თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Linux & FreeBSD _ Linux

პოსტის ავტორი: domen Sep 18 2006, 01:03 PM

იქნებ ამიხსნათ ვინმემ, როდის შეიქმნა ლინუქსი, რამდენნაირი არსებობს, რომელს რა უპირატესობა აქვს, გრაფიკული გარსები და მათი უპირატესობები და რაც გამომრჩა ყველაფერი smile.gif

მოკლედ, ვინც რამე იცით, აქეთ, აქეთ! smile.gif

პოსტის ავტორი: გიგა Sep 18 2006, 04:38 PM

რამდენია ღმერთმა იცის ერთი 500(ალბათ) იქნება
რომელი ჯობია? გააჩნია რისთვის გინდა

პოსტის ავტორი: domen Sep 18 2006, 05:14 PM

გიგა
ჯერ უბრალოდ მინდა გავეცნო, მაინტერესებს რას წარმოადგენს.

პოსტის ავტორი: გიგა Sep 18 2006, 06:19 PM

მაშინ გირჩევ http://www.ubuntu.org ან http://www.kubuntu.org

პოსტის ავტორი: domen Sep 18 2006, 06:33 PM

გიგა
მადლობთ smile.gif

მარა მოკლე ქართულ ახსნასაც ხომ ვერ მოაყოლებდი? smile.gif

პოსტის ავტორი: Frrrredo Sep 18 2006, 10:14 PM

მტაკ...
გავრცელებული და აღიარებული დისტროები (დისტრიბუტივები):

1. Red Hat;
2. SuSe;
3. Debian , Debian Fedora;
4. Mandriva;
5. Slakware;
6. Mandrake;
7. Ubuntu;
ყველა ლინუქსა ქვს თავისი გარემო . ძირითადად ესენი არის KDE, GNOME და Xfce.
რაც შეეხება Ubuntu-ს მე არ გირჩევ მაგით დაწყებას რაღაც კასტრირებული ლინუქსის ნაბიჭვრობაა.
რომელი ჯობია? -პირველი სამიდან აირჩიე Mონსტრებია.
გრაპიკული გარსი ყველას მაგარი აქ განსაკუთრებით SuSe-ს მე მომწონს საერთოდ გრაფიკულ გარს შენ თვითონ მოირგებ შენ როგორც გინდა "Customize" biggrin.gif


პოსტის ავტორი: გიგა Sep 18 2006, 10:46 PM

ციტატა
Ubuntu-ს მე არ გირჩევ

დასაწყისისთვის მაგი კარგია და მერე Red Hat ალბათ

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 19 2006, 04:33 AM

Windows \-ს ყველაზე მეტად (როგორც მე ვიცი) Fedora გავს. ეგეც გაითვალისწინე smile.gif

პოსტის ავტორი: Frrrredo Sep 19 2006, 11:29 AM

ციტატა(Power_VANO @ Sep 19 2006, 08:33 AM) [snapback]4465[/snapback]

Windows \-ს ყველაზე მეტად (როგორც მე ვიცი) Fedora გავს. ეგეც გაითვალისწინე smile.gif



დამიჯერე მე მიყენია Fedora Core 5 არაფრით არ გავს XP-ს მითუმეტეს KDE_ს გარემოში
დამწყებისთვის ვერ ვიტყვი რო ყველაფერი ინტუიციურად გასაგებია . მითუმეტეს დრაივერების დაყენება თუ ძლიერი ვიდეო სისტემა გაქ და რაღაც DOOM 3 ნაირ თამაშს აყენებ
თუ საყვარელ XP-ს ვერ შორდებით აღეთ ლინუქს XP .

ხო კიდე ზევით არასწორათ მაქ ჩამოთვლილი : Debian Fedora არ არსებობს უნდა იყვეს Red Hat Fedora -Red Hat_ის პროექტია.

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 20 2006, 04:12 PM

Power_VANO
მეც მიყენია FEDORA 5 და არანაირად არ გავქვს Windows-ს. smile.gif
საერთოდ დესკტოპის პრინციპი გახდა ყველა ოპერაციულ სისტემაში თითქმის ერთნაირი, ტორემ დანარჩენი როგორც იყო განსხვავებული ისევე დარჩა. ვინიპუხის იუზერი C: დისკის ძებნას დაიწყებს, მანდ კი სხვა სტრუქტურაა და შესაბამისად სხვანაირი გარსია.

თორე ახლა თუ უკვე ერკვევი ძირითად პრინციპებში რა ოპერაციული სისტემაც და პლატფორმაც არ უნდა იყოს უპრობლემოდ მიაგნებ ქსელის მაუსის მონიტორის კონფიგურირებას. ეგ უკვე სხვა საქმეა.

პოსტის ავტორი: Frrrredo Sep 21 2006, 10:54 AM

ჯაჯა მეც ეგ მიყენია და ეხლა ვამუღამებ ხო არ იცი X Server_ი როგორ გავთიშო რო ისე ვიდეო დრაივერს ვერ ვაყენებ, მე შევდივარ /tmp/.X0-lock
და ფაილს ტექსტურ რედაქტორში ვხსნი შიგნით მის ციფრულ მნიშვნელობას ვანულებ წესით უნდა გაითიშოს მარა ვერ ვთიშავ ან იქნებ ბრძანება ხო არ იცი კონსოლიდან რო გავთიშო?

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 21 2006, 06:27 PM

ja_ja
ხო გარეგნობა ვიგულისხმე რა თქმა უნდა სტრუქტურა და ფაილური სისტემები არ მიგულისხმია რა თქმა უნდა biggrin.gif ისე ვინდოუსი ყველგანაა მაინც biggrin.gif ფანჯრები ხომ დაჟე მაკინტოშზეც ჩითავს biggrin.gif და ყველა ოპ. სისტემაში biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Sep 23 2006, 08:10 AM

Frrrredo
დიდი მადლობა, მაგრამ მაინტერესებს "რატომ და არა რა".

რომ ამბობ, უბუნტუ არ ვარგა და პირველი სამი ძალიან კარგიაო, ბარემ მოაყოლე, რატომ?

თუ გეზარება, ის მაინც მითხარი და ისევ გიგას ლინკებს მივადგები.

პოსტის ავტორი: gearge Jan 12 2007, 12:35 AM

ციტატა(giorgius @ Jan 2 2007, 01:26 PM) [snapback]6240[/snapback]

ეგ ლინუს ტორვალდსს კითხე, ეგ არი მათი მამა-მარჩენალი

არა giorgius, "ეგენი" ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ამ მომენტისთვის ტორვალდსი მხოლოდ SELinux-ის ბირთვის გაუმჯობესებაზე მუშაობს. უბრალოდ უშუალოდ ბირთვში შეტანილი ყველა ცვლილება აუცილებლად უნდა იქნეს განხილული ლინუსის მიერ. ის არ არის Linux-ის მფლობელი ამ სიტყვების ტრადიციული გაგებით, მაგრამ მას ეკუთვნის ავტორის უფლებები სახელზე და ბოლო სიტყვა ყოველი ახალი ვერსიის კომპონენტების შერჩევისას.

და თემის შესაბამისად ორიოდე სიტყვა იმაზე თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი (განხილვის დაწყების საუკეთესო გზაა, თავიდან დაწყება smile.gif :
Linux-ის ბირთვის როგორც პროექტის განვითარება დაიწყო ჰელსინკის უნივერსიტეტში (ფინეთი) 1991 წელს, როცა გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის სტუდენტმა, ლინუს ტორვალდსმა გამოაქვეყნა ბირთვის 'source' (საწყისი) კოდი ინტერნეტში. შექმნილი Minix-ის (ოპერაციულ სისტემა Unix-ის სასწავლო, მსუბუქი ვერსიის) გავლენით (მაგრამ არა ბაზაზე), Linux-მა სწრაფად მოიხვეჭა პოპულარობა და ათასობით პროგრამისტი მიიზიდა.

Linux-ი ვრცელდებოდა (და ვრცელდება) GNU General Public License (GPL) ლიცენზიით, რომელშიც ნათქვამია რომ უფასო პროგრამული უზრუნველყოფა უნდა რჩებოდეს უფასოდ (მესმის პარადოქსულად ისმის, მაგრამ გააზრებისთვის საკმარისია ცოტა ჩაუკვირდეთ) და ნებისმიერი პროგრამა რომელშიც გამოიყენება GPL 'source' კოდი აგრეთვე უნდა ვრცელდებოდეს უფასოდ.

Linux-ი GNU პროექტის ნაწილი გახდა 1992 წელს. თვით GNU ჩაისახა მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, როცა მასაჩუსეცის ტექნოლოგიური ინსტიტუტის წამყვანმა თანამშრომელმა, რიჩარდ სტოლმანმა აღმოაჩინა რომ პროგრამა-ტექნიკურმა კომპანიებმა დაიწყეს პროგრამების 'source' კოდის ინტელექტუალურ საკუთრებად გამოცხადება და მათი ლიცენზიით დაცვა. სტოლმანი თვლიდა რომ კარგი იდეები მისაწვდომი უნდა ყოფილიყო ყველა პროგრამისტისთვის, ამიტომ ჩამოაყალიბა პროექტი GNU (რეკურსიული აკრონიმი "GNU's Not Unix"-იდან) მიძღვნილი უფასო და განახლებადი პროგრამული უზრუნველყოფის უფრო წარმატებით გავრცელებას.

ამ მომენტისთვის არსებობს მოხმარებისთვის გამზადებული Linux ვერსიების (ანუ დისტრიბუტივების wink.gif უზარმაზარი რაოდენობა. აი ყველაზე პოპულარულთა სია (აწყობილია პოსტ #6-ის მიხედვით, ოღონდ პატარა ჩასწორებებით. Frrrredo-ს კი ვთხოვ მაპატიოს, უბრალოდ ასე უფრო კორექტული იქნება):

Red Hat; Fedora Core - Fedora Project დაარსებულია და ვითარდება კომპანია Red Hat-ის მხარდაჭერით. გამოიყენება ექსპერიმენტალურ პლათფორმად, რომელზეც ხდება მოწინავე ტექნოლოგიების გამოცდა, რომლებიც თავისმხრივ საბოლოოდ Red Hat Linux-ში გადააქვთ.

SuSE; OpenSuSE; (განმარტებას არ საჭიროებს, მიიღეთ როგორც უბრალოდ სრულყოფილი OS-ი :-)

Debian - Debian GNU/Linux ეს არის ჭეშმარიტად GNU პროექტი! გვთავაზობს 15 ათასზე მეტ წინასწარ კომპილირებულ პროგრამულ პაკეტს. მიუხედავად იმისა რომ მარტივს მოხმარების მხრივ მას ვერ უწოდებ, ის უთუოდ წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ამომწურავ Linux გადაწყვეტილებას.

Mandrake; Mandriva - (წარსულში Mandrakelinux) ეს არის ინოვაციური პროდუქტი არა მარტო ტექნიკური არამედ მარკეტოლოგიური (კარგი გაგებით) კუთხითაც. აქ საქმე გვაქვს როგორც ახალ სახელთან ისე ახალი რელიზების გამოსვლის ერთ წლიან ციკლთან და რათქმაუნდა ახალ ტექნოლოგიებთან - კონკრეტულად კომპანიებისგან Conectiva და Lycoris (Mandrake+Conectiva=?-). დისტრიბუტივი ოდითგანვე განთქმულია კონფიგურირების გრაფიკული უტილიტებით, რომლებიც ითვლებიან ოქროს სტანდარტად ლინუქს ოჯახში.

Slakware; (ნათქვამია: თუ იცი Slakware, იცი Linux-ი. თუ იცი Fedora, იცი Red Hat-ი !-)

(K)Ubuntu - დაფუძნებულია Debian-ზე (უფრო ზუსტათ კი მისი ერთერთი განხრათაგანია, მაგრამ სრულად თავსებადი). პატარაა (ოფტიმიზირებულია 1CD-ზე დაეტიოს), მარტივია გამოყენებაში და განახლდება ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ. სულ ეს არის cool.gif ჰო და პოპულარიზაციის უნიკალური გზა: უფასო "დისროს" 'free shipping'. [რისთვის დიდი მადლობა..!]

Gentoo - ეს არის ლინუქს 'პაზლი' biggrin.gif . დისტრიბუტივი GNU/Linux, რომელიც ვრცელდება 'source' კოდის სახით. ანუ გათვლილია პროფესიონალ მომხმარებლებზე, რომლებიც ამ კოდიდან თავისი ხელით დააკომპილირებენ OS-ს და პროგრამულ უზრუნველყოფას. შედეგად სისტემა კონფიგურირდება სწრაფად და სრულფასოვნად.

Knoppix - სრულფასოვანი ჩამტვირთავი CD, GNU/Linux პროგრამული უზრუნველყოფით. გამოირჩევა დიდი რაოდენობის აპარატურის მხარდაჭერით და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ექსპერიმენტალურ ან დემონსტრაციულ ლინუქს ვერსიად. საჭიროების შემთხვევაში კი უპრობლემოდ შეიძლება მისი მყარ დისკზე ინსტალაციაც.

Xandros - შუალედი Linux XP-სა (გირჩევდით ცხოვრებაში არ მიეკაროთ ამ მარკეტოლოგების მორიგ სიცრუეს) და Win XP-ს შორის (იგივე ვრცელდება მასზეც) laugh.gif . გამოირჩევა კომპაქტური ზომით, საკუთარი ინტერფეისით და მასზე Windows-იდან მიგრაციის უაღრესი მოსახერხებლობით & სიმარტივით. გამოყენებულია Debian-ის ბირთვი.

To be continued..

პოსტის ავტორი: oracle Jan 12 2007, 07:29 AM

აუფ..

საღოლ :-)

პოსტის ავტორი: domen Jan 12 2007, 09:21 AM

gearge
მართლა ყოჩაღ! smile.gif

ერთი რჩევა მექნება - ჩამონათვალში ხაზები გამოტოვე ხოლმე, წაკითხვა უფრო ადვილი რომ იყოს.

პოსტის ავტორი: Frrrredo Jan 12 2007, 10:33 AM

gearge- საღოლ კაი იყო , კაი წამოწყებაა .

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 18 2008, 07:16 AM

თემა მიპინულია smile.gif დამწყებ მომხმარებლებს გამოადგებათ.

ასევე, კარგი იქნება, თუ gearge To be continued..-ს გააგრძელებს smile.gif

პოსტის ავტორი: fasha Aug 3 2008, 05:41 PM

1 ვერ გავიგე რატომ არ გინდათ რომ ქართული ოპ სისტემა გამოუშვათ ფორუმში მოღვაწეობას ჯობია რომ საქმეზე იმიქროდ თუ არ ვიწვლაეთ ქართველებმა აბა როგორ გინდათ ლანგრით მორთმეული ყველაფერი? აპაა
თუ ოდნავ წინ წავიწევთ მენტალიტეტიც აგვიმაღლდება და ეგაა და და ჟE სპოსნოსრიც გვეყოლება თამაშების კომპაინია რომ შეცქმნათ

პოსტის ავტორი: gearge Aug 4 2008, 03:09 PM

fasha
საქმე ლაპარაკის გარეშე არა biggrin.gif ეს ფორუმი (ისევე როგორც პარლამენტი, სხვათაშორის:-) სალაპარაკო ადგილია wink.gif მაგრამ, ერთი მითხარი:

1) რა კავშირშია შენი კითხვა ფორუმის ამ თამასთან?
2) საიდან მოიტანე რომ არ გვინდა გვქონდეს "ქართუილი ოპ. სისტემა"?

პოსტის ავტორი: Frrrredo Aug 5 2008, 11:48 AM

კი გვინდა ქართული ოსი, მარა კერნელი - აუცილებლად C# უნდა იყვეს, ვიზუალ სტუდიოში დაიწერილი, სხვა ვარიანტი არ მაწყობს biggrin.gif

პოსტის ავტორი: guliver Feb 2 2009, 08:03 AM

მე მაქვს 2 პრობლემა.


დავაყენე ლინუხ კერძოთ UBUNTU 8.10 და რესტარტის შემდეგ არ ირთვება ანუ მონიტორი ვერ ქაცავს მემგონი თუ რააც მაგდაგვარი პონტია, out of range წერ მემგონი :

მეორე კიტხვა:

როგორ მოვაცილო ეს საცოდავი ლინუქსი ჩემი E დისკიდან ?

პოსტის ავტორი: otosaxela Feb 2 2009, 02:01 PM

guliver
სანამ დააინსტალებდი გადაიკითხე კლასიკოსები?:
http://compinfo.ge/index.php?p=articles&categ=13
და როგორ დააყენე? ამას თუ არ დაწერ ვერ მოგეხმარებით smile.gif, იმიტომ რომ შეილება ინფო დაკარგო არა სწორე რომ ვთქვათ smile.gif, ასევე გადაირე ვინჩოს მიმდინარე ფოტო
და უბუნტუს მინიმლურ გარჩევადობაზეც შეულია მუშაობდა, ალბათ ვიდეო კარტა რამე ეგზოტიკაა და მისი დრავიერები არ ქონდა სისტემას smile.gif

პოსტის ავტორი: guliver Feb 3 2009, 12:46 PM

otosaxela

ადრე მქონდა გადაკითხული. მაგ სტატიის მიხედვით დავაყენე მარა არ ირთვება მონიტორი და ვერ გავიგე რატო sad.gif

რამე ვარიანტები არ გაქვს
?

პოსტის ავტორი: otosaxela Feb 3 2009, 05:54 PM

guliver

ციტატა
ადრე მქონდა გადაკითხული. მაგ სტატიის მიხედვით დავაყენე მარა არ ირთვება მონიტორი და ვერ გავიგე რატო

ლოგიკურად ინსტალაციაზე მონიტორი რახან ცაირთო და ეხლა არ ირთვება იმის ბრაილია რომ ცუდად დაინტალდა, ანუ როგორ დააინსტალე, მართლა ვიდეოს ბრალია, თუ ესე ჩანს ვიზუალურად, ამიტომ ჯობია ვინში თუ ირთვები დადო ვინჩოს პარტიპციების ფოტო და უფრო გეტყვი რა და როგორ, ანუ რაც მეტ ინფოს იტყვი უფრო გამარტივდება გადაჭრა, ეხლა ესე ძნელია.
და ეხლა ამ ინფოთი ერთი რამე მიტრიალებს თაში ან საინსტალაციო არ ვარგა, ან ცუდად დაყენდა, ასვე მითხარი დენის ვარდნა რომ არ იყო ინსტალციის დროს, მაგრამ ყველაზე საჭიროა ინფო ვინტი როგორ დაყავი რა ფაილური სისტემა გამოიყენე და ა. შ.
ანუ თუ დეტალურად არ აღწერ გარემოს ვერ გაგემარებით smile.gif

P. S.
რა ეტაპზე ეჭედება მონიტორი, უკვე X-ი რომ უნდა ცაირთოს მაშინ? დემონების ჩართვის მერე, თუ საერთოს GRUB-ის მერე?

პოსტის ავტორი: guliver Feb 4 2009, 07:39 PM

otosaxela

კაროჩე პართIშენი დავაფორმატე ext3 და მონიტორი იჭედება მაგის მერე რაც ამოვირჩევ რომ ლინუქსი ჩაირთოს.


თუ რამეა სკუპე მომწერე რა. აქ რომ არ გავაოფო. guliver40

პოსტის ავტორი: otosaxela Feb 5 2009, 12:20 PM

guliver

ციტატა
კაროჩე პართIშენი დავაფორმატე ext3 და მონიტორი იჭედება მაგის მერე რაც ამოვირჩევ რომ ლინუქსი ჩაირთოს.

ხო smile.gif, თუ SWAP-იც შექმენი ერთს გირჩევ გადმოწერე უკნასკნელი ვერსია ოფიციაური (!) საიტიდან და ის გადააყენე smile.gif, წესით უნდა ეშველოს smile.gif

პოსტის ავტორი: gvirjo Mar 22 2010, 01:39 PM

სად უნდა ვიკითხო არ ვიცი და აქ ვიკითხავ, სტატია რო დევს უბუნთუს დაკენების შესახებ, ეგ კი გავიგე ყველაპერი მარა swap სივრცე საიდან გამოვუყო? ეგ მითხარით რა. ხო აუცილებელია ეგ?

პოსტის ავტორი: ramchik Feb 8 2014, 07:43 AM

მოგესალმებით
ძალიან მინდა ლინუქსზე გადავიდე, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვიყავი opensuseს მომხმარებელი ამ ბოლო ხანებში suseმ ბაგების ამოყრას უმატა, გახლდით აგრეთვე ubuntuს მომხარებელი, მაგრამ ვერ შევეგუე, ვნახე lubuntu, bodhi, kali ლინუქსები (lubuntu და kaliზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი), ყველა ლინუქსის ძირათი პრობლემა ის იყო რომ თუ windows 8ზე ჩემი კომპიუტერის download speed 360 kb/sec არის linux-ის ყველა დისტრიბუციაზე ბევრად დაბალი იყო, საბოლოო ჯამში ვეძებ ისეთ დისტრიბუციას, რომელიც იქნება სტაბილური ინტერნეტში, ადვილად მოიხმარს ჩემი ოჯახის სხვა წევრებიც და ბაგებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ ამოყრის