თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ტერმინები განმარტებები _ Traces

პოსტის ავტორი: Chacha Jan 12 2010, 03:43 PM

შეგიძლიათ ამიხსნათ ეს რა ტიპის ვირუსია და რითაა მავნე? ან როგორ შეიძლება malwarebytes-მა ვერცერთი აღმოაჩინოს და a-squared-მა 47, ძირითადად რეესტრში

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 14 2010, 12:13 PM

ციტატა(Chacha @ Jan 12 2010, 06:43 PM) *
შეგიძლიათ ამიხსნათ ეს რა ტიპის ვირუსია და რითაა მავნე? ან როგორ შეიძლება malwarebytes-მა ვერცერთი აღმოაჩინოს და a-squared-მა 47, ძირითადად რეესტრში


ლოგიკურად ეს ს არის ვირუსების კვალი რეესტრში:(Trace-კვალი, ნაკვალევი) ანტივირუსმა კი წაშალა თვითონ ვირუსის ფაილი, მაგრამ რეესტრში მისი მნიშვნელობა არ ამოუშლია...
პროგრამის მუშაობის პრინციპები ასე ღრმად არა მგონია ვინმემ იცოდეს, მაგრამ სავარაუდოდ, a-squared-ს აქვს რეესტრის სკანირების უფრო სრულყოფილი მოდული....რის საფუძველზეც ის პოულობს ვირუსის ნამოქმედარ მას შემდეგაც კი თუკი ეს ვირუსი უკვე განადგურებულია

რეალურად, არა მგონია მაგან რამე რეალური შედეგი მოყვეს წარმადობის და დაცვის მხრივ...

პოსტის ავტორი: Chacha Jan 14 2010, 02:19 PM

ხო სერიოზული არაფერია და ამ სკანერს ვერაფერი გავუგე, ისეთ ადგილებში პუოლობს ვითომ ვირუსს, სადაც სხვა ვერცერთი სკანერი(თითქმის ყველა პოპულარული და პრესტიჟული) ვერ პოულობს და რაც ყველაზე სასაცილოა მერე ამ ვირუსებს ვერ შლის, მიწერს, რომ შეუძლებელია წაშლა smile.gif) როგორც ადრე ალბათ ეხლაც რაღაც სისტემურს მიადგა, ადრე წამიშალა და ძლივს აღვადგინე და ეხლა ებლოკება ალბათ.