თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Web პროგრამირება _ პროგრამირება

პოსტის ავტორი: URiDiA Aug 18 2014, 06:52 PM

გამარჯობა,
ვარ აბიტურიენტი და ვაპირებ კომპიუტერული მეცნიერებების არჩევას. აზრზე არ ვარ პროგრამირების და მაინტერესებს განხრები (ვიცი ამაზე ფიქრი ცოტა
ადრეა, რადგან 2-3 კურსიდან იწყებ არჩევას უნივერსიტეტში (ასეა ხო?) მარა მაინც მინდა ვიცოდე რა განხრები არსებობს და რა ევალება ამ განხრით აყვანილ თანამშრმელს სამსახურში, რა არის თითოეული განხრისთვის დამახასიეთებელი და ასევე რომელია მეტ-ნალებად ყველაზე მოთხოვნადი განხრა რითიც სამსახურს შედარებით მარტივად იშოვი)
არ მინდა ვები, უფრო მაინტერესებს სისტემური პროგრამირება ან მონაცემთა ბაზები. სად უფრო მეტი ვაკანსია ცხადდება, ან რომელი უფრო მარტივი ან რთულია. სადღაც წავიკითხე რო სისტემური პროგრამირება თითქმის იგივეა რაც გრაფიკულიო და მართალია?

წინასწარ დიდი მადლობა