Invision Power Board (IPB) 2.2.X-2.3.X (კერძოდ, 2.3.3), ინსტალაცია, გაქართულება... |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Invision Power Board (IPB) 2.2.X-2.3.X (კერძოდ, 2.3.3), ინსტალაცია, გაქართულება... |
Feb 15 2008, 10:55 AM
პოსტი
#1
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
ამ თემაში დაიწერება ინსტრუქცია კონკრეტულად IPB 2.3.3-სთვის, თუმცა, ინსტრუქცია თავსებადი იქნება 2.3.X და 2.2.X ვერსიის ძრავებთანაც (2.2.X-ზე 100%-ით თავს ვერ დავდებ).
დავიწყოთ: 1) საინსტალაციო პაკეტი საინსტალაციო პაკეტი დევს როგორც კომპინფოს (ქართული სერვერი) ასევე Servage-ის (უცხოური სერვერი) სერვერზე. კომპინფოს სერვერი Servage-ს სერვერი პაროლი: compinfo.ge 2) ქართული ენის პაკეტი ქართული ენის XML ფაილი იმპორტირებისათვის ქართული ენის ფაილების არქივი (RAR ფაილი) (იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირებისას პრობლემები შეგექმნათ) 3) ქართული ენის სკრიპტი კომპინფოს სერვერი Servage-ს სერვერი 4) ქართული ღილაკები კომპინფოს სერვერი (ღილაკები მოგვაწოდა otosaxel-მა) პაროლი: compinfo.ge პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Mar 3 2010, 08:17 AM -------------------- I do it from behind...
|
|
|
Feb 18 2008, 06:55 AM
პოსტი
#2
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
კოდირება ფორუმის მსუბუქ, Lo-Fi ვერსიაში
როგორც მოგეხსენებათ, IPB ფორუმს აქვს მსუბუქი, Lo-Fi ვერსიაც. იგი იმით განსხვავდება სრული ვერსიისაგან, რომ მინიმუმამდე არის დაყვანილი ფორუმის სხვადასხვა ელემენტები, გრაფიკა და დიზაინის ”პრიბამბასები”. იგი შეიქმნა იმათთვის, ვისაც ნელი ინტერნეტი აქვს ან ტრაფიკში იხდის ფულს, და არაფერში ჭირდება ფორუმის "მძიმე" დიზაინი. ამ ვერსიასვე იყენებენ სხვადასხვა საძებნი სისტემების რობოტები ფორუმის ინდექსირებისას, ასევე ტრაფიკის დაზოგვის თვალსაზრისით. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ფორუმი მსუბუქ ვერსიაშიც ისევე სწორად იკითხებოდეს, როგორც სრულში. მსუბუქ ვერსიას ისევ მონაცემთა ბაზასთან აქვს პრობლემა - კერძოდ კი, იგი უნიკოდს ბაზიდან არასწორად იღებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ვხსნით სერვერზე ფაილს ROOT_DIR/lofiversion/index.php და მასში ვპოულობთ ამ კოდს პროგრამული კოდი $ipsclass->init_db_connection(); მის შემდეგ კი ვამატებთ ამას: პროგრამული კოდი $this->DB->query("SET CHARACTER SET utf8"); მორჩა, ეს ეტაპიც გავიარეთ. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: May 5 2009, 11:31 AM -------------------- I do it from behind...
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2024 - 12:03 PM |