გაქართულებული Windows - ძალიან ბაგები ;), გენერალური პაზორ-შოუ! UGT-ის თანამშრომლებს ვთხოვ აქეთ შემოიხედონ |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
გაქართულებული Windows - ძალიან ბაგები ;), გენერალური პაზორ-შოუ! UGT-ის თანამშრომლებს ვთხოვ აქეთ შემოიხედონ |
Jun 21 2006, 09:03 AM
პოსტი
#1
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: გადამდგარი მოდერი პოსტები: 291 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 24 |
ეს თემა ეძღვნება ქართული კომპანია UGT-ის მიერ გაკეთებულ "საშვილიშვილო" (ტო ესტ საშვილიშვილოდ შემარცხვენელ (IMG:style_emoticons/default/mad.gif) ) საქმეს - "ქართულ" ვინდოუსს. უფრო სწორედ მასში აღმოჩენილ ბაგებს!
ვიცი რომ მათი რაოდენობა იმდენია რომ ერთი დამოუკიდებელი ფორუმის შექმნას საჭიროებს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ძალიან ძალიან პაზორი ბაგების "გამოფენა". მიზანი? არა, არც ის რომ ამაზე დაფიქრდებიან და გამოასწორებენ (იმიტომ რომ მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ამ ხალხს ფიქრი საერთოდ არ შეუძლია) და არც ენის ფხანა რაძი კაიფა. მიზანი ერთია - სიამაყე რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის თვალებშია ამ პროექტის შემდეგ იქნება და ცოტათი მაინც მოაზროვნე ადამიანებში შეიცვალოს სირცხვილის გრძნობით. წინასწარვე ვიცი რომ ასეთი რადიკალური ტოპიკი ზოგზოგიერთებს (ამავე ფორუმზე) არ მოეწონებათ და "შენიშვნას მომცემენ" მაგრამ მე ვწერ იმას რასაც მე (და როგორც ვნახე თქვენც) ფიქრობთ. ვიღაცა თუ რაღაც ხმელ ფასეულობებს უფრთხილდება ეგ ჩემი პრობლემა ვერ იქნება. მოკლედ დასცინეთ და დასცინეთ იმათ ვინც ჩვენ დაგვცინის! ვიწყებ მე: პირადად ეს LIP პაკეტი არ დამიყენებია მხოლოდ სკრინშოტებიდან "ვიცნობ" მაგრამ დამიჯერეთ ესეც კმარა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პირველი საზიზღრობა: კომპინფოს ჟურნალის პირველ გვერდზე ვნახე "გაქართულებული" ფანჯარა About Windows. არ გაინტერესებთ ქართული თარგმანი როგორია? მაინც გეტყვით (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ის ასე ჟღერს: "შესახებ ვინდოუსი". ვისაც ინგლისური არც მოგისმენიათ, გთხოვთ დაიკიდოთ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ამის შემდეგ დავიჯერო მისი მაქართულებელი არ დებილია და არც დამცინის? ვინც მე დამცინის და მე იმისი... და თუ დებილია იქით დავცინებ და მეტს მე ვერაფერს ვუშველი... იმავე ფანჯარაში ბარე სამი-ოთხი ანალოგიური სისულელე იკითხება. მაგალითად: ინგლისურად უნდა იყოს: "This product is licensed under the terms of the End-User License Agreement" და ქართულად გვაქვს: "პროდუქტი ლიცენზირებულია End-User License Agreement მიერ". ?!?!?!? სიტყვა "მიერ" როგორ ჯდება ჰა? არ არის სექსი? loooooooooooooooooooooooooool აქვე "O.K." ღილაკს აწერია ქართული ვარიანტი "კარგი". ლოოოოლ "კარგი" კი არა დიდი მადლობა რომ "ხო" არ დააწერეთ ლოოოოოოოოლ P.S.: ამ ტოპიკში განგებ არ გავამახვილებ ყურადღებას სადავო ტერმინებზე, რომელიც არანაკლებ გულისამრევია (მაგალითად "თოლია", "თვალპაჭუნა" და სხვა) და ასევე არ ვისაუბრებ წმინდა ტექნიკურ პაზორებზე, როგორიცაა ის ფაქტი რომ კლავიშებზე სიტყვები არ ეტევა, ყველა სიტყვა (ძალიან ელემენტარულ ადგილებშიც კი!) არაა გადაქართულებული (ისეთი სიტყვები როგორიცაა Back, Search, File ...). აქ იქნება მხოლოდ იდიოტობები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით რომლის ჭმევასაც ესენი გვიპირებდნენ! P.P.S.: UGT-ის რომელიღაც წარმომადგენელმა ერთერთ ინტერვიუში თქვა ასეთი რამ რომ ეს "ქართული" სისტემა იქნება გათვლილი ბავშვებისთვის (!!!!!!). დიახ დიახ ზუსტად ასე თქვა!! არა გესმით ?!?!? მაგათმა მზემ "დიდებისთვის" ცალკე გააქართულებენ ?! ან მაიკროსოფტმა იცის ეს ?!?!?!?!? ან ბავშვებისთვისაა ვინდოუსის ის ადგილები რომელიც ამათმა ვითომ "გადააქართულეს"!!! ბავშვს რა უნდა დეფრაგმენტერში ან MMC-ში ?!?! და რატომ ითქვა მაშინ ეს ასე საცოდავად "ჩუმად" ?!?! და რატომ ატეხეს ერთი ამბავი თუ ბავშვებისთვის აკეთებდნენ?! და ის ბავშვები გაიგებენ იმ ტერმინებს რომლებსაც პროფესიონალები ვერ იგებენ "ქართული შესრულებით" ?!?! და იმ ბავშვებს გაზრდა არ უნდათ თუ რომ გაიზრდებიან "მალსახმობი" უნდა იცოდნენ და "Shortcut"-ს რომ ნახავენ ვერ მიხვდნენ რა არის არა ?!?!?!?! ვაი თქვენს .... პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Reechard: Jun 21 2006, 10:14 AM |
|
|
Jun 21 2006, 09:46 AM
პოსტი
#2
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: გადამდგარი მოდერი პოსტები: 291 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 24 |
ისევ კომპინფოს ჟურნალში სკრინშოტზე მოყვანილი წარწერა (დადასტურება ფოლდერის წაშლაზე): "დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ 'original'-სა და ჩაიყაროს ყველა შიგთავსი სანაგვეში?-ის ფოლდერის წაშლა? "
თქვენ რამე გაიგეთ ?! მე ვერა ... loooooooool კიდევ ერთგან ვხედავთ ფრაზას "ოპერატიული სისტემა" ნაცვლად იმისა რომ იყოს "ოპერაციული სისტემა". არავინ თქვას რომ მექანიკური შეცდომაა !!! loooool |
|
|
Jun 21 2006, 10:00 AM
პოსტი
#3
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: გადამდგარი მოდერი პოსტები: 291 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 24 |
ისევ სკრინშოტზე ჟურნალიდან გვაქვს ასეთი რამე: Disk Defragmenter-ის სტატუს ზოლში "Display the report" წარწერის ნაცვლად გვაქვს ქართული ვარიანტი: "დისპლეის ანგარიში"
არა ამან ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! looooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooool ამის ავტორი როგორ არ უნდა გაბერო ??!! |
|
|
Jun 21 2006, 10:40 AM
პოსტი
#4
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: გადამდგარი მოდერი პოსტები: 291 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 24 |
.
სტარტ მენიუში "თამამად" გამოჭიმულა "ქართული" თარგმანები: "ვინდოუს ექსპლორერი" და "ვორდპადი". მმმუაგარია! თუ Wordpad არის "ვორდპადი" მაშინ Notepad რატომ არ არის "ნოუთპადი" და რატო წერია "ბლოკნოტი" !?!?! Windows Explorer-ის გაქართულებას აბა ესენი როგორ მოერეოდნენ ?! კიდევ კარგი არც ეცადნენ გადაქართულებას თორე იქნებოდა "მიმომხილველი სარკმელთაი" ან რამე ეგეთი $$$ობა. ლოლ ეხლა ვისაც გაინტერესებთ ჩემი აზრი ესენი იდიოტები არიან თუ ჩვენ გვთვლიან იდიოტებად, ამის შესახებ ჩემი მოსაზრება ქვემოთ შეგიძლიათ წაიკითხოთ: ალბათ მაიკროსოფტმა (ან რამე საერთაშორისო ორგანიზაციამ) ამ უბედურებს რაღაც თანხა გამოუყო. ესენი ადგნენ და შეთხვლიფეს ღორებივით და მერე მთლად მოტყდომას ამჯობინეს ერთ კვირაში ნაჯღაპნი გაესაღებინათ ორი წლის "ნამუშევრად", აქაოდა მაიკროსოფტში ქართული მაინც არ ეცოდინებათ და თუ ეცოდინებათ "მალსახმობს" მაინც ვერ მიხვდებიან რა არისო! მარა ამავე დროს დაიკიდეს რომ რამდენიმე ასეული ქართველი მაგათ იდიოტად ჩათვლიდა (მეც მასე ვთვლიდი მაგრამ ეხლა გონება გამინათდა (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ) და დედების მოკითხვებს გაუგზავნიდა. ვიცი რომ ეს კომენტი (თუ მთლიანად თემა არა) წასაშლელადაა განწირული მაგრამ ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი. ეხლა ხომ ხვდებით რაშია ძაღლის თავი შენახული (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ? უდიდესი ქართველი რეპერის სიტყვებისა არ იყოს : "დაე თუნდაც თავი მომსჭრან, ტანი გახდეს გასაბერად. ვინც არ არის კახაბერი მას ვერ ვიტყვი კახაბერად" (ვიცი რომ მაგრად დავამახინჯე, რავქნა აღარ მახსოვს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ), მეც გავრეპავ მაგათ ჯინაზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) "დაე თუნდაც ბანი დამსდონ აღარ მიშვან აქ სათქმელად, ბოლო სიტყვას მაინც ვიტყვი, ბოზთ დედებზე გასარტყმელად." პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Reechard: Jun 21 2006, 10:40 AM |
|
|
Jun 21 2006, 12:13 PM
პოსტი
#5
|
|
კიბერ ბაიტი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 623 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 39 |
კაცი ხარ კაცური!, მემგონი მაგ LIP პაკეტს ქართული ენის გადარჩენა ევალება, ყოველ შემთხვევაში ასე თქვა ერთმა მჭერმეტყველმა ლინგვისტმა რომელიც მაგაზე მუშაობდა . კომპინფოს სტატიაც ძაან კრიტიკულია(მარა სამართლიანი) ტექნიკურ თარგმანზე ნერვები მომეშალა , რა უაზრობაა ... IT-სპეციალისტები კიარა
GPI ის """ "პროგრამისტები"""" ყავთ ეტყობა. ეს ქართული ენის ფაილი თავისი 3 .მბ._ით დიდი სამარცხვინობაა, მაგრამ რად გინდა ამ ფორუმზეც რო შემოვიდნენ UGT_დან ამ კრიტიკას არავინ მიიღებს . -------------------- Dita Von Teese
Jesus Saves, Buddha does incremental backups. |
|
|
Jun 21 2006, 08:25 PM
პოსტი
#6
|
|
Administrator ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 |
Reechard
იცი რაშია საქმე, შეიძლება ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ რაც არ უნდა იყოს რაღაცნაირად უნდა ჩავჯდეთ ნორმატიულ ფარგლებში, ვიცი შენი მდგომარეობა და ვხვდები როგორი გაღიზიანებული ხარ. მაგრამ პირდაპირ გამომწვევი თემა გახსენი. ჯერ არ დავხურავ და არ წავშლი. მითუმეტეს მოდერი ამ განყოფილებაში შენ ხარ, მაგრამ...... მოკლედ ცოტახანს შევხედავ და შეიძლება არაკორექტულობის გამო მივახრჩო ეს თემა, თუმცა ვიმეორებ ძალიან ბევრ პუნქტში 100%-ით ვიზიარებ შენს გულისტკივილს. მართლაც საშინელება გამოვიდა. აგერ ჩვენმა თანაფორუმელმა გიგა-მ გააქართულა ერთი პროგა, ახლა მეორეზე მუშაობს, და ამასობაში ბევრ უფრო გამართულ ტერმინებს ის კაცი არჩევს, ამასობაში რა დაემართა ამხელა ფირმას, ამდენ IT სპეციალისტს და ათეულობით ლინგვისტს კაცმა არ იცის. |
|
|
Jun 22 2006, 09:13 AM
პოსტი
#7
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: DARTH მოდერი პოსტები: 180 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 2 |
კიდევ ერთხელ ვიმეორებ
საქართველოში დელეტანტების პარადიააა პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია RIPPER_RUNA: Jun 22 2006, 09:14 AM |
|
|
Jul 2 2006, 09:51 AM
პოსტი
#8
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 92 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 14 |
RIPPER_RUNA
ციტატა იდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოში დელეტანტების პარადიააა შენ ალბათ დილეტანტებს გულისხმობდი დეელეტანტებ-ში?! (IMG:style_emoticons/default/wink.gif) Reechard ამ ფორუმზე უკვე არის გახსნილი თემა სადაც მიმდინარეობს განხილვა ქართული ვინდოუსის, თუ რაიმეს თქმა გინდოდა შეგეძლო იქ დაგეპოსტა. ხოლო თუ გულის მოოხება, გინება და ლანძღვა გინდოდა მესმის შენი (IMG:style_emoticons/default/wink.gif) მარა თუ ამ საკითხით სერიოზულად ხარ დაინტერესებული მაშინ უკეთეს ადგილს მიგასწავლი სადაც შეგიძლია პირადად პროექტის წევრებს დაელაპარაკო და შენთვის საჭირო ბევრი საკითხზე მიიღო საჭირო პასუხი http://forum.ge/?showforum=61 http://forum.ge/?f=61&showtopic=33654922&st=0 |
|
|
Jul 2 2006, 10:40 AM
პოსტი
#9
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: გადამდგარი მოდერი პოსტები: 291 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 24 |
ციტატა(Gandegili @ Jul 2 2006, 12:51 PM) [snapback]2751[/snapback] Reechard ამ ფორუმზე უკვე არის გახსნილი თემა სადაც მიმდინარეობს განხილვა ქართული ვინდოუსის, თუ რაიმეს თქმა გინდოდა შეგეძლო იქ დაგეპოსტა. შეძლებით ყველგან შემეძლო მაგრამ იქ დავპოსტე სადაც საჭირო იყო. ის თემა უადგილო ადგილას არი გახსნილი და ეს კიდევ სწორედაც შესაბამის განყოფილებაში. |
|
|
Jul 2 2006, 08:55 PM
პოსტი
#10
|
|
In vitro member ჯგუფი: გადამდგარი მოდერი პოსტები: 545 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 11 |
Microsoft-შუშაბანდი ჩვენი ტკივილია (IMG:style_emoticons/default/sad.gif)
ვეთანხმები 101% -ით Reechard-ს |
|
|
Jul 2 2006, 10:57 PM
პოსტი
#11
|
|
კიბერ ბაიტი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 387 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 18 |
ციტატა Microsoft-შუშაბანდი ჩვენი ტკივილია ტკივილი კი არა სირცხვილი |
|
|
Jul 3 2006, 07:45 AM
პოსტი
#12
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
ციტატა(Davidus @ Jul 3 2006, 12:55 AM) [snapback]2758[/snapback] Microsoft-შუშაბანდი ... ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ”Windows” გადათარგმნეს როგორც ”შუშაბანდი” (სახელის გადათარგმნა დაუშვებელია, საერთოდ), მაშინ ”Microsoft” უნდა გადაეთარგმნათ როგორც ”მიკრო პროგრამები”. ეს კი კონკრეტული ვიღაცის პროტესტს გამოიწვევდა. (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
Jul 3 2006, 08:16 AM
პოსტი
#13
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 92 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 14 |
Sh@ko
ციტატა ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ”Windows” გადათარგმნეს როგორც ”შუშაბანდი” და ვინ გითხრა რომ "Windows"-ი გადაითარგმნა როგორც "შუშაბანდი"? (IMG:style_emoticons/default/dry.gif) არავის არ უთარგმნია ეგ სიტყვა, შენ თუ იმედზე გაშვებულ სიუჟეტზე ამბობ, გეტყვი რომ ეგ დაჩი გრძელიშვილის მიერ მოფიქრებული სათაური იყო |
|
|
Jul 3 2006, 01:32 PM
პოსტი
#14
|
|
Administrator ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 |
Sh@ko
ციტატა ”Microsoft” უნდა გადაეთარგმნათ როგორც ”მიკრო პროგრამები”. ჰა-ჰა ეგეთები არ იყოს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) |
|
|
Jul 13 2006, 02:32 PM
პოსტი
#15
|
|
კიბერ ბაიტი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 381 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: მთვარე წევრი №: 20 |
Windows - ბრენდია და არ ითარგმნება. რაც შეეხება დანარჩენებს, ზოგი ისეთი უაზრობაა... ამას ჩვეულებრივი მომხმარებელი ვერანაირად ვერ გაიგებს.
გარდა ამისა, თარგმნიან ისეთ სიტყვებს, რომელსაც თარგმანი არ ჭირდება: (როუტერი, ადაპტერი, აიპი...) -------------------- |
|
|
Dec 25 2006, 05:13 AM
პოსტი
#16
|
|
ახალბედა ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 4 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 330 |
სალამი ყველას ამ ფორუმში პირველ წერილს ვწერ და მინდა გამოვხატო ჩემი აზრი ქართული windows_ის შესაზებ, მე ვტვლი რომ, მაგათ სულ ფეხებზე კიდიათ windowsi კარგად იქება დახვეწილი თუ არა, მათი მთავარი მიზანი მიღწეულია აიგეს ის ფული რაც მათ ეკუთვნოდათ ძაან მაგარს გააკეტებდნენ თუ ესეთს როგორიც გააკეტეს ამაში მათ არაფერს დაუმატებდნენ და გააკეტეს ისეტი რაზეც არ იწვალებნენ ძალიან ბევრს და რაც დამაკმაყოპილებელი იქნებოდა მათვის და არა ჩვენთვის ეს ნათლად გამოჩნდა რომ, მათი გაკეტებული windowsi არაფრად არ ვარგა, მაგრამ რაც არ უნდა ვთქვათ მასზე და რაც არ უნდა დავიწუნოთ ჯერჯერობით სხვა არ გვაქვს მაგრამ გვაქვს ახალი ქართული windowsi ისე მაგათი ........
|
|
|
Dec 25 2006, 10:09 AM
პოსტი
#17
|
|
Administrator ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 |
ისე 2006 წელი გავიდა და სადაა ჯერ კიდევ თებერვალში გამოსაშვები საბოლოო ვერსიის LIP პაკეტი?? დრემდე BETA ვერსიაა და სექტემბრიდან მარტო ისმის აი ხვალ, ხვალ იქნებაო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
|
|
|
Dec 25 2006, 11:08 AM
პოსტი
#18
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
ხოდა ამიტომაც "დღემეხვალიე კომპანიასა თოვლი მოადგა კარსაო" ეგრე მოხდა! (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) პირველი თოვლი გუშინ იყო, მაგრამ ყველას გილოცავთ! იმედია ტერმინ "დღემეხვალიეს" გამოიყენებენ რაიმეს სათარგმნად...
-------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
Feb 1 2007, 04:31 PM
პოსტი
#19
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 337 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Münster წევრი №: 16 |
giorgius
ლინგვისტებმა ხელფასი მოითხოვეს, ენთუზიაზმზე არ ვმუშაობთო. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- whenever people agree with me, I always feel I must be wrong
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:13 AM |