თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ World Wide Web _ © საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა

პოსტის ავტორი: გიო_ Jun 21 2008, 06:20 AM

http://www.itschool.ge

ყველასთვის, ვისაც ნამდვილად უნდა შეიძინოს რეალური ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება smile.gif

სწავლის ხარისხი - ჩვენი პრინციპია და ჩემი აზრით, ესაა ძირითადი მომენტი რაც უნდა აინტერესებდეს სტუდენტს.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:
1. ვებ–პროგრამირება (PHP, MySQL)
2. საბაზო კომპიუტერული პროგრამები
3. კომპიუტერული ქსელები
http://www.itschool.ge

პოსტის ავტორი: domen Jun 21 2008, 07:26 AM

გიო_
ძალიან, ძალიან, ძალიან კარგია!!!

პირველები ხართ და გაამართლებთ, იმედია ;-)

თემას ვპინავ :-)

პოსტის ავტორი: გიო_ Jun 21 2008, 08:07 AM

domen
ძალიან დიდი მადლობა smile.gif
P.s. ნებისმიერი შენიშვნა ან წინადადება ან აზრი თუ გაგიჩნდებათ, მოგვწერეთ.. აუცილებლად გავითვალისწინებთ smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Jun 21 2008, 08:22 PM

სასიამოვნო, მარტივი დიზაინის საიტია, favicon-ზეც კი გიზრუნიათ smile.gif და რაც მთავარია, აუცილებლად უნდა დაგიფასოთ რომ მთლიანად საიტზე ქართული ტექსტი Unicode-ში არის აკრეფილი!

ეს ოფტოპიკად დავტოვოთ biggrin.gif ეხლა გთავაზობთ რამდენიმე რჩევას რომელიც საიტის განვითარებისთვის გამოგადგებათ:

1) აღმოვაჩინე რომ Netcraft-ის შეფასებით თქვენი საიტის RiskRating არის მაქსიმალური (იხილეთ მიმაგრებული სურათი) რაც აბსურდულია რადგან ასეთი შეფასება ფიშინგ, ფარმინგ და სხვა ბოროტმოქმედ ქმედებებში შემჩნეულ საიტებს ეძლევა!

IPB-ს სურათი


მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს, მაგრამ მისის ქართულენოვანება მათ შორის არ არის (მაგალითისთვის იხილეთ კომპინფოს რეიტინგი მეორე სურათზე)!

IPB-ს სურათი


http://toolbar.netcraft.com/help/faq/index.html, იხილავთ კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციას. ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია აღმოაჩინოთ ამ შეფასების მიზეზი და შეძლებისდაგვარად მალე არმოფხვრათ რადგან Netcraft ნამდვილად წარმოადგენს ყურადღების ღირს კომპანიას!

http://toolbar.netcraft.com/site_report?url=http://www.itschool.ge

2) არის კიდევ რამდენიმე ვებ საიტების შეფასების სერვისი, მათ შორის McAfee-ს SiteAdvisor და Against Intuition-ის WOT

არცერთ მათგანს თქვენი საიტის შეფასება ჯერ არ მოუხდენია, მაგრამ უახლოეს მომავალსი ეს შეიცვლება რადგან შესაბამისი მოთხოვნა უკვე გავაგზავნე ავტომატიზირებული სისტემით. ეს არის თქვენითვის დათმობილი გვერდები:

SiteAdvisor: http://www.siteadvisor.com/sites/itschool.ge/
WOT: http://www.mywot.com/en/scorecard/www.itschool.ge

ყურადღება ადევნეთ შეფასებებს და როგორც ვებ საიტსი მეპატრონეს გირჩევდით დატოვოთ კომენტარები. მსუბუქი რეკლამა wink.gif

3) სკოლის პოპულარიზაციისთვის სასურველია ეხავე იზრუნოთ მისი გვერდის შექმნაზე ქართულენოვან ვიკიპედიაზე: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98

P.S. "მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორები" ჯერკიდევ შემორჩა როგორც "ჯიში"?! მწარე ქართული რეალობა ...

პოსტის ავტორი: გიო_ Jun 21 2008, 09:29 PM

gearge
ვაფასებ შენს რჩევებს smile.gif
მადლობა.

P.s.

ციტატა
"მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორები" ჯერკიდევ შემორჩა როგორც "ჯიში"?!

smile.gif))
არა, უბრალოდ რეალურად გამოხატავს ეს სიტყვები იმას, რისი თქმაც გვსურდა.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 23 2008, 10:49 AM

გიო_
მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია თქვენი წამოწყება smile.gif წარმატებას გისურვებთ საქმიანობაში. თანაც ფასებიც მისაღებია აშკარად smile.gif

აბა ჩვენგან ვის უნდა სკოლის გატესტვა? smile.gif წადით, ისწავლეთ (ანუ დატესტეთ) და გაგვიზიარეთ შეხედულებები smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Jun 23 2008, 12:16 PM

გიო_
ღია კარის დღე როცა გექნებათ, გთხოვთ არ გამოგვატოვებინოთ! smile.gif

პოსტის ავტორი: გიო_ Jun 23 2008, 04:42 PM

Power_VANO

ციტატა
მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია თქვენი წამოწყება smile.gif წარმატებას გისურვებთ საქმიანობაში. თანაც ფასებიც მისაღებია აშკარად

smile.gif
ფასებზე საკმაოდ ვიფიქრეთ და ახლა ძალიან გამიხარდა, ასეთი შეფასება რომ მოვისმინე smile.gif
დიდი მადლობა ყველას ვინც ასეთი გამხნევებისთვის, ძალიან გვინდა თქვენი იმედები გავამართლოთ.
და შევძლოთ სწორი მიმართულებით განვავითაროთ ის ხალხი, ვისაც აქვს მიდრეკილება ამ პროფესიისადმი.

gearge
ციტატა
ღია კარის დღე როცა გექნებათ, გთხოვთ არ გამოგვატოვებინოთ!

ღია კარის დღე პრინციპში არ დაგვიგეგმია ჯერ, თუმცა კონკრტულად თქვენთვის დანიშვნაზე შეიძლება ფიქრი wink.gif

პოსტის ავტორი: domen Jun 23 2008, 05:08 PM

გიო_

ციტატა
ღია კარის დღე პრინციპში არ დაგვიგეგმია ჯერ, თუმცა კონკრტულად თქვენთვის დანიშვნაზე შეიძლება ფიქრი

ძალიან კარგი იქნებოდა! მაგრამ არა მგონია, ბევრი გამოვიდეთ :-) ჯობია ერთი ღია კარის დღე (ყველასთვის - დაინტერესება დიდი იქნება ნამდვილად) გამოაცხადოთ და გაშუქებაზე (სტატია მთავარ გვერდზე, ჟურნალის გამოშვება, სამწუხაროდ, შეჩერებულია) ჩვენ ვიზრუნებთ :-)

პოსტის ავტორი: გიო_ Jun 23 2008, 05:16 PM

domen
მშვენიერი შემოთავაზებაა smile.gif
დიდი სიამოვნებით.

როგორც კი დავაზუსტებთ დეტალებს, დაგიკავშირდებით და შეგატყობინებთ smile.gif

ციტატა
ჟურნალის გამოშვება, სამწუხაროდ, შეჩერებულია

ხო, გავიგე ეს მეც... არ მესიამოვნა ძალიან.
იმედია მალე განახლდება, საინტერესო სტატიებით და განსაკუთრებით საინტერესო ექსპერიმენტებით smile.gif
წარმატებები თქვენც.

პოსტის ავტორი: gearge Jun 23 2008, 05:25 PM

მშვენიერი!

პოსტის ავტორი: gearge Jun 23 2008, 06:05 PM

წინასწარ ბოდიში მინდა მოგიხადო გიო_, მაგრამ ფორუმ.ჯი-ზე შესაბამისი თემის წაკითხვის შემდეგ ერთი კითხვა დამებადა: პირადად თქვენ რა დატვირთვა გაქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლაში©

პოსტის ავტორი: გიო_ Jun 23 2008, 06:11 PM

gearge
კიდევ მინდოდა მეთქვა, და მავიწყდებოდა smile.gif
საიტს რაც შეეხება, ალბათ მივხედავთ ამ დღეებში და ცოტას კიდევ გავაუმჯობესებთ... გარკვეული აუცილებლობიდან გამომდინარე, ძალიან მოკლე დროში მოგვიხდა საიტის დიზაინის, კოდის და CMS'ზე მიბმის პროცედურების ჩატარება. რამაც თავისთავად, ასე თუ ისე დაღი მაინც დაასვა მის ხარისხს.
სხვათაშორის, რამოდენიმე ისეთი სასაცილო შენიშვნაც მივიღეთ, როგორზეც ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ შეიძლება ადამიანი მოგედაოს smile.gif

ციტატა
წინასწარ ბოდიში მინდა მოგიხადო გიო_, მაგრამ ფორუმ.ჯი-ზე შესაბამისი თემის წაკითხვის შემდეგ ერთი კითხვა დამებადა: პირადად თქვენ რა დატვირთვა გაქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლაში©

ბოდიშის გარეშეც შეგეძლო ამის კითხვა smile.gif
ერთ-ერთი დამფუძნებელი + PHP ლექტორი smile.gif

ნუ ამ შემთხვევაში, PR მენეჯერის მოვალეობებს რომ ვასრულებ, მგონი მიხვდით smile.gif

პოსტის ავტორი: გიო_ Jun 23 2008, 06:55 PM

P.s. დიდი ბოდიში თუ დავარღვიე თქვენი ფორუმის წესები.. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ დახუროთ ეს თემა. მიუხედავად ამისა, ღია კარის დღეზე მაინც სიამოვნებით მიგიღებთ smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 24 2008, 04:50 PM

გიო_

ციტატა
P.s. დიდი ბოდიში თუ დავარღვიე თქვენი ფორუმის წესები.. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ დახუროთ ეს თემა. მიუხედავად ამისა, ღია კარის დღეზე მაინც სიამოვნებით მიგიღებთ

??? ვორნს გულისხმობ? smile.gif

უბრალოდ, ორი თემა გაგიხსნია იდენტური სხვადასხვა განყოფილებაში და მაგიტომ მოგცა დომენმა ვორნი, ფორმალობაა, ვინც არღვევს წესს, ვორნს ვაძლევთ, მაგაზე არ იდარდო შენ smile.gif არავითარი გავლენა არ ექნება მაგას სხვა საკIთხებზე smile.gif

პოსტის ავტორი: გიო_ Jun 26 2008, 12:34 PM

Power_VANO

ციტატა
ვორნს გულისხმობ?

არა, ვორნის მიზეზი მოდერატორმა მშვენივრად ამიხსნა PM'ში და ძალიან ღირსეულადაც მივიღე smile.gif)

უბრალოდ რეკლამის ამბავში.. ცოტა მგონი დაგირღვიეთ წესები, თუმცა მიხარია რომ გაგებით მოეკიდეთ.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 26 2008, 01:23 PM

მაგასაც არაუშავს, გამოუშვით თქვენი სკოლიდან ნასწავლი ადამიანები ეგაა მთავარი, იყოს მცირე რეკლამა smile.gif

პოსტის ავტორი: გიო_ Sep 11 2008, 06:48 PM

გამარჯობა, ბიჭებო smile.gif
საკმაოდ დიდი პაუზა გამოგვივიდა საუბარში, მაგრამ არაუშავს...

ახლა იმის თქმა მინდოდა, რომ ადრე ვისაუბრეთ ღია კარის დღესთან დაკავშირებით და მინდოდა ახლა ასეთი რამ შემომეთავაზებინა თქვენთვის:

საჯარო და ოფიციალური ღია კარის დღის გამოცხადება ნამდვილად არ იქნება მიზანშეწონილი ჩვენი ოფისის მასშტაბების გათვალისწინებით. ამიტომ, თუ არ დაგეზარებათ და ამასთან ერთად, სურვილიც გექნებათ დაგვათვალიეროთ, დაგვისვათ კითხვები რომელიც გაინტერესებთ ან თუნდაც უბრალოდ, ადამიანურად გავისაუბროთ ჩვენს სკოლასთან და საერთოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით (თან ჩვენი კვალიფიკაციის დონესაც შეიტყობთ ალბათ smile.gif ) ნებისმიერ დროს, წინასწარ შეთანხმების საფუძველზე დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთ თქვენნაირ სტუმრებს smile.gif

ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან უშუალო ურთიერთობას მივესალმებით smile.gif
იმ დამოკიდებულებამ რაც ამ ფორუმის მომხმარებლებისგან (ზოგი მეტი, ზოგი ნაკლები უფლებებით smile.gif ) დამხვდა აქ, ძალიან იმოქმედა ჩემზე და თავიდანვე განმაწყო მეგობრულად smile.gif
ასე რომ, მხოლოდ გამიხარდება თქვენთან ურთიერთობა. მომწერეთ მერე, რას და როგორ გადაწყვიტავთ და ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ.

ფორუმ.გე-დანაც არის დაინტერესებული ხალხი (ყოველშემთხვევაში ერთი ნამდვილად, ახლახანს ველაპარაკე ამ საკითხზე) და თუ ძალიან ბევრნი არ იქნებით, იმათაც შევატყობინებ. ოღონდ მაქსიმუმ 10 კაცი, თორემ არ გვეყოფა რესურსები smile.gif
დანარჩენები მეორე ეტაპზე.

პოსტის ავტორი: domen Sep 11 2008, 08:11 PM

გიო_
სალამი!

ძალიან კარგი ამბავია :-) ჩვენ, ვინც ამწუთას შევთანხმდით წამოსვლაზე, გვცალია გარდა ორშაბათისა ნებისმიერ დღეს, თუ აუცილებელი იქნა, ორშაბათსაც მოვიცლით :-) მთავარია, თქვენ როდის გეცლებათ, ჩვენ მზად ვართ.

მოვდივართ სიტუაციის გასაცნობად, კითხვებს დაგისვამთ და ერთ-ორ სურათს გადავიღებთ, შეპირებული სტატისთვის :-)

P.S. კიდევ ორ კაცს დავიმატებთ კომპინფოდან, თუ ვინმეს გინდათ :-) მხოლოდ სტაჟიანებს ;-) აქვე დაპოსტეთ, დასწრებაზეა tongue.gif

პოსტის ავტორი: Frrrredo Sep 12 2008, 07:03 AM

სიამოვნებით წამოვალ თუ ამის საშუალება იქნება, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამგვარი პროექტები.

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 12 2008, 07:24 AM

Frrrredo

ციტატა
სიამოვნებით წამოვალ თუ ამის საშუალება იქნება, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამგვარი პროექტები.

ძალიან კარგი!
დარჩა ერთი ვაკანსია smile.gif