თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ მომსახურება _ კომპიუტერული მომსახურება ბინაზე გამოძახებით

პოსტის ავტორი: compserv Jul 5 2010, 06:47 AM

Windows-ის ინსტალაცია და დაკონფიგურირება ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
ყველა საჭირო დრაივერის ინსტალაცია.
ყველა საჭირო პროგრამის დაყენება.
მყარი დისკის გაწმენდა ვირუსებისგან.

დაგვიკავშირდით: Tel: 855 35 19 53; Skype: dat_9993

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი: www.compserv.tk

პოსტის ავტორი: Giga1 Jul 5 2010, 07:05 AM

compserv
არამგონია ამ ფორუმზე იყოს ვინმე ისეთი,ვინდოუსის გადაყენება რომ არ იცოდეს

პოსტის ავტორი: zaza.r Jul 5 2010, 04:18 PM

ციტატა(compserv @ Jul 5 2010, 07:47 AM) *
Windows-ის ინსტალაცია და დაკონფიგურირება ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
ყველა საჭირო დრაივერის ინსტალაცია.
ყველა საჭირო პროგრამის დაყენება.
მყარი დისკის გაწმენდა ვირუსებისგან.

დაგვიკავშირდით: Tel: 855 35 19 53; Skype: dat_9993

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი: www.compserv.tk




საიტზე გიწერიათ, რომ ლიცენზირებულ ვინდოუს წერთ თანაც ეს ჯდება მხოლოდ და მხოლოდ 15 ლარი.
ცოტა არ იყოს გამაოგნებელია......

ხალხის შეცდომაში შეყვანას ხომ არ გავს ეს ყველაფერი?

პოსტის ავტორი: compserv Jul 5 2010, 05:37 PM

არა მართალია. biggrin.gif

პოსტის ავტორი: compserv Jul 6 2010, 07:36 AM

ასაკით ვარ პატარა და ამიტომ მიწერია 10/15 ლარი, მაგრამ ვინდოუსის გადაყენება კარგად ვიცი საკმაოდ, მეხმარებიან სხვები და პატარა ბიზნესი მიმყავს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif. ისე ლიცენზირებული ვინდოუსის შოვნა არ ჭირს.

პოსტის ავტორი: EternalOnes Jul 6 2010, 08:23 AM

ციტატა(Giga1 @ Jul 5 2010, 10:05 AM) *
compserv
არამგონია ამ ფორუმზე იყოს ვინმე ისეთი,ვინდოუსის გადაყენება რომ არ იცოდეს


100%-ით ვეთანხმები.

ახლა რაც შეეხება შენს საქმეს. არამგონია მაგით ბიზნესი ააწყო, მაგრამ სიგარეტის ფული გექნება xD

ხოლო რაც შეეხება იმას, რომ 10-15 ლარი გიწერია, გასაგებია რომ კლიენტების მოსაზიდად გიწერია, მაგრამ ვფიქრობ არასწორია, 20-ზე დაბლა არ უნდა დახვიდე smile.gif
რადგან ფასი ქონდეს რა windows-ის გადაყენებას, თორემ გამოჩდება ვინმე ისეთი 5 ლარს დაადებს და ვინც მაგ საქმეშია უკვე აზრი აღარ ექნება მათთვის მუშაობის გაგრძელებას.
იმედი მაქვს მიმიხვდი რასაც ვგულისხმობ და გაითვალისწინებ smile.gif

პოსტის ავტორი: Classical Jul 6 2010, 10:07 AM

ციტატა(zaza.r @ Jul 5 2010, 05:18 PM) *
საიტზე გიწერიათ, რომ ლიცენზირებულ ვინდოუს წერთ თანაც ეს ჯდება მხოლოდ და მხოლოდ 15 ლარი.
ცოტა არ იყოს გამაოგნებელია......

ხალხის შეცდომაში შეყვანას ხომ არ გავს ეს ყველაფერი?



დაკრაკილ Windows ზეა საუბარი smile.gif ან შემდეგ აქტივატორით ააქტიურებენ

პოსტის ავტორი: zaza.r Jul 6 2010, 11:53 AM

ციტატა(EternalOnes @ Jul 6 2010, 08:23 AM) *
ხოლო რაც შეეხება იმას, რომ 10-15 ლარი გიწერია, გასაგებია რომ კლიენტების მოსაზიდად გიწერია, მაგრამ ვფიქრობ არასწორია, 20-ზე დაბლა არ უნდა დახვიდე smile.gif
რადგან ფასი ქონდეს რა windows-ის გადაყენებას, თორემ გამოჩდება ვინმე ისეთი 5 ლარს დაადებს და ვინც მაგ საქმეშია უკვე აზრი აღარ ექნება მათთვის მუშაობის გაგრძელებას.
იმედი მაქვს მიმიხვდი რასაც ვგულისხმობ და გაითვალისწინებ smile.gif



გეთანხმები .თვითონაც ფულს იკლებ სხვასაც საქმეს უფუჭებ. ისე რა მაინტერესებს 15 ლარად გიღირთ 3-4 საათი კომპიუტერთან ჯდომა? მე ამას 25 ლარზე ნაკლებ არ გავაკეთებდი.ცოდო ხარ ბოლო ბოლო.

პოსტის ავტორი: compserv Jul 10 2010, 07:26 AM

რავი მადლობთ ყველას რჩევებისთვის, მაგრამ ფასი რომ უფრო დავწიო მერე აღარავინ არ დამირეკავს, იმიტომ რომ პატარა ვარ შედარებით. ისინი რომ ვიღას დიდს ელოდებიან და პატარა რომ მივალ ძალიან გაუკვირდებათ, ამიტომ ასაკის მომატებასთან ერთად ფასსაც ნელ ნელა გავზრდი.

პოსტის ავტორი: Giena Jul 10 2010, 10:43 AM

compserv
პატარა დიდი უფრო არ არის მნიშვნელოვანი ვიდრე კარგად აკეთებ თუ ცუდად, თუ გგონია, რომ საკმაოდ გამოცდილი ხარ ამ სფეროში იმისათვის რომ 20-25 ლარი აიღო მაშინ დაადე არ არის პრობლემა smile.gif

პოსტის ავტორი: PITERSONA Jul 10 2010, 11:04 AM

სიტყვა: "ლიცენზირებული" უნდობლობას იწვევს smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 14 2010, 08:09 PM

ნუ ჩვენ თუ არ გამოვიყენებთ ამ სერვისს, რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა აბა გაიხსენეთ, როცა ვიღაც ტვინს გიხნავს, ვინდი აქვს გადასაყენებელი, შენ კი გეზარება, იმიტომ რომ "ბლ***დ" 5+ წელია "პრადვინუტი" კომპ. იუზერი ხარ და ამოსულია ყელში ეს რეინსტალები smile.gif

ჰოდა ასეთ დროს გამოგვადგება ჩვენ პირადად.