თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ინტერნეტი და ლოკალური კომპიუტერი _ საიტები ამორჩევით

პოსტის ავტორი: Bekward May 4 2007, 06:05 PM

ეხლა რაზე შეგაწუხეთ, ასეთი ანომალია დაფიქსირდა, რამდენიმე დღეა ერთ-ერთ ქართულ საიტს(მისამართს არ დავწერ აქ, რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს, თუ ვინმეს დააინტერესებს PM-ში მივწერ) საერთოდ აღარ მიხსნის, თავად საიტს პრობლემა არა აქვს არანაირი, ადმინისტრატორი მეგობარია(მე თავადაც ამ საიტზე ვმოღვაწეობ, მოდერატორის თანამდებობაზე), დავურეკე და საიტი მუშაობს ნამდვილად უპრობლემოდ, მე კი ვერ შევდივარ, საერთოდ არ მიხსნის რა. იქნებ გამაგებინოთ ასეთი რამე რისი ბრალი შეიძლება იყოს, online-ში მივედი და მხრები აიჩეჩეს, ნომერი ჩაიწერეს გადავამოწმებთო.
მიშველეთ რამე რა.
წინასწარ დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: Power_VANO May 5 2007, 03:26 AM

Bekward
პირველ რიგში სხვადასხვა ბროუზერებით ცადე შესვლა. შეიძლება შენი Default ბროუზერი გაფუჩჭდა და მაგის ბრალია. გათიშე ფაირვოლები, გადაამოწმე ვთქვათ მე-80 პორტი დახრული ხომ არ გაქვს. მერე უკვე პროქსითაც შეგიძლია ცადო, ანუ ამით გაიგებ შემთხვევით ბანი ხომ არ გადევს საიტზე smile.gif

პოსტის ავტორი: Bekward May 5 2007, 05:06 AM

Opera, IE, FireFox ესენი მაქვს და ვცადე, საიტზე ბანი 100% არ მადევს, და რომ მედოს მე ვთქვი საიტს საერთოდ არ ხსნის page cannot bo displayed!

პოსტის ავტორი: მიშა2005 May 5 2007, 06:28 AM

Bekward
ქუქების და ტეემპეების გასუფთავება ცადე?

პოსტის ავტორი: Bekward May 5 2007, 06:39 AM

ყველაფერი ვცადე უკვე.

პოსტის ავტორი: sikvdila May 5 2007, 10:25 AM

QUOTE(Bekward @ May 5 2007, 06:39 AM) [snapback]10078[/snapback]

ყველაფერი ვცადე უკვე.


რა მოდერი დავკარგეთ smile.gif

პოსტის ავტორი: გიგა May 5 2007, 01:29 PM

სამწუხაროდ ვერც მე შევდივარ ზოგიერთ ქართულ საიტზე

პოსტის ავტორი: გიგა May 5 2007, 02:04 PM

აუ ეხლა გამახსენდა ადრე compinfo-ს საიტზე ვერ შევდიოდი და ვიყენებდი პროქსი სერვერს აბა შენ სცადე
მაგალითად 212.138.64.146 პორტი 80 მარა როგორც მახსოვს ანონიმური არაა
ან 219.240.36.174 პორტი 4480 (ეს არ შემიმოწმებია)

კიდე რამდენიმე პროქსი სერვერი
212.138.64.142:80
212.138.64.143:8000
212.138.64.144:80
212.138.64.145:8000
212.138.64.146:80
212.138.64.148:8000
212.138.64.149:80
212.138.64.150:8
81.86.37.27:8080
72.32.79.253:80

პოსტის ავტორი: NetDevil May 5 2007, 05:32 PM

Bekward
მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა, ოღონდ საკუთარ საიტზე ვეღარ შევდიოდი. ჰოსტინგის პროვაიდერს დაუკავშირდით, მაგათი ბრალი უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: Bekward May 5 2007, 05:42 PM

პროქსითი შევედი როგორც იქნა, რაღაც თურქული ნაგავია, მაგრამ მაინც ასე თუ ისე შედის, სხვებით ვაბშე ვერ შევედი.
ქართული პროქსი თუ არსებობს ბუნებაში ვინმემ დაწერეთ თორე გამითეთრდა თმები. ან უცხოური თუ იცით კონკრეტულად ნორმალური.
წინასწარ დიდი მადლობა.

ციტატა
ჰოსტინგის პროვაიდერს

მაგაში რას გულისხმობ, ვინც ინტერნეტს მაწვდის, თუ საიტის ჰოსტერს?

პოსტის ავტორი: გიგა May 5 2007, 05:55 PM

Bekward
შენ რომლით შეხვედი მე 212.138.64.146 ვცადე და ნორმალურად შედის

ხო მართლა პროქსი საუდის არაბეთშია

პოსტის ავტორი: NetDevil May 5 2007, 05:59 PM

Bekward
საიტის

პოსტის ავტორი: Bekward May 5 2007, 06:20 PM

გიგა
მაგით ვერ შევედი რა ვიცი, რაღაც თურქული ვნახე და ასე თუ ისე მუშაობს.
ქართული თუ არსებობს დამიწერეთ რა.

პოსტის ავტორი: domen May 6 2007, 06:33 AM

Bekward
ეტყობა შენი პროვაიდერი ვერ ეწყობა საიტის ჰოსტს(უფროსწორად ჰოსტისთვის ინტერნეტის მიმწოდებელს).

და მზამზარეული ქართული პროქსი არ არსებობს, თუმცა, შეგიძლია მეგობრის კომპი გამოიყენო, როგორც პროქსი, მაგრამ ეს ზუსტად არ ვიცი, როგორ კეთდება.

პოსტის ავტორი: Bekward May 6 2007, 05:21 PM

ციტატა
ეტყობა შენი პროვაიდერი ვერ ეწყობა საიტის ჰოსტს(უფროსწორად ჰოსტისთვის ინტერნეტის მიმწოდებელს).

ჰო, მარა რო მუშაობდა? და ერთ დღეს უცებ აღარ შევიდა.
ის ერთი თურქული პროქსი უბერავს ასე თუ ისე.
მადლობა გიგა-ს პროქსის იდეის მოწოდებისთვის.

პოსტის ავტორი: Power_VANO May 8 2007, 06:13 AM

Bekward
www.tcompressor.com აი ეს გინდა შენ smile.gif პროქსი სერვერები აქვს სხვადასხვა ქვეყნებში და თან სწრაფი სერვერები smile.gif

პოსტის ავტორი: Bekward May 8 2007, 08:25 AM

Power_VANO
გადავხედავ. მადლობა.

პოსტის ავტორი: Power_VANO May 8 2007, 12:47 PM

Bekward

ციტატა
გადავხედავ. მადლობა.

არაფერს. smile.gif

პოსტის ავტორი: da_ta Jul 18 2007, 10:30 PM

ბარემ აქვე დავსვამ კიტხვას მშვენიერი თემაა გახსნილი biggrin.gif

ამ საიტზე შევდიოდი მშვენივრად http://www.pascal.telavi.net/ და ახლა ვეგარ შევდივარ... თქვენ ცადეთ აბა, ის რაგაც პროქსია თუ რაგაცა ვერ გავიგე კარგად და თუ არ დაგეზარებათ იქნებ დაწეროთ რა როგორ გავაკეთო(თითქოს გავუგე მაგრამ ვერ გავუგე smile.gif)
ჯერ შესვლა ცადეთ აბა...


_____________________________________
და კიდე მეორე პრობლემა:
http://gtu.ge/books.htm
აქ რო შეხვალთ გორგოლაჭის ნახევარდაბზრიალებაზე smile.gif გამოჩნდება ასეთი წიგნის სათაური
"პერიფერიული მოწყობილობების ინტერფეისები
ა. ბენაშვილი"
ამას ვერ ვიწერ და იქნებ დამეხმაროთ, არადა მაგის გარდა ყველაფერს ხსნის(ქაჩავს) ...

პოსტის ავტორი: Sh@ko Jul 18 2007, 10:55 PM

აუ, ჩემი ლექტორები გაიჩითნენ!!! tongue.gif

da_ta, გორგოლაჭი შენ შემთხვევით აჩქარებული ხომ არ გაქვს??? smile.gif ძლივს ვიპოვე რაც გინდოდა! არც ჩემთან იწერს, აკრძალულია წვდომაო (Forbidden).

პასკალზე საერთოდ არ შედის რა... დაიბრიდებოდნენ ან ეგენი, ან სერვერი. smile.gif

პოსტის ავტორი: da_ta Jul 19 2007, 09:13 PM

Sh@ko
ხოო შეიძლება, მაგრამ დაბრედილი რო იყოს "თელავის უნივერსიტეტის" საიტზე რაგაზე იქნება მაგის ლინკი... მაინც მგონია რომ ვერ შევდივარ... smile.gif

პოსტის ავტორი: da_ta Jul 29 2007, 11:14 AM

მოკლედ ამაზე ახალი თემა რო გამეხსნა დამხვრიტავდით ალბათ ...

რა მაინტერესებს წინათ შემხვდა ერთი კომპიუტერული ფორუმი(ქართული) დავრეგისტრირდი კიდეც, მაგრამ ახლა ვეღარ ვიხსენებ რა საიტი იყო. თქვენ ასეთი რაგაც არ გამოგეპარებოდათ და იქნებ დამეხმაროთ(ახლა ძებნისთვის დრო არ მაქ თორემ თქვენ არ შეგაწუხებდით)...

P.S: და რეკლამაში რო არ გავიდეს PM და მისი ჯანი... smile.gif.

პოსტის ავტორი: domen Aug 8 2007, 05:26 PM

da_ta
პირიქით! biggrin.gif

ეგ პოსტი თემას არანაირად არ შეესაბამება, ანუ ოფტოპიკია. ამისთვის წესით კიდევ ვორნი გეკუთვნის..

და ის tutorials.ge ხომ არ იყო? ან soft.ge ?

პოსტის ავტორი: da_ta Aug 9 2007, 11:22 AM

ციტატა
ეგ პოსტი თემას არანაირად არ შეესაბამება.


თემას არა, სათაურს კი... smile.gif
ციტატა
და ის tutorials.ge ხომ არ იყო? ან soft.ge ?


პირველი არაა და მეორეში ვერ შევდივარ...

პოსტის ავტორი: domen Aug 9 2007, 11:42 AM

da_ta

ციტატა
მეორეში ვერ შევდივარ

ამაზე: http://portal.soft.ge ?

და რა ნიკით დარეგისტრირდი? ის ნიკი ჩაწერე გუგლში, მიუწერე "site:.ge"(თუ იმ საიტის მისამართი .ge დომენზე იყო) და უცებ მონახავ wink.gif

ციტატა
თემას არა, სათაურს კი

თემის შინაარსი ირკვევა სათაურისა და პირველი პოსტის მიხედვით. ახლა მივწერ და რომ ჩამოვა აქაურობის მოდერი, გადაიტანს ამ პოსტებს ცალკე თემაში.

თემის გახსნას არავინ გიშლის, პირიქით - რაც უფრო კონკრეტული თემები გაიხსნება, მით უფრო ადვილი იქნება ნავიგაცია და საჭირო ინფორმაციის უცებ მონახვა. უბრალოდ, თემა განყოფილებას უნდა შეესაბამებოდეს smile.gif

პოსტის ავტორი: da_ta Aug 9 2007, 02:10 PM

ციტატა
მეორეში ვერ შევდივარ


ახლა ჩვეულებრივად შევიდა... მგრამ ის არ არის მე რო მინდოდა...

პოსტის ავტორი: domen Aug 9 2007, 02:34 PM

da_ta
ნიკი გახსოვს, რომლითაც დარეგისტრირდი?

პოსტის ავტორი: da_ta Aug 9 2007, 07:02 PM

ციტატა
ნიკი გახსოვს, რომლითაც დარეგისტრირდი?


სამწუხაროდ არა... ისე კაი ხერხია, სხვა დროს გამომადგება smile.gif

პოსტის ავტორი: da_ta Sep 15 2007, 03:10 PM

მოკლედ:

ამ საიტზე ვერ შემოვდივარ ხშირად. სხვადასხვა ბრაუზერებითაც ვნახე, მაგრამ არაფერი გამოდის. რისი ბრალი შეიძლება იყოს...

და კიდევ:
თქვენთანაც ნელია კომპინფო?

პოსტის ავტორი: domen Sep 15 2007, 03:37 PM

da_ta
ვერცერთი ბრაუზერი ვერ გიშველის იმიტომ, რომ სერვერს აქვს პრობლემები smile.gif

მალე გამოცვლიან წესით და ორივე პრობლემა მოგვარდება.