თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ საიტზე გამოქვეყნებული მასალების შესახებ _ დაიწყო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა IV

პოსტის ავტორი: sbo4 Oct 21 2008, 11:29 AM

მივესალმები ყველა ფორუმელს,

გაცნობებთ, რომ დაიწყო მე-4 სტუდენტურ ბიზნეს ოლიმპიადა. იგი ინტერნეტით გაიმართება 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბერში. თუ თქვენ ხართ სტუდენტი მაშინ გამარჯვების შემთხვევაში რეალური შანსი გაქვთ გახდეთ საქართველოს ბანკის პროექტების მენეჯერი და მოიგოთ სოლიდური ფულადი პრიზი [საერთო საპრიზო ფონდი 4500 ლარი].

მონაწილე გუნდების რეგისტრაცია ინტერნეტით მიმდინარეობს 31 ოქტომბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხ.: www.conference.ge/sbo4

SBO4-ის სპონსორები

** საქართველოს ბანკი [გენერალური სპონსორი]
** აკვა ვივა [სპონსორი]

SBO4-ის თანასპონსორები და თანაორგანიზატორები არიან:

** ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა [ISET]
** შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი [IBSU]
** ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი [GAU]
** კავკასიის უნივერსიტეტი [კავკასიის ბიზნესის სკოლა - CSB]
** კავკასიის აკადემიური ცენტრი [CAC]
** გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი [Alma Mater]
** ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი [KSEU]
** ბიზნეს კონფერენცია - www.conference.ge
** MARNET Associates LLC [იდეის ავტორი და შემსრულებელი]


პოსტის ავტორი: Sh@ko Oct 21 2008, 11:52 AM

sbo4, როგორ ხაააარ? biggrin.gif მუსიქბოქსის ფორუმზეც დარეგისტრირდი ხო? იქ რატომ არ დამიპოსტე არაფერი? tongue.gif biggrin.gif სტუდენტები იქაც არიან!


tongue.gif რა ზანგების და სპამბოტების სუნია?

ჩვენს სტუდენტებს გამარჯვებას ვუსურვებ, რათქმაუნდა! smile.gif