თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პროგრამული უზრუნველყოფა _ ლურჯი სქრინი

პოსტის ავტორი: ucha08 May 8 2011, 01:50 PM

ჩემს ნოუთბუქზე ვინდოუსს რომ ვაყენებ უცებ გამოვარდება ესეთი რამ როგორ მოვაცილო?

მაქვს Windows Vista

პოსტის ავტორი: system32 May 8 2011, 02:11 PM

რა ეტაპზე გიგდებს მაგას? ანუ ინსტალაციის რა მომენტში?

პოსტის ავტორი: ucha08 May 8 2011, 05:03 PM

Ready For Windows და მაგ ფაილებს რომ წაიღებს მერე დაფორმატებამდე

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 9 2011, 12:55 AM

ვინჩესტერი, ოპერატიული, კვება

ძირითადად ამათი ბრალია ხოლმე

ლეპტოპზე კვება ნაკლებად ალბათ, უფრო ოპერატიული ან ვინჩესტერი...

ერთ თემაში გეწერა ვინჩესტერი ხურდებაო ხო? ამ ვინჩესტერზეა საუბარი?

გაწმინდე ლეპტოპი შიგნიდან (მიიტანე ხელოსანთან თუ არ იცი როგორ კეთდება) და ბარემ ვინდსაც დაგიყენებს

პოსტის ავტორი: ucha08 May 9 2011, 07:10 AM

არა ამ ვინჩესტერზე არ მქონდა საუბარი მაგრამ Hiren Boot Cd ან რამე ვერ იზავს???? ჩემით რომ გავაკეთო

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 9 2011, 02:31 PM

Hiren's Boot CD-ზე არის დიაგნოსტიკა/შეკეთების პროგრამული საშუალებები, ხოლო ვიდეოკარტას აქვს აპარატურული დაზიანება სავარაუდოდ, მაგას კი ვერაფერს უზამ შენ
თუ ინტეგრირებული ვიდეოა, მაშინ ჩიპსეტის ბრალია სავარაუდოდ...
Hiren's Boot CD-დან შეგიძლია გატესტო ოპერატიული და ვინჩესტერი და თუ მაგათგან რომელიმეს პრობლემა აქვს აღმოაჩენ და მერე გადაწყვიტავ რა ქნა...

პოსტის ავტორი: ucha08 May 9 2011, 03:52 PM

აბა ზემოთ რომ წერ არ არისო ვიდეოკარტის ბრალი

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 10 2011, 08:40 AM

ეგ არ მიწერია, არც მქონია ნახსენები ვიდეოკარტა ამ თემაში თავიდან, უბრალოდ იმდენი თემები გაქვს გახსნილი აპარატურის პრობლემებზე ამერია smile.gif

შეამოწმე Hiren's Boot CD-დან ვინჩსეტერი და ოპერატიულები როგორც გითხარი

პოსტის ავტორი: Bekward Jun 1 2011, 07:35 AM

რაცხა პროგრამულს გავს ეგ, ეგრე წერია მანდ ყოველშემთხვევაში, სხვა დისკი ცადე აბა დასაყენებლად.