მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> “The COMPINFO (R)Evolution”, Wiki, ახალი ვებ საიტი და სხვა
ეთანხმებით თუ არა ქვემოთ მოყვანილ შემოთავაზებას?
გთხოვთ მხოლოდ აქტიურმა ფორუმელებმა მიიღოთ მონაწილეობა!
დიახ ვეთანხმები, სრულად (გთხოვთ დაპოსტოთ რატომ)! [ 14 ] ** [87.50%]
დიახ ვეთანხმები, ნაწილობრივ (გთხოვთ დაპოსტოთ მიზეზი)! [ 2 ] ** [12.50%]
არა, არ ვეთანხმები (გთხოვთ დაპოსტოთ მიზეზი)! [ 0 ] ** [0.00%]
სულ ხმები:: 16
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
gearge
პოსტი Aug 27 2008, 03:49 PM
პოსტი #1


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



მინდა შემოგთავაზოთ იდეა რომლზეც დიდი ხანია ვფიქრობ(თ), მაგრამ იმ სახით რა სახითაც ვაპირებ შემოგთავაზოთ, ყველაზე რეალურია განხორციელდეს. რათქმაუნდა ეს ტექსტი პირველ რიგში კომპინფოს ძირეულ ადმინისტრატორ Ja_Ja-სთვის არის გამიზნული, მაგრამ მის პირდაპირ მიმართვისგან თავს შევიკავებ რადგან ზუსტად თქვენი(!) კომპინფის აქტიური მომხარებლების გადასაწყვეტია ყველაფერ ქვემოთთქმულს განხორციელება უწერია თუ არა! მე ვსაუბრობ და ალბათ სათაურიდანაც მიხვდებოდით, კომპინფოს ბაზაზე ვიკის შექმნაზე! ტექნიკურ დეტალებზე გადასვლამდე, უნდა გითხრათ რატომ მიმაჩნია რომ კომპინფოს სჭირდება ვიკი საიტი და კონკრეტულად რას ვგულისხმობ მის ქვეშ. რატომ ვიკი? ვიკი (მაგალითისთვის აიღეთ ვიკიპედია) ვებ საიტის მართვის ღია სისტემაა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს (მაგრამ არ გამორიცხავს) მართვის "ბიუროკრატიას". რა კავშირშია ეს კომპინფოსთან? "ბიუროკრატია" ამ შემთხვევაში უხეშად გამოყენებული სიტყვაა, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა "ერთპიროვნული მართვის სისტემა რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ამუხრუჭებს განვითარებას" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) კომპინფოს არსებული ხედვის მიხედვით, საიტზე ნებისმიერი ცვლილების შეტანის ძალა მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს. ეს გულისხმობს როგორც საიტის მართვის ტექნიკურ დეტალებს, ასევე ნებისმიერი ახალი მასალის დამატების საკითხებსაც. ერთისმხრი ეს სრულიად გასაგებია, საიტის შემქმნელს არ სურს გაუფილტრავი, დაუსრულებელი და/ან არაფორმატირებული ინფორმაცია მოხვდეს საიტზე, მეორესმხრივ ეს გულისხმობს რომ საიტის ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს საკმარისი თავისუფალი დრო საიტის სათანადოდ მართვისთვის, ძვირფასი დრო რომელიც ბატონ Ja_Ja-ს სამწუხაროდ არ აქვს! ამავდროულად უნდა გვესმოდეს რომ ძნელია საკუთარი ქმნილების/პირმშოს ასეთ დონეზე მართვა გადასცე სხვა პირს ან პირებს, რამდენადაც არ უნდა ენდობოდე/იცნობდე მათ: როგორც მინიმუმ ადამიანების გემოვნება, ხედვა განსხვავდება. ამიტომ ალბათ უსამართლო იქნებოდა რაიმე რევოლუციური ცვლილება გვეთხოვა ჯა_ჯა-სგან, მაგრამ კომპინფოს საიტის განვითარება-წინსვლისთვის გარკვეული გაუმჯობესებები აუცილებელია მოხდეს! ამიტომ domen-სა Power_Vano-სთან ერთად გთავაზობთ შემდეგს:

* არსებული საიტი რაიმე სახით გამოეყოს კომპინფოს (ქვედომენზე ან გამოყოფილ საქაღალდეში)

თუ გვსურს ძველი საიტის შენარჩუნება (ამისთვის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის რომანტიკულიც:-) საჭირო იქნება ეს ნაბიჯი გადაიდგას!

* შემუშავდეს ახალ საიტი, უფრო მძლავრ ძრავაზე. არჩევანი შეჩერდა ჯუმლაზე.

რატომ Joomla? ის ერთ-ერთი საუკეთესო ვებ საიტის მართვის სისტემაა, როგორც მოქნილობით, ასევე გაფართოებადობით. დომენმა თავის თავზე აიღო ახალი კომპინფოს ვებ საიტის მომზადება და უკვე ეხლა მუშაობს მასზე! ის მალე წარმოგვიდგენს მას და ყველას გვექნება საშუალება აქ, ამ თემაში მივიღოთ მონაწილეობა ამ ახალი ვებ საიტის განხილვაში! ნებისმიერი კომენტარი ყურადღებით განიხილება!

საერთოდ რატომ უნდა შეიცვალოს კომპინფოს საიტი? ამის ერთ ერთი მიზეზის შესახებ როგორც დომენმა, ასევე მე ჯერკიდევ 2007 წლის სექტემბერში (ანუ ერთი წლის წინ) დავწერეთ საერთო ფორუმის თემაში “დროა, ჩვენც გავაკეთოთ რამე კომპინფოსთვის”:

".. ვაღიარებ, კატეგორიებად დაყოფა ნამდვილად მოიკოჭლებს სამწუხაროდ, ჯაჯას ჯერ არ სცალია, რომ ცოტა დაწვრილებით დაყოს ან ერთი-ორი კატეგორია დაამატოს, იმედია, მალე უფრო მოხერხებული სისტემა იქნება"

"მართლაც, კომპინფოზე მასალების უხილავი კლასიფიკაცია მოუხერხებელი და დამაბნეველია. არსებული დაყოფა (Soft News, Hard News, Warez) არასაკმარისია. ინფორმაციის მასაში საჭირო ინფოს პოვნის ერთადერთი რეალური გზა ძიების სისტემაა, რომელიც თავისმხრივ სასურველ შედეგს იძლევა მხოლოდ სწორად შერჩეული საძიებო სიტყვის (სიტყვათა) შეყვანის შემთხვევაში. ამის გაკეთება გამოუცდელი მომხმარებლისთვის ძალიან რთულია. ამიტომ (და არა მარტო) გთავაზობთ დავეხმაროთ compinfo.ge-ს ადმინისტრაციას შეძლებისდაგვარად განავრცონ არსებული დაყოფა კატალოგიზაციით .."

ყველაფერი ღირებული (სტატიები, მნიშვნელოვანი სიახლეები, მაღაზია და ა.შ.) გადმოკოპირდევბა ახალ, გაუმჯობესებულ საიტზე. ძველი საიტი დაარქივდება!

* კომპინფოს დაემატოს ახალი ქვედომენი, რომელიც გამოხატავს ზემოთთქმულ იდეას ვიკის შექმნასთან დაკავშირებით, დავუშვათ wiki.compinfo.ge

გარკვეულწილად უპასუხო დარჩა თავში დასმული კითხვა: რატომ ვიკი? ამ ტექსტის აგებულება მხოლოდ აქედან მაძლევს საშუალებას განვაგრძო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ვიკის დედა აზრი გარემოს შექმნაა სადაც ნებისმიერ მსურველს (მაგრამ შეგვიძლია შევზღუდოთ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებამდე) აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა საიტის მართვაში და ზედმეტი პრობლემების გარეშე გააუმჯობესოს/განავრცოს ან განათავსოს ახალი მასალები (იგულისხმეთ სტატიები და განხილვები) საიტზე. ის იდეალური ადგილია როგორც სრულფასოვანი ნამუშევრებისთვის, ასევე მოუმზადებელი, დაუსრულებელი სტატიების, ანუ ეგრედ წოდებული “დრაფტების” განსათავსებლად! მაგალითად ჩვენ ფორუმელ გიორგიუსის შეეძლება მისი ჩანასახოვანი სტატია უბუნტუ ლინუქსის ინსტალაცია/გამართვაზე განთავსოს უშუალოდ ვიკიზე, შესაბამისი სახელის მქონე ახალ გვერდზე, სრულად რედაქტირებად ბროუზერიდანვე როგოც მის, ასევე ნებისმიერი ჩვენგანის მიერ! სურვილის შემთხვევაში პირველ ავტორს უნდა შეეძლოს მისი სახელის (ან რაიმე სხვა საიდენთიფიკაციოს, მაგალითად ფორუმის ნიკის/სახელის) მითითება ნამუშევრის ბოლოში, მაგრამ თვით ნამუშევარი უნდა რჩებოდეს ნებისმიერი დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ რედაქტირებადად (გამონაკლისები შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღოს ადმინისტრაციამ)! ეს საჭიროა ვიკის კონცეფციის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობის შესანარჩუნებლად: ღია ვიკი იძლევა საშუალებას არა მარტო ავტორისა და ადმინისტრაციის, არამედ საზოგადოების რესურსით შენარჩუნდეს საიტზე გამოქვეყნებული მასალა მუდამ განახლებულ მდგომარეობაში, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ამავე მასალის სტატიკური სახით, სტანდარტულ ვებ საიტზე განთავსების შემთხვევაში - კომპინფოს მიმდინარე რეალობა! მოგეხსენებათ საზოგადოების რესურსი თითქმის შეუზღუდავია ავტორისა და ადმინისტრაციისთან შედარებით. აქედან გამომდინარე ვიკი იძლევა საშუალებას ოპერატიულად იქნეს გათვალისწინებული მომხმარებლების კომენტარები და შემოთავაზებები. ასევე ვიკი წარმომიდგენია როგორც პლაცდარმი ნებისმიერი ნამუშევრის სრულყოფილებამდე დასაყვანად, რის შემდეგაც მხოლოდ კომპეტენტური პირის, Ja_Ja-ს(!) თანხმობით ის განთავსდება კომპინფოს მთავარ საიტზე, შესაბამისი კატეგორიის ქვეშ და საწყისი ავტორის მითითებით (როგორც მინიმუმ)!

* ვიკი განთავსდეს, გაიმართოს და მასში ჩაკოპირდეს კომპინფოს ყველა არსებული სტატია (სახელების მიხედვით). მასალები, ღია რედაქტირების შემდეგ გადაკოპირდენ მთავარ საიტზე

როგორც ამ ასევე ყველა დანარჩენ საკითხზე (მთავარი საიტის განთავსება-გამართვის, ფორუმის ოფტიმიზაციის ახალი ძრავის ქვეშ და ასე შემდეგ) სიამოვნებით იზრუნებენ domen და Power_Vano! გვესმის რომ ჯა_ჯა-ს არ აქვს საკმარისი დრო ყველა ზემოთ აღწერილი ოპერაციის განსახორციელებლად, ამიტომ ერთადერთი რასაც უმორჩილესად ვთხოვთ, არის მისცენ ამ ორ (და მხოლოდ ამ ორ) პიროვნებას საკმარისი ადმინისტრაციული ძალაუფლება რომ მოახდინონ ყველა ცვლილება, რომლებიც ასე აუცილებელია კომპინფოს წინსვლისთვის! საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა უკვე შერჩეულია: MediaWiki ვიკის, ხოლო ჯუმლა ვებ საიტის ძრავად (ფორუმი მხოლოდ ოფტიმიზირებული იქნება ახალ ძრავასთნ სამუშაოდ). ინსტალაციის სცენარი უკვე გათამაშებულია localhost-ზე!


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
6 გვერდი V  « < 4 5 6  
Start new topic
გამოხმაურებები (100 - 111)
Power_VANO
პოსტი Mar 4 2009, 04:57 AM
პოსტი #101


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



გმადლობთ შეფასებებისთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მანდ გამოვიყენე აი ეს შრიფტი: BPG Nino Mtavruli ბოლდიანი ვარიანტი.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Mar 4 2009, 12:43 PM
პოსტი #102


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



Power_VANO
მაგარია (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
პროსტო ერთი რამე უნდა გკითხო შრიფტი ბოლდი რომ აიღე, უბრალო უფრო კარგად არ ჩანს? ანუ უბრალოზე ისევ ესეთად ჩანს და გამოდდება ჭირდება?


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 4 2009, 01:28 PM
პოსტი #103


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ბოლდი იმიტომ ავიღე, რომ დიდ რეზოლუციებზე კარგად და მკვეთრად ჩანს უფრო. ჩვეულებრივი თხელია უფრო.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Mar 4 2009, 01:30 PM
პოსტი #104


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 4th March 2009 - 05:28 PM) *
ბოლდი იმიტომ ავიღე, რომ დიდ რეზოლუციებზე კარგად და მკვეთრად ჩანს უფრო. ჩვეულებრივი თხელია უფრო.

აჰა გასაგებია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , ახლა 800X480-ზე ვარ და ალბათ მაგიტომ მომეჩვენა ეგრე (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 10 2009, 09:43 AM
პოსტი #105


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



აჰაა, სპეციალურად მაღალი გარჩევადობებისთვის დავამზადე ეს ღილაკები, რომ 1280+ ზე კარგად ჩანდეს.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Mar 10 2009, 04:23 PM
პოსტი #106


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



რადიაციის ნიშანი მეგონი ზედმეტია, ფერზე კი გეთანხმები, წითელი უნდა იყოს, მაგრამ მგონი მარტი ! ეყოფა, ცენტრში რომ იყოს, ცოტათი გაფორმებული


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 10 2009, 06:54 PM
პოსტი #107


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



არა, რაც ეგ დავაყენეთ, მას მერე უაზროდ აღარ მიგვიღია მე და დომენს PM-ში შეტყობინებები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ერიდებიან ახალი იუზერები ეტყობა მაგას (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
sikvdila
პოსტი Mar 14 2009, 04:46 PM
პოსტი #108


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 291
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Trance
წევრი №: 67



მოგესალმებით ყველას

მივესალმები იდეას საიტის განახლების შესახებ. ასევე მივესალმები იდეას Joomla-ზე გადასვლას.

მე თვითონ უკვე რამდენიმე წელია Joomla-ზე ვჩალიჩობ და ასეთუისე მაქ გამოცდილება ასვე კონტაქტები ცნობილ თიმებთან და თუ საჭირო იქნება ისეთი კომპონენტების ან მოდულების შოვნა რაც არ ყოფილა პუბლიკისათვის განკუთვნილი შემიძლიათ დაგეხმაროთ

კიდევ გადავიკითხავ პოსტებს და დაგეხმარებით თუ ინებეთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

P.S

სორრიტ ეს როდინდელი პოსტი ყოფილა, მე რატომღაც ახალი მეგონა. როგორც ჩანს აქ Joomla-ზე არ განიხილება საკითხი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 14 2009, 05:28 PM
პოსტი #109


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



sikvdila
დიდი მადლობა, მხარდაჭერისთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
nick_el_son
პოსტი Feb 21 2011, 06:27 PM
პოსტი #110


ახალბედა
*

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 6
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: სადაც თქვენ არ ხართ

წევრი №: 9.342



ეჰ რა კარგი იდეები იყო და როგორ ვერ განხორციელდა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) (((
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Feb 21 2011, 07:25 PM
პოსტი #111


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



როგორც კომპინფოელი მოვითხოვ საიტის განახლებას!


WEB მართალია ფაქტიურად არ მახსოვს ამგრამ თუ საჭიროა გავიხსენებ კიდეც, კომპინფოს ჭირდება ახალი ძრავი, ja_ja გვიშველე!


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
nick_el_son
პოსტი Feb 22 2011, 06:58 AM
პოსტი #112


ახალბედა
*

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 6
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: სადაც თქვენ არ ხართ

წევრი №: 9.342



+1


ოღონდ ეს საიტი განაახლეთ და ლეპტოპების მიმოხილვებს მე დავდებ ხოლმე და "how to"-ს ტიპის სტატიებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


პროსტა ტეხავს რა , პირველი სერიოზული საიტია კომპიუტერული ტექნიკის შესახებ და ესე უაზროდ მოკვდეს (IMG:style_emoticons/default/sad.gif)

+1


ოღონდ ეს საიტი განაახლეთ და ლეპტოპების მიმოხილვებს მე დავდებ ხოლმე და "how to"-ს ტიპის სტატიებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


პროსტა ტეხავს რა , პირველი სერიოზული საიტია კომპიუტერული ტექნიკის შესახებ და ესე უაზროდ მოკვდეს (IMG:style_emoticons/default/sad.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post

6 გვერდი V  « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 08:05 PM