თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ქართული პროგრამები + გაქართულება _ Piriform-ის პროდუქტები ქართულად

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Dec 22 2009, 10:23 AM

როგორც იქნა, გადავთარგმნე ეს ორი პროგრამა სრულიად (დიდი ხანია უკვე, მაგრამ რადგან საიტი გათიშული იყო აქ ვერ დავდე სიახლე)
როგორც მოსალოდნელი იყო, მაინც გაიპარა პატარ-პატარა გრამატიკული შეცდომებიც, ასევე ზოგიერთი ტერმინიც შესაცვლელია....
პრინციპში, უკვე შევცვალე, მაგრამ შემდეგ რილიზებში გამოჩნდება ყველაფერი,

მოკლედ ვინც იყენებთ ამ პროგრამებს, გადმოწერეთ ბოლო ვერსიები, გადართეთ ქართულზე და მიმითითეთ შეცდომაზე, ან ტერმინები თუა შესაცვლელი

http://www.ccleaner.com/

http://www.piriform.com/recuva

პოსტის ავტორი: domen Dec 23 2009, 02:56 PM

gi0_kiborg
ძალიან კარგია! smile.gif

Recuva ვნახე უცებ - პირველვე გვერდზე არის ერთი ბეჭდვის შეცდომა - წერია "დამატებით პარამეტრებთან წვდომს", უნდა იყოს "დამატებით პარამეტრებთან წვდომის", "უარყოფა-ს" მაგივრად "ღილაკს"უარყოფა"".

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Dec 23 2009, 04:55 PM

ციტატა(domen @ Dec 23 2009, 05:56 PM) *
gi0_kiborg
ძალიან კარგია! smile.gif

Recuva ვნახე უცებ - პირველვე გვერდზე არის ერთი ბეჭდვის შეცდომა - წერია "დამატებით პარამეტრებთან წვდომს", უნდა იყოს "დამატებით პარამეტრებთან წვდომის", "უარყოფა-ს" მაგივრად "ღილაკს"უარყოფა"".



გავასწორებ აბა...

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Dec 24 2009, 02:14 PM

თუ თქვენ არ გსურთ ოსტატის გამოყენება, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს უარყოფა და თქვენ გექნებათ Recuva-ს დამატებით პარამეტრებთან წვდომის საშუალება

ასე დავტოვე....

პოსტის ავტორი: sikvdila Dec 24 2009, 04:31 PM

საგოლ კაია, მითუმეტეს ისეთი პროგრამის გაქართულება რომლიც ყველა მეორე კომპზე აყენია.

დავაყენე ახალი ვერსია 23 დეკემბერს გამოსული და ვიპოვე რამდენიმე შეცდომა ასევე მაქ სავარუდო ვარიენტებიც.

ინსტალაციის დაწყებისას ავირჩიე ქართული მაგრამ ისნტალაცია ისევ ინგლისური იყო, პროგრამის ქართულად ჩაირთო მაგრამ ინსტალაცია ინგლისური იყო.



დალშე ჩემი აზრით:



აქ რეგისტრები რომ იყოს მემგონი აჯობებს. დაკლებული გაზიარებული DLL-ები რაც შეეხება აქ მძიმე უნდა მგონი დაკლებული, გაზიარებული DLL-ები. ისეკი თუ შეიძლება სხვა უფრო გასაგები სახელის მოგონება აჯობებს თორე ცოტა ძნელია მიხვედრა



აქ კიდე მემგონი აჯობებს წაშლა ეწეროს ამოღების ნაცვლად



პოსტის ავტორი: gi0_kiborg Dec 25 2009, 09:46 AM

გაიხარე,
გავასწორე
დაკლებულის ნაცვლად არარსებული ჩავწერე, გაზიარებული საერთოდ ამოვიღე.. რა საჭიროა,

რაც შეეხება ინსტალაციას, მივწერ აუცილებლად

პოსტის ავტორი: sikvdila Dec 25 2009, 07:32 PM

სხვათაშორის ეგ პრობლემა (ინსტალაციის გაქართულება) იყო Daemon Tools-ზეც თუ გახსოვს და ეხლა გამოვასწორებინე 900-ჯერ შეწუხების მერე.

არ ვიცი საერთო პრობლემაა თ უარა მაგრამ დამთხვევაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Dec 26 2009, 09:54 AM

sikvdila

ციტატა(sikvdila @ 25th December 2009 - 10:32 PM) *
სხვათაშორის ეგ პრობლემა (ინსტალაციის გაქართულება) იყო Daemon Tools-ზეც თუ გახსოვს და ეხლა გამოვასწორებინე 900-ჯერ შეწუხების მერე.

არ ვიცი საერთო პრობლემაა თ უარა მაგრამ დამთხვევაა

ინსტალერი ხომ სხვა მწარმობლის პროგრამული უზრუნველყოფით იწყბობა smile.gif

პოსტის ავტორი: sikvdila Dec 26 2009, 05:43 PM

ციტატა(otosaxel @ Dec 26 2009, 09:54 AM) *
sikvdila

ინსტალერი ხომ სხვა მწარმობლის პროგრამული უზრუნველყოფით იწყბობა smile.gif


ეგ კი მაგრამ მე ვიგულისხმე მაგალითთ Browse და მაგასთან დაკავშირებული ახსნა, მაგალითად
აირჩიეთ განსხვავებული საინსტალაციო ადგილი