მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Closed TopicStart new topic
> შრიფტები, ახსნა-განმარტება
domen
პოსტი Jun 27 2006, 01:38 PM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



მაინტერესებს, რა სახის შრიფტები არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის. და ბოლო-ბოლო, ამიხსენით ვინმემ, ეს UTF-8(და საერთოდ უნიკოდი) რა არის?

ხო, კიდე ერთი - ბრაუზერში გვერდზე ინფორმაცია sylfaen-ითაა ჩაწერილი, მაგრამ მაინც ქართულად ჩანს. მესმის, რომ უნიკოდის დამსახურებაა, მაგრამ როგორ?

ოღონდ პასუხი დაწვრილებით მომწერეთ, ამ თემაზე არაფერი ვიცი.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Jun 28 2006, 06:59 PM
პოსტი #2


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



domen
შრიფტი არსებობს ძირითადად ოთხი ტიპის, ესენია FON, TTF, Open Tipe TTF და PS შრიფტები. ბოლო სამი ლამის იდენტურია, მაგრამ ცოტა ნმოგვიანებით გეტყვი. პირველი ტიპი კი FON, არის რასტრული ვარიანტი, ანუ კუბიკებითაა აწყობილი და წინასწარ განსაზღვრული ზომებით შეუძლია მუშოაბა, თუ უფრო დიდზე გამოიყენებ მაშინ შრიფტში მოხრის ადგილებზე კვადრატული კიბეები ჩანს.
შემდეგი მიღწევა იყო TTF-ი ანუ True Tipe Font, ჯამში რასაც ხედავ ის იბეჭდებაო.

ამ შრიფტში გამოყენებულია ვექტორული აღწერა, ამ შემთხვევაში შრიფტის გაზრდა შეზღუდული აღარ არის და აღარც ზომებია წინასწარ განსასაზღვრი. პრაქტიკულად შეიძLება ზომა 1-დან დაწყებული 1 000 000-ით დამთავრებული ყველაერი დაბეჭდო. შემდეგი ეტაპი იყო გაუმჯობესებული TTF-ი ანუ Open Tipe TTF მაგაზე ერთად მუშაობდნენ ADOBE და MS-ი, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული გავრცელება ვერ ნაზა იმიტომ რომ პოლიგრაფიისთვის ჩაფიქრებული ვარიანტის ადგილი უკვე PS შრფტებს ჰქონდა დაკავებული. სამწუხარო ის არის რომ ასეთ შრიფტებს Windows-ი თავისით ვერ ცნობს საჭიროა სპეციალური პროგრამები, ერთერთი ყველაზე გავრცელებულია Adobe Type Manager, ეს შრიპტები მოგონილია Adobe-ს მიერ და გასაგებია რომ შესაბამი სოფტსაც თვითონ უშვებს.

მოკლედ ყველა ამ ტიპის შრიფტში გამოიყენება ერთი ძირითადი საერთო პრინციპი, ყველა მათგანში ინახება 256 სიმბოლო, აქედან [პირველი 33 შრიფტი არის სპეციალური სამართავი სიმბოლოები, ესენია ენტერის აღმნიშვბნელი, პრაპელი, პრინტერის მარკერი, სწორება და ასე შემდეგ, მოკელდ გაფორმების სიმბოლოები. შედმეგ მგონი 128-მდე მოდის ლათინური ანბანი რომელიშიც შედი ციფრების 0-დან 9-მდე, ნ იასნია ასოებით დიდ პატარა a-დან-z-მდე. ამის შემდეგ მოდის სპეციალური სიმბოლოები, მაგალიტად გერმანული და ფრანგული უნლაუტები, მგონი 240-მდე ეგენია და მერე მოდის ფსევდოგრაფიკის სიმბოლოები, ანუ ჰორიზონტალური ხაზი, ვერტიკალური ხაზი, შტრიხები და ასე შემდეგ, მაგალიტად იგივე Volcov Commander-ი და Norton Commander-ის ინტერფეისი აგებულია ამ ფსევდო გრაფიკის მეშვეობით, ბევრს ჰგონია რომ გრაფიკული ინტერფეისია, მაგრამ ჩვეულებრივი ტექსტური პონტია.

მოკლედ ინგლისური ასოები და ციფრები პრაქტიკულად არცერთ შრიფტში არ იცვლება, აი რუსებმა მოიგონეს რომ დამატებით განყოდილებაში ანუ 128-დან 240-მდე ჩაესვათ თავიანთი კირილიცა, იდეაში ეს რუსების იდეა არ არის თავიდანვე ალტერნატიული ასოებისთვის იყო ჩაფიქრებული, ქართველებმა უყურეს ამ ამბავს და მოინდომეს რომ ერთ შრიფტში ყოფილიყო ინგლისური, რუსული და ქართული ასოები, ეს მხერხდა იმის ხარჯზე რომ ფსევდოგრაფიკის მაგივრად ჩაისვა ქართული ასოები. მოკლედ თავის დროზე მაგარი დომფხალი იყო ამის გამო ჩატვირთავდი ქართულ დრაივერს და იგივე Norton Commander-ი გაუგებარ რაღაცეებს შითავდა, მაგალითად გადაწერის პროგრეს ბარი ხაზებით კი არ ივსებოდა, არემედ ქართული ასო "ჭ"-თი ივსებოდა, მაგარი სანახავი იყო :-).
როგორც ხვდებით ასეთი პრობლემა მარტო ქართველებს არ ჰქონდათ. შემდეგი ეტაპი იყო გარკვეული სტანდარტიფიკაცია, ამისათვის მოგონილი იყო სამი ძირითადი სტანდარტი: 1. ქართული ასოები ჩასმული იყო პირველი 128 სიმბოლოს ადგილზე, ასეთი არის დღემდე შრიფტი Acadnusx-ი და მისნაირები, ანუ ამ შრიფტებშI ინგლისური ასოები არ არის, ნუ გარდა რომაული ციფრებისთვის საჭოო გამონაკლისებისა, საქმე იმაშია რომ სისტემუ შრიფტში ასეთი რამ დაუშვებელია, პოლიგრაფია კიდედევ იტანს, მაგრამ სისტემისთვის ინგლისური ასოების არ ქონა საშინელებაა. 2. შემდეგი ეტაპი იყო ქართული დიდ პატარა ასოების ჩაკვეხება პირველ განყოფილებაში, საკმაოდ პროგრესული იდეა იყო მაგრამ არ გაამართლა, თუმცა დღემდე ბევრი რედაქცია სწორედ ასეთ შრიფტებს იყენებს. მესამე იყო ეგრეთწოდებული GEO_Arial, Geo_Times შრიფტები, აქ იყო პირველი 128 ინგლისური ასოები და შემდეგ რუსულის და ფსევდოგრაფიკის ადგილზე იყო განლაგებული ქართული ასოები. გარკვეულ დრომდე ამართლებდა, მაგრამ ინტერნეტის და ოპერაციული სისტემიბის განვითარებან საჭირო გახადა უფრო მაშტაბურად აზროვნება, საქმე იმაშია რომ გაჩნდა ვებ გვერდები სადაც ყოველი ვებ დიზაინერი თვლიდა რომ მის მიერ გამოყებნებული შრიფტი საუკეთესოა (ქართული ინტერნეტი დღემდე გადაჭრელებულია ასეთი შეგნების საიტებით). მსოფლიო მაშტაბით კი ეს ნიშნავდა კატასტროფას, მომხმარებელს ან ყოველი საიტიდან ასალი შრიფტები უნდა ექაჩა, ან დიზაინერებს რაღაც ერთი საერტო უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ 256სიმბოლოშჳ ყველა არსებულ ენას კოდირებას და შრიფტს ვერ მოათავსებდი, ამიტომ მოუწიათ ამ საქმეზე მწარმოებლებს და არა მომხმარებლებს დაფიქრება. ასე გამოჩნდა უნიკოდი.

მოკელდ უნიკოდი პირველად მგონი SUN-მაჩამოაყალიბა შემდეგ MS-ი ჩაერთო მთელი ძალით. იდეა შემდეგშია, შტიფტ უნდა იყოს სპეციალურ ფორმატში ჩაწერილი, ქართულად მას მულტიშულტირებულს ეძახიან, ასეთ შრიფტში 256 სიმბოლოიანი შეზღუდვა მოხსნილია, მგონი ასეთ შტრიფტებში 12 ათასი სიმბოლო ინახება, ზუსტად არ ვიცი ამიტომაც მაპატიეთ თუ შეცდომებს დავუშვებ ვინც ზუსტად იცის იმას დააკონკრეტოს შემდეგ. იდეაში ყოველ ქვეყანას მიეცა თავისი სიმბოლოები დიაპაზონი, ქართული ასოები ასეთ შემთხვევაში ზის 4 ათასის ფარგლებში, ზუსტად ნომრები არ მახსოვს, ახლა სპრავოჩნიკებში ნუ მაძებნინებთ. ქართულთან ერთად ასეთ შრიფტში არის თურქული, ჩინური არაბული სომხური ებრაული და მოკლედ პრაქტიკულა დყველანაირი შრიფტი. საჭIროა უბრალოდ სპეეციალური დრაივერის კლავიატურული დაყენება, რომელიც შესაბამის ენაზე გადართვისას კლავიატურაზე დაჭერის სიმბოლოებს შესაბამისი დიაპაზონიდან გამოიტანს, ხოლო ვებ გვერდში ამ დიაპაზონს განზაზღვრავს კოდირების გვერდი.

ძირითადი ესაა. ძირითად სტანდარტული შრიფტი რომელიც ყველა ამ სიმბოლოს შეიცავს არის Sylfaen-ი, თუმცა ასეთივეა Arial_იც და კიდევ ერთი ორი შრიფტიც, მათი გამორჩევა იოლია, ჩვეულებრივი 256 სიმბოლოიანი შრიფტებისგან განსხვავებით უნიკოდ შრიფტები რამდენიმე ათეულ მეგაბაიტს იწონიან, გასაგებია რატომაც, მთელი პლანეტის შრიფტებია შეტენილი :-)

რაც შეეხება შრიფტების რედაქტირებას, ჩვეულებრივი 256 სიმბოლოიანი შრიფტები ძალიან ბევრი რედაქტორით შეიძლება ყოს ჩასწორებული ან გაკეთებული, ყველაზე მოხერხებულია პროგრამები Fontlab და Macromedia Fontographer-ი, აი მულტიშულტირებული შრიფტები პირადად არასდროს ჩამისწორებია, მაგრამ თუ შრიფტ GLAXO-ს შემქმნელების სიტყვებით ვიხელმძღვანელებთ გარკვეულ სითულეს წარმოადგენს და სპეციფიკურ დამუშავებას საჭიროებს, თუმცა ეს მაინც ზედმეტ გამუუქებად მიამჩნია.

მოკლედ მგონი სულ ეს არის, თუ რაიმეში შევცდი დიდი ბოდიში, მაგრამ არამგონია რაიმე არასწორად დამეწეროს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
nikolausi
პოსტი Jun 28 2006, 07:15 PM
პოსტი #3


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 259
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: მშობლიური მიწა
წევრი №: 49



მალადეც ja_ja მალადეც (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
გიგა
პოსტი Jun 28 2006, 08:03 PM
პოსტი #4


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 1.126
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Saxli
წევრი №: 7



კიდე დაუმატებდი ა-ს შეესაბამება #4304 ჰ-ს #4336
კიდე ერთ საიდუმლოს გავახელ ვებ პროგრამირებასთან დაკავშირებულს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და არა მხოლოდ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
აი მაგალითად უფასო ჰოსტინგ სერვერზე narod.ru ვერ შეინახავთ UTF-8 კოდირებაში ტოესტ შეინახავთ, მარა მერე არაკორექტულად აჩვენებს მაგრამ გამოსავალი არსებობს, ამისათვის საჭიროა ა-ს მაგივრად დავწეროთ ასეთი რამე & #4304; და ა.შ. მაგრამ მთელს ტექსტს ასე რა დაწერს, ამისათვის ასე შეიძლება გაკეთდეს ამ გვერდს ვხსნით Internet Explorer-ში
და ვინახავთ windows-1251 კოდირებაში (აწერია кирилица (windows)). შევამოწმოთ, ტექსტი ნამდვილად ბროუზერში ქართულად ჩანს, აი ბლოკნოტზე კი რა მოგახსენოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) .
არამგონია ეს ფაქტი narod.ru სთვის ვინმემ გამოიყენოს მარა ცოდნა საჭიროა, რა იცი რა დროს გამოგადგება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------

Если не стоит, то и не стоит.
Слабый пол сильнее сильного лишь в силу слабости сильного к слабому...
Работа с красивыми женщинами теоретически возможна, а на практике - все время стоит...




Go to the top of the page
 
+Quote Post
Davidus
პოსტი Jun 28 2006, 08:43 PM
პოსტი #5


In vitro member
****

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 545
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 11



აუუუ მაგის წაკითხვა არ გინდააა?! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) კიდო კაი ვიცი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

მე წაკითხვა მეზარება და კაცმა დაწერა ტოო აზრზე ხარ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
merabi
პოსტი Jun 28 2006, 08:53 PM
პოსტი #6


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 387
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 18



ციტატა
კიდე დაუმატებდი ა-ს შეესაბამება #4304 ჰ-ს #4336
კიდე ერთ საიდუმლოს გავახელ ვებ პროგრამირებასთან დაკავშირებულს და არა მხოლოდ
აი მაგალითად უფასო ჰოსტინგ სერვერზე narod.ru ვერ შეინახავთ UTF-8 კოდირებაში ტოესტ შეინახავთ, მარა მერე არაკორექტულად აჩვენებს მაგრამ გამოსავალი არსებობს, ამისათვის საჭიროა ა-ს მაგივრად დავწეროთ ასეთი რამე & #4304; და ა.შ. მაგრამ მთელს ტექსტს ასე რა დაწერს, ამისათვის ასე შეიძლება გაკეთდეს ამ გვერდს ვხსნით Internet Explorer-ში
და ვინახავთ windows-1251 კოდირებაში (აწერია кирилица (windows)). შევამოწმოთ, ტექსტი ნამდვილად ბროუზერში ქართულად ჩანს, აი ბლოკნოტზე კი რა მოგახსენოთ .
არამგონია ეს ფაქტი narod.ru სთვის ვინმემ გამოიყენოს მარა ცოდნა საჭიროა, რა იცი რა დროს გამოგადგება


ან მაიკროსოფტ ფრონტპეიჯში აკრიბეთ ტექსტი ავტომატურად გადააქცევს #4340_ად და მისნაირებად
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Jun 29 2006, 07:46 AM
პოსტი #7


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



merabi
ისე აიღე ძველი Macromedia Dreamweaver MX 2004 დაწერე თუნდაც UTF-8 კოდირებიან გვერდში დიზაინ ფანჯარაში ტექსტი და კოდში ავტომარურად ეგ იკრიფება. მაგრამ ცუდი ის აქვს მაგ მეთოდს რომ დოკუმენტის ზომა 6-7-ჯერ იზრდება, თუმცა დადებითი ის აქვს რომ ძალიან ბევრ კოდირებულ გვერდზე მაინც სწორედ ჩანს. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ სამუშაო დიაპაზონი კი არ ეთითება, არამედ ეთითება საჭირო შრიფტის შესაბამისი კოდის ნომერი. მორჩა ამის მერე მთავარია თვითონ შრიფტი არსებობდეს სისტემაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jun 29 2006, 08:04 AM
პოსტი #8


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ja_ja
(IMG:style_emoticons/default/blink.gif) მადლობის მეტი რა მეთქმის...

აგერ რაც გავიგე:
თუ sylfaen-ით ჩავწერ ტექსტს #4304-დან #4336-მდე, მაშინ წაიკითხავს ქართულად, მაგრამ შეიძლება თუ არა გვერდს თავშივე მიეთითოს ისეთი რამე, რაც მთელ გვერდზე აიძულებს წეროს ქართულად(და ინგლისურადაც)?


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Jun 29 2006, 11:28 AM
პოსტი #9


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



domen
ციტატა
მაგრამ შეიძლება თუ არა გვერდს თავშივე მიეთითოს ისეთი რამე, რაც მთელ გვერდზე აიძულებს წეროს ქართულად(და ინგლისურადაც)?

რაღაც აზრი ვერ გავიგე კითხვის!

გვერდიოს თავში უთითებ UTF-8-ს და მორჩა, რაც შეეხება დაწერას, ისე როგროც ამ ფორუმზე იწერება, საჭიროა ან სკრიპტით უზრუნველყოფა, ან სისტემის კლავიატურული დრაივერით უნდა ისარგებლო. სხვა აზრი ვერ გავიგე. დააკონკრეტე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 17 2006, 07:50 AM
პოსტი #10


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ja_ja
ანუ როგორ(ტექნიკური მხარე) უნდა მიეთითოს ბრაუზერს, ვორდს ან ედიტორს, რომ sylfaen-ით კი ვწერ, მაგრამ ქართულად მინდა ვწერო?


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Jul 17 2006, 10:08 AM
პოსტი #11


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



domen
კაცო გევრდს უთითებ UTF-8 ანუ უნიკოდია და 256 სიმბოლოს გაცდენილი პონტია.
დალშე თუ გინდა ქართულად წერო გადაგყავს ტექსტის აკრეფვა კლავიატურის დრაივერის მეშვეობით და მორჩა, ქარტული კლავიატურა ავტომატურად კრიფავს 4 ატასის დიაპაზონში. არის კლავიატურის განლაგება და დიაპაზონი, დიაპაზონი KA-სტვის ანუ ქაერტულისთვის ერთია და არ იცვლება, შეგიLძია შეცვალო ასოების განლაგება კლავიატურაზე, სულ ეგაა.

WORD 2003-იდან დაწყებული ტექსტში არაფერია მისათითებელი, ავტომატურად გადაყავს შესაბამის შრიფტზე ტექსტი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 19 2006, 12:35 PM
პოსტი #12


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ja_ja
KA-ზე დავაყენე, მაგრამ რაღაც უაზრო კლავიატურა გამომიტანა. მძიმე და წერტილის ადგილას ქართულ ასოებს ვინ ჩივის, საერთოდ არეული იყო(მაგალითად უ=E). როგორ შეიძლიება მაგის გასწორება?


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
merabi
პოსტი Jul 19 2006, 09:08 PM
პოსტი #13


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 387
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 18



კომპინფოს ელ. ნომერის მერვე ჟურნალშია აღწერილი ყველაფერი და ნახე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Jul 20 2006, 12:36 PM
პოსტი #14


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



domen
ეხ ჩემო DOMEN იცი რა ძველის ძველი თემ,ა აწიე :-) 2001 წელში მაგარი აქტუალური იყო, ასე გაგრძელდა 2002-2003-შიც, მარა ნელნელა გაიასნდა. მოკედლ ეგ არის ჩვენი ჭკვიანი პარლამენტარების ბრალი. MS-ს ერთერთმა ენის პალატის წევრმა ეგეთი განლაგება გაუგზავნა :-) ხომ მაგარი კაცია :-).

რუსებს აქვთ 3 ნაირი კლავიატურული განლაგება თვითონ ინგლისურს აქვს 2 თუ 3 ნაირი და თურმე მხოლოდ ქართულს სჭირდება 1 განლაგება :-) ესეიგი როდესაც ეგ განლაგება გაიჩითა ყველა დაქლიბდა. იმიტომ რომ მაგ დროისთვის მიახლოებით იყო ასეთი სიტუაცია, ინგლისური განლაგებით კრიფავდა მომხმარებლების 70-80% დარჩენილი 25-20% კრიფავდა რუსული განლაგებით, მოხერხებული იყო განსაკუთრებით მაშIნ როდესაც ერთ შრიფტშI იყო ბეჭდვითი და პატარა ასოები შიფტს აწვები მტავრულით კრიფავ, აუშვებ ნუსხურია. და დარჩა DOS-ის დროინდელი ჩამორჩენილი რედაქციები და თაობები რომლებიც მუშაობდნენ მაგ XP-ური განლაგებით. და ამ უმცირესობიერ ერთერთმა წარმომადგენელმა მოახერხა და მხოლოდ თავისი აზრის მოხვევა სინჯა მთელს საქართველოზე ხომ მაგარია :-).

ეჰ დომფხალის ქვეყანაა რა. სულ იმის ბრალია რომ სტანდარტების ორგანო არ არსებობს, ახლა რომ იქმნება (უფროსწორედ აპირებს შეიქმნას) ინფორმაციული ტექნოლოგიების ფგანვითარების ასოციაცია, იქნებ მაგან მაინც მოაბას მაგ საქმეს თავი.

P.S. კაროჩე გამოსავალი ელ_ჟურნალ #8-შია, დაყენებაც და საჭირო დრაივერებიც მოყვება, ეს დრაივერები ამოღებულუია Win 2000-დან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 21 2006, 04:03 PM
პოსტი #15


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ja_ja
დიდი მადლობა. ვცდი ეხლავე. თემამ მგონი თავი ამოწურა, ასე რომ ვხურავ.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 02:07 PM