მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი
Giena
პოსტი Jul 13 2009, 10:39 AM
პოსტი #81


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



ციტატა(beka_sh @ 13th July 2009 - 01:50 PM) *
რაღაც ისე მეჩვენება რომ ბურჯანაძის და მისნაირების დანაშაულებზე თვალის დახუჭვა გინდა, რამდენჯერაც ვახსენე სხვა რამეზე გადაიტანე ლაპარაკი, რატომ არ უნდა დაისაჯოს ბურჯანაძე ამიხსენი ერთი, თუ რახან სააკაშვილს გაუდგა კარგი გახდა, ეგ არ იყო პარლამენტის შენობიდან რომ უყურებდა 7 ნოემბრის აქციის დაშლას? თუ მაშინ კარგად გულაობდა და მშვენივრად იყო ცალ წიხლზე ეკიდე შენც და ყველაც ვინც გარეთ იდგა, აი ესაა სიმართლე და რატომღაც არ გინდა თითქოს აღიარება, მაპატიე და სულ მაგრა მკიდია ყველა ვინც მაგის გვერდზე დგას თუნდაც 10000 მეტრის რადიუსში და ტაშს უკრავს (არ აქვს მნიშვნელობა ნამდვილად მაგას უკრავს თუ არა). თვალები გაახილეთ და მაგენი მიაყენეთ კედელთან და მერე შეიძლება მართლა დაგიდგეთ ხალხი გვერდზე (ოპოზიცია რომ გვაბოლებდა კავკასიის ეთერიდან რომ რუსთაველზე 200 000 კაცი იყო თურმე, ერთმანეთზე რომ დააწყო სამ წყებად მასეც არ დაეტევა ფიზიკურად რუსთაველზე 200 000 ადამიანი და ტელევიზიასთან გზა რომ გადაკეტეს და ავტობუსებიდან იძულებით ჩამოსულ ხალხზე რომ იძახოდნენ აგე რამდენი ხალხი მოვიდაო, კაი რა მეცინება უკვე მაგათ ტინგიცზე (არადა სატირალია ხალხს რომ ჯერა მაგათი )

პირველი ადამიანი ვიქნები საქართველოში ვინც ბურჯანაძის და ნოღაიდელის გასამართლების მომხრე ვიქნები თავისუფალ სასამართლოში, მეც მაგრად მკიდია მაგათი მომხრეები! არც ბურჯანაძე მინდა არც ნოღაიდელი და არცერთი ამ მთავრობის კუდი...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jul 13 2009, 10:46 AM
პოსტი #82


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



gearge, შენც სწორი ხარ, ვრცლად რომ დაწერე... ყველამ რომ მოკლედ ვილაპარაკოთ, რა გამოვა? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

თემა ვრცელი უნდა იყოს, კომენტარები - მოკლე. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


პირადად, ოპოზიციის ლანძღვა-კრიტიკას მირჩევნია ისევ "კარგი" ხელისუფლება ვაკრიტიკო, რადგან კატას რომ ეფერები, ინაბება, ხოლო როცა აწვალებ, ყურადღებითაა და ყოჩაღად (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 13 2009, 11:53 AM
პოსტი #83


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Chacha
ციტატა(Chacha @ 13th July 2009 - 01:58 PM) *
ეს პოლიციის შენობასთან მიტინგთან რა შუაშIა? ესეხც ისეთივე კანონრადღვევაა როგორც პოლიციასთან მიტინგი.

ყველგან დედამიწის ზურგზე შესაძლებელია მიტინგის ჩატარება!!! ამას მე არ ვამბობ ამას სრულიად დამოუკიდებელი ადვოკატები და ექსპერტები ამბობდნენ...

ციტატა(Chacha @ 13th July 2009 - 01:58 PM) *
როცა არ იცი ძალიან გთხოვ ნუ ლაპარაკობ, ერთხელ გისაუბრია მაინც მასთან, ერთი ტინგიცა შეცდომის გამო ნუ აფასებ კაცს.

წამაკითხე ერთი მისი რაიმე ჭკვიანური აზრი ან გამონათქვამი ან თუნდაც ნაშრომი, სტატია, ბროშურა ან თუნდაც ერთი სიტყვა..... !
ციტატა(Chacha @ 13th July 2009 - 01:58 PM) *
კი, გეთანხმები, მაგრამ კაცზე იმით არ უნდა იმსჯელო თუ რა აქვს დამთავრებული და სად სწავლობდა, თუ მოინდომებ ინსტიტუტის გარეშეც ძალან ბევრს მიაღწევ, ინსტიტუტი და უნივერსიტეტი უბრალო ფორმალობაა, რომლიც სამსახურის შოვნაში გეხმარება, ხოლო ტექნიკურის გარეთ რას აკეთებს ადამიანი როცა არ იცი, ნურც მაგას ამბობ, დაუსაბუთებელი ახირებებიბა ეგ და მეტი არაფერი ა ვერცერთი ოპოზიციონერი(არასაპარლამანტო ვერ მივა მასთან) რო გახადეთ გაჩეჩილაძეები გმირები, ლომაია სხვის დაწერილ სიტყვებს მაინც არ კითხულობს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

სანტექნიკოსმა უნდა აკეთოს სანტექნიკა და არ უნდა იყოს ქვეყნის უშიშროების, განათლების და ა.შ. მინისტრი... აქ მოყვანილი რამოდენიმე მაგალითი:

ციტატა
როცა უბრალოდ კარგი მსახიობები არიან?


და კიდევ რამოდენიმე, რომელიც ვერ ვიპოვე თემის სიდიდის და დროის სიმცირის გამო...

ციტატა(Chacha @ 13th July 2009 - 01:58 PM) *
ისევ შენი ახირება და უაზრო გამონათქვამი, რომელსაც პირობას გაძლევ ვერანაირად დაამტკიცებ!

დავამტკიცე წეღან როდესაც ვთქვი, რომ უნამუსოდ გვატყუებდა ცხინვალი აღგვილია პირისაგან მიწისაო...
ციტატა(Chacha @ 13th July 2009 - 01:58 PM) *
ვერცერთი ოპოზიციონერი არასაპარლამანტო ვერ მივა მასთან

ხო, ლევან ბერძენიშვილზე ჭკვიანია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Gio.
პოსტი Jul 13 2009, 12:20 PM
პოსტი #84


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 830
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.656



Giena
ეხლა მეჩქარება და არ მაქვს ამდენი წერის დრო, მაგრამ განათლების რეფორმებზე რას იტყვი? და არ უნდა იმსჯელო თქო ადამიანზე იმით თუ რა აქვს დამთავრებული
Go to the top of the page
 
+Quote Post
CHABA
პოსტი Jul 13 2009, 02:39 PM
პოსტი #85


ზარმაცი
****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 577
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 21



მე Chacha არ ვარ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


gearge
გისმენ ყურადღებით რაში არ მეთანხმები და რა უნდა მიპასუხო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
ჩაბარუხელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 13 2009, 03:47 PM
პოსტი #86


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Chacha
განათლების რეფორმაზე "გენიალურია" თუნდაც იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ასწავლიდნენ 40-50 წლის განმავლობაში და იმხელა გამოცდილება ჰქონდათ, რომ დღევანდელებს არც კი დაესიზმრებათ გაყარეს, რაღაც სულელური მიზეზების გამო (ისინი კორუმპირებულები იყვნენ, ქრთამს იღებდნენ და მაგგვარი იდიოტიზმები! თუმცა არ ვამბობ, რომ არ იღებდნენ ქრთამს ბევრი და არ იყვნენ კორუმპირებულები, მაგრამ ეგ დრომ მოუტანათ! თუმცა მათ შორის მოხვდნენ იმდენი პატიოსანი ადამიანი, რომ ვერც დავთვლით). ასევე გენიალური იყო ლოტოტრონის გათამაშება დირექტორებზე... კიდე ზალიან კარგად მახსოვს ვინ არის (თუ იყო?) უნივერსიტეტის რექტორი ხუბუა მსოფლიოში უნაძირალესი ადამიანი (ამასთან სააკაშვილის დედის რაღაც ნათესავი თუ ჯანდაბა).. და ბოლოს მარგალიტი თეა თუთბერიძე დირექტორების დირექტორის ამპლუაში... მეტი რა ვთქვა აბა?

გეარგეს ეს ნათქვამიც გავიხსენოთ:
ციტატა(gearge @ 13th July 2009 - 02:25 PM) *
3000-მდე გაზრდილი სწავლების საფასური, შეფასებისას ზღვრული ქულების საგრძნობლად მაღლა აწევა, ისტორიისა და გეოგრაფიის შერწყმა (ალბათ მალე ფიზიკა-მათემატიკასაც გააერთინებენ ერთ სასწავლო წიგნში, ან ფიზიკა-ქიმიურ სიმბიოზს მივიღებთ), სკოლებისთვის ფასის დაკარგვა და მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ (ფასიან) კურსებად ქცევა. ზოგადი უნარების აფსურდი! მეტი რა ვუწოდო არ წარმომიდგენია. საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების გამოცდილი მასწავლებელ/ლექტორებისგან წმენდა და სრულიად გაუგებარი, თინეიჯერი ბიჭ-ბუჭებბით შტატების ინტენსიური შევსება! მასწავლებლობა/ლექტორობაზე აბსურდული წლოვანების ზღვარის დაწესება და შრომის სრული დაუფასებლობა! საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლები ერთ ჩატარებულ ლექციაში როგორც მახსოვს 12 თეთრს ღებულობენ, მაშინ როცა რკინიგზის უფროსი ეზუგბაია რამდენიმე ასეულ ათასს, თვეში!



და ბოლოს, როგორ გგონია თუ რამე კაი გაკეთდა განათლების მხრივ მხოლოდ კახა ლომაიას დამსახურებაა?


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 13 2009, 08:28 PM
პოსტი #87


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



gearge
ციტატა(gearge @ 13th July 2009 - 02:25 PM) *
მაგრამ მნიშვნელოვანია რომ კონკრეტული პოლიტიკოსების ლანძღვაში, ქვეყნის პრობლემები არც კი განგვიხილია! გადახედეთ თქვენს პოსტებს და მითხარით, პოლიტიკოსების წარსულისა თუ აწმყოს ქექვაში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა თუ განვიხილეთ, სწავლა-გაუნათლებალობა, "ჯანდაცველობა", უსამართლო სასამართლო, მედიის თავისუფლება და სხვა ქვეყნის დღევანდელი პრობლემები?

სანამ პრობლემებს განიხილავ უნდა იჯდეს სათავეში ადამიანი ვინც ამ განხილულს სისრულეში მოიყვანს, სხვა შემთხვევაში დარჩება სიტყვებად და ჩვენი დროც ტყუილად მოცდება, ჩვენ ასეთი დღეს არ გვყავს და იმათკენ ვიქაჩებით (მე არა ნამდვილად) ვისაც ბოდიში და სულ ცალ წიხლზე კიდია პრობლემები, მთავარი სკამი მიიღოს, გაისქელებს ერთ ადგილს და დაგიწყებს ჭკუის სწავლებას, როგორც ეხლა გვასწავლის (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
ციტატა(gearge @ 13th July 2009 - 02:25 PM) *
Kudos შენ, დომენ!

ეს რა ოხრობაა გამაგებინეთ ვინმემ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Giena
ციტატა(Giena @ 13th July 2009 - 02:39 PM) *
პირველი ადამიანი ვიქნები საქართველოში ვინც ბურჯანაძის და ნოღაიდელის გასამართლების მომხრე ვიქნები თავისუფალ სასამართლოში, მეც მაგრად მკიდია მაგათი მომხრეები! არც ბურჯანაძე მინდა არც ნოღაიდელი და არცერთი ამ მთავრობის კუდი...

მომხრე იქნები ერთია და ამჟამად რა კეთდება დამნაშავეთა დასასჯელად ეს მეორე, იმის მაგივრად რომ დასაჯონ ვინც ახლოს ყავთ, ოპოზიცია მათ თავზე ხელს უსმევს (ხელს უსმევს თუ გულგრილია ერთიდაიგივეა ჩემთვის (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ) და გმირებად გამოყავს, კიდევ არ კმარობს ამას და ისეთ ხალხთან იჭერს საქმეს, რომელნიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში გვახსოვს როგორც სახელმწიფოს მტრები და დამაქცევრები, და მერე აქვთ პრეტენზია რომ უნდა გვჯეროდეს მათი, მე არ მჯერა და ვისაც ჯერა სიამოვნებით გავატარებ, მე არავის ვიჭერ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ციტატა(Giena @ 13th July 2009 - 03:53 PM) *
ყველგან დედამიწის ზურგზე შესაძლებელია მიტინგის ჩატარება!!! ამას მე არ ვამბობ ამას სრულიად დამოუკიდებელი ადვოკატები და ექსპერტები ამბობდნენ...

მშვიდობიანი აქციების მოწყობა კი, სახელმწიფო სტრუქტურის შენობაში(მითუმეტეს ასეთი დანიშნულების შენობაში და აბსურდული მოთხოვნები, გაანთავისუფლეთ ყველა და ასეთები) ძალით შეჭრის მცდელობა არა!
ციტატა(Giena @ 13th July 2009 - 03:53 PM) *
ხო, ლევან ბერძენიშვილზე ჭკვიანია

ლევან ბერძენიშვილი მას შემდეგ გახდა ჩემთვის 0 რაც ერთერთი გამოსვლისას ვიღაცას უთხრა (ზუსტად არ მახსოვს ვის) "შენ მასწავლი სამშობლოს სიყვარულს? მე ამისთვის ციხეში ვიჯექიო", ბოდიში და ბებიამაგისისამ სხვა არავინ მჯდარა ციხეში სამშობლოს გულისთვის? და მითუმეტეს მე თუ არ ვარ საერთოდ ნაჯდომი ციხეში მაგაზე ნაკლებად მიყვარს სამშობლო? მაგის ეგ სიტყვები იყო ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ნებისმირი ქართველისთვის და ყველაზე დიდი სისულელე, რაც უთქვია ოდესმე მათ შორის, მე მაგ ადამიანს პატივს აღარ ვცემ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 13 2009, 08:37 PM
პოსტი #88


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Bekward
ციტატა(beka_sh @ 13th July 2009 - 11:28 PM) *
სანამ პრობლემებს განიხილავ უნდა იჯდეს სათავეში ადამიანი ვინც ამ განხილულს სისრულეში მოიყვანს, სხვა შემთხვევაში დარჩება სიტყვებად და ჩვენი დროც ტყუილად მოცდება, ჩვენ ასეთი დღეს არ გვყავს და იმათკენ ვიქაჩებით (მე არა ნამდვილად) ვისაც ბოდიში და სულ ცალ წიხლზე კიდია პრობლემები, მთავარი სკამი მიიღოს, გაისქელებს ერთ ადგილს და დაგიწყებს ჭკუის სწავლებას, როგორც ეხლა გვასწავლის

გვყავს ფორუმის სრული შემადგენლობა! (გრეჩიხა არ იქნება პოლიტიკაში!)

ციტატა(beka_sh @ 13th July 2009 - 11:28 PM) *
ეს რა ოხრობაა გამაგებინეთ ვინმემ

+1 ეგ მეც დამაინტერესა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ციტატა(beka_sh @ 13th July 2009 - 11:28 PM) *
მომხრე იქნები ერთია და ამჟამად რა კეთდება დამნაშავეთა დასასჯელად ეს მეორე, იმის მაგივრად რომ დასაჯონ ვინც ახლოს ყავთ, ოპოზიცია მათ თავზე ხელს უსმევს (ხელს უსმევს თუ გულგრილია ერთიდაიგივეა ჩემთვის ) და გმირებად გამოყავს, კიდევ არ კმარობს ამას და ისეთ ხალხთან იჭერს საქმეს, რომელნიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში გვახსოვს როგორც სახელმწიფოს მტრები და დამაქცევრები, და მერე აქვთ პრეტენზია რომ უნდა გვჯეროდეს მათი, მე არ მჯერა და ვისაც ჯერა სიამოვნებით გავატარებ, მე არავის ვიჭერ

შე კაი ადამიანო ის საზიზღები იმ მთავრობის წევრები არ იყვნენ, რომლებსაც იცავ? სულ ეგეთი ნაძირლებისგან, რომ არიან შეკრებილები მაგას ვჩივი ზუსტად და მაგი არ მინდა, თვარა ბურჯანაძე რაც არის ქე ვიცი და მასზე ნაძირლები არც თუ ისე ცოტა ყავს ამ მთავრობას...



ციტატა(beka_sh @ 13th July 2009 - 11:28 PM) *
მშვიდობიანი აქციების მოწყობა კი, სახელმწიფო სტრუქტურის შენობაში(მითუმეტეს ასეთი დანიშნულების შენობაში და აბსურდული მოთხოვნები, გაანთავისუფლეთ ყველა და ასეთები) ძალით შეჭრის მცდელობა არა!

კიდევ ერთხელ ვიმეორე ხალხის ეს საქციელი გაამართლა დამოუკიდებელმა ადვოკატების დიდმა ჯგუფმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ყველგან შეიძლება მიტინბგის გამართვა, თუ უცნობი იყო დამნაშავე იმაში რომ გადალახა ჯებირი, უარესი დამნაშავეები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები (რომლებიც მიშა მიშას გაქჰკიოდნენ) და ისეთ ტყვიებს ისროდნენ რომლებიც აკრფძალულია ყველა ქვეყანაში! ეგეც არ იყოს თუ დააშავა იმ კაცმა დაეჭირათ კი არ მოეკლად ცემაში და ცოცხალ მკვდარი გადმოეგდოთ მეორე მხრიდან შენობის არავის რომ არ ენახა....


ციტატა(beka_sh @ 13th July 2009 - 11:28 PM) *
ლევან ბერძენიშვილი მას შემდეგ გახდა ჩემთვის 0 რაც ერთერთი გამოსვლისას ვიღაცას უთხრა (ზუსტად არ მახსოვს ვის) "შენ მასწავლი სამშობლოს სიყვარულს? მე ამისთვის ციხეში ვიჯექიო", ბოდიში და ბებიამაგისისამ სხვა კი არავინ მჯდარა ციხეში სამშობლოს გულისთვის? და მითუმეტეს მე თუ არ ვარ საერთოდ ნაჯდომი ციხეში მაგაზე ნაკლებად მიყვარს სამშობლო? მაგის ეგ სიტყვები იყო ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ნებისმირი ქართველისთვის და ყველაზე დიდი სისულელე, რაც უთქვია ოდესმე მათ შორის, მე მაგ ადამიანს პატივს აღარ ვცემ

ზუსტად მახსოვს ეგ გადაცემა და უთხრა გიგა ბოკერიას რომელიც საქართველოს სიყვარულით არამცთუ არ გამოირჩევა ქვეყანაში მართლმადიდებლობის ნაცვლად იაღოვას ქადაგებდა დაგავიწყდა? (და ძალის ხელში ჩაგდების შემდეგ პირველი რაც გააკეთა ბასილ მკალავიშვილზე იყარა ჯავრი და როგორც ის და მისი თანამოაზრენი უსწორდებოდნენ ცხრაჯერ უარესად გაუსწორდა სწორედ იმ სპეცნაზით რომლითაც 2003 წელში და მანამდე თემურ მღებრიშვილი ურტყავდა და არბევდა ხალხს!)...

და 0 არ არის ნამდვილად ძალიან კი არადა უძალიანესად განათლებულია (თუმცა მაგასაც აქვს რაღაც "დირკები")...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 14 2009, 06:36 AM
პოსტი #89


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



Giena
ციტატა(Giena @ 14th July 2009 - 12:37 AM) *
(გრეჩიხა არ იქნება პოლიტიკაში!)

შენი არ ვიცი და მე მაგ ზღაპრის არ მჯერა (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
ციტატა(Giena @ 14th July 2009 - 12:37 AM) *
შე კაი ადამიანო ის საზიზღები იმ მთავრობის წევრები არ იყვნენ, რომლებსაც იცავ? სულ ეგეთი ნაძირლებისგან, რომ არიან შეკრებილები მაგას ვჩივი ზუსტად და მაგი არ მინდა, თვარა ბურჯანაძე რაც არის ქე ვიცი და მასზე ნაძირლები არც თუ ისე ცოტა ყავს ამ მთავრობას...

მასზე უარესებზე არ ვლაპარაკობ, რატო არ სჯის ხალხი ბურჯანაძეს? ამ კითხვაზე მიპასუხე!
ციტატა(Giena @ 14th July 2009 - 12:37 AM) *
მთავრობის წევრები არ იყვნენ, რომლებსაც იცავ?

კარგად თუ წაიკითხავ რას ვწერ, ნახავ რომ არავის არ ვიცავ, უბრალოდ მინდა ხალხმა თვალი გაახილოს და არ დაგვემართოს იგივე რაც შევარდნაძის სააკაშვილით შეცვლით მოგვივიდა, მაგის ნიშნები კი მრავლად არის ოპოზიციის მხრიდან ამ მთავრობის წევრების, პირველ რიგში სააკაშვილის შეწყალების სახით, რამაც არაერთხელ გაიჟღერა ოპოზიციის მხრიდან!!!
დამოუკიდებელი ადვოკატების ჯგუფმა თუ გაამართლა აშკარა კანონდარღვევა ეს ნიშნავს იმას, რომ უკანონოს უჭერენ მხარს, არცერთ ქვეყანაში არაა დაშვებული სამართალდამცავ ორგანოზე თავდასხმა და შეჭრის მცდელობა, პოლიციას აქვს ძალის გამოყენების უფლება, რომ აღკვეთოს ასეთი რამ.
ციტატა(Giena @ 14th July 2009 - 12:37 AM) *
ზუსტად მახსოვს ეგ გადაცემა და უთხრა გიგა ბოკერიას რომელიც საქართველოს სიყვარულით არამცთუ არ გამოირჩევა ქვეყანაში მართლმადიდებლობის ნაცვლად იაღოვას ქადაგებდა დაგავიწყდა? (და ძალის ხელში ჩაგდების შემდეგ პირველი რაც გააკეთა ბასილ მკალავიშვილზე იყარა ჯავრი და როგორც ის და მისი თანამოაზრენი უსწორდებოდნენ ცხრაჯერ უარესად გაუსწორდა სწორედ იმ სპეცნაზით რომლითაც 2003 წელში და მანამდე თემურ მღებრიშვილი ურტყავდა და არბევდა ხალხს!)...

და 0 არ არის ნამდვილად ძალიან კი არადა უძალიანესად განათლებულია (თუმცა მაგასაც აქვს რაღაც "დირკები")...

მნიშვნელობა იმას კი არ აქვს ვის უთხრა, არამედ იმას რომ მე და კიდევ ბევრ ქართველს მაგით მიაყენა შეურაცხყოფა, რას მაყვედრის თავის ციხეში ჯდომას, ჩემზე უკეთესია მაგის გამო რამით თუ რა გონია? ბოდიში და თავისი განათლება მიიფაროს ერთ ადგილას მაგ სიტყვების მერე, ის ჩემთვის მაინც 0 იქნება, რაც არ უნდა ქნას აწი!


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 14 2009, 08:16 AM
პოსტი #90


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Bekward
ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 10:36 AM) *
შენი არ ვიცი და მე მაგ ზღაპრის არ მჯერა

ნეტა ეგრე რომ მოხდეს მერე რას იტყვი?

ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 10:36 AM) *
მასზე უარესებზე არ ვლაპარაკობ, რატო არ სჯის ხალხი ბურჯანაძეს? ამ კითხვაზე მიპასუხე!

გიპასუხებ, რომ ქვეყანაზე არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია სანამ ადამიანს სასამართლოთი და ფაქტობრივად არ დაუმტკიცდება დანაშაული იგი არის დამნაშავე! ეგეც არ იყოს პირველი დღე თუ გახსოვს მიტინგის ისიც გემახსოვრება ბურჯანაძე, რომ გამოვიდა ხალხმა სტვენა ატეხა იმ დონის, რომ იქ ვიდექი დინამიკებთან და ხმა არ მესმოდა! და შენგან იმ პასუხს ველი, რატომ არ აქვეყნებს ბატონი ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ ფაქტებს და რატომ არ იჭერენ? იმიტომ, რომ მის დაჭერას მოყვება საკუთარის თავის დასაჭერი ფაქტები და არ აწყობთ! დაიჭიროს მთავრობამ და პირველი მივალ სასამართლოში მთავრობის ქება დიდებით, მაგრამ არა ისეთი ბინძური მეთოდებით როგორც ჩვევიათ!

ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 10:36 AM) *
კარგად თუ წაიკითხავ რას ვწერ, ნახავ რომ არავის არ ვიცავ, უბრალოდ მინდა ხალხმა თვალი გაახილოს და არ დაგვემართოს იგივე რაც შევარდნაძის სააკაშვილით შეცვლით მოგვივიდა, მაგის ნიშნები კი მრავლად არის ოპოზიციის მხრიდან ამ მთავრობის წევრების, პირველ რიგში სააკაშვილის შეწყალების სახით, რამაც არაერთხელ გაიჟღერა ოპოზიციის მხრიდან!!!

შე კაი ადამიანო, რომ ვლაპარაკობთ და ვკითხულობთ ცუდია თუ არა ის, რომ ბიჭები მოკლეს, ბიზნესი დაანგრიეს, ხალხს ქონება ჩამოართვეს, არის უკანონო დაჭერები და ა.შ. გვპასუხობ აბა გრეჩიხა გინდაო? ა რა შუაშია მართლა ვერ ვხვდები....

ციტატა
დამოუკიდებელი ადვოკატების ჯგუფმა თუ გაამართლა აშკარა კანონდარღვევა ეს ნიშნავს იმას, რომ უკანონოს უჭერენ მხარს, არცერთ ქვეყანაში არაა დაშვებული სამართალდამცავ ორგანოზე თავდასხმა და შეჭრის მცდელობა, პოლიციას აქვს ძალის გამოყენების უფლება, რომ აღკვეთოს ასეთ რამ.

შეჭრის მცდელობა არ ყოფილა, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო რაც უცნობი გახეთქეს ცემაში და ტყვიის სროლა დაიწყეს, მერე მიშა მიშას რომ გაიძახოდნენ არ გახსოვს სპეცნაზელები? ეგ რაღა იყო არ იყო პროვოკაცია? მაგასაც თავი დავანებოთ თუ დამნაშავე იყო უცნობი დაეჭირათ ან ბრალი წაეყენებინათ რომ გახეთქეს შუაზე და ღობის იქით გადააგდეს თან შენობის იმ მხარეს ხალხი სადაც არ იყო რომ ვერავის ეპოვა ეგეც გასამართლებელია?


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 14 2009, 08:47 AM
პოსტი #91


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



Giena
ციტატა(Giena @ 14th July 2009 - 12:16 PM) *
ნეტა ეგრე რომ მოხდეს მერე რას იტყვი?

სასწაულს ვიწამებ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
ციტატა(Giena @ 14th July 2009 - 12:16 PM) *
გიპასუხებ, რომ ქვეყანაზე არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია სანამ ადამიანს სასამართლოთი და ფაქტობრივად არ დაუმტკიცდება დანაშაული იგი არის დამნაშავე! ეგეც არ იყოს პირველი დღე თუ გახსოვს მიტინგის ისიც გემახსოვრება ბურჯანაძე, რომ გამოვიდა ხალხმა სტვენა ატეხა იმ დონის, რომ იქ ვიდექი დინამიკებთან და ხმა არ მესმოდა! და შენგან იმ პასუხს ველი, რატომ არ აქვეყნებს ბატონი ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ ფაქტებს და რატომ არ იჭერენ? იმიტომ, რომ მის დაჭერას მოყვება საკუთარის თავის დასაჭერი ფაქტები და არ აწყობთ! დაიჭიროს მთავრობამ და პირველი მივალ სასამართლოში მთავრობის ქება დიდებით, მაგრამ არა ისეთი ბინძური მეთოდებით როგორც ჩვევიათ!

მთავრობა რომ არ სჯის მაგას ისედაც ვხედავ და ვიცი რატომაც არ სჯის, მაგრამ მე ხალხზე გეკითხები, ერთხელ სტვენა დასჯა არაა. ნუ მოკლედ არ გვესმის ამ საკითხში ერთმანეთის, დამემტვრა თითები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
ციტატა(Giena @ 14th July 2009 - 12:16 PM) *
შე კაი ადამიანო, რომ ვლაპარაკობთ და ვკითხულობთ ცუდია თუ არა ის, რომ ბიჭები მოკლეს, ბიზნესი დაანგრიეს, ხალხს ქონება ჩამოართვეს, არის უკანონო დაჭერები და ა.შ. გვპასუხობ აბა გრეჩიხა გინდაო? ა რა შუაშია მართლა ვერ ვხვდები....

რა შუაშია ჩემს ნაწერთან ბიჭების დახოცვა მე ვერ გავიგე, ადამიანებს მთავრობები ხოცავს ყველა დროში, ყველა ქვეყანაში და ეს გაგრძელდება, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყოველთვის გამოინახება გახრწნილი ადამიანი, რომელიც სხვის სიცოცხლეს საკუთარ კეთილდღეობას ამჯობინებს, მაგრამ მე სხვა რამ დავწერე, შენ სხვა მიპასუხე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ციტატა(Giena @ 14th July 2009 - 12:16 PM) *
შეჭრის მცდელობა არ ყოფილა, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო რაც უცნობი გახეთქეს ცემაში და ტყვიის სროლა დაიწყეს, მერე მიშა მიშას რომ გაიძახოდნენ არ გახსოვს სპეცნაზელები? ეგ რაღა იყო არ იყო პროვოკაცია? მაგასაც თავი დავანებოთ თუ დამნაშავე იყო უცნობი დაეჭირათ ან ბრალი წაეყენებინათ რომ გახეთქეს შუაზე და ღობის იქით გადააგდეს თან შენობის იმ მხარეს ხალხი სადაც არ იყო რომ ვერავის ეპოვა ეგეც გასამართლებელია?

ღობეს ანგრევდნენ იმიტომ, რომ უნდა ამოეძროთ და ახლით შეეცვალათ ხო? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ღობეს მანამდე ანგრევდა ის ხალხი, სანამ უცნობი გადაძვრებოდა. კარგად მახსოვს ის კადრები. რაც შეეხება ზოგადად იმ ხალხის რეაქციას, უცნობი იდგა და აღვივებდა ხალხის სისხლში დანთებულ ცეცხლს უაზრო მოწდებებით და შეძახილებით, დაპატიმრებული ადამიანის ასე უპრაკუნოდ გათავისუფლება არცერთი ცივილიზებული ქვეყნის კანონმდებლობაში არ ჯდება, ის კი ცდილობდა ხალხი წაექეზებინა, შეჭრილიყვნენ და "შეიძლება უკანონოდ" (თავს ვერ დავდებ მაგაზე) დაპატიმრებულებთან ერთად სხვების გამოშვებაც გამოეწვია, ციხეში კი მარტო შემთხვევით დაპატიმრებულები არ ზიან, როგორც მოგეხსენება, მაშინ უცნობი საცემი კი არა დასაჭერი იყო მე თუ მკითხავ, თანაც ცოტა ხნით კი არა, ხანგრძლივი "სროკით".


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jul 14 2009, 09:06 AM
პოსტი #92


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



ციტატა
ღობეს ანგრევდნენ იმიტომ, რომ უნდა ამოეძროთ და ახლით შეეცვალათ ხო? biggrin.gif ღობეს მანამდე ანგრევდა ის ხალხი, სანამ უცნობი გადაძვრებოდა. კარგად მახსოვს ის კადრები.

უი, შენ გინდა თქვა, რომ უცნობი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა??? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ხალხი შიშველი ხელებით ღობეს "ანგრევდა" (თან რკინის ღობეს), და გიამ "ბიჭები გამოუშვით, თქვე ფარჩაკებოო" და ღობეზე გადაძვრა (თან ფურცლებით იყო შეიარაღებული, სპეციალური მჭრელი ფურცლებით, რითაც 100-ზე მეტ პოლიციელს დაესხა თავს და აუცილებლობის გამო ძალა გამოიყენეს პოლიციელებმა)


მე სხვადასხვა არხის პირდაპირს ვუყურებდი, სხვადასხვა კადრების სანახავად... ღობის "დანგრევა" გადაჭარბებულია! აბრახუნებდნენ, კიბატონო, მაგრამ რკინის ღობის შიშველი ხელებით განგრევა აბსურდია!



მ.მ. ისე, კადრში ასევე ჩანდა როგორ აძვრენ ბიჭები, მაგრამ არ გადამძვრალან ღობეზე, უცნობს ეძახდენენ... ამხნევებდნენ თუ დაბრუნდიო, ვერ გავარჩიე... ფაქტია, რომ მასობრივი შეჭრის მცდელობა არ ყოფილა (რომ ყოფილიყო, "მეთაურს" მიბაძავდნენ და გადაძვრებოდნენ და არა ღობეს დაამტვრევდნენ, Iron man-ები ხომ არ იყვნენ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )

----------
ამას უყურეთ! ბაქრაძის დაცვის თანამშრომელია:



და შეადარეთ ისლანდიის პრემიერმინისტრის დაცვას



თავდასხმა და პროტესტი სხვადასხვა რამეა. ყველა ადამიანს აქვს პროტესტის უფლება!


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 14 2009, 09:08 AM
პოსტი #93


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



Sh@ko
ციტატა(Sh@ko @ 14th July 2009 - 01:06 PM) *
თან ფურცლებით იყო შეიარაღებული, სპეციალური მჭრელი ფურცლებით, რითაც 100-ზე მეტ პოლიციელს დაესხა თავს და აუცილებლობის გამო ძალა გამოიყენეს პოლიციელებმა)

ხო აბა რა, სულ სახე ურტყა ფეხებში პოლიციელებს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/laugh.gif)
აუ ცოტა გამვხიარულდეთ თორე ამ თემაში შემოსვლისთანავე წარბები მეკვრება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jul 14 2009, 09:19 AM
პოსტი #94


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



გავმხიარულდეთ! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ვიდეოებიც მაგიტო დავდე! (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 14 2009, 02:53 PM
პოსტი #95


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Bekward
ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 11:47 AM) *
სასწაულს ვიწამებ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

მოგიწევს მგონია (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 11:47 AM) *
მთავრობა რომ არ სჯის მაგას ისედაც ვხედავ და ვიცი რატომაც არ სჯის, მაგრამ მე ხალხზე გეკითხები, ერთხელ სტვენა დასჯა არაა. ნუ მოკლედ არ გვესმის ამ საკითხში ერთმანეთის, დამემტვრა თითები

აბა რა ქანას ხალხმა ჩაქოლოს? ნუ ამბობ რა ისედ რაღაცას რაც შეუსრულებელია, ერთადერთი დასჯის მეთოდი ხალხსის მხრიდან პოლიტიკოსის ისტორიის სანაგვეზე გადაგდებაა და ეს სანაგვე ამ წუთას არ არსებობს რადგან თუ დიდი სანაგვე არ გაიწმინდა ამასთან ბრძოლა (ანუ გადაყრა) უფო გაავსებს იმ დი ნაგავს და უფრო ძნელად მისაღწევი იქნება ორივეს განთავისუფლება! ანუ ეხლა რომ ხალხი ბრუჯანაძის წინააღმდეგ წავიდეს ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ და ამ მომენტისთვის არ შეიძლება რადგან მთავარი მტერი არის ეს მთავრობა და არა ნინო ბურჯანაძე (რომელიც აუცილებლად გასამართლდება მამამისთან და მის საყვარელ მეუღლესთან ერთად!)

ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 11:47 AM) *
რა შუაშია ჩემს ნაწერთან ბიჭების დახოცვა მე ვერ გავიგე, ადამიანებს მთავრობები ხოცავს ყველა დროში, ყველა ქვეყანაში და ეს გაგრძელდება, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყოველთვის გამოინახება გახრწნილი ადამიანი, რომელიც სხვის სიცოცხლეს საკუთარ კეთილდღეობას ამჯობინებს, მაგრამ მე სხვა რამ დავწერე, შენ სხვა მიპასუხე

იმ შუაშია, რომ შევარდნაძის დროს რაც სიბინძურე ხდებოდა ეხლა ორმაგი ხდება და იმის ლაპარაკი, რომ ეს იგივემდე მიგვიყვანს არის აფსურდი, ხალხი ქუჩაში იმიტომ დგას რომ პროტესტი აქვს და არა იმიტომ რომ ლევან გაჩეჩილაძე ან ბურჯანაძე უყვართ, თავიდან გეარგემ პოსტი რომ გახცსნა რა ეწერა იქ? 12 საკითხი რომელშიც დანაშაული მიუძღვის საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას და პირველი თუ არა მეორე პასუხი ის იყო აბა გრეჩიხა ვერაფერს მოგიტანთო არადა გეარგემ თავიდანვე თქვა ასეთი რამ:
ციტატა
არ მინდა ჩვენი ხელისუფალის მსგავსად მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საუბარი, შემიძლია და მინდა მოგისმინოთ! ამიტომ გთხოვთ თქვენც (”კომპინფოელებმა”) მიიღოთ მონაწილეობა, თუგინდ ერთი რეპლიკით, შემოთავაზებით ან კომენტარით. ამ 12 პუნქტიდან რომლებს ეწინააღმდეგებით და/ან ეთანხმებით და რაც მთავარია, რატომ?

რომელსაც შენ ეს უპასუხე:
ციტატა
მე მხოლოდ ერთს რამეს ვიტყვი, ხალხი რომელიც დგას აქციებზე (ვგულისხმობ მოთავეებს) არიან დღევანდელი ხელისუფლების კუდები

არადა კონკრეტულ მაგალითებზე იყო საუბარი და არა იმაზე ვინ დგას ქუჩაში და რატომ, ხომ შეიძლება როდესაც ვამბოთ რომ ეს არის ცუდი ვთქვათ კი ეს ცუდია ან ვთქვათ არა ეს არ არის ცუდი და ავხსნათ რატომ?

ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 11:47 AM) *
ღობეს მანამდე ანგრევდა ის ხალხი, სანამ უცნობი გადაძვრებოდა. კარგად მახსოვს ის კადრები

დარწმუნებული ვარ ან მაგ კადრების მაესტროსეული ვერსია არ გაქვს ნანახი, ან კარგად არ გახსოვს... თორემ მაგას არ იტყოდი ნამდვილად, ჯერ იყო უცნობის გადასვლა/ცემა და შემდეგ ხალხის რეაქცია...
ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 11:47 AM) *
უცნობი იდგა და აღვივებდა ხალხის სისხლში დანთებულ ცეცხლს უაზრო მოწდებებით და შეძახილებით, დაპატიმრებული ადამიანის ასე უპრაკუნოდ გათავისუფლება არცერთი ცივილიზებული ქვეყნის კანონმდებლობაში არ ჯდება,

არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში 15 წლის ბავშვს გაუპატიურებით არ ემუქრებიან!

ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 11:47 AM) *
მაშინ უცნობი საცემი კი არა დასაჭერი იყო მე თუ მკითხავ, თანაც ცოტა ხნით კი არა, ხანგრძლივი "სროკით".

მეც მაგი გითხარი ჩემ წინა პოსტში დაეჭირათთქო, რატომ ცემეს და რატომ გადააგდეს შენობის იქითა მხარეს სადაც კაციშვილი არ იდგა და შემთხვევით იპოვეს? თან მოგეხსენება როგორი ნაცემი იყო (თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები ჩვევიათ დღევანდელ პატრულებს და სამართალდამცავებს სიკვდილამდე ნაცემი ადამიანების ქუჩაში, ყინვაში მიგდება!)



Sh@ko
ციტატა(Sh@ko @ 14th July 2009 - 12:06 PM) *
მ.მ. ისე, კადრში ასევე ჩანდა როგორ აძვრენ ბიჭები, მაგრამ არ გადამძვრალან ღობეზე, უცნობს ეძახდენენ... ამხნევებდნენ თუ დაბრუნდიო, ვერ გავარჩიე... ფაქტია, რომ მასობრივი შეჭრის მცდელობა არ ყოფილა (რომ ყოფილიყო, "მეთაურს" მიბაძავდნენ და გადაძვრებოდნენ და არა ღობეს დაამტვრევდნენ, Iron man-ები ხომ არ იყვნენ )

+1

ციტატა(Sh@ko @ 14th July 2009 - 12:06 PM) *
ამას უყურეთ! ბაქრაძის დაცვის თანამშრომელია:



და შეადარეთ ისლანდიის პრემიერმინისტრის დაცვას



თავდასხმა და პროტესტი სხვადასხვა რამეა. ყველა ადამიანს აქვს პროტესტის უფლება!

აქ კი არ უნდა ვიმხიარულოთ დიდი ყულფები უნდა ჩამოვკიდოთ პარლამენტის წინ და ყველა მოხალისემ თავი უნდა ჩამოიხრჩოს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 14 2009, 03:05 PM
პოსტი #96


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



Giena
ციტატა(Giena @ 14th July 2009 - 06:53 PM) *
არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში 15 წლის ბავშვს გაუპატიურებით არ ემუქრებიან!

ეს არაა ფაქტი და ნუ ვიდავებთ ამაზე, თუ მთავრობას შეუძლია პროვოკაციის მოწყობა ისევე ოპოზიციას და რახან მთავრობა არ ვარგა ოპოზიციას ნაღდად არ დავუჯერებ ყველაფერს, უბრალოდ ისინი არანაირ ნდობას არ იმსახურებენ თავის ყოველდღიური საქციელიდან გამომდინარე (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
მაესტროსეული კადრები რატომ უნდა დავიჯერო მაინცდამაინ, არანაირად არაა დასაჯერებელი ჩემთვის არავისეული კადრები, ნებისმიერს შეუძლია თავის სასარგებლოდ მაგ კადრების გაყალბება და დროში არევა, ჩემს პირდაპირ ნდობას არცერთი ტელევიზია არ იმსახურებს, ყველა სათავისოდ ატ**ებს. როგორც მთავრობას აწყობს მოწყობილი პროვოკაციები ისევე აწყობს ოპოზიციასაც და არ მითხრა რომ ასე არაა, თავისი მიქარულის გასამართლებლად არცერთი არ იშურებს ძალებს.
მე მართლა დავიღალე აქ პოსტვით, ეს არაა ის ფორუმი, სადაც ამ თემაზე უნდა ვმსჯელობდეთ, ხშირად ფორუმისთვის უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი პოსტები რჩება ყურადღების გარეშე ამ თემის გამო, ასე კამათით ვერასოდეს მივალთ კონსენსუსამდე, ჯობია დაიხუროს ეს ტოპიკი და ავტორს მიეცეს გაფრთხილება ეროვნული შუღლის გაღვივებისთვის (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (ეს რათქმაუნდა ხუმრობით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 14 2009, 03:15 PM
პოსტი #97


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Bekward
ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 06:05 PM) *
ეს არაა ფაქტი და ნუ ვიდავებთ ამაზე

ადვოკატებისაც აღარ გჯერა? ეგ ჩვენება ადვოკატმა გამოიტანა საკნიდან... (ბავშვი სადაც იჯდა იმ საკნიდან და იმ შენობიდან რომლის წინაც იმართებოდა აქცია)! და სხვათაშორის ოქმი სადაც წერია პატიმრის აღიარებული ჩვენება არის ფაქტი!

ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 06:05 PM) *
მაესტროსეული კადრები რატომ უნდა დავიჯერო მაინცდამაინ, არანაირად არაა დასაჯერებელი ჩემთვის არავისეული კადრები

უბრალოდ იმიტომ, რომ მაესტრო პირდაპირ ეთერში უჩვენებდა და მოგეხსენება პირდაპირ ეთერში გაყალბება თითქმის შეუძლებელია! და რუსთავმა დამონტაჟებული გადასცა და როგორ დაამონტაჟა ?

ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 06:05 PM) *
ჩემს პირდაპირ ნდობას არცერთი ტელევიზია არ იმსახურებს, ყველა სათავისოდ ატ**ებს. როგორც მთავრობას აწყობს მოწყობილი პროვოკაციები ისევე აწყობს ოპოზიციასაც და არ მითხრა რომ ასე არაა, თავისი მიქარულის გასამართლებლად არცერთი არ იშურებს ძალებს.

ამაში 100%-ით გეთანხმები ბაზარი არაა ოპოზიციაც უყ^&%&^ებს რაღაცეებს, მაგრამ ოპოზიცია თუ შეიძლება იყოს დამნაშავე მთავრობას არ აქვს ამის უფლება როდესას მის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო დგას ქუჩაში ხალხი და მათ გამო ხდება ზუსტად ეს პროვოკაციები!


ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 06:05 PM) *
მე მართლა დავიღალე აქ პოსტვით, ეს არაა ის ფორუმი, სადაც ამ თემაზე უნდა ვმსჯელობდეთ, ხშირად ფორუმისთვის უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი პოსტები რჩება ყურადღების გარეშე ამ თემის გამო, ასე კამათით ვერასოდეს მივალთ კონსენსუსამდე, ჯობია დაიხუროს ეს ტოპიკი და ავტორს მიეცეს გაფრთხილება ეროვნული შუღლის გაღვივებისთვის (ეს რათქმაუნდა ხუმრობით )

პროტესტს ვაცხადებ! თუ არ გნებავთ პოსტვას ნუ შემოხვალთ ბატონო ან წაიკითხეთ არ დაგვეთანხმოთ და გადით, დემოკრატია და თავისულება ყველა ფორუმზე უნდა იყოს და არ იქნება სწორი ამ ტემის დახურვა!


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jul 14 2009, 10:43 PM
პოსტი #98


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



Bekward
ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 12:47 PM) *
ღობეს ანგრევდნენ იმიტომ, რომ უნდა ამოეძროთ და ახლით შეეცვალათ ხო? ღობეს მანამდე ანგრევდა ის ხალხი, სანამ უცნობი გადაძვრებოდა. კარგად მახსოვს ის კადრები. რაც შეეხება ზოგადად იმ ხალხის რეაქციას, უცნობი იდგა და აღვივებდა ხალხის სისხლში დანთებულ ცეცხლს უაზრო მოწდებებით და შეძახილებით, დაპატიმრებული ადამიანის ასე უპრაკუნოდ გათავისუფლება არცერთი ცივილიზებული ქვეყნის კანონმდებლობაში არ ჯდება, ის კი ცდილობდა ხალხი წაექეზებინა, შეჭრილიყვნენ და "შეიძლება უკანონოდ" (თავს ვერ დავდებ მაგაზე) დაპატიმრებულებთან ერთად სხვების გამოშვებაც გამოეწვია, ციხეში კი მარტო შემთხვევით დაპატიმრებულები არ ზიან, როგორც მოგეხსენება, მაშინ უცნობი საცემი კი არა დასაჭერი იყო მე თუ მკითხავ, თანაც ცოტა ხნით კი არა, ხანგრძლივი "სროკით".

აუცილებელია ჩავერთო და გითხრა, დეზინფორმირებული ხარ!

ამის თქმის სრული უფლება მაქვს რადგან ვიყავი 5 მაისს ნიკა ავალიანის "ცემის" თვითმხილველი და 6 მაისის, გიორგობა დღის მსვლელობისა და აქციის უშუიალო მონაწილე. ჩამოვყვები მოვლენებს ქრონოლოგიურად.

5 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია დაიწყო დანიშნულებისამებრ, დილის 9 საათზე. აქციის შინაარსი იყო სირცხვილის ცოცხალი კორიდორების შექმნა "პირველი არხის" შენობაში შემავალი და გამომავალი თანამშრომლებისთვის, მაგრამ არა პიკეტირება ან მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა! გასაგები მიზეზებით ასეთ სიტუაციებში თანამშრომელთა უმრავლესობა შენობის გვერდითა შესასვლელს არჩევს. გადავწყვიტე რაც შეიძლება მეტი მათგანისთვის მომეწყო თბილი დახვედრა, ამიტომ გავეშურე პირდაპირ მარცხენა შესასვლელისკენ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) . გვერდითა შესაძვრომი ტელევიზიის შენობის მარცხნივ, პატარა ეზოს შიგნით არის. ეზო დაცულია რკინის ღობით, რომელიც ცოტათი გაღებული იყო რათა თანამშრომლები შესულიყვნენ. ეზოში სქელი პოლიციური კორდონი იდგა, ვერ გეტყვით რისთვის. აქციის ორგანიზატორებს ამ შესასვლელთან ცარილელი საკანი ჰქონდათ მიდგმული და ამ ფორმით შემავალთ და გამომავალთ არა მარტო მრავლისმთქმელი ტაშისა და სტვენის გავლა უწევდათ, არამედ სიმბოლური საკნისაც. ყველაფერი სიმბოლურია ჩვენს ცხოვრებაში.

ინციდენტის დროს სულ 20-25 ადამიანი ვიქნებოდით, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი და მარინა მუსხელიშვილი (აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის შვილიშვილი). წვიმიანი დღე იყო, უფრო სწორედ ციდან წვიმა კი არა, ტალახი წვრილი წვეთები მოდიოდა, ამიტომ ბევრს დაეზარა დილით მოსვლა. აქციამ დაგეგმილად ჩაიარა და დასასრულს უახლოვდება როცა შენობიდან სწრაფი ნაბიჯით გამომავალი ავალიანი გამოჩნდა. მან უმალ მიიპყრო ყურადღება. ის შემოვარდა საკანში, რაღაცა ჩაიბუტბუთა, შეიგინა, დაავლო ხელი საკანს და ამოაყირავა, რის გამო ერთი ქალი დაშავდა. ამის შემდეგ ავალიანი სიტყვიერ შელაპარაკებაში შევიდა იქ მდგომ სამი ახალგაზრდასთან, რაც სწრაფად ფიზიკურში გადაიზარდა. ავალიანი გაიქცა და ახალგაზრდები დაედევნენ, წამოეგნენ პროვოკაციას, მიუხედავად უფროსების გაბრთხილებისა. დანარჩენი ნაციონალურმა არხებმაც სიამოვნებით გაჩვენათ.

6-ში, დღე, თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია „9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის“ სამი წევრის, მათ შორის ერთი არასრულწლოვნის, სასტიკი ცემისა და დაპატიმრების შესახეებ. ეს ახალგაზრდები იყვნენ მელორ ვაჩნაძის, რევაზ რევაზიშვილისა და გიორგი ონიანი. მათ ბრალი სდებდნენ ნიკა ავალიანის ცემაში. დანიშნულ დროს მოვედით აქციაზე (მაშინ მგონი 5-ზე იწყებოდა). ყველა დაძაბული ვიყავით რაღაცის (უფრო ცუდის) მოლოდინში. აქციის დაწყებიდან ცოტა ხანში გია შემოგვიერთდა. პირდაპირ "საკანი #5"-დან წამოსული "უცნობი" ამოვიდა სცენაზე და მოგვმართა:

”გუშინ დაიჭირეს პატარა ბიჭები, ჩვენი ძმები და ჩვენ თუ ამამათ ეხლა ვაპატიებთ და იმათ არ დავიხსნით, ყველა ერთად, ასე გაგრძელდება სამუდამოდ! და ყველამ იცოდეს, ჩვენ მოვდივართ ეხლა დიღომში, იმ ბიჭების დასახსნელად!” ..

ოპოზიციის იქ მყოფი ლიდერები და გია წინ გაგვიძღვენ და დავიძარით პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ. წავედით სანაპიროთი. გზა გრძელი იყო, მთლიანობაში ალბათ ათი კილომეტრი მაინც, მაგრამ ყველა ერთმანეთს ვამხნევებდით საქართველოს სკანდირებდითა და სხვადასხვა მოწოდებებით. გიჟები არა?! არა!

რომ იცოდეთ რამდენი ხნოვანი ბატონი და ქალბატონი მოგვყვებოდა, რამდენიმე 80 წლამდეც კი. შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ არ ჩამოგვრჩენოდნენ და მსვლელობაც შიგადაშიგ ჩერდებოდა რომ უკან მყოფები დაგვწეოდნენ. ეს ხალხიც პირადი ინტერესებისთვის მოგვყვებოდა? ეგ "გამოპრუწებული" მოხუცები რამ გააგიჟა, არა?! ეჰ ... საერთოდ, ამ წელს აქციებზე აბსოლიტური უმრავლესობა 40 წელს გადაცილებული პირები დგანან და რაც ახალგაზრდები იყვნენ, ციხეებში შეგვიყარეს! რა მწარეა რომ იცოდეთ, როდესაც გამოვდივარ სახლიდან აქციაზე წამოსასვლელად და ვხედავ ეზოს დახუნძლულს დიდ-პატარით, თინეიჯერებითა და ზრდასრულებად წოდებულებით. "აბირჟავებენ" და განიხილავენ "სამკვდრო-სასიცოცხლო" საკითხებს, აქციაზე წამოსასვლელად როგორ მოიცლიან?! (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ყოველდღიურ აქციებზე ჩემი კორპუსიდან მარტო ჩემი ოჯახი და რაიონიდან კიდევ ერთი ადამიანი დავდივართ!

Bekward შენ ერთგან ახსენე რომ ლევან ბერძენიშვილი შენთვის ნოლია, რადგან ბოკერიას რომელიღაც გადაცემაში, რაღაცა უთხრა. გუბაზმა [სანიკიძემ] "ამ" ხალხს რამდენჯერმე "ნახირი" უწოდა, ესეც გაითვალისწინე!

ვუბრუნდები თემას. კოლონა საკმაოდ გრძელი იყო, მე სადღაც შუაში აღმოვჩნდი. სამმართველოსთან ნაკადმა მოუხვია და ვიწრო გვერდითა ჩასასვლელის გსწვრივ კიდევ უფრო გაიწელა. ოპოზიციის წარმომადგენლებს შენობის შესასვლელთან პატარა სცენა წინასწარ ჰქონდათ ორგანიზებული და მე რომ მივაღწიე გია გაჩეჩილაძეს უკვე წაკითხული ჰქონდადაკავებული გიორგი ონიანის წერილი (ის ფურცელი რომელიც ხელში ეჭირა). როგორც შემდეგ წავიკითხე, წერილში ონიანი ამბობდა, რომ პოლიციელებმა სასტიკად აწამეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. ამის გაგონებამ ხალხში დიდი აღელვება გამოიწვია, ნერვები დაიჭიმა. გიამ მოუწოდა ბიჭები გამოეშვათ, რის შემდეგ გადაწყვიტა გადასულიყო სამმართველოში, თვითონ, ერთპიროვნულად! "ბასრი" ფურცლით (ონიანის წერილით) შეიარაღებული გადავიდა ღობეზე და შენობისკენ გაემართა როცა შემოესია რამდენიმე ასეული სპეცრაზმელი, უსასტიკესად სცემეს და უგონო მდგომარეობაში, კუდუსუნით შეათრიეს შენობაში! სპეცრაზმელები განლაგდნენ საკმაოდ გრძელი ღობის გასწვრივ. იმან რომ ღობის იქით იდგნენ, არ შეუშალათ ხელი ნამდვილი სისხლისღვრა მოეწყოთ. მაშინ როცა მარცხენა მხარეს (სამმართველოს შენობას მოშორებულად) მდგომ სპეცრაზმელთა ჯგუფების მხრიდან თითქმის არანაირ ფიზიკურ აგრესიას არ ყოფილა, მარჯვენა მხარეს (უშუალოდ შენობის წინ, შესასვლელთან) სადაც პოლიციის მაღალჩინოსნების კონცენტრაცია იყო, პირდაპირი სადამსჯელო ოპერაცია მიეწყო.

სპეცრაზმელები რეზინისა და პლასტიკურ ტყვიებს ხალხს მიზანმიმართულად თავის არეში, თვალებში ესროდნენ. განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერებს უმიზნებდნენ. ისროდნენ როგორც ჩვენს პირდაპირ მდგარი ფორმიანები, ასევე უკან შენობის სართულებიდან. გამოყენებული იყო ხელკეტები და მომიტინგეების ხელებიდან გამოგლეჯილი დროშებიც კი! ისროლეს რამდენიმე გაზის შაშხანაც, რომელთა ბოლი საბედნიეროდ ქარმა სხვა მიმართულებით წაიღო. სამმართველოს ეზოში განლაგებული სპეცრაზმელები ქვებსა და აგურის ნამტვრევებსაც გვესროდნენ. ასფალტი მოფენილი იყო ამ ნამტვრევებით. ეს იმის ფონზე რომ გიას მეტი არავინ გადასულა ეზოში!

ქვევით დავდე ვიდეო, რომელშიც ჩანს მოვლენების ზოგადი ქრონოლოგია. ბევრი მომენტი რათქმაუნდა გამორჩა კამერას. მაგალითად: როგორ მოუწოდა გიამ არ გაჰყოლოდნენენ. მიუხედავად ამისა, ვიდეოში ჩანს როგორ ცდილობდა რამდენიმე ადამიანი მასთან ერთად გადასვლას. ეს წმინდა ემოციური გადაწყვეტილება იყო და იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა, რომ არა გარშემო მყოფთა გონიერება, რომლებმაც დროზე გააჩერეს! რაც შეეხება ღობეზე ახტომას, დიახ რამდენიმე (შვიდამდე ადამიანი) ახტა ღობეზე და დაიწყეს მისი დარწევა. ეს გიას გადასვლის პარალელურად მოხდა. აქედან ნაწილი პროვოკატორები იყვნენ, მეორე ნაწილი კი უბრალოდ დინებას გაჰყვა (რაც არ ხსნის მათ პასუხისმგებლობას, რათქმაუნდა!). ეს ყველაფერი ჩემ წინ ხდებოდა და რადგან ვხვდებოდი ზედმეტი სისხვლისღვრის მიზეზი გახდებოდა, მოჭარბებული ადრენალინის მორევში, ერთი ჩემი ხელით ჩამოვგლიჯე. დანარჩენებიც ძალიან მალე, ნებით თუ უნებლიეთ ჩამოცილდნენ მესერს. ჩვენი მხრიდან მეტი ინციდენტი არ ყოფილა! დააკვირდით ვიდეოს, იქ ჩანს ეს მომენტიც. ასევე ჩანს როგორ ჩადგნენ ქალები ცოცხალ კედლად მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის. როგორ გამოვხატავთ ჩვენს მშვდობიანობას აწეული ხელებით და თეთრი ყელსაბმებით. ამის საპასუხოდ როგორ ურტყავნდენ სპეცრაზმელები ხელკეტებსა და გამოგლეჯილ დროშებს აქციის მონაწილეებს. ხალხს ძალით ათრევდნენ სამმართველოს ეზოში, სცემდნენ და უკანა გამოსასვლელიდან აგდებდნენ. იყო მომენტები როცა ჩვენ "საქართველოს" ვსკანდირებდით ყელის ჩახლეჩვამდე, რასაც ისინი გუნდური "მიშა-მიშათი" პასუხობდნენ და ფარებზე უბრაგუნებდნენ. აი ვის ემსახურებიან რეალურად, ვისი ლოიალურები არიან! საკმარისი იყო ლიდერებს ამოეღოთ ხმა, რაიმეს მოწოდების მცდელობა ჰქონოდათ ამ აღელვებული და აფორიაქებული ხალხსთვის, იწყებოდა ფარებზე ბრახუნის ახალი ტალღა, რითაც გამიზნულად ახშობდნენ ლიდერების სიტყვებს! ისინი მოგვიწოდებდნენ მშვიდომისა და სიწყნარისკენ, ესენი კი ცდილობდნენ ხალხში გაურკვევლობა და დეზორგანიზებულობა გამოეწვიათ.

ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. სასტიკად იყვნენ ნაცემი გია და ლევანი. გია მაისაშვილს სამი მეტრიდან ესროლეს პლასტიკური ტყვია, პირდაპირ შუბლში, ოფტიკურ სამიზნიანი თოფიდან. შალვა ოგბაიძეს თავი გაუტყდა. დაშავებულები იყვნენ ზვიად ძიძიგური, დავით გამყრელიძე, ბურჯანაძის დაცვის 6-ივე წევრი, და კიდევ ათეული ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. პირადად არაფერი მომხვედრია, გადავრჩი.

მიტინგის გამართვა კანონით აიკრძალება?

გიორგი გაჩეჩილაძე - 6 მაისის ქრონოლოგია




(IMG:http://img119.imageshack.us/img119/951/50772124.jpg)
-
(IMG:http://img106.imageshack.us/img106/9182/34122075.jpg)
-
(IMG:http://img269.imageshack.us/img269/3979/78473105.jpg)
-
(IMG:http://img102.imageshack.us/img102/6696/50584030.jpg)
-
(IMG:http://img262.imageshack.us/img262/605/99553735.jpg)
-
(IMG:http://img119.imageshack.us/img119/6323/49049400.jpg)
-
(IMG:http://img199.imageshack.us/img199/7409/72461499.jpg)
-
(IMG:http://img188.imageshack.us/img188/2517/72616898.jpg)
-
(IMG:http://img263.imageshack.us/img263/921/82461085.jpg)
-
(IMG:http://img269.imageshack.us/img269/4148/17454886.jpg)
-
(IMG:http://img106.imageshack.us/img106/6757/14984768.jpg)
-
(IMG:http://img102.imageshack.us/img102/2658/85529430.jpg)
-
(IMG:http://img188.imageshack.us/img188/2079/14004961.jpg)
-
(IMG:http://img119.imageshack.us/img119/9244/48944399.jpg)

წყარო: ალბომი "9 აპრილი 2009 და შემდგომ" (myspace.com photos)


ხვალამდე!


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jul 14 2009, 11:23 PM
პოსტი #99


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



Bekward
ციტატა(beka_sh @ 14th July 2009 - 07:05 PM) *
არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში 15 წლის ბავშვს გაუპატიურებით არ ემუქრებიან!

ეს არაა ფაქტი და ნუ ვიდავებთ ამაზე, თუ მთავრობას შეუძლია პროვოკაციის მოწყობა ისევე ოპოზიციას და რახან მთავრობა არ ვარგა ოპოზიციას ნაღდად არ დავუჯერებ ყველაფერს, უბრალოდ ისინი არანაირ ნდობას არ იმსახურებენ თავის ყოველდღიური საქციელიდან გამომდინარე wink.gif

ამას გაეცანი: http://www.medianews.ge/geo/print/42969.html


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 15 2009, 09:29 AM
პოსტი #100


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



gearge
ციტატა(gearge @ 15th July 2009 - 02:43 AM) *
Bekward შენ ერთგან ახსენე რომ ლევან ბერძენიშვილი შენთვის ნოლია, რადგან ბოკერიას რომელიღაც გადაცემაში, რაღაცა უთხრა. გუბაზმა [სანიკიძემ] "ამ" ხალხს რამდენჯერმე "ნახირი" უწოდა, ესეც გაითვალისწინე!

"ბოკერიას" რომ უთხრა მაგით არ ვსაზღვრავ ვინ 0-ია და ვინ 1000! და ძალიან გთხოვთ ოპოზიციის საწინააღმდეგოს რომ ვამბობ ნურავინ ჩათვლის რომ მთავრობას ვემხრობი, კარგად წაიკითხეთ პოსტები, თქვენ ხომ თხოვთ მთავრობას პასუხს და ოპოზიციის დანაშაულზე არაფერს ამბობთ, მე კიდევ ოპოზიციის საქციელზე ვითხოვ პასუხს. სულ ეს არის.


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post

16 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 07:55 AM