპირ განხილულ საკითხს წავიკითხავთ... smile.gif

ეს მარტო შენთვის არ მითქვამს, ყველამ გაიგოს!!! (მოდერებმაც). არც საწყენად მითქვამს, მეც ჩვეულებრივი იუზერი ვარ და მინდა გითხრა, რომ ადმინები და მოდერები გაცილებით სასტიკები არიან იუზერების მიმართ (ჰააა, ხომ გიკბინე მაინც?! laugh.gif )

პოსტის ავტორი: გიგა Nov 28 2006, 07:22 AM

giorgius
პროგრამას გააჩნია რა პროგრამაა დაწერე და ვნახავთ აბა

პოსტის ავტორი: domen Nov 28 2006, 09:19 AM

მეც მაქვს ერთი კითხვა.

გასაგებია, რომ .lng ფაილების გაქართულებას უბრალოდ ბლოკნოტი და მონდომება უნდა, მაგრამ რა ვქნათ, როცა ენის ფაილები .dll ფორმატშია მოცემული? ბლოკნოტით ვერ გახსნი, არადა მონდომება დიდია...

პოსტის ავტორი: გიგა Nov 28 2006, 09:30 AM

მაშინ Resource Builder მა წესით უნდა გააკეთოს მარა რეგისტრაცია უნდა კრეკი ვერ ვიპოვე მაშინ ეხლა არ ვიცი იქნებ არის სადმე უკვე

პოსტის ავტორი: Frrrredo Nov 29 2006, 11:06 AM

PoEdit.

პოსტის ავტორი: otikos Dec 14 2006, 09:25 AM

ე.ი. სასწრაფოდ მჭირდება ერთი პროგრამის ქართულად გადათარგმნა, მაგრამ პრობლემა ისაა რომ პროგრამა ქართულ უნიკოდს ვერ ხედავს და იქნებ ვინმე დამეხმაროს მაგრა მჭირდება

ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რაა,

წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: domen Dec 14 2006, 10:26 AM

otikos
სამწუხაროდ, მასეთი პროგრამების გაქართულება შეუძლებელია. თუ ეხლა პროგრამულ კოდს დაშლი და უნიკოდზე გადააწყობ, ეს სხვა საქმეა.

საერთოდ შეიძლება მწარმოებელს მისწერო, რომ პროდუქტის მომდევნო ვერსიაში ჩაამატოს უნიკოდის მხარდაჭერა, მაგრამ ეგ არასაიმედო და დროში გაწელილი საქმეა, თუმცა "ცდა ბედის მონახევრეა" wink.gif

პოსტის ავტორი: Frrrredo Dec 14 2006, 12:11 PM

მაგიტო ვუთხარი PoEditi ამ შემთხვევაში მწარმოებელი გიგზავნის ინგლისური ენის ფაილს გაფართოებით- .po , რომელოც იხსნება
პროგ..ში სახელად POEDIT , რომელსაც სხვათაშოროს ქართული "იუზერ ინტერფეისიც" გააჩნია , მოცემულია რამოდენიმე ათეული ან _ათასეული სტრინგი თითოეულ სტრიქონს ააქ მოპირდაპირე ველიც ააქ უწრ ქართულ თარგმანს (უნიკოდში) უგზავნი მწარმოებელს და ის ანა ახალ ბუილდში აინტეგრირებს მას ან უშვებს "პაჩის" სახით, მარა ეს ეხება Open Sources და GNU ლიცენზიის
მქონე პროგებს , რომლებიც უფასოდ ვრცელდებიან , სხვათაშორის Open Office_იც მაგ პრინციპითაა ნათარგმნი.
დანარჩენ შემთხვევებში ვიყენებთ რეს ჰაკერს ან რაღაც ათასგვარ სისულელეს, რო მენიუეი თუ არა შეტყობინებები მაინც გადაქართულდეს , ესეც იმ შემთხვევაში თუ პროგს უნიკოდის მხარდაჭერა გააჩნია.

პოსტის ავტორი: otosaxel Apr 14 2008, 06:34 PM

Gi0rgius
ნოუტპდედით ცადე შეინახო unicode-ში და unicode big editian-ში, მგონი უნდა უშველოს თუ არ იმუშავა მაშIნ თვითონ იმ პრგოას პრობლემაა smile.gif, და თუ კუბიკები გამოაქ მაშინ შრიფტის ბრალია

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 15 2008, 02:41 PM

Gi0rgius
+ რა პროგრამაა დაწერე ბარემ და უფრო ადვილად დავადგენთ აქვს თU არა უნიკოდის მხარდაჭერა.

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 16 2008, 04:19 AM

Gi0rgius
საიტზე შევედი და უკვე 95%-ით დარწმუნებული ვარ რომ პროგრამას არ აქვს უნიკოდის მხარდაჭერა tongue.gif მისწერე ავტორს მაგის შესახებ და იქნება გაასწოროს.

ისე, სკრინიც დადე აბა შენი გაქართულებულის, სადაც არასწორად ჩანს სიმბოლოები.

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 16 2008, 05:13 AM

ჰმ.. აშკარად პროგრამის ბრალია, კუბიკები რომ ჩანდეს, შენი სისტემის ბრალი იქნებოდა, მაგრამ ასეთ დროს დამნაშავე თვითონ პროგრამაა.

პოსტის ავტორი: da_ta Apr 17 2008, 06:08 AM

იმის დასადგენად, აქვს თუ არა პროგრამას უნიკოდის მხარდაჭერა, ერთი მარტივი ხერხი არსებობს, ჩააგდეთ პროგრამის შესაბამისი ფაილი(თუ ფლეიერია მაშინ აუდიო ფაილი) საქაღალდეში მაგ: "ბლაბლაბლა", ანუ მთავარია რომ ქართულის ასოებით დაწერილი სახელი ქონდეს, თუ უნიკოდის მხარდაჭერა არა აქ მაშინ უბრალოდ ვერ დაინახავს მაგ ფაილს(ცადეთ აბა) და თუ აქვს მაშინ უპრობლემოდ იმუშავებთ...


ეს ახლა დავასკვენი რამდენიმეჯერ შემემთხვა ასეთი რამე, და შეამოწმეთ აბა თქვენც, რამე უაზრობა არ იყოს და შეცდომაში არ შევიდეს ხალხი...