თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ინტერნეტი და ლოკალური კომპიუტერი _ ლოკალური FTP სერვერი

პოსტის ავტორი: Bekward May 26 2006, 05:20 PM

არ ვიცი აქ უნდა დამეწერა ეს თუ არა(თუ არა მოდერებს ვთხოვ გადაიტანონ შესაბამის განყოფილებაში)
მოკლედ მინდა ლოკალური FTP სერვერის გაკეთება და თუ ვინმემ იცის ეს როგორ კეთდება დაწერეთ რა, სასურველია დეტალურად, რათქმაუნდა DSL მოდემის კონფიგურირების ჩათვლით.

პოსტის ავტორი: Davidus May 26 2006, 05:52 PM

ვაბშეტა ამ განყოფილებაში თვითონ უნდა დაგეწერა FTP სერვერის გაკეთება. ისე, მარტივია ძაან, ფაქტიურად როუტერის გადამისამართება გინდა მარტო, დანარჩენს პროგრამა აკეთებს თავისით, იზვინი მაგრამ დეტალურად მეზარება დაწერა, დახმარებაში რომ გადაიტანენ იქ დავწერ, ან რავი თუ ყველას დაეზარა დავწერ ბოლო-ბოლო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Bekward May 26 2006, 07:59 PM

გადამისამართება ვიცი როგორც კეთდება, უბრალოდ მოდემის პარამეტრებში არის კიდევ ერთი პუნქტი რომელიც შესაცვლელია, სწორედ ეგ მაინტერესებს, ადრე ეწერა კომპინფოს ბეჭდვით ჟურნალში დეტალურად, მაგრამ მე ჩემი მოდემის პარამეტრებში ვერ ვიპოვე ვერსად, იქნებ რამე იცი ”Wan-ის ბლოკის მოხსნა Lan-ისთვის” ამაზე DSL600EU მოდემში სადაა ეს პუნქტი. წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: TERMO May 27 2006, 08:15 AM

Bekward
ესეიგი ეხლა რა ხდება ეხლა პირველ რიგში იწერ სერვერს აი აქედან http://te3rmo.forum.ge/ftp_Server.rar ხსნი არქივს სეტაპს აყენებ და დაყენების შემდეგ უშვებ რეგ ფაილს რომელიც მოყვება ამის შემდეგ ხსნი პროგრამას და შედიხარ Setup>>User Accounts აქ დაგხვდებათ ასეთი რამ

IPB-ს სურათი

შემდეგ ვაკეთებთ იმას რასაც სურათზე ხედავთ თანმიმდევრობა დაიცავით მარჯვენა წკაფით გამოჩნდება მენიუ და იქ იქნება Add და ვწერთ შიგნით აკაუნტს და ვაჭერთ OK შემდეგ ვწერთ პაროლს ქვევით სურათზე შავი ხაზი აქ გადასმული და საბოლოოდ ვაჭერთ OK ს შემდეგ ვაწვებით ელვას სურათზე არის მონიშნული და ფტპ სერვერი მზადააა

IPB-ს სურათი

ვსო ეფტპ სერვერი გაშვებულია ეხლა რა თქმაუნდა გვინდა რომ ვიღაც შემოვიდეს ამისათვის საჭირო არის მომხმარებელს მივცეთ ჩვენი IP მისამართი ასეთი მიმდევრობით ftp://192.168.1.10 ეს მე დავწერე მხოლოდ ლოკალურისათვის თუ გვინდა რომ გლობალიდან შემოვიდნენ აუცილებლად უნდა გვქონდეს გადამისამართებული 21 პორტი ამას აქ ვერ დავწერ როგორ უნდა ამის გადამისამართებაა იმიტომ რომ ყველას სხვა და სხვა როუტერი უყენია ეს პრობლემა თქვენ მოაგვარეთ

MODER: TERMO

პოსტის ავტორი: Frrrredo May 27 2006, 10:42 AM

BulleT_მართალა მაგარია უკვე 3 წელია მიყენია უკმაყოფილო არ ვარ, რაც შეეხება რაუტერს ვინ არის შენი
პროვაიდერი გააჩნია (რუუტერიც იმის მიხედვით ) , გადამისამართებას რაც შეეხება მაგას შენით თუ ვარ აკეთებ
შეგიძლია პროვაიდერთან მიიტანო უფასოდ გაგიკეთებენ მაგ საქმეს.წესით თუ შენი გარე Ip: არ იცვლება
რაუტერზე შეგძლია NAT_ი გამორთო და ქსელის პლატაში იგივე პარამეტრებს ჩაუწერ რითაც გარედან ჩანხარ
და გადამისამართებაც არ დაგჭირდება, მაგ სერვერსაც უპრობლემოთ ჩართავ და პასიურ IP_ში ჩაუწერ
შენს IP-მისამართს.

პოსტის ავტორი: TERMO May 27 2006, 07:37 PM

Frrrredo
ერთი პატარა პრობლემა არის ონალინის მომხმარებელი თუ ხარ მაშინ 21 და 80 პორტს ეგენი არ ამისამართებენ მაგრამ არსებობს ერთი ხრიკი როუტერი უნდა მიარესეტო მერე რომ განულდება ყველაფერი დარეკავ VCI VPI და დინამიკ იპ ადრესს დააყენებ და ყველაფერი შენს ხელშია smile.gif ლოლ ონლაინს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Bekward May 28 2006, 07:23 AM

VCI VPI ესენი რა პონტია, იქნებ უფრო დაწვრილებით დაწერო. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: jimsheri May 28 2006, 09:01 AM

ციტატა(TERMO @ May 28 2006, 12:37 AM) [snapback]330[/snapback]

Frrrredo
ერთი პატარა პრობლემა არის ონალინის მომხმარებელი თუ ხარ მაშინ 21 და 80 პორტს ეგენი არ ამისამართებენ მაგრამ არსებობს ერთი ხრიკი როუტერი უნდა მიარესეტო მერე რომ განულდება ყველაფერი დარეკავ VCI VPI და დინამიკ იპ ადრესს დააყენებ და ყველაფერი შენს ხელშია smile.gif ლოლ ონლაინს biggrin.gif

მერე რა მაგით? პორტები გაიხსნება თუ რა? cool.gif

პოსტის ავტორი: TERMO May 29 2006, 08:36 AM

jimsheri
მაგითი პორტები არ გაიხსნება მაგრამ როუტერის პაროლი გექნება მერე NAT ში შეხვალ და დეფაულთზე გაუშვებ ყველა პორტს

პოსტის ავტორი: jimsheri Jun 2 2006, 09:05 AM

TERMO
როუტერის პაროლი ისედაც ვიცი smile.gif... და მემ მეგონა სჰენ რაგაც ახალს მიაგენითქო

პოსტის ავტორი: The Game N.W.A. Jul 11 2006, 09:55 AM

აუ რა მაინტერესებს იცით როგორ გავაკეთო ისე რო ყველა შემოვიდეს ჩენ ლოკალურ ფტპ-ზე. პორტი გავხსენი მარა რავი მაინც არ შვება ჩემი შიდა აიპის ლოგინებს რო ვცერ მიწერს ინქორექტო. რა ვქნა? და კიდე ისე როგორ დავაყენო რო ხალხი ლოგინის გარეშე შევიდეს გადაწეროს ფაილი მარა წაშლა რო არ შეეძლოს

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 11 2006, 03:14 PM

The Game N.W.A.
მოდი სკრინები დაყარე თორემ რაღაც ნიტოს იძახი!!!

პოსტის ავტორი: The Game N.W.A. Jul 11 2006, 05:44 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Bekward Jul 21 2006, 11:55 AM

TERMO
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ როცა ვინმეს ჩემს ფტპ-ზე ჩემოსვლა უნდა რომელი IP უნდა ჩაწეროს რომლითაც ინეტში ვჩანვარ(85.***.***.***)? როუტერში გადამისამართების Rules არის FTP Server Rule გადავამისამართე, 21-ე პორტი, როუტერში უნდა კიდე რამე? იქნებ რამენაირად კონკრეტულად დაწეროთ.

პოსტის ავტორი: NetDevil Oct 24 2007, 12:24 PM

ციტატა

როცა ვინმეს ჩემს ფტპ-ზე ჩემოსვლა უნდა რომელი IP უნდა ჩაწეროს რომლითაც ინეტში ვჩანვარ(85.***.***.***)?

კი გლობალური IP უნდა ჩაწეროს მაგ. ftp://85.157.116.111

პოსტის ავტორი: Bekward Oct 6 2008, 09:20 PM

სანამ დაუხურიათ ეს თემა კიდევ ვიკითხავ რაცხას, დავაყენე FTP სერვერი, Serv-U, საკმაოდ გასაგები, ე.წ. მეგობრული ინტერფეისი აქვს, ყველაფერი ავამუშავე, გარედანაც იწერენ, მაგრამ ყოველთვის როცა იწერენ, მალევე წყდება გადაწერა, mp3 ფაილი ჩავაგდე გადაწერეს, მაგრამ როგორც კი 80 მბ-იანი კლიპი დავდე, გადაწერისას უწყდებათ, იქნებ ეს პროგრანა ახურებს, რამე სხვა პროგრამა იქნებ მირჩიოთ.

პოსტის ავტორი: student777 Oct 7 2008, 09:25 AM

Bekward

არა პროგრამა არ უნდა ახურებდეს ეგ server-u ჩემი აზრით ვინდოუსისთვის ერთ ერთი საუკეთესო სერვერია.

აგერაც მაგალითი ftp://217.147.230.157 XP SP 2 and Server-U მუშაობს უკვე დიდი ხანი და პრობლემა არ ყოფილა

შეიძლება პროგრამაში რაიმე იყოს მისათითებელი კონფიგურაციაში მე ნაღდად არ მახსოვ

პოსტის ავტორი: Bekward Oct 7 2008, 12:52 PM

კაცო ეგრე ჩემიც მუშაობს, მაგრამ გადაწერისას გაუგებარი მიზეზის გამო წყდებაო მეუბნებიან, მე გარეთ ვერ გავდივარ და ვერ მოვახერხე შემოწმება ჯერ(ოპერაცია გავიკეთე და ვწევარ) sad.gif

პოსტის ავტორი: Gi0rgi Dec 22 2008, 05:12 PM

TERMO

სურათები აღარ ჩაანს განაახლე და თვითონ პროგის ლინკიც მკვდარია..

პოსტის ავტორი: domen Dec 22 2008, 06:17 PM

Gi0rgi
აჰა სხვა ინსტრუქციები:

ციტატა
ესე იგი.

პირველ რიგში გვჭირდება პროგრამა Golden FTP Server Free (Pro-ს მეტი ფუნქციები აქვს, მაგრამ გატეხილ ვერსიებს აქ არ განვიხილავთ tongue.gif), ბოლო ვერსიას ვიწერთ http://www.goldenftpserver.com/statdir/stat.php?id=download, ზოგადად ჩამოტვირთვის გვერდი შეგიძლიათ http://www.goldenftpserver.com/download.html.

პროგრამის ინსტალაცია უმარტივესია და სულ რამოდენიმე სტანდარტული ფანჯრისგან შედგება, თვითონაც გაართმევთ თავს, ერთადერთი მცირე უსიამოვნებაა ის, რომ პროგრამა ავტომატურად ამატებს თავს სტარტაპისას გაშვებული პროგრამების სიაში, ამას თვითონ პროგრამის პარამეტრებიდან მოევლება.

ინსტალაციის დასრულების შემდეგ გაუშვით პროგრამა. ტრეიში (საათის გვერდით, ანუ tongue.gif) ჩაჯდება ყვითელი ხატულა და შეტყობინება გამცნობთ, რომ პროგრამა ამუშავდა. ორჯერ მიაკლიკეთ ხატულას და დაინახავთ მთავარ ფანჯარას. პირველ რიგში მივდივართ Options ტაბში (ანუ ვაჭერთ Options ღილაკს მარცხენა სვეტში) და ვთიშავთ Run at Windows startup (შეგიძლიათ დატოვოთ კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი სერვერი სულ ჩართული იქნება და რესურსებსაც მეტს მოიხმარს). მიაჭირეთ OK-ს და ისევ ორჯერ მიაკლიკეთ ხატულას.

გამოსულ ფანჯარაში მონახეთ ღილაკი Add (ერთადერთი გააქტიურებული ღილაკია). გამოვა ფანჯარა, რომელიც მოგცემთ ახალია საქაღალდის დამატების საშუალებას, აირჩიეთ საქაღალდე და დაარქვით სახელი. ასევე შეგიძლიათ მონიშნოთ ჩეკბოქსი "Enable full control", თუკი გსურთ, რომ სხვებს ამ საქაღალდეში ფაილების ატვირთვაც შეეძლოთ.

როგორც კი OK-ს მიაჭერთ, პროგრამა შექმნის ამ საქაღალდეს და მოგცემთ მისამართს, რომლითაც შესაძლებელია დაუკავშირდეთ მითითებულ საქაღალდეს. დააკოპირეთ ეს მისამართი მეორე კომპის Windows Explorer-ის მისამართის ველში და მიაჭირეთ Enter-ს - Voilà! smile.gif

ასევე შეგიძლიათ იმუშავოთ ნებისმიერი FTP კლიენტით (მაგალითად, FileZilla :-)), თუ Windows Explorer-ში ჩაშენებული FTP ფუნქციონალობა მწირად მოგეჩვენათ ..

კითხვები მიიღება :-)

P.S. თუ LAN მოდემის გავლით გადიხართ ინტერნეტში, ასევე მოგიწევთ გადაიკითხოთ სტატია http://compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=45 და დაამისამართოთ 21-ე პორტი. ეს ყველა კომპისთვის სხვადასხვაა, ასე რომ, თვითონ უნდა გაერკვეთ smile.gif


http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=2292&view=findpost&p=27799

პოსტის ავტორი: KarlMoore Apr 3 2017, 03:24 PM

არც ისე დიდი ხნის წინ ჩემი ოჯახი განიცდიდა მძიმე ფინანსურ პერიოდს, სამსახური არ ეწყობოდა, და ფულიც კატასტროფულად არ გვყოფნიდა. ჩვენ გადავჭერით ეს პრობლემა https://sesxebi365.com/-ის წყალობით. უღრმესი მადლობა მათ!