თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ World Wide Web _ Lockerz.com

პოსტის ავტორი: J u S T Sep 29 2009, 11:54 AM


lockerz.com არის ახალი სისტემა სადაც შეგიძლიათ ყოველდღიურად დააგროვოთ ვირტუალური ფული (ქულები) რომლითაც ძალზე ადვილად შეძლებთ სხვადასხვა ნივთების შეძენას როგორიცაა PSP, iPoid, iphone, tv ... მაგალითად iphone-ს ღირებულებაა 700 ქულა
საიტზე რეგისტრაცია ხდება ინვაით სისტემის საშუალები, ანუ საჭიროა მხოლოდ ელ.ფოსტის მისამართი რომელზეც ჩემგან მიიღგებთ ინვაითს.

როგორ ხდება ვირტუალური ფულის(PTZ) დაგროვება
1. ყოველდგიურად საიტზე შესვლისას გეძლევა 2 ქულა.
2.ყოველდღიური გამოკითხვაში მონაწილეობა 2 ქულა.
3.მეგობრის მიპატიჟება 2 ქულა.

მას შემდეგ რაც 20 მეგობარს მიიპატიჟებ ხდები VIP წევრი და მიგებული ქულების რაოდენობა ორმაგდება, ანუ ზემოთჩამოთვლილში უკვე მიიღებ 4 ქულას ნაცვლად 2რისა და ამასთან ერთად იზრდება ყოველდღიური შესასრულებელი სამუშაოს(პირობითად) რაოდენობა რაც საშუალებას გადძლევს უფრო მეტი ქულა მოაგროვო.


როგორც ცნობილია ამ პროექტის ორგანიზატორია amazon.com - ის ვიცე პრეზიდენტი
თუ გაქვთ სურვილი რომ მიიღოთ ინვაითი, მაშინ მომწერეთ თქვენი E-maili და 5 წუთში მოგივათ მაილზე ინვაითი



ხო სისტემა არის ნაღდი არავითარი ტყუილი ამას მოწმობს ესენი :


http://answers.yahoo.com/question/index?qid=20090926195810AAZKlDM

http://answers.yahoo.com/question/index?qid=20090919174539AAhRPab

http://answers.yahoo.com/question/index?qid=20090917190016AAe6U0q

http://answers.yahoo.com/question/index?qid=20090905144610AAgdX0h

http://www.google.ge/search?hl=ka&q=lockerz.com+scam&btnG=%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90&meta=


ნახეთ ასევე იუტუბზე ხალხის კომენტარები და ვიდეოები


მოკლედ ვისაც გინდათ რომ იმონაწილეოთ ამ პროექტში დაწერეთ აქ იმეილები და მე გამოგიგზავნით ინიციატივას და დარეგისტრირდით .



პ.ს ეს თემა პირველია ამ ფორუმზე და იმედია სხვები არ გახსნიან და ყველა ჩემს ინვაითს მიიღებს .

ხო კიდევ რისი თქმა მინდა ესეიგი აქ შემოვლენ სხვებიც და ჩემს მაგიერ გამოგზავნიან ინვაითებს და ამიტომ პმ ში მომწერეთ მეილები და კომენტარები აქ ჩაწერეთ.



ეს გამომრჩა : http://answers.yahoo.com/question/index?qid=20090808160957AArrHhe

პოსტის ავტორი: Sh@ko Sep 29 2009, 12:10 PM

ოდეს ყოფილ არს აქამომდე, რომ დაკლიკებითა შენითა მოიპოვო iPod-ი შენი?

ბუხ.ტოც მართალი იყო თავიდან და იზიკლიკერიც...


ვნახე ანსვერები და პირველივეში

ციტატა
by Lockerzi...

Member Since:
September 20, 2009
Total Points:
110 (Level 1)
Points earned this week:
10

Best Answer - Chosen by Asker

It isn't a scam, check out this scan:
http://safeweb.norton.com/report/show?name=lockerz.com

პოსტის ავტორი: J u S T Sep 29 2009, 12:48 PM

Sh@ko
მიდი სცადე მომწერე პმ ში მეილი


ხალხო მეილი აქ არ დაწეროთ მეილი პმ ში

Sh@ko
მე დარწმუნებული ვარ დეპაქოშიც რო არ ვიყავი დარწმუნებული ისე ვარ თან პლიუს

მაგის გარდა ჩემმა ახლობელმა აიფპუნი გამოიწერა ამას წინებზე მოუვიდა მესამე დღესვე ამერიკაში .


აქაც მოვა რა.

პოსტის ავტორი: Bekward Sep 29 2009, 02:48 PM

რათ არიგებენ ასე ტყუილად აიფონებს ამიხსენი ერთი + რა უდგება წინ მოგროვილი მაილების ბოროტად გამოყენებას? wink.gif
მიპასუხე ამ ორ კითხვაზე დამაჯერებლად და მოგწერ ჩემს მაილს smile.gif

ტაკს wink.gif რა ხდება ეხლა, ჯერ ერთი აქ http://www.lockerz.com/nonmember შესვლით ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მოწვევის კოდი, გამოგზავნილი მოწვევა უბრალოდ რეგისტრაციის დაჩქარებაა wink.gif

პოსტის ავტორი: NetDevil Sep 29 2009, 05:48 PM

Bekward

ციტატა
ჯერ ერთი აქ http://www.lockerz.com/nonmember შესვლით ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მოწვევის კოდი

ციტატა
მას შემდეგ რაც 20 მეგობარს მიიპატიჟებ ხდები VIP წევრი და მიგებული ქულების რაოდენობა ორმაგდება


ციტატა
რა უდგება წინ მოგროვილი მაილების ბოროტად გამოყენებას?

მასეთი საიტისთვის ზედმეტად ლამაზად და დახვეწილად გამოიყურება, არამგონია მარტო მაგისთვის ეწვალა შამქმნელებს biggrin.gif
youtube-ზე მოიპოვება "შემიძლია დაგპატიჟო" ვიდეოები და შეგიძლია გარედან შეავლო თვალი smile.gif


J u S T გამომიგზავნე აბა პმ-ში ინვაითი ვნახავ...

პოსტის ავტორი: J u S T Sep 29 2009, 06:07 PM

Bekward
მისი ორგანიზატორი ამაზონ ქომის ვიცე პრეზიდენტია რომელმაც ამ პროექტზე არაერთი განცხადება გააკეთა ჩანაწერები სადღაც იდო აღარ მახსოვს მარა იდო რა .

ხო ეხლა მაგაში დიდი მოგებებია ხო არ გაგიმხელენ რა მოგებებია რაღაცეები იქნება !

როგორ უნდა გამოიყენოს ბოროტად მეილი როცა მეილის პასვორდს არ წერ ? უპასვორდოდ კი კარგი ჰაკერი რო მოუნდეს ისედაც გატეხავს მეილს


მე უკვე რამდენიმე დღეა რაც ვარ და ერთი ზედმეტი წერილი არ მომსვლია .



სხვა რა ბოროტად უნდა გამოიყენოს.


მეტი როგორ დაგარწმუნო


თუ არ ენდობი ამ პროექტს


არ გამომიგზავნო მეილი რო ინვაითი მოგცე


არ შეგეხვეწები მე კი ნდობას ვერ შეგმატებ შენ თვითონ უნდა ენდობოდე .

თუ გინდა მითხარი

პოსტის ავტორი: domen Sep 29 2009, 06:19 PM

ჰმმ, საინტერესოა. ერთ-ერთი დამფუძნებელი (http://www.linkedin.com/pub/kathy-savitt/1/863/8b1) ნამდვილად ამაზონის ერთ-ერთი განყოფილების (Strategic Communications, Content and Initiatives) ვიცე-პრეზიდენტი იყო. მოკლედ, Scam-ს არ გავს.

იუტუბზე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოები, რომლებიც Lockerz-იდან გამოგზავნილი ნივთების გახსნის პროცესს ასახავენ.

მოკლედ, ან რაღაც ძალიან დიდი Scam-ია, ან.. ძალიან უცნაურია.

პოსტის ავტორი: NetDevil Sep 29 2009, 06:23 PM

J u S T

ციტატა
სხვა რა ბოროტად უნდა გამოიყენოს

სპამი...

ცადე შენ და რამე იყიდე, მერე ჩვენც გვითხარი შედეგი smile.gif თორე იმდენი "ფულის საჭრელი მანქანები" დაგროვდა ინტერნეტში რო რა გასაკვირია ეჭვი შეგეპაროს.

domen
ხოო, ძალიან დახვეწილად გამოიყურება და ამდენი ძალისხმევა რისთვის უნდა დაეხარჯათ... :|

პოსტის ავტორი: J u S T Sep 30 2009, 08:52 AM

domen
სკამი არ არის ხალხო არა ...


ჯერ არ მაქვს იმდენი ქულა რამე გამოვიწერო ....


მაგრამ ახლა არის ისეთი ადამიანი რომელმაც გამოიწერა საქართველოში და რამდენიმე დღეში დადებს დამამტკიცებელ საბუთს და მერე იმედია დომენიც გამომიგზავნის თავის მაილს პმ ში რომ ინვაითი მივცე.


NetDevil


შენ კი გამოგიგზავნე ინვაითი

პოსტის ავტორი: janela Sep 30 2009, 03:13 PM

იტოგში დავრეგისტრირდი და რომ შევედი ესეთი გვერდი გამოაქვს და რა უნდა ვქნა??

პოსტის ავტორი: janela Sep 30 2009, 07:52 PM

J u S T

ქულები როგორ დავაგროვო ანუ მეგობრენის მოპატიჯება როგორ გავაკეთო?

პოსტის ავტორი: J u S T Oct 1 2009, 08:54 AM

janela


შენ მეგობრების მოპატიჟებას ვერ გასწავლი მე .იმიტომ რომ ამ ფორუმზე აწი მე მოვიპატიჟებ ამ თემაში მარტო მეგობრებს იმიტომ რომ ამ ფორუმზე პირველი ვარ ამ თემის გამხსნელი და მგონი მაქვს უფლება .




პოსტის ავტორი: Bekward Oct 1 2009, 09:47 AM

J u S T

ციტატა(Mozgi @ 29th September 2009 - 10:07 PM) *
როგორ უნდა გამოიყენოს ბოროტად მეილი როცა მეილის პასვორდს არ წერ ? უპასვორდოდ კი კარგი ჰაკერი რო მოუნდეს ისედაც გატეხავს მეილს

რა შუაშია პაროლი, სპამი ვიგულისხმე მე.
და
ციტატა(beka_sh @ 29th September 2009 - 06:48 PM) *
+ რა უდგება წინ მოგროვილი მაილების ბოროტად გამოყენებას?

სულაც არ მითქვამს რომ იმათ არ ვენდობი wink.gif მე არ ვენდობი იმას ვინც ამბობს მომეცით მაილები და მოსაწვევს მოგცემთ wink.gif
არ გეწყინოს და არც ბიძაშვილი ხარ ჩემი და არც მამიდაშვილი smile.gif
ციტატა(Mozgi @ 1st October 2009 - 12:54 PM) *
შენ მეგობრების მოპატიჟებას ვერ გასწავლი მე .იმიტომ რომ ამ ფორუმზე აწი მე მოვიპატიჟებ ამ თემაში მარტო მეგობრებს იმიტომ რომ ამ ფორუმზე პირველი ვარ ამ თემის გამხსნელი და მგონი მაქვს უფლება .

რაღაც ამის აზრს ვერ მივხვდი, რა შუაშია ამ ფორუმზე ვინ თქვა პირველად, ამ წინადადებით აღრმავებ იმ უნდობლობას ჩემს პირველ პოსტში რომ დავწერე wink.gif
საწყენად არაფერი მითქვამს, კიდევ ვიმეორებ, მითუმეტეს რომ ნებისმიერს შეუძლია მიიღოს საბოლოო ჯამში მოსაწვევის კოდი smile.gif
ეს მოსაწვევი კიდე ერთი კოდია და მაილი რად უნდა ერთი მითხარი, რა უდგება წინ რომ უბრალოდ PM-ში მომწერო? smile.gif

პოსტის ავტორი: J u S T Oct 1 2009, 11:31 AM

Bekward
აჰა აი თურმე რა იგულისხმე ...

ანუ შენ მე არ მენდობი , იმიტომ რომ ამ ინვაითს მე კი არა თვითონ საიტი გიგზავნის მე უბრალოდ მეილს ვწერ ის ადგენს ლინკს მე საიდან გავიგო შენ რა ლინკს გამოგიგზავნის და ეს პმ ში როგორ მოგწერო?



ხო ყველას ვფიცავარ თუ მქონდეს ეგეთი მიზანი და საერთოდ წამიერად თუ მეფიქროს მოდი ამ მეილებს სპამად გამოვიყენებ მეთქი ...


ყველა ამომიწყდეს თუ მაგას ვფიქრობდი რო სპამად გამოვიყენებ თქო ...


და თუ არ მენდობი მე ამ ნდობას შენ ვერ მოგცემ ჩემს იმიტომ რომ არ შემიძლია მე უბრალოდ ბუნებრივი ვარ და არ დავიწყებ შენთან დროის ხარჯვას ამ საკითხზე გინდა ლუქერზი რომ მოგცე ინვაითი მომეცი მეილი პმ თი არ გინდა და ნუ მომცემ ამ მეილს ვსიო .




რა აზრს და ამ ფორუმზე ამ საიტის შესახებ პირველი მე გავხსენი თემა და შესაბამისად ამ მომხმარებლების ანუ ამ ფორუმზე ვინც არიან ინვაითები თუ მოუნდათ აქედან მე უნდა დავუგზავნო .ლოგიკურად და არა ვიღაც ახალმა იუზერებმა მე რომელი ფორუმიდანაც მომწერეს ინვაითი იქ არ დამირეკლამებია და თემა არ გამიხსნია რომ აიღეთ ჩემგან ინვაითი რადგან უკვე იყო ესეთი თემა აქ არ იყო და აქ გავხსენი მე რომ ინვაითები გავაგზავნო და ხალხი მოვიდეს ეს მე 2 ქულას მმატებს და გამარჯვებისკენ ვისწრაფი ამაშია აზრი იმის რომ მე უნდა მომცეთ მეილები რადგან პირველი დავწერე ამ საიტზე და არა იმაში რომ ეს მე სპამად გამოვიყენო გასაგებია?

ლოგიკურია შენ რომ ესეთი მოსაზრებები გიჩნდება რადგან ალბათ თვითონ იყავი ერთ დროს სპამერი ან ვიღაცამ ერთხელ უკვე შეგაცდინა wink.gif

ბევრჯერ მეხმარებოდი , დიდ პატივს გცემ მაგრამ შენნაირი მოსაზრება არავის გამოუხატავს არცერთ ფორუმზე ამ საიტის შესახებ თემაში რაც იმას ამტკიცებს რომ შენ სერიოზული პრობლემები გაქვს ...



ციტატა
არ გეწყინოს და არც ბიძაშვილი ხარ ჩემი და არც მამიდაშვილი


კიდევ კარგი wink.gif

პ.ს მე მეგონა ეს ფორუმი იყო ერთადერთი ადგილი სადაც აბუჩად არ იგდებდნენ და უნდობლობას არ გამოხატავდნენ საჯაროდ ხალხის მიმართ როდესაც არ ჰქონდათ ფაქტები არც იმისა რომ მე სანდო ვარ და არც იმის რომ არ ვარ სანდო wink.gif .


ძალიან დიდი პატივი მაქვს ყველას მიმართ მაგრამ მგონი ასეთი პოსტები თუ წავა ეს ჩემში მხოლოდ იმას გააღვიძებს რომ აქ ზოგიერთი იუზერი უმადურია , მაგრამ უდიდესი ნაწილი 99 % ძალიან კარგი ადამიანები და შემფასებლები არიან , განა დომენი ან ოტოსახელი არ გამოთქვამენ პრეტენზიებს , კითხვებს იუზერების და თემის გამხსნელების მიმართ? მაგრამ ისინი ღირსეულად გამოთქვამენ და ისე რომ დისკუსია წარიმართოს მაგრამ ზოგიერთი პირდაპირ უნდობლობაზე გადადის .


janela
შენ კი მერე დაგიპიემებ როგორ უნდა გააკეთო ოღონდ კომპინფოზე არ ჰქნა OK?

პოსტის ავტორი: Sh@ko Oct 1 2009, 11:38 AM

J u S T
ალბათ არასწორად გაიგე... ლოკერზი ახალია ბუხ.ტოსა და სხვებისგან განსხვავებით და გამოითქვა უნდობლობა ამ საიტის მიმართ (უფასოდ და მარტო კლიკებზე ოცნეაბშიც არაფერს მოგცემენ, ჩემი აზრით), ხოლო შენი დაჟინებული ადვოკატობისა და "მარტო მე გამომიგზავნეთ მეილები"-ს, ბუნებრივად გამოხატა უნდბლობა შენს მიმართ, არაფერი პირადული, ჩემი აზრით... smile.gif



არც ისაა გამორიცხული, რომ შენც ბრმად გიყენებდეს ლოკერზის ადმინისტრაცია...



მ.მ. (მერე მინაწერი) ბოლოსდაბოლოს შევედი მაგ საიტზე და ვცადე დარეგისტირება (ფორმა რომ მენახა). ბოლოში წერია, invitation code (if avaiable) <<< ეს მაილზე მისდის ვისაც მოიწვევ??? უაზროდ გააკეთეს, ბუხ.ტოზე რეფელალის ნომერი მაინც ჰქონდა მინიჭებული და სურვილის შემთხვევაში ჩაწერდა კაცი, აქ კი ჩახლართულადაა... tongue.gif

პოსტის ავტორი: J u S T Oct 1 2009, 11:45 AM

Sh@ko
მემგონი სანამ უნდობლობას გამოხატავდა ეგ იუზერი ეგუგლა და ენახა როგორ ხდება მანდ რეგისტრაცია თუ ასეთი ლოგიკური ადამიანია და ლოგიკური აზრები მოსდის.


არ ვიცი მე უბრალოდ ვტესტავ თქვენც ამყევით , 20 კაცი თუ შემიგროვდა ინვეითზე მაიკას გამომიგზავნიან და თუ ჩამოვიდა ესეიგი ნაღდია და პლიუს რამეს შევუკვეთავ დაბალ ფასიანს ...


იმედია ნაღდია თორე არამგონია Kathy Savitt ს თავის წარმატება რამე სპამზე გაეცვალა wink.gif

პოსტის ავტორი: Bekward Oct 1 2009, 04:58 PM

J u S T
მე პირადად შენს მიმართ არ დამიწერია უნდობლობა, ეს ერთი.
და მეორე, შევავსე მაგავე საიტზე ფორმა, ჩავწერე მაილი და 1 საათში მომივიდა მოწვევა smile.gif
P.S. არც სპამერი ვყოფილვარ და არც რამე შემმთხვევია ინტერნეტში, უბრალოდ ასე მომეცით მაილები თავისთავად იწვევს ეჭვს ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანის მიმართ, ასე ბრმა ნდობას არც არავისგან ვითხოვ და ვერც მე გამოვიჩენ wink.gif
წავედი ეხლა ვითამაშო და ქულები დავაგროვო biggrin.gif laugh.gif

ყველაზე სასაცილო ინფო დღეს რაც გავიგე biggrin.gif laugh.gif
აგროვე და იყავი, საქართველოში არ აგზავნიან laugh.gif

პოსტის ავტორი: J u S T Oct 1 2009, 05:23 PM

ადმინისტრაციას დავუკავშირდი მეც და ჩემი ერთი ნაცნობიც და საქართველოში აგზავნიან smile.gif rolleyes.gif

და ჩორტებს რატო აგდებ? unsure.gif ბოლოს ხალხი ხო გაიგებს რო იგზავნება ...


ხოდა


მე ერთ რამეს ვიტყვი ჩემს თავს ვდებ რომ საიტი ნაღდია და თუ არ აღმოჩნდა ესე პირობას ვდებ რომ ამ ფორუმზე არ შემოვალ საერთოდ და არც საიტზე იმიტომ რომ მაშინ აღარ დამედგომება თუ ასეა მოდით შევამოწმოთ...




ხო და კიდევ უნდობლობა იყო აბა რა იყო პირდაპირ დაწერე მე იმათ არ ვენდობი ვინც მიწვევებს და იმეილებს მთხოვსო ესეიგი მე ვარ ის ვინც ამას გთხოვ და არ მენდობი ან მე დამავიწყდა ქართუი mellow.gif

პოსტის ავტორი: Bekward Oct 1 2009, 06:13 PM

J u S T

ციტატა(Mozgi @ 1st October 2009 - 09:23 PM) *
ადმინისტრაციას დავუკავშირდი მეც და ჩემი ერთი ნაცნობიც და საქართველოში აგზავნიან

შენ არ ვიცი ვის დაუკავშირდი და Delivery-ს მისამართში მარტო ამერიკაა

ციტატა(Mozgi @ 1st October 2009 - 09:23 PM) *
და ჩორტებს რატო აგდებ?

ამას შეურაცხყოფა ქვია, ჩორტების ჩასაგდებად არ შემოვდივარ აქ მე, იმას ვამბობ რაც არის wink.gif
ციტატა(Mozgi @ 1st October 2009 - 09:23 PM) *
მე ერთ რამეს ვიტყვი ჩემს თავს ვდებ რომ საიტი ნაღდია და თუ არ აღმოჩნდა ესე პირობას ვდებ რომ ამ ფორუმზე არ შემოვალ საერთოდ და არც საიტზე იმიტომ რომ მაშინ აღარ დამედგომება თუ ასეა მოდით შევამოწმოთ...

ეს საერთოდ რა არის ვერ გავიგე. თავს დებ რა შენი საიტია? ნამეტანი არასერიოზული მიდგომაა, არავის უთხოვია აქ თავის დადება.
ციტატა(Mozgi @ 1st October 2009 - 09:23 PM) *
ხო და კიდევ უნდობლობა იყო აბა რა იყო პირდაპირ დაწერე მე იმათ არ ვენდობი ვინც მიწვევებს და იმეილებს მთხოვსო ესეიგი მე ვარ ის ვინც ამას გთხოვ და არ მენდობი ან მე დამავიწყდა ქართუი

ჯერ ერთი ეს ყველას ეხება ვინც მსგავს რამეს წერს! და მეორე შენ არ ითხოვ ამას ინტერნეტში და ამას როგორც წესი სპამერები ცდილობენ რომ რაც შეიძლება მეტი მაილი მოაგროვონ მსგავსი გზებით, პირადად შენი შეურაცხყოფა არც მიფიქრია, არც გიცნობ და არაფერი საწინააღმდეგო პირადად შენი არ მაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Oct 2 2009, 08:10 AM

ნახეთ, რა გამომიგზავნეს სკაიპში tongue.gif
http://blog.vaime.net/?page_id=22

ციტატა
Lozkerz.Com™

დიდი ხანია ამ პოსტს ვამზადებ ლოკერზის შესახებ..თქვენს წინაშეა საიტი რომლის მფლობელებმაც

გადაწყვიტეს მარტივად რომ ვთქვათ დაგროვილი ქულებით გამოვიწეროთ ესა თუ ის ნივთი


ბოლოში წაიკითხეთ biggrin.gif მარტო ვერაფერს გახდებითო, ელფოსტის გასაგზავნი გვერდი როა... tongue.gif მანდ აშკარად რაღაც ხდებაა!!! სანტაკლაუსობა მოუნდათო რა...


აქაა სანტაკლაუსი? - გამოჩენა
Kathy Savitt-ი ჩავიდა ლაპლანდიაშიი... მკაცრი გამომეტყველებით იკითხა:
-რომელია აქ სანტაკლაუსი? dry.gif
წითელ პიჟამოიანი თეთრწვერება გამოეხმაურა:
-მე ვარ...
-მაიტა, ახლა მე ვიქნები, სენი წილიმე! biggrin.gif

პოსტის ავტორი: janela Oct 2 2009, 08:48 AM

J u S T

ციტატა
შენ მეგობრების მოპატიჟებას ვერ გასწავლი მე .იმიტომ რომ ამ ფორუმზე აწი მე მოვიპატიჟებ ამ თემაში მარტო მეგობრებს იმიტომ რომ ამ ფორუმზე პირველი ვარ ამ თემის გამხსნელი და მგონი მაქვს უფლება


რათ მინდა მეგობრის მოპატიჯების სცავლა, ან შენ რად გინდა ამდენი ლაპარაკი ვინმეზე მაილი მომე და მოპატიჯებას გაგიკეთებ(იმიტომ რომ 2 ქულა მიიღო კიდე) ცოტა ტვინს თუ გაანძრევს ადამიანი მშვენიერი გზა არსებობს ქულების მოპობვების!!! 700 ქულას 1 საათში დავაგროვებ....

პოსტის ავტორი: janela Oct 2 2009, 09:27 AM

კაი დააგროვე მაგალითად 700 ცალი... და მოიგე თუ იყიდე აიპოდი... მერე საქარტველოში ვინ ჩამოგიტანს?

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Oct 2 2009, 09:40 AM

ჰა ჩამოვიდა რამე საქართველოში???

პოსტის ავტორი: Goka710 Oct 2 2009, 09:44 AM

ციტატა(gi0_kiborg @ Oct 2 2009, 01:40 PM) *
ჰა ჩამოვიდა რამე საქართველოში???

გზაშია გზაში laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Oct 2 2009, 10:14 AM

ციტატა
ცოტა ტვინს თუ გაანძრევს ადამიანი მშვენიერი გზა არსებობს ქულების მოპობვების

J u S T, ტვინის განძრევაზე ჩავუღრმავდეთ... დავუშვათ მოაგროვე 20 მეგობარი. იმ 20-მაც - 20-20 ანუ 1+20+(20 X 20)=421 ადამიანი

ამ 420-ს თუ კიდე გაამრავლებ 20-ზე (შენი გამოკლებით და სხვებსაც ხო უნდათ VIP?), მერე მიღებულს კიდე 20-ზე, ხვდები რომ ასტრალში გაჭრა მოგვიწევს? smile.gif ყველას თუ არა, ნახევარს მაინც რომ გაუგზავნონ სიტყვაზე iPhone რომელიც რა ღირს, არ ვიცი, ძვირი... smile.gif სანტა-კლაუსსაც დაენანებოდა ნამდვილად ამდენი ფულის ჩუქება.



ადრე სტატიასავით მქონდ დაწერილი კორპორაცია "ტიან-ში - ცის ლომზე" biggrin.gif tongue.gif ზუსტად ეგრე იძახდნენ, 100% მუშა სისტემაა, რა უნდა აკეთო, ლექციების მერე გაიგებ (თურმე რე-დისტრიბუროტი უნდა ყოფილიყავი, თვითონაც უნდა მიგეყვანა ხალხი კომპანიაში, თან, როგორც ჯა-ჯამ აღნიშნა, "სასწაულმოქმედი" წამლები უნდა გადაგეყიდა, რომელიც შესაძლოა ციყვის კურკლებისგან ყოფილიყო დამზადებული biggrin.gif). პირამიდის სუნი უდის მაგ საქმეს.



წარმატებას გისურვებ, რათქმაუნდა! თუ მართლა იმუშავებს, ძალიან გამიხარდება smile.gif მართლაა შესაძლებელი პირამიდის დასაწყისში ვინც მოხვდება, გაუმართლოთ... აი შენი მოწვეულის მოწვეულის მოწვეულებს კი თანაგრძნობით შევჰედავ sad.gif



მ.მ. კიდე ერთი ვიპოვე, თემასთან დაკავშირებით http://forum.ge/?f=19&showtopic=34020043 ჩაითრია მთელი დედამიწა რა smile.gif

პოსტის ავტორი: J u S T Oct 2 2009, 10:55 AM

Bekward
აღარაფერს მოგწერ რაც ვთქვი იმის მეტი შენთვის სათქმელი არ მაქვს.



Sh@ko
ლაზღანდარობა რათ გინდა ქეთი სავითი არ გაიფუჭებს რა თავს.

Sh@ko
ბოლო პოსტი უფრო მომეწონა მადლობა ხალხო !


ინვეითები მომეცით ხალხოო ! wink.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Oct 2 2009, 10:56 AM

J u S T
ჰმ... ვცდილობ რეალობა დაგანახო. ქეთია თუ ქეთევანი, რომელიც ამაზონიდან წამოვიდა, ეგრე ანგელოზიც წამოვიდა სამოთხიდან და ეწევა "არაკომერციულ" საქმიანობას ღმერთისგან დამოუკიდებლად smile.gif



პირამიდაზე რაც მაგალითი მოვიყვანე, იმაზე იფიქრე ცოტა მეტი. არაა გამორიცხული, რომ შენ გაგიმართლოს, მაგრამ მერე და მერე დაინვაითებულები უკვე პირში აიპოდგამოვლებულები დარჩებიან აშკარად tongue.gif

პოსტის ავტორი: NetDevil Oct 2 2009, 12:22 PM

ვერ მოუფიქრე ვერაფერი sad.gif ეს captcha მაინც არ ქონდეს რეგისტრაციისას tongue.gif

პოსტის ავტორი: janela Oct 2 2009, 02:46 PM

J u S T

არიმეთქი პრეცენდენტი საქართველოში რომ ჩამოეტანოთ????

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 2 2009, 02:47 PM

J u S T
კაცო დაგეწერა რაც ხდება, დაგეწერა, რომ 20 ინვაითის მერე (თუ სწორად მახსოვს) შენ ქულები გაგიორმაგდება. თორემ ბოროტი კი არ არის ამ ფორუმზე ვინმე smile.gif ინფო არ უნდა დაუმალო ხალხს smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Oct 2 2009, 04:23 PM

J u S T
არ გეწყინოს და უფსო ყველი, მარტო სათაგურშია smile.gif
შეიძLება რეკლამის ვარიანტში ერთ ორს გაუგზავნეს აგორდა სიტუაცია ჰაი, ჰუი და smile.gif

ანუ უბრალოდ ან ცამოვა ან არა, უფრო არა. არ მჯერა უშრომელად რამის მიღების wink.gif

P. S.
ვიცი რომ შენ გჯერა მაგ საიტის და იმიტომ დაწერე wink.gif, მაგრამ არა მგონია ეგრე ადვილად არიგებდნენ iPod-ებს, მოკლედ 700 ქულაზე რომ ახვალ ნახავ smile.gif, მაგრამ შეიძლება გაგმირთოლს იმ ერთეულებივით smile.gif და რეკლამის ვარინატში გამოგიზავნონ wink.gif

პოსტის ავტორი: Remage Oct 2 2009, 08:24 PM

საინტერესოა ვინმე თუ ავა 700 ქულამდე დაწეროს

თუ ვინმეს უნდა ჩამოტანის ამბავში დავეხმარები ოღონდ თუ განბაჟება მოუწია იმის გადახდა თვითონ მოუწევს და დაახლოებით კიდევ ის თანხა რაც ინვოისში იქნება მითითებული არცერთი თეთრი ზედმეტი (მაქსიმუმ ალბათ 20 ლარამდე დაჯდება აიპოდის ტრანსპორტირება ამერიკიდან აქ)

პოსტის ავტორი: Giga1 Feb 19 2010, 12:26 PM

ეხლა მინდა დაწყება Lockerz-ზე და ტრუხა ხომ არაა? ანუ ნამდვილად ჩამოდის?

პოსტის ავტორი: NetDevil Feb 19 2010, 09:08 PM

იპოდი რომ გამოვიწერე მაშინ დამბლოკეს ვირებმა wacko.gif ცოტა ნამაიმუნარი კი მქონდა ისე tongue.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Feb 20 2010, 04:13 PM

NetDevil

ციტატა(NetDevil @ 19th February 2010 - 09:08 PM) *
იპოდი რომ გამოვიწერე მაშინ დამბლოკეს ვირებმა wacko.gif ცოტა ნამაიმუნარი კი მქონდა ისე tongue.gif

მეილებზე იმაიმუნებდი შენ tongue.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Feb 22 2010, 02:57 PM

თუ შეგიძლიათ ქართველების გადაღებული ვიდეოების ლინკი მომცეთ,პრიზებზე გადაღებული smile.gif ვერსად ვნახე

პოსტის ავტორი: ZATARA Jun 19 2010, 10:14 AM

ანუ საბოლოოდ არავის არ ჩამოუტანია ხო ჯერ საქრთველოში? biggrin.gif:D:D ესეიგი ტყულა ვიწვალე 500 ქულამდე რომ ავედი? sad.gif(((

პოსტის ავტორი: zaza.r Jun 30 2010, 02:01 AM

http://www.myvideo.ge/?video_id=685573

პოსტის ავტორი: MISS OLIVERA Aug 16 2010, 10:44 AM

აამ, აბა რა ქნა ხალხმა?? მეც ვთამაშობდი ადრე, 563 ქულა მაქვს და ახალი წლების მერე აღარ შევსულვარ, გავაგრძელო ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რას მირჩევთ... ისე რამე სიახლე რომ ყოფილიყო დაწერდით აქ ალბათ ))))

პოსტის ავტორი: suckers Oct 9 2010, 10:14 AM

ჩემი ჯგუფელი იყო ადრე მაგ საიტზე და აიპოდი გამოვიწერეო ესე მითხრა და მერე მოტანილიც ქონდა უნიში, სურათიც მანახა , რო ხსნიდა გადაღებული , მაგრამ იქნებ გამეკაიფა? biggrin.gif

მეც მაქვს 600მდე თუ სადღაც ეგრე, კაი ხანი აღარ შევსულვარ