მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> IPB-ს ვერავინ ვერ აყენებს myweb-ზე, მასტერებო რაშია საქმე :) ???
student777
პოსტი Jun 29 2007, 11:52 PM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 914
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 474



IPB-ს ვერავინ ვერ აყენებს mywbe-ზე(უფასო ჰოსტინგი რომა) გავიკითხე და რაღაც მსქ ჭირს რაღაცა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მასტერებო რაშია საქმე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ??? არ დაყენდება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ??? ნუ თავის თავად მეც ვერ დავაინსტალირე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და რომელ უფასო ჰოსტზე შეიძლება IPB საინსტალირება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირკა
პოსტი Jun 30 2007, 10:31 AM
პოსტი #2


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 115
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 482



student777
caucasus.net-ზე. (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
გიგა
პოსტი Jun 30 2007, 03:32 PM
პოსტი #3


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 1.126
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Saxli
წევრი №: 7



student777
ისა და რა პრობლემა გაწუხებს?
მე რომ მანახე ის?
გამოსავალი ხო გითხარი. თუ არ იცი როგორ გააკეთო სკინს დავდებ და დავწერ, თუ ისაა, მარა თუ რამე სხვაა მაშინ არ ვიცი


--------------------

Если не стоит, то и не стоит.
Слабый пол сильнее сильного лишь в силу слабости сильного к слабому...
Работа с красивыми женщинами теоретически возможна, а на практике - все время стоит...




Go to the top of the page
 
+Quote Post
student777
პოსტი Jun 30 2007, 06:04 PM
პოსტი #4


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 914
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 474



ირკა
მერე ჰოსტს არ მაძლევენ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რომ მივწერე მაივებზე აიგეო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

გიგა
რავი გიგი შენ რომ მითხარი საერთოდ არ იყო მესე, მერე კიდე ახლობელმა ნახა, და აქ არ დაყენდებაო (IMG:style_emoticons/default/sad.gif)

რავი აბა მიდი დადე სკინები (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
გიგა
პოსტი Jun 30 2007, 10:13 PM
პოსტი #5


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 1.126
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Saxli
წევრი №: 7



student777 სხვათაშორის გიგა მქვია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
შედი ფტპ-თი და იმ ფაილებს და ფოლდერებს(ყველას ცალ-ცალკე) მარჯვენა - პროპერტის- და გამოვა ასეთი ფანჯარა

(IMG:http://lh5.google.ru/gigakoka/Roanxjj0iwI/AAAAAAAAAC0/WFwbLMsVw0Y/s800/Chmod%20775.jpg)

ეს არის chmod 775 შენ უნდა მონიშნო სუყველა იმ ერთის ჩათვლით რომელიც ამ სურათზე არაა მონიშნული

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია გიგა: Jun 30 2007, 10:19 PM


--------------------

Если не стоит, то и не стоит.
Слабый пол сильнее сильного лишь в силу слабости сильного к слабому...
Работа с красивыми женщинами теоретически возможна, а на практике - все время стоит...




Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Jun 30 2007, 10:59 PM
პოსტი #6


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



student777
დააზუსტე რაში გამოიხატება ვერ დაყენება, ბაზები არ ივსება, არ კეთდება, ილანძღება კონექტი არ მაქვსო, არ აქვს ჩაწერის უფლებები სკრიპტს თუ რა ხდება?

თორემ ეგრე მეც ვიყვირებ:

ვაიმე არ მუშოაბს.
მიდი ახლა თუ ბიჭი ხარ გაიგე რა არ მუშაობს და რატომ :-) გადამრევთ გეფიცები, შენთვითონ გაინტერესებს ამომწურავი ინფო და ჟმოტავ ინფორმაციას როემლიც დაეხმარება შენი პრობლემის გადამწყვეტს კორექტული და სრული პასუხი გაგცეს.

კაცო არ გეუბნებით ჩემსავით მანიაკი გახდით და პროსტინები ჩამოწერეთ მეთქი, მაგრამ ხომ შეიძლება კითხვა დასვა სრულად.

1. არ ყენდება ესა და ეს, აქა და აქ (კაი ეს დაწერილი გაქვს)
2. გავიგე, ყური მოვკარი ამას აქვს პრობლემებიო (ამდაგვარიც დაწერე)
3. ინსტალაციის ამა და ამ გვერდზე მიწერს ამასს (აღარ დაგიწერია)
4. ინსტალერი ვერ ქმნის ბაზას, ვერ ავსებს ჩანაწერებს (ესეც არ გითქვია)
5. ინსტალაციის მერე არ იშვება სკრიპტი, წერს რომ ბაზას ვერ უკავშირდება (არ გითქვია)
6. გამოაქვს ასოების მაგივრად აჯღაბუჯღები (ესეც არ გითქვია)
7. სკრიპტი გაშვებისას წერს .......... (ესეც არ მიგითითებია)
8. ..............
9...........
10 და ასე შედმეგ.

უნდა ჩამოწერო ყველაფერი რას გადააწყდი რა გააკეთე რა ვერ გააკეთე, ვინ რა გითხრა გაამართლა შენი ცდით იმან თუ არა. ბოლოს აუცილებელია ადამიანური ენით არ დაიზატრო და ერთი ორი წეწინადადებით თქვა, მოკლედ ამას რომ ვაკეთებ...... არ გამოდის ეს, ან გამოდის რაღაც აი ეს ........ ვერ მირჩევთ რა გამოსავალი შეიძLება აქ იყოს?

ამის მერე ვინც ამ საქმეში ერკვევა ყველაფერს მოტვინავს, იმიტომ რომ შეხვედრია მილიონნაირი შემთხვევა და უკვე იცის რასია საქმე, ან მოტვინავს რისი მიზეზი შეიძლება იყოს.

ახლა კი რა შეიძლება ვთქვა შენს პრობლემაზე:

1. არ ვიცნობ mywbe-ს აზრზე არ ვარ რა ფუნქციები არის ჩართული და რა არა,
2. არ ყენდება IPB მაგ საიტზე, თან ვერავინ აყენებსო, მაშინ ან ყველა გამოუცდელია, ან რაღაც სერვერს სჭირს
3. ყური მოგიკრია "მსქ" არ მუშოაბზო, თუ ღმერთი გწამს რა არის ეს "მსქ", გინდა გვაჩვენო რომ მოშნად იცი რაღაც ტერმინი რაც ჩვენ არ ვიცით და ჩვენზე მოშნარ ეგკვევი საქმეში? მგონი ეგრე არ არის თორემ შველას არ მოითხოვდი, მაშინ დაწერე რა არის, ახლა ვფიქრობ რომ ალბათ არის MySQL-ი, მაგრამ ხომ შეიძიება ასევე ვიგულისხმო რომ არის "მსუქანი ქალის" პრობლემა, ვერ ეტევა კარებში და ფეხი გაჰკრა სერვერის ოთახში რაღაცას (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , აი რატომ აკეტებ 5 ასოზე ეკონომიას? ეს კაი შეიძLება კიდევ კაცი მიხვდეს რაზეა საუბარი, მაგრამ ხანდახან ისეთი ტერმინები იჩითება რომ გარეკავ, ერთერთი ეგრე მიტრაკებდა მისიქული რა არის ვერ მეტყვიო? მეთქი მეკაიფებე ეს ტიპი, ალბათ მეუბნება "მისექსილი რა არისო" მიდი ახლა გაიგე ვის რა უტრიალებს თავში, ამისთვისაა შემოკლებები გაკეტებული და იწერება მხოლოდ აბრევიატურა ანუ MySQL-ი, თორემ დაიწერებოდა მთელი სახელი my Service Queri L.... ხომ არავინ გთხოვს ამდენს, დაწერე 5 სიმბოლო რომ შემთხვევით ვიღაც არ აიბნეს და არ აგიხსნას რომ მსუქანი ქალის პრობლემაა და IPB-ს პრობლემა გასწორდება მაშIნვე როგორც კი ადმინი ამ ქალს დიეტაზე დასვავ. შეიძლება ვირაცამ დიეტის რეცეპტიც მოგცეს.

ნუ ახლა ნამეტანი ჩავახვიე, მაგრამ იმედია მიხვდი ზედმეტ ალა-ფურშეტებს უნდა შეეშვა როდესაც რაღაც გაინტერესებს.

შენ გგონია თუნდაც მე ყველაფერი ვიცი? არა არის საკითხები რაც არ ვიცი, ერთერთ ინგლისურ ფორუმზე ჩემი დამტვრეული ინგლისურით მოვახერხე ის რომ ხალხისთვის ამომწურავი კითხვა დამესვა ყველა ნასინჯი ვარიაციით ვერსიით, რას როგრო ვაკეთებდი და ასე შედმეგ, და შედეგად ვიღებდი ამას და ამსა, მაგრამ არ უნდა მიმეღო ასეთი შედეგი იმიტომ რომ ეს, ეს და ეს ასეა გაკეთებული რაც გამორიცხავს ასეთ უაზრო შედეგს.

იცი რომ პასუხი პირველივე პოსტში 3 წუთში მივიღე. პასუხი შეიცავდა 6 სიტყვას და ამომწურავი იყო. შედეგად მე ვწცვალობ ხომ, ის კაცი რატომმ ვაწვალო, რატომ არ უნდა ვცე მის დროს პატივი, ავიხსნი რაც მნდა და მეტყვის.

4. ახლობელმა ნახა და აქ არ დაყენდებაო, მიდი ახლა გაიგე რა ნახა რა დასკვნა გააკეთა.

ნუ არ შეიძLება ასე, ახლა იმისათვსი რომ გავიგო რატომ არ ყენდება შენტან ფორუმი, რა ვქნა გავხსნა ამ MYWEB-ზე ექაუნთი გავიარო რეგისტრაცია, დავიწყო ფორუმის ინსტალაცია, მერე ვეძებო ვარიაციები და მოგართვა პასუხი მზამზარეული?

კი ჩემი ტავი შემოგევლოს, ა ეტაპებსაც გავივლი, იმის შემდეგ რაც დასვავ ნორმალურ კითხვას აღწერ ყველა სიმპტომს, გირჩევთ რეალურ გამოსავალს და იტყვი რომ ამანაც არ გაამართლა. ბოლოს დაგაინტერესებს კაცს კაცო რატომ არ გამოდის ნეტა ჰა? წახვალ და მართლა გახსნი ექაუნთს, ან შეიძლება კითხვის პატრონი იყოს დაინტერესებული და არ აწვალოს აქაური მისცემს ექაუნთს და სთხოვს ეგებ ადგილზე გაარკვია რა ხდებაო.

კაროჩე რა ნამეტანი ჭკუის სწავლება გამომდის, მაგრამ ხალხნო ჩემთვის ხომ არ ვზრინავ, ისევ თქვენ რომ მიიროთ ლაკონური, სწორი პასუხი დროულად და ნორმალურად.

ამ ფორუმზე უკვე მერამდენე კაცს დავსდევ ასე და ვუხსნი რომ სრულყოფილად აღწერონ საკითხი. იწერება უაზრო კომენტარები, აბა ის ნახე, აბა ამ ჰოსტზე გადი, ვუი იქ ის არ არის, აქ ის მითხრეს და ბოლოს 30-ე გვერდზე შეიძLება რაღაცას მიადგეს ვიღაც. ამასობაში შენს ინტერესი არარ გაქვს, სხვებსაც ჰკიდიათ ეს საკითხი და საბოლოოდ შენი საქმე ფუჭდება, ვიღაც კი სახელს არ დავასახელებ (გვყავს ერთი ეგეთი შპიონი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) რას იზამ გვყავს), ამ საქმეზე ხელს ითბობს და უაზრო კომენტებს ტოვებს ვითომ ყველა საკითხს აკონტროლებს და იწერს პოსტების რაოდენობას. (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

კარგით რა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) გაუფრთხილდით მცოდნე ხალხს, არა მარტო ამ ფორუმზე, ყველგან, მცოდნე ხალხი ცოტაა და თუ დახმარება გინდათ და იმ ხალხმა დრო უნდა გამოგიყოთ ვცოტა შეუმსუბუქეთ სამუშაო და საფიქრალი.

თორემ ეგრე LINUX-ოიდები არის, უი ჩემთან არ მUშოაბს ესა და ეს მიწერს ისაო.

გამოხტება ერთი, უფ გაუშვი უტაკა-კუკუ (არც აღწერა, სად არის, ვინ უშვებს..)
მეორე გამოხტება, არა მაგას უშვებლის ლაკუკუ13 არც ეს წერს არაფერს და ბოლოს ასეტი გადაძახილით სადღაც 97-ე გვერდზე შეიძლება წააწყდე რეალურ პასუხს. არის ასეთ საქმეში რაიმე მოსაწონი? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 1 2007, 12:59 AM
პოსტი #7


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



მოკლედ რა ხდება ეხლა, ექსპერიმენტი შედგა,
აღმოჩენილი პრობლემა(ები):
ინსტალაციის დროს არ იქმნება skin_cache/cacheid_2-ში საჭირო ფაილები, შესაბამისად არც ფორუმი იტვირთება. ეს პრობლემა ადრეც მქონდა სხვა ჰოსტზე, მარა არ მახსოვს როგორ მოვაგვარე (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , ვიღაცამ რაღაცა მირჩია, მაგრამ არ მახსოვს ვინ და რა და მომკალით თუ გინდათ, ვინმე იტყვის იმედია ამის გადაწყვეტა როგორ შეიძლება.


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
student777
პოსტი Jul 1 2007, 01:30 AM
პოსტი #8


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 914
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 474



ციტატა(გიგა @ Jun 30 2007, 10:13 PM) [snapback]11779[/snapback]

student777 სხვათაშორის გიგა მქვია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
შედი ფტპ-თი და იმ ფაილებს და ფოლდერებს(ყველას ცალ-ცალკე) მარჯვენა - პროპერტის- და გამოვა ასეთი ფანჯარა

(IMG:http://lh5.google.ru/gigakoka/Roanxjj0iwI/AAAAAAAAAC0/WFwbLMsVw0Y/s800/Chmod%20775.jpg)

ეს არის chmod 775 შენ უნდა მონიშნო სუყველა იმ ერთის ჩათვლით რომელიც ამ სურათზე არაა მონიშნული


იზვინი გიგა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) შემეშალა. მაშინ რომ გელაპარაკე კი გავიგე მარა ვერ მივხდი რა უნდა გამეკეთებინა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მარა დღეს მივხდი თან სკრინებიც რომ დადე უკვე მთლად დავრწმუნდი რომ სწორედ ვაკეთებდი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
student777
პოსტი Jul 1 2007, 01:47 AM
პოსტი #9


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 914
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 474



ja_ja
მომისმინე ახლა მე ყველა შენ კითხვაზე პასუხის გაცემას არ დავიწყებ აქ, ამ ტემაში!!! თორე შორს წავალდ!!! და რეებს ლაპარაკობ დაუკვირდი და სანამ რაღაცას დაწერ დაუფიქრდი რას წერ!!!

და თუ ბიჭი ხარ ეგ რა პონტია ??? აბა რა ბლინ გოგო ვარ!!!

გამგები გაიგებს მსქ რომ MSQ-ს ნიშნასვ, და თუ მაგის გამო წუხდები, მაგ შენ ძვირფას დროს მაგაზე ნუ დახარჯავ!!! და საერთოდ ნუ მიპასუხებ არ მეწყინება!

ცნობისთვის რომ იცოდე კომპთან ვზივარ სამი თვე! აქამდე ჩართვაც არ ვიცოდი არ მაინეტრესებდა, MSQ რომმონაცემტა ბაზა ერთი კვირის გაგებული მაქვს!!! და შენ ჭკვიანურ კითხვებზე როგორ გიპასუხო. რომ არ მაინერესებდეს აქ არც შემოვიდოდი და არავის არაფეს არც ვკითხავდი!

და ეგ თემა სუ სხვა მიზნიდ იყი გახსნილი, ყენდება ამ ჰოსტზე IPB თუ არა??? იმიტომ ის დღეები ცუდათ მუშაობდა ან ეგ ფორუმი ან ჩემი პროვაიდერი და აქ ვერ ვფოსტავდი, სხვა ფორუმიდან კიდე ეგეთი დასკვნა გამომიტანეს რომ არ ყენდებაო მაგ ჰოსტზე ეგ ფორუმი, ხო და დამაინერესა მართალია ეგ თუ არა, და თუ მართალია, რატომ!!!

თუ გაინერესებს ლინკს მოგცემ და ნახე სადაც ეგ მითხრეს!!!

და ვისაც ჩემი ქართულად ახსნილი არ ესმის შემიძლია მითხრას და რუსულად ავხნი შესანიშნავად!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
გიგა
პოსტი Jul 1 2007, 09:03 AM
პოსტი #10


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 1.126
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Saxli
წევრი №: 7



ციტატა
ვისაც ჩემი ქართულად ახსნილი არ ესმის შემიძლია მითხრას და რუსულად ავხნი შესანიშნავად!!!

მერე ვინ გიშლაის ხელს. ის მომენტები სადაც ვერ ხსნი ქართულად, რუსულად დაწერე.
და ისე შენ პირველი არ ხარ ასე გაუგებრად რო წერენ კითხვებს ადამიანი ვერ მიხვდება რას წერ , რას კითხულობ.
მერე რა რომ ეხლა გაიგე რაა MySQL, დაწერე პირდაპირ MySQL, თორე მართლა გაუგებრადაა.
შენ პირველი არ ხარ და ბოლო(სამწუხაროდ)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია გიგა: Jul 1 2007, 09:15 AM


--------------------

Если не стоит, то и не стоит.
Слабый пол сильнее сильного лишь в силу слабости сильного к слабому...
Работа с красивыми женщинами теоретически возможна, а на практике - все время стоит...




Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jul 1 2007, 11:25 AM
პოსტი #11


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



student777, არ გვინდა გულისწყრომები და "ვინ უკეთ ახსნის" შეჯიბრი. პრობლემის აღწერისას არაა აუცილებელი ასემბლერის ენაზე ლაპარაკი, არც ვიღაცეების ნათქვამზე დაყრდნობაა სასურველი თუ პირადად არ გაგიტესტავს...

აგერ მეც ვსინჯე დაყენება (პირადი მიზნისთვის და არა არამკითხე გამშველებელის პონტში). სხვათაშორის, ფორუმი ერთხელ მაქვს დაყენებული მეც, გიგას და ვანოს დახმარებით ლოკალზე და "ნამდვილ" ჰოსტზეც ვაპირებ გამოცდილების გაღრმავებას. პირველ ცდაზე მართლა არ გამომდიოდა დაყენება და კინაღამ პანიკას ავყევი, მართლა მოაჯადოვეს ეს MyWeb-იო... (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ტაკ, დავიწყე:

ჯერ FireFTP ვერ გამოვიყენე (პაროლები და ყველაფერი შემყავდა და ოკ ღილაკი არ მუშაობდა (რეაგირებდა ?)), თუმცა ეს რა მოსატანია... (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

იმედია, სანამ ფორუმის დაყენება გადაწყვიტე, შექმენი აქაუნთი FTP-სთვის (ამაზე გარკვევით წერია My Web-ის ვებ გვერზე, კითხვა-პასუხის განყ-ში.

მერე ითრიე FTP მენეჯერი და ფორუმის upload საქაღალდის შიგთავსი ატვირთე სერვეზე წინასწარ შექმნილ web/forum დირექტორიაში

რამაც პანიკაში მეც ჩამაგდო: ვერ გაუშვებ მისამართიდან
პროგრამული კოდი
ftp://shena_bijo.myweb.ge/web/forum/install/index.php

ინსტალერს... ვერც აქედან
პროგრამული კოდი
http://shena_bijo.myweb.ge/web/forum/install/index.php

კაკ მინიმუმ აი, ესეთი მისამართი უნდა აკრიფო:
პროგრამული კოდი
http://shena_bijo.myweb.ge/forum/install/index.php

სადაც shena_bijo შენი საიტის სახელია.

მეერე რომ გაუშვებ, თვითონაც გეტყვის, მაგრამ მე დავასწრებ: conf_global.php.dist ფაილს უნდა მოაშორო .dist

აი, მერე რომ შევდივარ სწორ მისამართზე ნახეთ რეებს მიწერს და მიშველეთ ხალხოო!!! (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif)
პროგრამული კოდი
Can not write to directory: "install/installfiles", please CHMOD to 777

Can not write to directory: "cache", please CHMOD to 777

Can not write to directory: "cache/lang_cache", please CHMOD to 777

Can not write to directory: "cache/skin_cache", please CHMOD to 777

Can not write to directory: "uploads", please CHMOD to 777

Can not write to file: "conf_global.php", please CHMOD to 777

Can not write to file: "sources/components_acp/default.php", please CHMOD to 777


პერმისიონები ხომ არაა??? რომ ვნახე 755-ზე ეყენა ერთ-ერთ პაპკაზე...

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Jul 1 2007, 11:23 AM


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jul 1 2007, 12:24 PM
პოსტი #12


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



კი, ეგაა, ჩემო Sh@ko!
რას გეტყვი იცი კიდე?! სერვერი რაღაც ძაალიან ნელა მუშაობს (0.1-5 კბწ), ფორუმის ატვირთვისას რაღაცას ბოლომდე ვერ ტვირთავს და მერე მაგიტომაა რომ არარსებულ საქაღალდეზე წვდომებს ითხოვს ინსტალერი. აბა ასე ჰქენი:
დიდი საქარალდეები შიგ არსებულ პატარ-პატარა საქაღალდეებად ცალ-ცალკე ატვირთე... ანუ თითო თითოდ ატვირთე.

(ანეგდოტი:
მთვრალ ჯარისკაცს შემოხვდება მაიორი.
ეუბნება: ბოდიშით, შეიძლება თქვენს შორის გავიარო?
მაიორი: კი, ოღონდ თითო-თითომ!)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Jul 1 2007, 12:25 PM


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jul 1 2007, 01:19 PM
პოსტი #13


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



დროებით ჩამწერეთ იმათ რიგებში, ვინც ვერ დააყენა IPB MyWeb-ზე... (IMG:style_emoticons/default/sad.gif)

ე.ი. პრობლემა შემდეგშია: ფაილების ატვირთვას ვერ ახერხებს სრულად, ვერც ერთიანად, ვერც ცალ-ცალკე, დაბალი სიჩქარისა თუ ჯანდაბის გამო. კითხვა დავუსვი და, იმედია, მიპასუხებენ, რასაც შეიტყობთ კიდევაც...

ექსპერიმენტებს გავაგრძელებ! ოღონდ მოგვიანებით, აღარ შემიძლია ამის ატანა... (IMG:style_emoticons/default/wacko.gif)
კავკასუს ონლაინი რა ნეტვორკიც იყო, ისევ ის დარჩა!!! (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Jul 1 2007, 01:37 PM
პოსტი #14


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



student777
თუ გწყინს შენიშვნა, შეგიძლია გაწითლდე, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას რომ შემდეგში ჩამოუყალიბებელ შეკითხვას მივესალმები.

მერეადა კამათს არც გთავაზობ, ვთქვი რომ უნდა იყოს მაქსიმალურად გასაგებად ახსნილი შენი პრობლემა იმისათვის რომ შენვე სხვამ მოგცეს სრული და კორექტული პასუხი რომ შენ გამოხვიდე მოგებული იმ პრობლემიდან რომელიც შენ შეგექმნა. შეიძLება ბავშრურად ჟღერდეს და არ მოგეწონოს, მაგრამ ის პოსტი განკუთვნილი იყო იმისათვის რომ შემდეგში მაინც სრულად აღწერო შენი პირადი პრობლემა, შენ პირველი კითხვა არ გაგჩენია ამ ფორუმზე, გაიხსენე თუნდაც SATA კონტროლერის ამბავი, მომიწია მთელი სტატიის დაწერა და ახსნა რა რისი შტუკაა. ყველა პრობლემაზე მაგხელა პოსტს ხომ ვერ დაწერ კაცი. გაგვიფრთხილდი რა?

ციტატა
და ვისაც ჩემი ქართულად ახსნილი არ ესმის შემიძლია მითხრას და რუსულად ავხნი შესანიშნავად!!!

რა შუაშია ქართული და რუსული, აგერ ჩემს ნაწერში მიუხედავად იმისა რომ ქართველი ვარ სიჩქარის გამო იმდენი შეცდომა გარბის რომ გასწორების ნერვები არა მყოფნის, ერთი ორმა როდესაც რაღაც ფაქტის მტკიცებისას არგუმენტი ვერაფერი ნახა (სხვა ფორუმებზე) ეს შეცდომების კორიანტელი გამოიყენა პირადი შეურაწყოფისთვის სომეხ-აზერბაიჯანელი ხარო (მისი აზრით პრობლემის განზხილვას შევეშვებოდი, ტვითონ ამოისუნტქავდა, მე ტირილით გავიქცეოდი, ან ქარტველობის მტკიცებაშI და ვენების გადაჭრაში ან სუპერ ქართველობის მტკიცებაში გადავვარდებოდი).

კაცო სულ მკიდია ვინ რად ჩამთვლის, გულზე გასკდეს და უკან მიკბინოს იმან ვისაც სთქმელი არაფერი აქვს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , მიუხედავად ჩემი ოხრად შეცდომებისა, მაინც მაქსიმალურად სრულად ვხსნი ხოლმე ყველაფერს და მიუხედავად შეცდომებისა უნრავლესობა დეტალურად იგებს რაც მას სჭირდებოდა.

აქ საქმე ახსნაშია და არა ქართველობა რუსულობაშI, თუ გეხერხება ჩემი თავი შემოგევლოს დაწერე რუსულად. ჩემს და სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ არ ვიცი, ისეთ უბანში დავიბადე გავიზარდე და ისეთი ხალხი ტრიალებდა ირგვლის რომ რუსული ქართულივით ვიცი, ასევე მეხერხება ტექნიკური ინგლისური უპრობლემოდ, სამწუხაროდ, სომხური, აზერბეიჯანული, თურქული და სხვა ენები არ ვიცი, ასე რომ ამ სამი ენიდან თუ რომელიემ შენთვის უკეტესია იმაზე დაწერე, რა პრობლემაა. პროსტა მოდერიც და მეც შენიშვნას მოგცემთ 100%-ით რომ ქართულ ფორუმზე რუსულად ნუ წერო :-).

გამოგვწურე შენთვის საჭირო ინფორმაცია, ოღონს ისე რომ შემდეგში ხალისი არ დაგვეკარგოს სხვა პრობლემის ახსნა გარკვევაზე.

თუ ვერ მიხვდი რომ ეს ზედა პოსტი კაკრაზ შენი პრობლემის მოსაგვარებლად იყო დაწერილი ეგ შენი პრობლემაა, და არა პირადად ჩემი.

კაი ახლა რაც შეეხება თვითონ ფორუმის დაყენებას და საერთოდ MyWEB-ის სისტემას.

პირველ რიგშI მაგარი კუკუ სისტემაა, ერთის მხრივ კაი მოფიქრებაა რომ ამხელა უფასო სივრცე გამოიყოფა კლიენტისთვის, მაგრამ ვიცი რა კუკუ პანელია ეს ISP MANAGER--ი და ვიცი რამდენს მოუღებს ბოლოს :-) მაგრამ რამდენადაც დღეს ამ პანელის პრობლემებზე საუბარი არ გვაქვს მას არ ვეხებით.
ისე რადი პონტა დავაყოლებ რომ ამ პანელს აქვს თავისი FTP მენეჯერი, რომელიც რატომღაც MYWEB-ის ადმინისტრაციას გათიშული აქვს.

პრობლემა პრაქტიკულად განიხილა Sh@ko-მ ასე რომ ხელახმა მასზე გაჩერებას საჭიროდ არ ვთვლი, მაგრამ თუ მაინც არ მოხერხდა დაყენება, დაწერე და სრულად ნაბიჯ, ნაბიჯ ინსტრუქციას დავდებ, თუმცა რთული მანდ არაფერია, უნდა გაითვალისწინო რამდენიმე ნიუანსი.

1. LINUX-ის სისტემა Windows-ისგან განსხვავებით ფაილებზე აყენებს წვდომის განსაკუთრებულ პარამეტრებს, კერძოდ ვის აქვს წვდომის უფლება და რა სახის უფლება.

სულ არის 3 ჯგუფი ვისაც შეიუძლია ფაილს შეეხოს, 1- თვითონ ავრტორი ანუ მფლობელი, 2- ჯგუფი რომელშიც შედის ავტორი ანუ მფლობელი და 3 -სხვა ყველა
თითოეულ ჯგუფს გააჩნია თავისი უფლებები, სულ არის სამი უფლება, 1 -წაკითხვა r, 2 -ჩაწერა w, 3 - შესრულებაზე გაშვება x.

ამიტომ ფაილის თვისებებში ყოველთვის იწერება წვდომის უფლებები, მაგალიტად თუ ყველაფერი ნებადართულია ფაილის ან საქარალდის სტატუსი იქნება rwx-rwx-rwx ანუ სამივე ჯგუფს აქვს ჩაწერა წაკითხვა შესრულების უფლება.

იმის გამო რომ FTP მენეჯერებით ასეთი მართვა მოუხერხეველია, მიღებულია ციფრული ათვლა (რეალობაშI კი ციფრული და სიმბოლური ათვლა ერთდროულად არსებობს), ამ სისტემაში 3 ჯგუფის 3 უფლების აღსანიშნავად გამოიყენება სულ 3 ციფრი, იდეაში გაგიკვირდება 9 აღნიშვნა 3 ციფრში როგრო ეტევაო, ნუ აქ ბევრი იქნება სასაუბრო, ამიტომ ამ ლექციას გამოვტოვებ, ავხსნი მარტივად.

მაგალითად თუ ფაილს აქვს უფლება 444 ეს ნიშნავს რომ ამ ფაილის წაკიტხვა შეუძლია სამივე ჯგუფს, მაგრამ არ შეუძლიათ ჩაწერა და შესრულება, პირიფით არის როდესაც ფაილს აქვს უფლება 777 ამ დროს სამივე ჯგუფს აქვს 3 უფლება, ანუ წაკითხვაც ჩაწერაც და შესრულებაც.

ეს მარტოვად არის გაკეტებული ბევრ FTP მენეჯერში, მაგალითად შენვე დააგდე სურათი

(IMG:http://lh5.google.ru/gigakoka/Roanxjj0iwI/AAAAAAAAAC0/WFwbLMsVw0Y/s800/Chmod%20775.jpg)

აქ ხედავ რომ წაკიტხვის უფლება ყველას აქვს, ასევე ყველას აქვს შესრულების უფლება, მაგრამ ჩაწერის უფლება აკრძალული ფაილის ან პაპკის არამფლობელებს.

ამასობაში შენი ფორუმის დვიჟოკის სკრიპტი მუშოაბს სერვერზე სხვა დანარჩენის სახელით, შედეგაც ინსტალაციის დროს იგი გარკვეულ პაპკებშI აპირებს რაღაცეების ჩაწერას და ვერ ახერხებს გაძლევს მაგ შეტყობინებას.

შენი მოქმედება:
1 - აუცილებლად გადაიკითხე სკრიპტის მანუალი და განსაკუთრებით ინსტალაციის განყოფილება, ყველა ასეთ სკრიპტს მოყვება ახსნა რომელ პაპკებზე და ფაილებზე უნდა იყოს ყველა უფლება დაშვებული და რომლებზე საჭირო არ არის.

2. საიტზე ფაილების გადაწერისას ყველა ფაილი ავტომატურად იღებს სტატუსს: 644 რაც ნიშნავს:

მფლობელი - ჩაწერა წაკითხვის უფლება
ჯგუფი - წაკითხვის უფლება
სხვა დანარჩენი - წაკითხვის უფლება

ამ ინფორმაციიდან გამომდინარე გასაგები ხვდება რომ თუ სკრიპტი მუშოაბს სხვა დანარჩენის სახელით ვერ მოახერხებს გარკვეული მოქმედებების შესრულებას, ამიტომაა შემოტავაზებული რომ ინსტალაციის დროს მოხდეს საჭირო საქარალდეებისა და ფაილებისათვსი სტატუს 777-ის ჩართვა, ანუ ყველას ყველაფრის უფლება აქვს.

3. აუცილებლად გადაიკითზე სკრიპტის პოსტ-ინსტალაციის განყოფილება, ბევრ სკრიპტს ინსტალაციის შემდეგ არარ სჭირდება ზოგ ფაილზე წვდომის უფლება, შედეგად ისევ უნდა შეიზღუდულს უფლება, მაგალითად იგივე კონფიგურაციის ფაილში შემდეგში ჩასაწერი არარაფერი იქნება, ასე რომ უფლება 777 შეგიძლია გადააკეთო უფლებად 644 ან სულაც 444.

4. თუ შენტან ლოკალურ კომპიუტერზე მუსოაბს შენი სკრიპტი მაშინ შეგიძლია ინსტალაციას გვერდი აუარო და გააკეთო შემდეგი საფეხურები:
ა) გადაწერე შენს ლოკალური კომპიუტერის სერვერზე დაყენებული ვერსია.
ბ) გამოუძახე ISP პანელიდან TOOLS განყოფილებაში არსებული PHP MY ADMIN ეს არის MSQ-ს რომ ეზახი და სინამდვილეში MySQL-ი რომ არის იმ ბაზების მართვის ვებ ინტერფეისის მქონე სისტემა. სასურველია იგივე გქონდეს შენს სახლის კომპზეც დაყენებული სკრიპტი უფასოა და შეგიძLია ინტერნეტიდან დაქაჩო: http://www.phpmyadmin.net/home_page/index.php

გ) შენტან დაყენებული MySQL ბაზიდან PHPMYADMIN-ის მეშვეობით გააკეტე ბაზის ექსპორტი, შემდეგ შენალური ფაილი დააიმპორტებინე MYWEB.GE-ს საიტის მიერ მოწოდებულ PHPMYADMIN-ს, შედეგად ინსტაალციის ეტაპს გადაახტები, საჭირო იქნება მხოლოდ კონფიგურაციის ფაილში პარამეტრების ჩეცვლა, ანუ მანდ დამახსოვრებულია ის პაროლი და ბაზის სახელი რასაც შენ შენს სახლის კომპზე იყენებდი, აქ კი სხვა ბაზაა და სხვა სახელი.

დ) ამიტომ საიტიდან გადმოწერე, ან სახლის კომპში არსებული ფაილი conf_global.php დააკოპირე და ტაიმე ტექსტური რედაქტორით გახსენი, მაგალითად Notepad-ით.

ე) ჩაასწორე კონფიგუარციის ფაილში შემდეგი პუნქტები:

$INFO['board_url'] = 'http://ლაკუკუ.მაივებ.გე/forum';
$INFO['sql_database'] = 'ბაზის სახელი შენს სერვერზე';
$INFO['sql_pass'] = 'ბაზის პაროლი რაც დააყენე';
$INFO['sql_user'] = 'ბაზის იუზერის სახელი';

შეინახე მოდიფიცირებული ფაილი და ატვირტე სერვერზე.

ვ) ბოლოს ინსტალაციის ფაილში აღწერილი ინსტრუქციების მიხედვით მიეცი შემდეგ პაპკებს ყველაფის უფლება ანუ 777:
/cache
/cache/lang_cache
/cache/skin_cache
/uploads
/sources/components_acp/default.php

ფაილს conf_global.php შეგიძლია არარ მისცე 777 საჭირო აღარაა რა ცვლილებებიც ინსტალერს უნდა ჩაეწერა უკვე შეტანილია, ასე რომ ჩაწერის უფლება საჭირო არარ არის. ასევე გაითვალისწინე აუცილებელია პირველი სამი პაპკისთვის 777-ის მიცემა, დანარჩენი შეგიLძია დაიკიდო თუ აქაჩვებზე ნებართვას არავის აძლევ და დამატებით კომპონენტებს თუ არ აყენებ.

ზ) მორჩა კუსტარული ინსტალაცია დამტავრებულია აკრიფე შენი საიტის მისამართი: www.lakuku.myweb.ge/forum ან სადაც გაქვს IPB და მორჩება საქმე ეგრევე გაიშვება შენი ფორუმი.

P.S. ძალიან მაინტერესებს ვინ და სად რომელ ფორუმზე გითხრა რომ მაგ სერვერზე IPB არ დაყენდება!
ან დაიზარა, ან ლოხია, ან სხვა პაკეტის შემოტენას ცდილობდა, სხვა ახსნა მაგას არა აქვს, IPB ც და სხვა დვიჟოკებიც იყენებენ სტანდარტულ ცვლადებს, შესაბამისად თუ ჰოსტინგის ადმინისტარცია სუპერ მაზოხისტი არ არის და რაიმე სუპერ კუკუ არ აკრძალა, ყველგან სადაც აყენია და მუშაობს APACHE, MySQL-ი და PHP სტანდარტული სკრიპტები მუშოაბს უპრობლემოდ. თუ სკრიპტის ინსტალერი რაიმე მიზეზის გამო არ მუშოაბს, აქ აღწერილი კუსტარული, ანუ მეორენაირად რომ ვთქვათ Hand Made მეთოდი ყოველთვის ჭრის. პირადად არ შემხვედრია ჯერ არცერთი ჰოსტი, სადაც სტანდარტული სკრიპტები არ იმუშავებდა,ა სე რომ თეორია იმის შესახებ რომ IPB მაგ სერერზე არ მუშოაბს, უფრო ლეგენდების სამყაროდანაა, ან სუპერ დაზიანებულ მოდიფიცირებული დვიჟოკი გაქვს ხელთ.

Sh@ko
ციტატა
დროებით ჩამწერეთ იმათ რიგებში, ვინც ვერ დააყენა IPB MyWeb-ზე...

ჯინაზე ახლა მე დავიწყო მანდ ფორუმის დაყენება? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) გავაფრენ.

კაი დღეს გავრბივარ საქმეებზე, ან გვიან ღამე გავაკეტებ და ყევლაფერს დავწერ, ან ხვალ გავაკეთებ და პასუხს დავწერ.

არ ვიცი ან რაცხა ნიტოს აქვს ადგილი, ან... ან მართლა კავკაზუსი არის კუკუ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

P.S. ისე შენ მაინც დაგეწერა რაში გამოიხატება ვერ ან არ დაყენება, რა ეტაპზეა პრობლემა, ან რაში გამოიხატება არ მუშაობა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jul 1 2007, 02:03 PM
პოსტი #15


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



ციტატა
P.S. ისე შენ მაინც დაგეწერა რაში გამოიხატება ვერ ან არ დაყენება, რა ეტაპზეა პრობლემა, ან რაში გამოიხატება არ მუშაობა?

რა ეტაპზე და ვერ ავტვირთე ფორუმის upload საქაღალდის შიგთავსი! Blade FTP-ს ვიყენებდი, უმეტესობას ტვირთავს, მაგრამ რავი, იმის გამო რომ დაბალი სიჩქარე აქვს, თუ სხვა რაღაცაა (უფრო quotes exceeded ეწერება, ზოგჯერ საქაღალდის შექმნას რომ ვაპირებ) ერორი ეხატება, ნაწილი ფაილებისა ატვირთულია, ნაწილი - არა და, იასნია, არც ინსტალაცია გაეშვება, ხო? ხო არ მეშლება? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ::ძალიან მიამიტი სმაილიკი:: (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Jul 1 2007, 02:09 PM


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
student777
პოსტი Jul 1 2007, 10:12 PM
პოსტი #16


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 914
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 474



ja_ja
პირველ რიგში იმას გეტყვი, რომ ეს თემა გავხსენი ინტერესისი მხრივ, და არა კითხვის მხრივ. აბა მე რა ვიცოდი რომ myweb-ს არც იყენებდ. მეთქი უკვე ყველამ იცის რაშია საქმე რატომ ვერ აყენებს ხალხი ამ ჰოსტზე ფორუმს. იმაში 100% ყველას დავეთანხმები რომ სანამ შენით არ გამოცდი, სხვის ნათქვამი არ უნდა თქვა! მარა მე რა უნდა გამომეცადა ვერ ვხდები. ფიზიკურად ვერ დავაინსტალირე, ფორუმი. რაც გიგასთვის ნათქვამი მქონდა..... მერე გიგამ რომ მკითხა შენ რაში გაქვს პრობლემა მემგონი წეივრად აუხსენი. კიდე ერთი ადამინაი რომ ვიღაცას უხსნის, მერე არ უნდა ამადლვებდეს!!! და ფრაზების თქმა გვიფრთხილდი! თუ არ გსიამოვნებს და გეზარება წერა, არც არავინ გეხვეწება! და ისაც გაითვალისწინე როესაც პრობლემა პირადად მე მქონია რაღაცის გაკეთებაში, თავიდან ბოლომდე ვხნიდი რას ვაკეთებ როგორ ვაკეთებ, რის შემდეგ რას წერს დ ასე შემდეგ... პლუს მაგას სკრინებს ვდებდი, ყოველტვის ვცდილობდი მაქსიმალურა ამეხსნა რაც ხდება! შეძლების და გვარად!

აქ კიდე არ ჩავთვალე საჭიროდ ამეხსნა უბრალოდ ზოგადად მაინერესებდა თუ რაშია სამე, (უბრალოდ მართლა ვიცოდი რომ ზეპირად იცოდიდ ამ ჰოსტის შესახებ რომ არ იცოდიდ.)

და ჩვეულებრივად რომ გეთქვა მოდი ახსენიო, და ვნახოდ რა ხდება ,აგას 100 წელი არ დავიზარებდი, პლუს მაგას უზერ ნამის სახელს მოგცემდიდ და პაროლს!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
student777
პოსტი Jul 1 2007, 11:35 PM
პოსტი #17


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 914
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 474



მოკლედ ახლა ყველაფერ ავხსნი დეტალურად უკვე მეც დამაინერესა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ავტვირთე ფრუმის საინსტალაციო FTP-ზე. მაგის მერე მიუთითე სადაც ჩემი საინსტალაციო იყო,
მეერე რომ გაუშვი, ერორი ამომიგდო ეს: "conf_global.php.dist ფაილს უნდა მოაშორო .dist"

ეგ გავაკეთე ამის შემდეგ ამომიგდო ეგ:


ციტატა
Can not write to directory: "install/installfiles", please CHMOD to 777

Can not write to directory: "cache", please CHMOD to 777

Can not write to directory: "cache/lang_cache", please CHMOD to 777

Can not write to directory: "cache/skin_cache", please CHMOD to 777

Can not write to directory: "uploads", please CHMOD to 777

Can not write to file: "conf_global.php", please CHMOD to 777

Can not write to file: "sources/components_acp/default.php", please CHMOD to 777



ეგ კიდე შევასწორე როგორც წინა ფოსტებში გიგას აქვს აღწერილი, ანუ პაპკის ფროფერთიში რომ შევედი ყველა პტიჩკა მოვნიშნე. მეგის მერე ჩვეულებრივად გაიხსნა ის ფანჯარა სადაც უნდა შეივსოს ველები....
იხილეთ სურათზე:
(IMG:http://image.fast.ge/out.php/t19961_www1.JPG)
Go to the top of the page
 
+Quote Post
student777
პოსტი Jul 1 2007, 11:55 PM
პოსტი #18


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 914
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 474



უიი უკაცრავად შემეშალა, და შეუერთედ ჩემი ფოსტები ერთმანეთს(თორე ფოსტების ხამი არისო იფიქრებს მერე ზოგ ზოგი ერთი(IMG:style_emoticons/default/smile.gif) )

კარგით როგორც იქნა ფორუმი წესით უნდა დაინსტალირდეს სწორედ შევსებული ველების მერე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ეგ ველები ტომ შევავსოტ უნდა ვიცოდეთ SQL სწორედ არ ვიცი როგორ ითქმის, მე ვეძახი პარამეტრებს პარამეტრები (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ამისთვის უნდა შევქმნად ბაზები როგორ უნდა შეიქმნას ბაზები ეგ წერია, საიტზე "კითხვა პასუხი"-ში.

ხო და ზუსტად ეგრე შევქმენი ბაზები, მარა შემთხვევი ორი ბაზა შემექმნა და ერთი აღარ იშლება (IMG:style_emoticons/default/sad.gif)
აი სურათძე ნათლად ჩანს:
(IMG:http://image.fast.ge/out.php/t19965_ww2.JPG)

Database Name web770_db3
Database User web770_u3


Go to the top of the page
 
+Quote Post
student777
პოსტი Jul 2 2007, 12:19 AM
პოსტი #19


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 914
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 474



აუ რა ჭირს ფორუმს (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ჩასწორებას არ აკეთებს საერთოდ გამქრალია ეგ ღილაკი, და სათქმელი როგორ დავამთავრო ??? მოდერ შეაერთე მერე კაი ყველა ჩე,მი ფოსტი, და თუ გინდა ჩემი ფოსტების რაოდენობა 0 გამიხადე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ვსიოოო ახლა შეგვიძლია დაუბრუნდეთ ინსტალაციას.... ნუ ვოტ ზდეს ია ი ზასტრალ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ვიწყებ ველების შევსებას:
სურათზე ჩანს:
(IMG:http://image.fast.ge/out.php/t19969_www3.JPG)

ველების შევსების მერე ვაჭერ ენტერს

ხო და გამოაქვს შემდეგი შეტყობინება:
(IMG:http://image.fast.ge/out.php/t19972_www4.JPG)

ხო და ახლა რა უნდა ვქნა აზეე არ ვარ, კი მივხდი რასაც ნწერს, ანუ მეუბნევა რომ შQL დოსტუპი არ მაქვსოოო, ხო და მე კიდე რა უყო არ ვიცი .....
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Jul 2 2007, 08:13 AM
პოსტი #20


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



student777
პოსტებზე ნუ ნერვიულობ, მაგაზე არავინ არაფერს დაგაკლებს და თუ მოდერი საჭიროს ჩათვლის პოსტებს გააერთიანებს.

შენს კომენტს პროსტა ვახტები, კამათობანა მკიდია, კითხვა გაქვს იამზე გაგცემს პასუხს, ამჯერად ამომწურავიად გაქვს ყველაფერი გაკეთებული.

ახლა საქმეზე.

1. ვიცი რომ წინძური შტუკაა ეგ ISP ტყუილა კი არ ვამბობდი რამდენს გაუშტრობს მეთქი კიდევ სისხლს.

2. ჯანდაბას ISP, აუცილებლად შეცვალე პაროლი ბაზაზე, ამისათვის შედი სამართავ პანელში და დააჭერე ბაზის სახელზე, ანუ web770_db3 მაგას ადააჭირე, მოგცემს ახალ ველს სადაც სახელი და იუზერი იგივე იქნება და პაროლი კი შეგიძლია ახალი შეიყვანო.

3. რაც არ უნდა ექსპერიმენტები ატარო, სახლის გარდა არასად არ დააყენო ეგეთი მარტივი პაროლი, ისედაც ყველა ყველას გადაჭმაზეა გადასული და ვინმეს რაიმე ზუბი რომ გაუჩნდეს საკმარისია პირველივე მოსინჯოს და შენს ადმინ პანელშია.

4. მოკლედ მერე ISP-ში ზემოთ ნახე TOOLS გადადი მანდ და ჩამონათვალში ნახე PhpMyAdmin დააჭირე მაგას გამოვა ფანჯარა სადაც პაროლი და სახელი უნდა შეიყვანო. შეიყვანე მომხმარებლის სახელი და პაროლი (შემთხვევით ბაზის სახელშI არ აგერიოს მომხმარებლის სახელი, მანდ დურაკულადაა ეგ გაკეტებული და ებევრს ერევა).

5. თუ მაქედან ბასაც დაუკავშირდი დარაღაც მენიუ გამოვიდა, ჩათვალე ბაზასთან წვდომა გაიასნებულია, დაუბრუნდი საინსტალაციო სკრიპტს. ჩაწერე ახალი პაროლი და ისევ სინჯე.

6. ჰო მართლა შენ ცარიელი გაქვს ველი SQL Table Prefix მანდ რაიმე ჩაწერე მაგალიტად IPB_ ეს ნიშნავს რომ ყველა ცხრილი რომელიც ბაზაში გაკეთდება იქნება დაწყებული სახელით IPB_ თუ ეს არ გააკეთე არაფერი არ ფუჭდება, უბრალოდ რაიმე სხვაც რომ დააყენო მაგ ბაზაზე მერე ვერ გაიგებ რა რისი ცხრილია და პირიქით შეიძLება ორი სხვადასვა პაკეტის სახელები ერთმანეთშI ადღლამუზდეს და არცერთი არ იმუშავებს.

7. მოკლედ თუ ინსტალერმა ვენები გადაიჭრა და ისევ ვერ დაუკონექტდა ბაზას, მაშIნ მოგიწევს ხელით ინსტალირება, ინსტრუქცია ზედა პოსზე დავტოვე.

8. თუ ეგ ხელით ინსტალირება შენთვის ძალიან რთულია, განსაკუთრებით SQL ბაზის იმპორტირება, მაშIნ გამოიყენე SIPEX Dumper-ი, სამწუხაროდ ახლა დეტალურად ვერ აგიღწერ როგორ გააკეთო ეგ, ახლა გავრბივარ და შუადღისით რომ დავბრუნდები მერე დაგიწერ დეტალყურად. მანამდე შენც დაწერე გამოგივიდა რაიმე თუ არა.

9. რომელი საინსტალაციო გაქვს და რამდენად დარწმუნებული ხარ რომ დაზიანებული ვერსია არ გაქვს? იქნება თვითონ პაკეტია დაზიანებული, ან აკლია რაიმე ფაილები?
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2024 - 04:29 PM