გთავაზობთ საოფისე სამსახურს, კორპორაცია ტიანში - ცის ლომი |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
გთავაზობთ საოფისე სამსახურს, კორპორაცია ტიანში - ცის ლომი |
Dec 14 2006, 02:28 PM
პოსტი
#1
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
"გთავაზობთ საოფისე სამსახურს უმაღლესი ან საშუალო განათლების მქონე პირებს. ასაკი 23-50 წელი. მზარდი ანაზღაურებით, დოლარებში. ხალხთან და საბუთებთან გექნებათ საქმე. შესაძლებელია შეთავსებაც. CV არ განიხილება. ელ-ფოსტა: ვიღაცა@yahoo.com ან რაღაცა@mail.ru ტ.: 899 xxXXxx საკონტაქტო პირი"
გინახავთ მსგავსი განცხადებები? გაგიგიათ Tiens-ის, ტიანშის ან ცის ლომის შესახებ რამე? უარს ვერ დავიჯერებ! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ამდაგვარი განცხადებები კიდევ ბევრგანაც შეგხვდებათ. მე ჩავატარე დამოუკიდებელი ექსპერტიზა (როგორ ჟღერს? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) და გადავწყვიტე ინფო თქვენამდე მომეტანა, რადგან დრო ტყუილად არ დაკარგოთ. კი ვიცოდი, რომ ”გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის”, მაგრამ სათქმელი მაინც გრძელი გამომივიდა, ამიტომ გთავაზობთ ვორდის ვერსიას. გადმოიწერეთ და შეფასება არაა საჭირო. საავტორო უფლებები რად უნდა? უბრალოდ, თუ რამეს დაამატებთ და სხვაგან დაუპირებთ გავრცელებას, კი ბატონო, ოღონდ აზრი არ შეცვალოთ! გადმოსაწერი ბმულებია: link.ge - http://www.link.ge/file/30013/dasaqmeba.doc.html ან megaupload.com - http://www.megaupload.com/?d=ZMUJ8P2B ბ.მ. (ბოლოს მინაწერი) ეს მეგა აპლოადი ამ ბოლოს ”გაბლატავდა” და თულბარის დაყენებას ითხოვს გადმოწერის სანაცვლოდ... ვინც ლინკ.გე-დან ვერ იწერს და უნდა მეგადან გადმოწერა თულბარების გარეშე, გამოიყენეთ პროგრამა RapGet-ი და მისი გაშვების შემდეგ (დაყენება არ სჭირდება და 200 კბ-ია) ლინკი დააკოპირეთ და ჩასვით სიაში. (სხვა რამეშიც გამოგადგებათ, ოღონდ ჯერ რაპიდიდან ვერ იწერს, რაპიდის სკრიპტი შეცვალეს... (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ) -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
Dec 14 2006, 03:18 PM
პოსტი
#2
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
Sh@ko
დავინახე სათაური და ვებრდღვენი თემას, ეხლა ვაჩვენებ ტიანშის სეირს-მეთქი და მოთავებული არ ყოფილა საქმე? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მშვენიერი სტატიაა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) არადა წამლები მართლა ეფექტური აქვთ, საკუთრი გამოცდილებით ვამბობ. თან ჯერ არც კეთრის ან ლეიკემიის ნიშნები დამტყობია (IMG:style_emoticons/default/wink.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th April 2024 - 12:56 AM |