თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ SE ანუ SonyEricsson _ ჩვენი SE-ები

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 16 2007, 06:06 PM

ამ თემაში დავწეროთ ვის რა მოდელის SE გვაქვს. ძირითადად ეს სტატისტიკა ამ განყოფილებაში მომავალში დასადები ინფოსთვის მჭირდება (ვისაც არ გაქვთ SE, გთხოვთ, თავი შეიკავეთ დაპოსტვისაგან).

ja_ja - K750i - CID 36
Power_VANO - K750i - CID 49; K800 - CID 52
domen - W810i - CID 49
Davidus - K800i - CID 52
PvDyk - K610i - CID 5X
Gega - K850i
CHABA - W960i
smart22 - T100 და Z600
Sitchi - P990i
bently - W910i

პოსტის ავტორი: გიგა Jul 17 2007, 03:23 PM

ისე ჩვენში დარჩეს და K750i-ს K610i არ ჯობია?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 17 2007, 08:27 PM

გიგა
რითი ჯობია? 3G-თი? მესამე თაობა პირადად მე, და ბევრსაც კიდია, იმიტომ რომ მაგის პერსპექტივა დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს. ისევ და ისევ ფასების გამო. თანაც, აი დარდი, თუ ვინმე ვერ დამინახავს ლაპარაკისას, აი დარდი, თუ ძალიან სწრაფად ვერ დავქაჩავ ნეტიდან ინფოს, და აი დარდი, თუ რუსთავი 2-ს 176X220 ზომის ეკრანზე ვერ ვუყურე biggrin.gif

აი ნახე ეს: http://www.esato.com/phones/index.php/phone=168,cp=224
შედარებულია K750i და K610i. მესამე თაობის გარდა, ვერაფრით უგებს K610 K750-ს. 610-ს არ აქვს IrDA, FM Radio, Camera Flash/Light. და ეს ყველაფერი აქვს K750-ს smile.gif
აბა ჯობია რამით? ნუ ვისაც UMTS (3G)-ზე აქვს გართულება, კი ბატონო, მაგრამ ჩემთვის K750 სჯობს.

პოსტის ავტორი: გიგა Jul 18 2007, 09:17 PM

ციტატა
დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს. ისევ და ისევ ფასების გამო.

მაგთის აქვს უფასო 30 წუთი, ყოველ თვე. ეს კი რამდენი ლარის ეკონომიაა?

მერე რა რო არ აქვს IrDA? Bluetooth-ი ხო აქვს? ეს კი საკმარისია.
ინფრაწითელი უკვე მოძველდა.
და ერთი მართლა, რადიო. ესაა მხოლოდ განსხვავება. მარა ზოგი კი მარა ზოგი ხშირად უსმენს?
მაინტერესებს ერთი.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 18 2007, 11:02 PM

გიგა
ვისთვის როგორ smile.gif ჩემთვის 3G არაა პრიორიტეტული. მართალია K750 მაქვს, მაგრამ მესამე თაობის ინტერნეტს მაინც ვიყენებ, თან 30 MB მაქვს უფასოდ. ტელევიზორი და ვიდეზარი პრაქტიკულად არ მჭირდება. + K750 ცვლილებების გასაკეთებლად (მობილურში) ერთ-ერთი საუკეთესო მობილია, მე კი ასე ვთქვათ Flexibility მირჩევნია გამოუყენებელ ტექნოლოგიებს.

ასევე K610-ის დიდ მინუსად Camera Flash/Light-ის უქონლობა მიმაჩნია. K750-ს ორი ცალი LED უყენია და ეს ორი ცალი LED საკმარისია მთელი ოთახის გასანათებლად, მოსახერხებელია ღამით სიარულისას. ხშირად სურათების გადაღებისასაც გვშველის.

ჯამში, ვისთვისაც 3G პრიორიტეტულია და შეუძლია მის ფასად სხვა ფუნქციები დათმოს, კი ბატონო, იყიდოს K610 (ჩემი კლასელი ყიდულობს ახლა და არც ვუშლი, ავუხსენი ყველაფერი + და - ები, მაგრამ 3G უნდა იმას და...), მაგრამ ჩემთვის 3G არაპრიორიტეტულია, ამიტომ K750 მირჩევნია ნებისმიერ შემთხვევაში.

პოსტის ავტორი: domen Jul 19 2007, 09:17 AM

გიგა
ორი სხვადასხვა დანიშნულების მოდელია.

K610 არის K310-ისა და K510-ის გაგრძელება, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიები და ყველანირი ფუნქციები მინიმალურ ფასად, მაგრამ მინუსებიც ბევრი აქვს - როგორც წინა მოდელებმა დაამტკიცეს, ასე იაფად შეტენილი შესაძლებლობები ხშირ შემთხვევაში ხარვეზებით ან საერთოდ ვერ მუშაობენ, ნორმალური მოდელების ხარისხს ბეევრად ჩამოუვარდებიან, თვითონ ტელეფონს ჰა-ჰა 1 წელი და მერე სიცოცხლე არ უწერია და ა.შ. smile.gif

მოკლედ, K610, როგორც ტესტერები ამბობენ, იდეალურია ოფისის არც ისე მაღალხელფასიანი თანამშრომლებისთვის - დღევანდელ მოდასაც ასე თუ ისე უწყობს ფეხს, დიდი ეკრანი აქვს(თუმცა გაფართოება რატომღაც იგივე 176x220 დარჩა) და ორაგანაიზერიც უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას, მაგრამ დანარჩენი - ფოტოკამერა, დინამიკები, ეკვალაიზერი, მედია პლეერი - სხვა მოდელებზე ბეევრად სუსტი და უხარისხო აქვს smile.gif

და თუ 3G-ს ეძებ რაც შეიძლება იაფად, აქ Samsung SGH-Z150-ს ვერაფერი შეედრება - სულ რაღაც 370 ლარამდე ღირს(რაც 3G-სთვის ზედმეტად იაფიცაა) და მაინცდამაინც არც ფუნქციების ნაკლებობას უჩივის(თუმცა სამსუნგისთვის ჩვეული "ქალურობა", მოუხერხებლობა და უხარისხობა აქაც იგივეა), ნორმალურ ტელეფონს+3G უკვე 600 ლარს ქვემოთ არ ჩამოდის, კარგ ტელეფონს+3G კი 700-750-ს ქვემოთ smile.gif დანარჩენი, ასე ვთქვათ, "თავზე მაღლა ამხტომი" მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი. არადა, ასეთებიც ბევრნი არიან.

ქართულ რეალობას რაც შეეხება, დღეს, თუ საშუალება არის, მესამე თაობის მობილურის ყიდვა უკვე ფულის გადაყრა აღარაა - ნელ-ნელა ფეხს იკიდებს შესაბამისი მომსახურება და მალე, ალბათ, ნორმალური ფასებიც გვეღირსება. უფასო 30 წუთი კი რეკლამაში დახარჯულ ფულს უფრო ჰგავს - დიდად არაფერს ყოფნის და მომხმარებლის "ჩასათრევად" კი გამოდგება.

პოსტის ავტორი: Davidus Sep 8 2007, 10:54 PM

მე მქონდა K610 და გადავცვალე K750 ში, გასაგები მიზეზების გამო wink.gif დომენმა ძაან გაასაზიზღეა K610, მართალია ნაკლი ბევრი აქვს მაგრამ, დადებითი მხარეებიც აქვს, ბოლო ბოლო მსუბუქია, სასიამოცნო დიზაინი აქვს, ეკრანი ბევრად კარგი აქვს, ჯოისტიკის მაგივრად D-პედი აქვს (ჯოისტიკი მალე ფუჭდება biggrin.gif ) და რაც მთავარია, პროცესორი ბევრად მოშნი აქვს ვიდრე K750 -ს აი ზუსტად ეგ სიზანტე არ მომწონდა K750 ში sad.gif


ჰოდაააა მე ახლა K800i მაქვენ... მოკლედ, მე და ჩემი ოჯახი კმაყოფილი ვართ biggrin.gif

პოსტის ავტორი: PvDyk Sep 11 2007, 05:57 PM

K610i მარა ახლა W850 ყიდვას ვაპრებ smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 11 2007, 10:12 PM

Davidus
K610 გადაცვალე პირველი გამოშვების K750-ში (CID 36) ხომ (ანუ ისეთში, როგორიც ja_ja-ს აქვს). ეხლა მე მაქვს ახალი გამოშვების K750, "გაუმჯობესებული" კამერით. ნუ კამერა ზემოთაც დავწერე, ძველი K750-ების ჯობდა, მაგრამ აი ეკრანი ახლებს უკეთესი აქვთ აშკარად smile.gif
+ რადგან K610 გქონდა, სურათების გადაღებისასაც K750-ზე სწრაფი იყო?

ციტატა
ჰოდაააა მე ახლა K800i მაქვენ... მოკლედ, მე და ჩემი ოჯახი კმაყოფილი ვართ

ოო K800 კარგია smile.gif მშვენიერი პროცი, კარგი გარჩევადობის ეკრანი... ისე K800-ის K810-ის Firmware-ით გადაფლეშვა მოსულა wink.gif + დრაივერების შეცვლა K800/K810 და ა.შ. (CID 50/51/52) უკვე შესაძლებელია smile.gif

PvDyk
Davidus
სიე, თუ არ გეზარებათ, თქვენი ტელეფონების CID-ები შეამოწმეთ და დაწერეთ smile.gif მაგალითად Setool2lite-ით: http://downloads.wow-info.net/se/tools/setool2lite1.07.rar identify-ს დააჭირეთ პროგრამის გაშვებისას და მიუერტეთ მობილი smile.gif

პოსტის ავტორი: VooDoo Jan 19 2008, 05:45 PM

K800 მაქვს.

ციტატა
თუ არ გეზარებათ, თქვენი ტელეფონების CID-ები შეამოწმეთ და დაწერეთ


CID ვერ შევამოწმნე ვერანაირად. არ აღიქვამს ის პროგი ჩემს ტელეფონს sad.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 20 2008, 06:15 AM

VooDoo

ციტატა
CID ვერ შევამოწმნე ვერანაირად. არ აღიქვამს ის პროგი ჩემს ტელეფონს

დრაივერები ჩაწერე? პროგრამას რაც მოყვება.

პოსტის ავტორი: Gega Jun 12 2008, 07:18 AM

K850

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 12 2008, 09:19 AM

ჩემ ძმას აქვს K310 smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 13 2008, 11:52 AM

gi0_kiborg

ციტატა
ჩემ ძმას აქვს K310

დარეგისტრირდეს შენი ძმაც კომპინფოზე და დავამატებ, ისე ნათესაური კავშირები არ ითვლება biggrin.gif

პოსტის ავტორი: CHABA Jun 13 2008, 05:26 PM

მე W700 მაქვს K750 ენათესავება. უკეთესი ხმა აქვს კაი ყურსასმენები მოყვა K750 დიდი მეხსიერების ბარათი 256 იანი, მარა K750 ზე ცუდი კამერა აქვს სამწუხაროდ sad.gif და პანელი დზაან ადვილად გაიხეხა კუხეებში

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 13 2008, 07:31 PM

CHABA
კი, W700-ს აქვს Fixed Focus ლინზები (K750-ს აქვს Auto Focus ლინზა), რომელიც K750-ის ავტო ფოკუსიან ლინზებთან შედარებით, გაცილებით დაბალი ხარისხისაა.

ისე, გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, 2 მპ-ებსი K750/W800/W810-ზე უკეთესი ფოტოკამერა არცერთ მობილურს არ აქვს.

K750/W800/W810-ს ერთნაირი კამერის მოდულები აქვთ, თითქმის იდენტურებია, ოდნავი განსხვავებები იყო ბილდებს ორის.

პოსტის ავტორი: akka Aug 31 2008, 04:57 PM

K750 4ევერ smile.gif

პოსტის ავტორი: 80080 Apr 14 2009, 10:40 AM

SE W880 მაქვს. მშვენიერი აპარატია, სხვათაშორის, ძალიან კარგი ღამის რეჟიმის გადაღება აქვს, ოღონდ, უძრავ საგნებზე.
ერთად ერთი მინუსი ჩემთვის ისაა, რომ არა აქვს განათება...
აუდიო ჟღერადობა აქვს უმოშნესი. 128 kb/s mp3-ებს უკრვს უკეთესი ხარისხით, ვიდრე ჩვეულებრივი აუდიო სისტემა mp3 მხარდაჭერით. (ძალიან კარგია აუდიო გამოსასვლელის მიერთება რომ შეიძლება აკუსტიკურ სისტემაზე.)

პოსტის ავტორი: PITERSONA May 31 2009, 11:41 AM

P990 wink.gif

K800

პოსტის ავტორი: achiko May 31 2009, 12:21 PM

SE რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: oracle May 31 2009, 12:22 PM

ციტატა
SE რას ნიშნავს?

Sony Ericsson

პოსტის ავტორი: Gioma Jul 8 2009, 01:15 AM

Power_VANO
K750 wink.gif

პოსტის ავტორი: CHABA Jul 8 2009, 03:39 PM

ჭ960 biggrin.gif უფ მაგრა მიყვარს

პოსტის ავტორი: smart22 Dec 29 2009, 09:47 AM

SE არის Sony Ericsson კომპანიაა რომელიც მობილურებს უშვებს smile.gif



მე მაქვს T100 და Z600 ორივე იმ დროიდან შემორჩენილები ე.წ. მაგარი ტელეფონი რომ ერქვა... მინდა გითხრათ რომ Z600-ის ბატარეა ისე მუშაობს როგორც ახალი მუშაობდა... ორივე იდეალურად მუშაობ დღესაც... სხვათაშორის Z600 მხოლოდ დამუხტვისათვის ითიშებოდა და მერე ისევ აგძელებდა მუშაობას საკმაოდ ექსტრემალურ სიტუაციაში, მაგარი ვირია... თამაშები გატენილი მქონდა ადრე... ოპერაც კი მქონდა კარგა ხანს ჩაწერილი smile.gif ერთადერთი პრობლემა დამტენის შესაერთებლის ცვეთა იყო 3-ოდე წლის წინ, შეიცვალა... სხვა პრობლემა არ ჰქონია ხოლო T100 4 წლის წიმ მიკროფონი შეიცვალა smile.gif მაგარი ვირი ტელეფონებია, სხვებს რომ უფუჭდება მიკვირს smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 11 2010, 06:11 PM

მოვლა უნდა ყველაფერს smile.gif პატრონს გააჩნია smile.gif


K800 მაქვს 2 წელია უკვე. ექსტერიერი ახალივით აქვს ისევ, არც კონექტორი აქვს დაჭუჭყიანებულ დასვრილი, ჯოისტიკიც კარგად მუშაობს და არც ნაკაწრები აქვს smile.gif

პოსტის ავტორი: Sitchi Jan 28 2010, 01:13 PM

P990i მაქვს, 2 წელზე მეტია უკვე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს რომ მოცვდება, ისევ იგივეს ყიდვას ვაპირებ smile.gif ტან დავაUpDateე და ერთი სიტყვით თუ ტელეფონის გამოცვლა გინდათ, არ ინანებთ.

პოსტის ავტორი: bently Jan 28 2010, 04:18 PM

SE W910 მაქვს კმაყოფილი ვარ
ერთი ის არის რო ბატარია ვერ ძლებს დღე-ნახევარზე მეტხანს

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 28 2010, 04:43 PM

bently

ეს გაქვს? თუ რაიმე ახალი მოდელია...

პოსტის ავტორი: bently Jan 29 2010, 09:13 AM

ციტატა(Giga1 @ Jan 28 2010, 05:43 PM) *
bently

ეს გაქვს? თუ რაიმე ახალი მოდელია...


ხო ეგ მაქვს ოღნდ შაVი

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 29 2010, 09:16 AM

bently
და ფასს ვერ მეტყვი ზუსტად?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 29 2010, 06:32 PM

ჰოო, საკმაო ინფო დაგროვდა, განვაახლებ რამდნეიმე დღეში ამ თემის პირველ პოსტს smile.gif

პოსტის ავტორი: bently Jan 29 2010, 07:19 PM

ციტატა(Giga1 @ Jan 29 2010, 10:16 AM) *
bently
და ფასს ვერ მეტყვი ზუსტად?

http://trubka.ge/mobile_311.htm
აქ უწერიათ ფასები

პოსტის ავტორი: villeee May 5 2010, 12:16 PM

w910i