თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პროგრამულ-აპარატურული პრობლემები _ ვიდეო კარტა

პოსტის ავტორი: newbie Jan 25 2011, 05:55 PM

ვიდეო კარტის დრაივერს რო ვაყენებ ეკრანი იწყებს ციმციმს, რა ჯანდაბა დაეტაკა არ ვიცი, იქნებ მითხრათ რა ჭირს, ან სად აკეთებენ ვიდეო კარტებს და რამდენათ?

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 25 2011, 07:02 PM

ციტატა(newbie @ Jan 25 2011, 08:55 PM) *
ვიდეო კარტის დრაივერს რო ვაყენებ ეკრანი იწყებს ციმციმს, რა ჯანდაბა დაეტაკა არ ვიცი, იქნებ მითხრათ რა ჭირს, ან სად აკეთებენ ვიდეო კარტებს და რამდენათ?

დაწერე ჯერ რომელი ვიდეოკარტაა, რომელი ვინდოუსი (საიდან გადმოწერილი თუ გაქვს ინფორმაცია) და რომელ დრაივერს აყენებ და საიდან (მოყოლილი დისკიდან, ოფიციალური საიტიდან გადმოწერილს თუ სხვა საიტიდან გადმოწერილს)

ასევე, რა მონიტორი გაქვს?
იქნებ სიხშირეს უნდა უბრალოდ მომატება?

პოსტის ავტორი: newbie Jan 26 2011, 06:30 AM

ხო დავიწყოთ იქიდან რო ჩემი კომპ არაა შესაბამისად არ ვიცი მოდელი მარა გავიგებ, ვინდოუსი XP ნაგდათ ვიცი მუშაა, უბანში მგონი ყველას ეგ უყენია, დრაივერი მოყოლილი დისკიდანაც დავაყენე და უნივერსალიც, მონიტორს კიდე რავიცი არა მგონია რამე ჭირდეს LG მონიტორია და სიხშირე საიდან უნდა მოუმატო, ხო და მე ვიფიქრე ვიდეო კარტას აქ პრობლემათქო,

პოსტის ავტორი: smart22 Jan 26 2011, 07:45 AM

როგორ ციმციმებს, რაორმაგებული ხომ არ არის გამოსახულება? იქნებ მონიტორის ბრალია? სიხშირის მოკლება უნდა იქნებ, პიქსელი რომ დაუკლო და ნახო?

მწარმოებელთან ნახე ვიდეოს რა პიქსელი შეიძლია რა ჰერცზე + მონიტორს რა შეუძლია ნახე და ორივეს რომ შეუძლია ისე დააყენე smile.gif

თუ არ ეშველა ჯერ ძველი დრაივერი წაშალე ძირფესვიანად და მწარმოებლიდან გადმოწერილი ახალი ვერსია დააყენე.

თუ ამანაც არ უშველა მერე აპარატურულ პრობლემებთან მივდივართ. მონიტორის კაბელი ვარგა??

და მონიტორის კაბელი დენის კაბელთან მაქსიმალურად დააშორე (შეძლებისდაგვარად).

პოსტის ავტორი: newbie Jan 26 2011, 01:39 PM

smart22
სანამ აქ თემას გავხსნიდი ყველაფერი ვცადე, მონიტორის კაბელის ბრალი რო იყოს კიდე დრაივერთან რა შუაშია, ხოო და ციმციმს რაჩ შეეხება დაახლოებით ნახევარი ან ერთი წუტის შუალედით ქრება ეკრანი და ისევ ირთვება, დრაივერს თუ არ დააყენებ არ შვრება ეგრე

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 27 2011, 09:20 AM

ვიდეოკარტის მოდელის გასაგებად, მაუსით მარჯვენა ღილაკს დააწექი My Computer-ზე და მერე Manage-ს
გამოსულ ფანჯარაში მარცხენა მხარეს ნახე Device Manager და შემდეგ, მარჯვენა მხარეს Display adapters

ან კიდევ, Start-დან გახსენი RUN და ჩაუწერე

პროგრამული კოდი
dxdiag

დააწექი OK, გამოსულ ფანჯარაშიც OK და გამოიტანს კომპიუტერის მონაცემებს:




ამ ინფორმაციის მიხედვით გადმოწერე დრაივერები ინტერნეტიდან შესაბამისი ვიდეო კარტისთვის:

http://www.nvidia.com/Download/index.aspx?lang=en-us

http://support.amd.com/us/gpudownload/Pages/index.aspx (პირველ ასარჩევში მიუთითე Desktop Drivers თუკი ATI-ს კარტაა)

http://downloadcenter.intel.com/Default.aspx?FamilyId=39&FamilyName=Graphics&currentproductstatus=Active&FamilyStatus=Active&LineStatus=Active&LineId=1100&LineName=Desktop+graphics+controllers&lang=eng

შემდეგ, ჯერ ძველი დრაივერი წაშალე (Control Panel- Add/Remove Programs-დან) და ახალი დააყენე მერე
თუ კიდევ ისე ქნა, ე.ი ვიდეოკარტის ბრალია