ეს დეტალის ნაწილია რომელიც უნდა დავხაზო, მაგრამ პრიმიტიულ პრობლემას წავაწყდი: წითლად გამოყოფილი (და შესაბამისად მიმდებარე) გვერდების განსასაზღვრავად ინფორმაცია არ მყოფნის. ამ ნახაზიდან გამომდინარე შეგიძლიათ მიმანიშნოთ როგორ განვსაზღვრო ეს გვერდები, თუ მართლაც არა საკმარისი მონაცემებია? იქნებ გეომეტრიის რომელიმე "მაგიური" წესი/ფორმულა სრულიად გადამავიწყდა?
წინასწარ დიდი მადლობა!
gearge
ვერ გავიგე რა გჭირდება ნახაზი საკმაოდ მარტივია შენ თუ მარტო ამ ნახაზის აგება გჭირდება , მანდ ყველაფერია მოცემული (დაივიწყე გეომეტრიის ფორმულები და ანგარიშები არ ჭირდება ამ ნახაზს). მითხარი ზუსტად რა გჭირდება მე კონსტრუქტორი ვარ და შევეცდები მოგეხმარო
CHABA
ძალიან კარგი! კი, ნახაზი საკმაოდ მარტივია და მე კიდევ უფრო გავამარტივე ამ თემის შესაფერისად ეხლა რაც შეეხება კითხვას: დავუშვათ, ზევიდან პირველი წითლად მონიშნული "რეგიონი" (მონაკვეთი) როგორ ავაგო? კი, მოცემულია კუთხე, მაგრამ ეს საკმარისია? ეჭვი მეპარება!
ფუტცელი და ფანქარი რო იყოს და ჩვენება შეილებოდეს ურო ადვილად აგიხსნიდი
აგებას დაიწყებ ღერძის ხაზებით დიდი წრეწირის ცენტრზე გაავლებ ვერდიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებს. ამ ცენტრიდან ქვემოთ გადაზომავ მოცემულ 75 ს და მერე ზემოთ 225 ს ასევე ცენტრიდან მარჯვნივ გადმოზომავ 126 ს და მათი გადაკვეთის წერტილს შეაერთებ დიდი წრეწირის ცენტრთან ანუ კიდევ ერთი ღერძის ხაზი რომლიდანაც შეგიძლია პატარა წრეწირების დახაზვაც და მერე უკვე 20 გრადუსით დახრილი გამოდის ეგ წითლად მონიშნული მონაკვეთები
თუ ვერ გაარკვევ მერე teamviewer ით შემოგახედებ ჩემს კომპიუტერში და ისე ავააგებ
რითი ხაზავ 30 და 45 გრადუსიანი სახაზავებით მარტო? სახაზავ დაფასთან თუ მიგიწვდება ხელი ადვილია
CHABA
სახაზავი კომპლექტი არაფერ შუაშია, [მაგალითად] კუთხის წვერო სად ავიღო? ან, თუ უცნობია, წერტილი მაინც იყოს მოცემული კუთხის წითლად გამოყოფილ გვერდზე (მაგალითად წრეწირთან თანაკვეთის წერტილი) + ცნობილი 20 გრადუსი = საკმარისი ინფორმაცია კუთხის განსასაზღვრავად.
gearge
სახაზაავი კომპლექტი შუაშიც არი და თავშიც რაც მარტივად დახაზავ ნახაზს შენთვის უკეთესი მაგალითად ეს ნახაზი კომპიუტერული პროგრამებით თითების დატკაცუნებასავით ადვილად იხაზება
ნახაზს როგორც ასეთი ძომები არ აკლია
შენ რა ამოცანა გაქ გადასაჭრელი მაინც ვერ მივხვდი ამ დეტალის დამზადებას ხომ არ აპირებ?
თუ ეს ნახაზი უბრალოდ უნდა დახაზო ნუ იჭყლიტავ თავს აგერ ავაგე და დამატებითი ზომებიჩ დავამატე (ზომები მეათედი სიზუსტით არი მეტი სიზუსტე იმედია არ დაგჭირდება მგონი)
P.S. მეც დამიხაზავს ისეთი ნახაზი რო მერე უთქვამთ აქ რა უნდა გავიგო როგორ უნდა დავამზადო მეტი მარტივად ვერ განმისაზღვრე ზომებიო მარა ეგრეც გამოდის ხოლმე ჰოდა ამ ნახაზზეც პატარა ნახვრეტი ძაან ცუდად არი დაშორებული ცენტრიდან როგორც ხედავ მარა ალბათ საქმეს ეგრე დასჭირდა ხოდა კონსტრუქტორმაც ზომები მოგცა პატარა ნახვრეტის ცენტრამდე და მერე ის დახრა 20გრადუსი მაქსიმალური მრგვალი რიცხვი აიღო ანუ რაც მეტი იქნებოდა მით უკეტესი სიმტკიცისთვის
CHABA
მადლობა, მაგრამ ამ ნახაზში აგების ლოგიკას ვერ ვხედავ. მაგალითად, როგორ(!) დაადგინე რომ პატარა წრის ცენტრისა და კუთხის წვეროს შორის დაშორება მაინც და მაინც 58.5 არის და არა დავუშვათ 57.5? რათქმანდა მას მხოლოდ ერთი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ისევ და ისევ, როგორ განსაზღვრე ეს კონკრეტული? მე ლოგიკა მაინტერესებს და არა უბრალოდ აგება.
მოდი აქედან დავიწყოთ:
რა არის შემდეგი ნაბიჯი?
როგორ დავადგინე და კომპუტერში ავაგე 40 გრადუსიანი კუტხე შიგნით ჩავხაზე წრე 20 იანი რადიუსით და ამ წრის ცენტრს ჩავავლე კურსორი გადავაადგილე და დავსვი მითითებულ დაშორაბზე დიდი წრის ცენტრიდან შემდეგ გაგიზომე მანძილი სუ ეს იყო
რაც მარტი ვგზას მოძებნი ნახაზის ასაგებად მით უკეთესი არაა? მთავარია რა საშუალებები გაქვს
თავი რო დავანებოთ აგებას და ისე დავადგინოთ ეგ ზომა შეგიძლია გეომეტრია გაიხსენო და მარტივია
შენ გაინტერესებს BC, ვიცით AB და ალფა კუთხე, BC ტოლი იქნება AB გაყოფილი ალფა კუთხის სინუსზე (სინუს 20 გრადუსი უდრის 0.34202 მეტი სიზუსტე ზედმეტია მგონი) მივიღებთ 58.47611
CHABA
მშვენიერი თუ BAC კუთხე მართია, მაგრამ რა აუცილებელია CA წრფე მხები იყოს?
რას ფიქრობთ ფორუმელები?
gearge
დღეს ერთადერთი იმას, რომ თვალებში ვეღარ ვიხედები
ხვალ გადავათვალიერებ, მაგრამ ვერაფერს შეგპირდები, თავის დროზე ხაზვას ხშირად ვაცდენდი ხოლმე (პირველი გაკვეთილი იყო და მეძინა ) და ასე 6-7 წელი იქნება საერთოდ არანაირი შეხება აღარ მქონია.
domen
პრობლემა სკოლის გეომეტრიამდე დავიდა, ასე რომ არ უნდა გაგიჭირდეს
ეჰ, მე კი ყოველთვის მიყვარდა ხაზვა (არ დაიჯერებთ და მეხერხებოდა კიდეც:-), მაგრამ გაკვეთილებს ხშირად არც მე ვესწრებოდი
gearge
მოიცა, იმაზეა ლაპარაკი, CA მხებია თუ არა?
თუ კი: მხების განმარტებაა ეგ - წირს, რომელიც წრეწირს მხოლოდ ერთ წერტილში ეხება, მხები ეწოდება :-) (რატომ ადგენს მხები რადიუსთან მართ კუთხეს, ეგ სხვა საკითხია, თუ გაინტერესებს, გეტყვი მაგასაც )
P.S. ხაზვა მეც მიყვარდა და მეხერხებოდა, მაგრამ ძილი მერჩია
domen
აჰა ოღონდ ერთი არ მესმის,
ამ ნახაზზე ის წირი რომელსაც პირობითად CA-თი ავღნიშნავთ აუცილებელია წრეწირს ერთ წერტილში ეხებოდეს? საიდანმე ჩანს ეს?
მაგალითად, C წვერო და შესაბამისად მთლიანად კუთხე ცოტა ”ჩამოწეული” რომ იყოს CB ღერძის გასწვრივ, რა უშლის ხელს? მივიღებთ ”CA” წირს რომელიც ორ წერტილში კვეთს წრეწირს. ნახაზზე რამე გვრღუდავს ამაში?
ჰმმ ... ნუთუ რთული კითხვაა?
ამ ნახაზზე ის წირი რომელსაც პირობითად CA-თი ავღნიშნავთ აუცილებელია წრეწირს ერთ წერტილში ეხებოდეს?
უმაღლეს მათემატიკას ღრღნით და ეს რა ხილია ასეთი?!
gearge
მაგაზე მე ვერ გაგცემ პასუხს, ნახაზის აგების თანმიმდევრობა უნდა გიჩვენებდეს მაგას, წესით. ნახაზში ჩაქექვის კი არც თავი მაქვს და არც ცოდნა.
ისე, ორ მონაკვეთს შორის ჩახაზული წრეწირი ორ წერტილში რომ კვეთდეს რომელიმე მონაკვეთს, არ იქნებოდა მითითებული?
gearge
domen
Power_VANO
აჰა, ჩვეულებრივ მითითებული იქნებოდა ... ანუ, უნდა დავასკვნა რომ მხებია. ოკ, მშვენიერი!