თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ საიტზე გამოქვეყნებული მასალების შესახებ _ კომპინფო N 28/2

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 9 2007, 01:28 PM

კი ვიფიქრე, ადრე გახსნილ თემას ( http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=54 ) მივამბავ ბოლოშიო, მაგრამ სულ სხვა შინაარსისაა ეს თემა და ცალკე ურჩევნია ყოფნა...

ჯერ კიდევ შარშან მინდოდა საახალწლო საჩუქარი გამეკეთებინა ყველასთვის და შემომეთავაზებინა მთელი ბეჭდვითი ჟურნალ(ებ)ის სარჩევი, ინდექსირებით და საკვანძო სიტყვებით, მაგრამ მაგდენს და მასე სწრაფად გაკეთებას ვერ შევწვდი და ახლა, 9 იანვარს გთავაზობთ კომპინფოს სარჩევის ”ლაით ვერსიას” smile.gif

http://www.link.ge/file/47957/Jurnal-comp.doc.html

თუ ვინმე ითავებს, შეუძლია გააკეთოს თითო ნომერში ნახსენები ტერმინების ან სახელების მიწერა სარჩევზე, და მერე ფაინდით უცებ ვიპოვით სასურველ სტატიას ან სტატიათა გროვას.

ამით მინდა შევუჩიჩხინო ყველას სინდისს, რომლებიც მოითხოვენ ახალი ჟურნალის გამოსვლას (მეც მოვითხოვ smile.gif), გავუკეთო შვებულება ჟურნალის ადმინისტრაციას (მაინც გამოუვათ დაა... ), გამოვასწორო http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=470, რომელიც ყველამ სერიოზულად აღითქვა...

ალბათ, გეცოდინებათ ფრთიანი ფრაზის, ”ახალი ველოსიპედის გამოგონების” წარმოშობის ისტორია. ეს მეც გადამხდა... და თუ ვინმე კიდევ სერიოზულად აღითქვამს იმ თემას, მაშინ სთხოვეთ მოდერს და მისი გამოქვეყნების თარიღი 1 აპრილში გადაიტანოს wink.gif

პოსტის ავტორი: gearge Jan 9 2007, 08:02 PM

ციტატა(giorgius @ Jan 9 2007, 05:33 PM) [snapback]6432[/snapback]

ვნახე მარა რატომ იწვალე ეგ ჟურნალები მგონი ყველას გვაქვს

ადამიანმა მომავალში უნდა იყუროს! ჯურნალების რაოდენობა გარდაუვლად გაიზრდება აქგ. საჭირო ინფორმაციის მოძებნა სულ უფრო და უფრო ძნელი გახდება.
პიროვნებამ ძვირფასო დრო ჩვენი (ტექნიკურად ორიენტირებული ხალხის) ცხოვრების გამარტივებაზე დახარჯა, შენ კი .. smile.gif sad.gif

Sh@ko
სამწუხაროდ ეს რეალური კატალოგის 'ექსტრა ლაით' ვერსიაა, მაგრამ შევეცდები დაგეხმარო ამ პროექტის საბოლოო ვერსიამდე დაყვანაში (ვინ იცის, შესაძლოა ოდესმე ინტერაქტიული, ვებ გვერდში ინტეგრირებული V2.0+ იც კი ვიხილოთ dry.gif ). განსაკუთრებით მესიამოვნა რომ ჩაურთე ყოველი ჟურნალის მე-3 გვერდზე მოყვანილი იუმორისტული ნაკვესები, ორიგინალურია.

პოსტის ავტორი: domen Jan 9 2007, 08:36 PM

ძალიან დიდი მადლობა ყველა მკითხველის სახელით smile.gif

ციტატა
შევეცდები დაგეხმარო ამ პროექტის საბოლოო ვერსიამდე დაყვანაში

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 12 2007, 09:09 AM

Giorgius, schpechen Sie ins Georgian?
როგორც თვითონ მეც მივხვდი, ყველა ჟურნალი მქონია. smile.gif (თურმე, ზოგი თვე უქმე აღმოჩდა...) ჩვენ გვინდოდა დამატებითი უტილიტა, რომლითაც სასურველ სტატიას მოვძებნიდით საკვანძო სიტყვით. ისე კი PDF კარგი აზრია... თუ რედაქტორის მხრივ რამე სხვა აზრი არ იქნება.