თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ფორუმის შესახებ _ რიჩარდის კვალდაკვალ

პოსტის ავტორი: domen Dec 23 2009, 08:57 AM

სანამ კომპინფო გათიშული იყო, თვალის ექიმთან მომიწია რამდენიმე კონსულტაციის გავლა და ამეკრძალა კომპიუტერთან დღეში ერთ საათზე მეტი ხნით დაჯდომა. დაახლოებით რომ წარმოდგენა შეგექმნათ ჩემს მდგომარეობაზე, გეტყვით, რომ აქამდე დღეში 4-5 საათს მაინც ვატარებდი ეკრანის წინ :–)

ეს შეზღუდვა პირდაპირ მოქმედებს ჩემზე, როგორც კომპინფოს ჟურნალისტზე – ერთი საათი უბრალოდ ფიზიკურად არაა საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც კარგად გადავათვალიერო მსოფლიო კომპ. სიახლეების არხი, რომ არაფერი ვთქვათ ერთი მაინც ხარისხიანი სიახლის/განხილვის დაწერაზე, ფორუმის მოდერირებაზე, CompinfoPack–ზე და კიდევ ერთი–ორ პროექტზე, რომელთა განხორციელებაც იგეგმებოდა საიტის ჩართვისას. ამას დავამატოთ ისიც, რომ თითქმის ყოველდღიურად კომპიუტერისთვის გამოყოფილი დროის დიდი ნაწილი ჩემი სტუდენტური სამუშაოებისთვის მეხარჯება და თავისუფალი დრო თითქმის აღარ რჩება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვთვლი, რომ მოვალეობებს, რომლებსაც მაკისრებს ფორუმის ადმინისტრატორობა და საიტის რედაქტორობა, ვეღარ შევასრულებ და, შესაბამისად, ვტოვებ ჩემს პოსტებს ჯერჯერობით განუსაზღვრელი ვადით.

თუმცა დავრჩები, როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი, რამდენადაც დრო ამის საშუალებას მომცემს.

დიდი მადლობა ყველას ჩემი ადმინისტრირების პერიოდში ფორუმისა და საიტის განვითარებაში ხელშეწყობისთვის. smile.gif

P.S. CompinfoPack შეიძლება განვაახლო ხოლმე, თუ საშუალება მექნა.

P.P.S. ვისაც რიჩარდის წასვლა არ გინახავთ, შეგიძლიათ http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=346.

პოსტის ავტორი: Sh@ko Dec 23 2009, 09:03 AM

ოჰო, ცუდია... sad.gif იმედია, სერიოზული არაფერია და მალე მოგირჩება. ღმერთი შენსკენ!





მ.მ. ისე მეც რაღაც ვერ ვარ... წინა კვირას მუხლი ამტკივდა და დავიარები კოჭლობით... biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Dec 23 2009, 05:54 PM

domen

ციტატა(domen @ 23rd December 2009 - 11:57 AM) *
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვთვლი, რომ მოვალეობებს, რომლებსაც მაკისრებს ფორუმის ადმინისტრატორობა და საიტის რედაქტორობა, ვეღარ შევასრულებ და, შესაბამისად, ვტოვებ ჩემს პოსტებს ჯერჯერობით განუსაზღვრელი ვადით.

მოაკლდება შენი ხელი კომპინფოს sad.gif

მოკლედ იმედია მალე დაბრუნდები smile.gif

და რა თქმა უნდა მალე გამომჯამთელებას გისურვებ smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Dec 23 2009, 08:03 PM

domen
მალე გამოჯანმრთელდი smile.gif
მომენატრება შენი 10% იანი გაფრთხილებები.
დომენი წავიდა და მე დავბრუნდი sad.gif ესაა სამართალი ?

პოსტის ავტორი: domen Dec 24 2009, 02:38 PM

დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის! smile.gif სერიოზული არაფერი, უბრალოდ დასვენება მჭირდება რამდენიმე ხნით. smile.gif

პოსტის ავტორი: NetDevil Dec 24 2009, 04:50 PM

domen
შემოდი ხოლმე და ოფტოპიკები მაინც დაწერე smile.gif

აბა შენ იცი მალე გამოჯანმრთელდი! smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Dec 25 2009, 09:07 AM

domen
თვალებს უნდა მიხედო აუცილებლად, პირადი გამოცდილებიდან გეუბნები....
ექიმის რჩევას რომ არ დავუჯერე, დავდივარ ახლა სათვალლებით....
მოკლედ მიხედე თავს და მალე დაგვიბრუნდი ახალი შემართებით!!!

პოსტის ავტორი: Power_VANO Dec 25 2009, 03:03 PM

მალე დამაწერინე WB დომენ tongue.gif მანამდე კი ჯანმრთელობა, ofc smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Dec 25 2009, 09:16 PM

Sucks ...!

მაპატიეთ ბილწსიტყვაობა, მაგრამ ამის გაგონებას მერჩივნა მარცხენა ხელის თითები მოეჭრათ sad.gif დომენ, შენ გარეშე არ წარმომიდგენია კომპინფო. ვანოსა და შენზე და არა Koobi-ზე მუშაობდა ეს საიტი!

ვანოს სიტყვებისა არ იყოს, "მალე დამაწერინე WB დომენ"! მანამ კი, რამდენად ენდობი ექიმის დასკვნას/კვალიფიკაციას, ხომ არ არის ზედმეტად კონსერვატიული, არ შემეშინდება ვუწოდო არქაული?! გამომძალველური ... ექიმის პირადი ინტერესები?! სერიოზული უნდობლობა მაქვს დღევანდელი ქართული მედიცინის მიმართ და ამის ბევრი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო!

პოსტის ავტორი: Forumeli Dec 27 2009, 01:14 PM

იმედია მალე გამოჯანმრთელდები და მალე დაგვიბრუნდები მთელი ძალებით.

მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Bekward Dec 27 2009, 05:13 PM

გამოჯანმრთელებას გისურვებ, მალე დაგვიბრუნდი აწი უკვე სრულად ჯანმრთელი smile.gif
თვალები და გული, რასაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილდე! sad.gif

პოსტის ავტორი: domen Dec 28 2009, 02:55 PM

NetDevil, plastic, gi0_kiborg, Power_VANO, gearge , Forumeli - დიდ მადლობა! smile.gif

კი ვენდობი ჩემს ექიმს და რომც არ ვენდობოდე, ძალინ თვალნათლივ ვხედავ, რომ დასვენება მჭირდება :-)

პოსტის ავტორი: Giena Jan 7 2010, 05:43 AM

domen
unsure.gif
ცუდია sad.gif ვერც კი გამოგემშვიდობე sad.gif მაგრამ WB-ს აუცილებლად გეტყვი! აბა გამოჯანმთელდი და გელით!