მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

21 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> IPB 2.1.6-2.1.7 ფორუმი (თავიდან ბოლომდე), ჩამოქაჩვა, ინსტალირება, გაქართულება და სხვა
ja_ja
პოსტი May 29 2006, 09:30 PM
პოსტი #1


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



მაშ ასე ვიწყებ ნელნელა:

თავიდან საავტორო უფლებები, ძირითადად აქ რასაც დავდებ გაკეთებულია ორი ახალგაზრდას მიერ რომელბიც მოღვაწეობენ ყველასათვის ცნობილ თბილისის ფორუმზე, ესენი არიან: Power_VANO და Rocko თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ თვითონ თბილისის ფორუმის ადმინისტარტორის TIM-ის წამოწყების გარეშე ბევრი რამ ხელმიუწვდომელი იქნებოდა. სწორედ მან დაიწყო პირველი IPB-ფორუმის გამოყენება, გაქართულება და სკრიპტების დაწერა, ეს ადმინი რომ არა ბევრი რამ ალბათ დღეისათვის შეუძლებელი იქნებოდა.
მგონი არავინ გამომრჩა.

მოკლედ პირველად IPB-ფორუმზე ჯერ კიდევ ვერსია 1.3-დან დაწყებული წვალობდა TIM-ი, შემდეგ ახალ ვერსიებთან დამატებით ხალხი შეუერთდა ამ საქმეს და საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწიეს, ბევრი ქართული ფორუმი სწორედ მათი წყალობით მუშაობს, სხვათაშორის გარკვეული იდეები ამ ფორუმზეც გამოყენებულია, მაგალითად ქართული ენის ფაილები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) .

იმის გამო რომ ჩვენი საიტი ეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ახალი ფორუმის გახსნის დღიდან ბევრმა PM-ში სხვადასხვა ტექნიკური კითხვა დამისვა ამ ფორუმის ბირთვთან დაკავშირებით, გასაგები ხდება რომ ჩვენთან ეს თემა ადრე თუ გვიან აქტუალური იქნება. არანაირად არ ვეცილებით თბილისის ფორუმს შესაძლებლობებში და უფლებებში, პრაქტიკყულად პირველი ნაწილი რასაც აქ დავდებ სწორედ ამ ფორუმიდანაა აღებული, შემდგომში ცალკე პუნქტად ლურჯი სთაურებით დავსვავ კონკრეტულად ჩემს მიერ გაკეთებულ მოდიფიკაციებს, ჭითელი სათაურებიანი მოდიფიკაციები ეკუთვნით ზემოთხსენებულ ხალხს. უბრალოდ აქაც დავდებთ იგივე ინფორმაციას, მართალია ცოტათი მოდიფიცირებულს, მაგრამ ძირითადში იგივეს.

მაშ ასე დავიწყეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 29 2006, 10:14 PM
პოსტი #2


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



მოკლედ ჩვენთან მუშაობს ვერსია 2.1.6 ამიტომ დავდებ ამ ვერსიის ინფორმაციას. ისე კი გაითვალისიენეთ რომ დაწყებული 2,0-დან ეს ინსტრუქციები ყველა ვერსიისთვის არის მისაღები (პატარა გადახვევების გამოტოვებით).

დავიწყეთ:

1) საინსტალაციო პაკეტი
საინსტალაციო პაკეტის გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგი მისამართებიდან:
IPB 2.1.7 სრული ინგლისური ვერსია (განულებული)


2) ქართული ენის პაკეტი
გასაგებია რომ ჩვენ არ გვჭირდება რუსული და ინგლისური ფორუმები გარკვეული გამონაკლისების გარდა, ასე რომ გვჭირდება გაქართულებაც, ამისთვის დაგვჭირდება ქართული ენის ფაილები და ქართული ღილაკები. გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგი მისამართებიდან:

ქართული ენის XML ფაილი იმპორტირებისათვის
ქართული ენის ფაილების ნაკრები (იმ შემთხვევაში თუ იმპორტირებისას პრობლემები შეგექმნათ)
ქართული ღილაკები
ქართული ენის სკრიპტი
(გაითვალისწინეთ ქართული ენის ფაილები ჩვენი დაწერილი არ არის, პირადად მე შევიტანე რამდენიმე ცვლილება, ჩემი აზრით ჩავთვალე რომ ზოგიერთი ტერმინი სხვანაირად უნდა ყოფილიყო, თუმცა ძირითადად ენების ფაილები უცვლელია)
ასევე გაითვალისიენეთ როგორც გვპირდება იდეის ავტორი Rocko ქართული ენის ფაილი უახლოეს დროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფორუმის მწარმეობლის საიტზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 06:21 AM
პოსტი #3


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



წინასაინსტალაციო პირობები

იმისათვის, რომ IPB 2.1.6 ფორუმს პრობლემები არ ჰქონდეს ქართულ უნიკოდთან ურთიერთობისას, სასურველია, რომ სერვერზე ეყენოს MySQL-ის ვერსია 4.1 ან უფრო ახალი!!! პირადი გამოციდლებით ვიტყვი რომ ვერსია 5,1 არათავსებადია ამ ფორუმისთვის, მაგრამ მგონი არც არავინ იყენებს, ყოველშემთხვევაში ჩვენთან და მიმდინარე დროს.

ფორუმის გაშვება/დაინსტალირებისთვის ან ტქვენს ლოკალურ კომპიუტერზე უნდა იყოს HTTP სერვერი PHP 4.x.x და MySQL 4.1 ან მეტი გაშვებული, ან აღებული უნდა გქონდეთ ჰოსტინგი, ანუ ვებ სივრცე, რომელზეც შეგიძლაით განათავსოთ თქვენი საიტი ჩვენს შემთხვევაში ფორუმი. ა ტქმა უნდა ჰოსტინგზეც უნდა ჰქონდეთ PHP-სა და MySQL-ის მხარდაჭერა უბრალო HTML ჰოსტინგი და ვებ-სერვერი დღეს აღარ არის აქტუალური. ჩავთვალოთ რომ ეს პირობა შესრულებულია.

თუ დარწმუნდით, რომ სერვერზე ყველაფერი კარგადაა, მაშინ დროა მივხედოთ მონაცემთა ბაზას IPB-სათვის, ჩვენ გვჭირდება ქართული მხარდაჭერა, ამიტომ გვინდა უნიკოდ მხარდაჭერა, იგივე UTF-8. დღეისათვის ქართულ ინტერნეტში არსებული სავალალო სიტუაცია ქართულ შრიფტებთან მიმართებაში ჩვენს შემთხვევაში არ განიხილება, არანაირი ACADNUX და GEO_TIMES_ები. უნიკოდი და მორჩა ბროუზერების ხეხვა და მომხმარებლების წვალება.
ამის გამო მონაცემტა ბაზას უნდა ჰქონდეს გარკვეული ფორმატი, ანუ collation უნდა იყოს "utf_general_ci".
collation-ის ამორჩევა ხდება მონაცემთა ბაზის შექმნისას, ლოკალურ სერვერზე ეს მარტივად ხდება, მაგრამ ქართულ ჰოსტინგის შემთხვევაში რაქტიკულად ბაზის შესაქმნელი ინსტრუმენტები საკმაოდ მწირია ან შეზღუდულია, ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალია collation-ის შესაცვლელად phpMyAdmin-ის გამოყენება. იმედია მისი გამოყენება იცით. პაკეტის უფასოდ ჩამოქაჩვა შეიძლება შემდეგი საიტიდან: http://www.phpmyadmin.net
- მაშ ასე ვტვლით რომ სერვერზე ასევე აქაჩული გვაქვს phpMyAdmin, მაშინ აირჩიეთ ტქვენი ბაზა თუ რანმდენიმე გაქვთ, გადადით ჩანართში Operations და იქ მდებარე ფორმაში Collation აირჩიეთ "utf_general_ci". (იხილეთ მიმაგრებული სურათი)

(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image002.jpg)

- თუ სერვერზე არ გაქვთ phpMyAdmin ან mysql-თან სამუშაო რომელიმე ვებ-გარსი, მაშინ იმედია ჰოსტერის სერვერზე გაქვთ SQL ბრძანების შესრულების ხაზი, ან კონცოლი და სწორედ აქ უნდა აკრიფოთ შემდეგი ბრძანება ანუ იგივე query:

პროგრამული კოდი

ALTER DATABASE `DB_Name` DEFAULT CHARACTER SET utf8 COLLATE utf8_general_ci

სადაც "DB_Name" არის თქვენი მონაცემთა ბაზის სახელი.
ამ პროცედურის შემდეგ შეგვიძლია მშვიდად დავიწყოთ ინსტალაცია.
თუმცა პირადად არაერთგზის ცდის შედეგად შემიძლია თამამად ვთქვა ამის გაკეთება უკვე დაინსტალირებულ შემთხვევაშიც შეიძლება, უბრალოდ შეიძლება გარკვეულ დოსკომფორტს გადააწყდეთ. კონკრეტული პრობლემები შემდეგ აქ დაპოსტეთ და გავარჩიოთ

* * *
ინსტალირების პროცედურა ძალიან მარტივია, აქაჩეთ სერვერზე ფორუმის ფაილები, ბროუზერში აკრიფეთ: http://www.თქვენი_საიტი/forum/install ან http://www.თქვენი_საიტი/install გააჩნია რომელ საქარალდეში გაქვთ აქაჩული ფორუმის ფაილები. დანარჩენი მარტივია მიყევით ინსტრუქციებს, შეიყვანეთ MySQL-ის პარამეტრები, ადმინისტარტორის პაროლი და მოიცადეთ ცოტახანი ავტომატურად მოხდება ცხრილების და ყველაფრის იმპორტირება და გამზადება. გაითვალისწინეთ ინსტალირების შემდეგ სასურველი სერვერზე წაშალოთ საქაღალდეები install და updates შემთხვევით რომ ვიღაცამ ხიფათს არ გადაგყაროთ :-)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 06:33 AM
პოსტი #4


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



UTF-8 კოდირების მოწესრიგება

ამ ვერსიაში, ისევე როგორც 2.1.4-ში და 2.1.5-ში შემოტანილია გვერდის კოდირების ცვლადი.
ამიერიდან, აღარ არის საჭირო ტვინის ჭყლეტა იმისათვის, რომ მთელი ფორუმი utf-8-ზე გადაიყვანო, ადრე HTML კოდში სტილებში იყო საჭირო კოდირების არჩევა საჭირო, დრეს ეს ერთი პარამეტრის შეცვლით ხდება.
შევდივართ აქ: ACP -> TOOLS & SETTINGS -> General Configuration -> Document character set და ჩაწერეთ კოდირება utf-8 (იხილეთ მიმაგრებული სურათი)

(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image001.gif)

გარდა ამისა მისათითებელია რომ MySQL ბაზიდან სკრიპტმა ტექსტები სწორად გამოიტანოს. თუ ქვემოთ აღწერილ მეთოდს არ გამოიყენებთ, ნაწილი ტექსტი გამოჩნდება შუაში კუბიკების ჩანართებით, ხოლო ახალი აკრეფილი პოსტები ბაზას გადაეცემა კითხვის ნიშნების სახით.
ამიტომ ვიქცევით შემდეგნაირად:
გავხსნათ რომელიმე HTML რედაქტორში ( გაჭირვების ჟამს შეიძლება ისარგებლოთ notepad-ით, მაგრამ არ გირჩევთ, ხაზებს ვერ მიაგნებთ) ფაილი ROOT_DIR/index.php და ვიპოვნოთ მასში ეს კოდი (ხაზი 83):

პროგრამული კოდი

$ipsclass->init_db_connection();

ხოლო მის შემდეგ კი ჩავამატოთ ეს:

პროგრამული კოდი

mysql_query("SET CHARACTER SET utf8");

აგრეთვე, გავხსნათ ფაილი ROOT_DIR/admin.php, ვპოულობთ ამას:

პროგრამული კოდი

$ipsclass->init_db_connection();

და მის შემდეგ ვამატებთ ამას:

პროგრამული კოდი

mysql_query("SET CHARACTER SET utf8");

მორჩა, ევრისინგ ვილ ბი ოკი ნაუ

* ვიცი რომ ბევრი ახალბედა დაიბნევა სახელით ROOT_DIR ამიტომ აქ გიხსნით და შემდგომში იგულისხმება რომ ასე აღინიშნება თქვენი ფორუმის ძირეული საქაღალდე, ანუ ის დირექტორია სადაც ფორუმის ფაილებია მოთავსებული. მოკელდ საწყისი დირექტორია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 06:44 AM
პოსტი #5


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



Quick Reply Box-ის ავტომატური გახსნა

ეხლა კი მივხედოთ პირველად კონფიგურირებას.
პრაქტიკულად თბილისის ფორუმმა საქართველოში მიგვაჩვია იმას რომ სწრაფი პასუხის ფანჯარა ღია უნდა იყოს, ვერაფერს იტყვი მოსახერხებელია, ამასობაში ბევრ სხვა ქვეყანაში ამ ფანჯარას წესით არ ხსნიან. ამ ფორუმშიც სწორედ ეს ფანჯარაა ძირს. თუმცა ცოტა მოდიფიცირებულია, ამაზე ცოტა მოგვიანებით. მოკელდ ჩავასწოროთ კოდი ისე, რომ ეს ყუთი ავტომატურად იხსნებოდეს, მიუხედავად იმისა, თუ რას მიუთითებს მომხმარებელი თავის კაბინეტში.

ამისათვის, პირველ რიგში, შესაბამის განყოფილებაში უნდა იყოს ჩართული სწრაფი პასუხის მხარდაჭერა.
ახალი განყოფილების შექმნისას, სწრაფი პასუხის მხარდაჭერა ავტომატურად ირთვება ხოლმე, მაგრამ მაინც გადაამოწმეთ:
ACP -> MANAGEMENT -> განყოფილების მენიუ* -> Settings... -> Enable Quick Reply - ეს პარამეტრი დააყენეთ Yes-ზე.

ამის შემდეგ ვხსნით ფაილს ROOT_DIR/sources/action_public/topics.php, ვპოულობთ მასში ამ კოდს:

პროგრამული კოდი

$sqr = $this->ipsclass->my_getcookie("open_qr");

და ვცვლით ამით:

პროგრამული კოდი

$sqr = 1;

ამის შემდეგ ყველა განყოფილებაში, რომელშიც ეს ფუნქცია ჩართულია, ეს ყუთი მომხმარებელს ავტომატურად გახსნილი დახვდება.

_______________________
* ამიერიდან, სადაც კი იქნება მოხსენიებული ტერმინი განყოფილების ან სკინის მენიუ, ჩათვალეთ, რომ იგულისხმება კონტექსტური მენიუ, რომელიც გამოდის განყოფილების ან სკინის სახელის გასწვრივ არსებული ღილაკის დაჭერისას (იხილეთ მიმაგრებული სურათი).

(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image004.png)

ესეც მოვრჩით გადავედით შემდეგ მოდიფიკაციაზე
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 06:56 AM
პოსტი #6


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



ქართული ენის პაკეტის დაყენება

ეს ძალიან ადვილია, მაგრამ მაინც დავწერ
პირველ რიგში არქივიდან ვიღებთ *.xml ფაილს. შემდეგ შევდივართ ACP => LOOK & FEEL => Import a Language => ვაჭერთ ღილაკ Browse-ს და ვუთითებთ *.xml ფაილის მდებაობას
ველში => Enter the name for this new language set-ში ვწერთ ლენგვიჯ პაკის სახელს, მაგ: Georgian ვაჭერთ ღილაკ Import XML Language Set-ს (იხილეთ მიმაგრებული ფაილი)

(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image006.jpg)

მორჩა, ლენგვიჯ პაკი შემოტანილია, ეხლა დავაყენოთ იგი დეფაულტ ლენგვიჯად :
შევდივართ ACP => LOOK & FEEL => Manage Languages => და ქართული ენის პაკეტის გასწვრივ ვაჭერთ Make Default Language-ს.

მორჩა ესეც ასე, პაკეტიც დავაყენეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 07:13 AM
პოსტი #7


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



ქართული კლავიატურები ფორუმის ფორმებში

ამჯერადაც, ქართული კლავიატურის დასაყენებლად გამოვიყენებთ Tim-ის მიერ დაწერილ ჯავასკრიპტს, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას. ჰო გაითვალისინეთ რომ ეს სკრიპტი არ არის გათვლილი OPERA და FIRE FOX-ზე, ამიტომ ამ ბროუზერებით სარგებლობისას ასოები მაინც ინგლისურად დაიწერება.
პირველ რიგში ჩამოვტვირთოთ ეს ფაილი [ ipb_geo.js ] და მოვათავსოთ სერვერზე საქაღალდეში ROOT_DIR/jscripts/
ამის შემდეგ შევდივართ აქ: ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Board Header & Footer Wrapper და გამოსულ ველში ამ კოდის შემდეგ:
პროგრამული კოდი

<% JAVASCRIPT %>

ვამატებთ ამ კოდს:
პროგრამული კოდი
<script language="Javascript" src="jscripts/ipb_geo.js"></script>

ამის შემდეგ დააჭირეთ სარედაქტირო ბოქსის ზემოთ არსებულ ღილაკს: Save Templates Bit (როდესაც რაღაც ცვლილება შეგვაქვს ეს ღილაკი უნდა გაწითლდეს, რითაც მიგვინეშნებს რომ შეტანილია ცვლილება, მაგრამ შენახული არ არის. დაჭერის შემთხვევაში ხდება სვლილების შენახვა.)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 07:37 AM
პოსტი #8


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1




ქართული კლავიატურა სწრაფი პასუხის ფორმაში


შევდივართ აქ: ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Topic View -> quick_reply_box_open
გამოსულ კოდში მოვძებნოთ აი ეს კოდის ნაწილი:

პროგრამული კოდი
<textarea

და ზუსტად მის შემდეგ ჩავსვათ ეს:

პროგრამული კოდი
onKeyPress="changeVal()"

ხოლო მის თავზე კი ეს:

პროგრამული კოდი
<input TYPE="CHECKBOX" checked NAME="geo" ><b>ქართული კლავიატურა</b> ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )<br>

ესეც გვაქვს, ახლა გადავიდეთ შემდეგ ცვლილებაზე
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 07:55 AM
პოსტი #9


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



ქართული კლავიატურა გამოხმაურების, ახალი PM-ისა და ახალი თემის ფორმებში

შევდივართ აქ: ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Post / PM Editor -> editor_std
გამოსულ კოდში მოვძებნოთ აი ეს კოდის ნაწილი:

პროგრამული კოდი
<textarea

და ზუსტად მის შემდეგ ჩავსვათ ეს:

პროგრამული კოდი
onKeyPress="changeVal()"

ამის შემდეგ მოვძებნოთ ეს კოდი:

პროგრამული კოდი

<td width='98%'>&nbsp;</td>

იგი შეგვხვდება ორ ადგილას, პირველი მათგანის მაგივრად კი ჩავწეროთ ეს კოდი:

პროგრამული კოდი
<td width='98%' align='center'><div class="rteimage"><input TYPE="CHECKBOX" checked NAME="geo"><b>ქართული კლავიატურა</b></div></td>


ეხლა კი იმისათვის, რომ სათაურებშიც დაიწეროს ქართულად

შევდივართ აქ:
ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Post Screen -> topictitle_fields და გამოსულ კოდში მოვახდინოთ შემდეგი ოპერაციები:

ვიპოვოთ მასში ორ ადგილას ეს კოდი:

პროგრამული კოდი
<input type="text"

და ორივეგან შევცვალოთ იგი ამ კოდით:

პროგრამული კოდი
<input type="text" onKeyPress="changeVal()"

ამის შემდეგ შევდივართ აქ:
ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Post Screen -> poll_box
მანდ კი ვპოულობთ ამას:

პროგრამული კოდი
<input type='text'

და ვცვლით ამით:

პროგრამული კოდი
<input type='text' onKeyPress='changeVal()'


და კიდევ, შევდივართ აქ:
ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Messenger -> Send_form, სადაც ვპოულობთ ამ კოდს (ორ ადგილას):

პროგრამული კოდი
<input type="text"

და ორივეგან ვცვლით ამით:

პროგრამული კოდი
<input type="text" onKeyPress="changeVal()"

წინა ვერსიებში კოდი <input type="text" იყო თითო ბრჭყალით, არ შეცდეთ :-) ძველი ვერსია იყო <input type='text'

(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image008.png)
მორჩა, ეს ეტაპიც დავასრულეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 08:07 AM
პოსტი #10


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



მომხმარებლის სახელზე დაწკაპუნებით მისი ჩასმა დაპოსტვის ველში

ვამატებთ ამ საკმაოდ მოსახერხებელ ფუნქციას, რომლის ჩაშენება IPS-ს დეველოპერებმა დღემდე ვერ მოიფიქრეს, ჩვენ კი ასე შევეჩვიეთ და გვიყვარს

მაგრამ აქვე ვხვდებით შემდეგ პრობლემას:
IPB 2.1.4-დან დაწყებული პოსტის გვერდით, მომხმარებლის სახელზე დაწკაპუნებით იხსნება მომხმარებლის პროფილი, ჩვენ კი გვინდა, რომ პროფილის ნაცვლად მისი სახელი ჩაიწეროს დაპოსტვის ველში. ამას კი მოვაგვარებთ, მაგრამ შემდეგ გამოდის, რომ მომხმარებლის პროფილს ვეღარ ვნახავთ თემის გვერდიდან, წევრთა სიაში კი მისი ძებნა პროფილის სანახავად ცოტა არ იყოს მოუხერხებელია
ამიტომ, პროფილის გასახსნელი ლინკი მომხმარებლის სახელიდან გადავიტანოთ მომხმარებლის ბარათის ღილაკზე (იხილე მიმაგრებული სურათი), რის შემდეგადაც ამ ღილაკზე დაწკაპუნებისას გამოვა მომხმარებლის პროფილი და არა ბარათი (რომელსაც არავინ ხმარობს ).

(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image010.jpg)

მოკლედ, შევდივართ აქ:
ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Topic View -> member_icon_vcard, ვშლით მთელს კოდს და მის მაგივრად ვწერთ ამას:

პროგრამული კოდი
<a href="{ipb.script_url}showuser={$id}" title="{ipb.lang['ac_title']}"><{P_CARD}></a>

ეხლა უკვე შეგვიძლია მოვაშოროთ პროფილის ბმული მომხმარებლის სახელს:

ვხსნით სერვერზე ფაილს ROOT_DIR/sources/action_public/topics.php და ვპოულობთ ამ კოდს (ხაზი 982):

პროგრამული კოდი
$poster['members_display_name'] = "<a href='{$this->base_url}showuser={$poster['id']}'>{$poster['members_display_name']}</a>";

ვშლით მას და მის ნაცვლად ვწერთ ამას:

პროგრამული კოდი
$poster['members_display_name'] = "<a href=\"java script:paste('{$poster['members_display_name']}')\">{$poster['members_display_name']}</a>";

მორჩა, Spiritz be with ja mon
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 08:18 AM
პოსტი #11


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



ქართული კლავიატურის პრობლემები ვიზუალურ (WYSIWYG) რედაქტორში

ალბათ უკვე იცით, რომ 2.1.x სერიიდან დაწყებული მომხმარებელს შეუძლია თავის პროფილიდან აირჩიოს, თუ როგორი სახის დაპოსტვის ფორმა გამოიყენოს ფორუმზე.
არის ორი ვარიანტი - ჩვეულებრივი, ან ვიზუალური (Rich text editor, WYSIVYG Editor).
ვიზუალური რედაქტორი ბევრად უფრო სიმპატიურია, უხეშად რომ ვთქვათ, იგი ჩვეულებრივი ტექსტური რედაქტორია, სადაც ყველა ცვლილება სახეზეა - ფონტის შეცვლა, ფერები, სურათები და ა.შ... (იხილე მიმაგრებული სურათი)

(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image012.png)

მაგრამ სამწუხაროდ, ვიზუალური რედაქტორი ისეა აგებული, რომ მასში ჩვენი სკრიპტით ქართული კლავიატურის ჩასმა შეუძლებელია ანუ მომხმარებელი, რომელსაც თავისი პროფილიდან დაყენებული ექნება მთელს ფორუმზე ვიზუალური რედაქტორები, მათში ქართული ასოებით წერას ვერ შეძლებს (თუ რათქმაუნდა თავად არ არქვს სისტემაში დაყენებული ქართული უნიკოდი).
მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მომხმარებელმა ვიზუალურრედაქტორიანი ახალი თემის ფორმაში ახალი თემის სათაურისა და აღწერის ველებში მაინც შეძლოს ქართულად წერა.
ამისათვის შევდივართ აქ:

ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Post / PM Editor -> editor_rte და გამოსულ კოდს სულ თავში ვუმატებთ ამას:

პროგრამული კოდი
<input TYPE="CHECKBOX" checked NAME="geo" style="display:none">

პრობლემა ნაწილობრივ გადაწყვეტილია .
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 08:30 AM
პოსტი #12


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



საკუთარი ნიკის ძებნა პოსტებში

ალბათ ყველა იყენებთ ამ ფორუმის ისეთ ფუნქციას, როგორიცაა თქვენი ნიკის ძებნა პოსტებში. ანუ, ფორუმის მთავარ გვერდზე, ავატარის ზემოთ განთავსებულ ნიკზე დაწკაპუნებისას რომ ხდება ძიება ფორუმის იმ პოსტებისა, სადაც თქვენი ნიკი ახსენეს და შესაბამისად, მოგმართეს თქვენ
ხოდა ეს ფუნქცია IPB-ს არ მოყვება, საჭიროა მისი ხელით დაყენება.

თავდაპირველად უნდა დავაყენოთ მოდიფიკაცია D21-Board Panel 1.0, რომელიც მიმაგრებულია ამ პოსტზე. მისი ინსტალაციის ინსტრუქცია და ყველა საჭირო ფაილი ამ არქივშია მოთავსებული.
პანელის წარმატებით დაყენების შემდეგ სერვერზე გავხნათ ეს ფაილი: ROOT_DIR/cache/lang_cache/ენისფოლდერი/lang_d2bpanel.php
ვიპოვოთ მასში ეს კოდი (ხაზი 5):

პროგრამული კოდი
'bp_title'  => "Hello {NAME}, Welcome To Your Board Panel",

და ჩავანაცვლოთ ამით:

პროგრამული კოდი
'bp_title'  => "Hello <a href='index.php?act=Search&CODE=01&keywords={NAME}&cat_forum=forum&forums=all&searchsubs=1&search_in=posts&result_type=posts&prune=7&prune_type=
newer&sort_key=last_post&sort_order=desc'>{NAME}</a>, Welcome To Your Board Panel",

დააკვიდრით კოდს, აქ პატარა ჩასწორება გავაკეთე (მხოლოდ აქ, სხვაგან ასეთი რამ გაკეთებული არ არის, თუ სადმე მომიწევს იგივე ცვლილების გაკეთება დამატებით ავღნიშნავ), იმის გამო რომ კოდი გრძელია აქ ძალით გადატანა გავაკეთე, სინამდვილეში გადატანა არ უნდა იყოს, აქედან დაკოპირებიოსას კოდი გაასწორეთ, კერძოდ მეორე ხაზზე კოდი თავდება ასე: 7&prune_type= და გრძელდება მესამეზე newer&sort_key= ეს ორი ხაზი გადააბით უნდა მიიღოთ ერთი მთლიანი ხაზი.
მოდიფიცირება იმისთვის დამჭირდა რომ მთლიანი კოდი არღვევდა ამ ფორუმის ფორმას.
მორჩა.

ვინც ზემოთ ვერ დაინახა კიდევ ერთხელ გთავაზობთ საჭირო პაკეტის ჩამოსაქაჩ ბმულს:
D21_Board_Panel_1_1_.0.zip

ფრთხილად, ამ პაკეტს ცვლილება შეაქვს თქვენს ქართულენოვან (ანუ გაქართულებულ) სკინში, ამიტომ სანამ გაქართულებას დაიწყებთ მანამდე დააინსტალირეთ ეს პაკეტი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 12:37 PM
პოსტი #13


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



კოდირება ფორუმის მსუბუქ, Lo-Fi ვერსიაში

როგორც მოგეხსენებათ, IPB ფორუმს აქვს მსუბუქი, Lo-Fi ვერსიაც. იგი იმით განსხვავდება სრული ვერსიისაგან, რომ მინიმუმამდე არის დაყვანილი ფორუმის სხვადასხვა ელემენტები, გრაფიკა და დიზაინის ”პრიბამბასები”. (მასზე გადასასვლელი ბმული იხილე მიმაგრებულ სურათზე) იგი შეიქმნა იმათთვის, ვისაც ნელი ინტრენტეტი აქვს ან ტრაფიკში იხდის ფულს, და არაფერში ჭირდება ფორუმის მძიმე დიზაინი.
ამ ვერსიასვე იყენებენ სხვადასხვა საძბენი სისტემების რობოტები ფორუმის ინდექსირებისას, ასევე ტრაფიკის დაზოგვის თვალსაზრისით.
ასერომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ფორუმი მსუბუქ ვერსიაშიც ისევე სწორად იკითხებოდეს, როგორც სრულში.

მსუბუქ ვერსიას ისევ მონაცემთა ბაზასთან აქვს პრობლემა - კერძოდ კი, იგი უნიკოდს ბაზიდან არასწორად იღებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ვხსნით სერვერზე ფაილს ROOT_DIR/lofiversion/index.php და მასში ვპოულობთ ამ კოდს

პროგრამული კოდი
$ipsclass->init_db_connection();

მის შემდეგ კი ვამატებთ ამას:

პროგრამული კოდი
mysql_query("SET CHARACTER SET utf8");

ესეც ესე, ვაშრობ მზეზე....

(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image015.png)

წავედით შემდეგზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 01:09 PM
პოსტი #14


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



ქართული სათაურების შეკვეცა მთავარ გვერდზე

მოკლედ, რაშია საქმე:
ფორუმის თავფურცელზე, განყოფილებების ჩამონათვლის გასწვრივ მოცემულია ამ განყოფილებაში ბოლო პოსტის ავტორი და თემა, რომელშიც დაიწერა ეს პოსტი. რადგანაც თემის სათაური შეიძლება იყოს დიდი და დიზაინი არიოს, ამიტომ IPB თავფურცელზე გამოტანისას თემის სახელს კვეცს რაღაც გარკვეული რაოდენობის სიმბოლოზე (ვთქვათ, 30-ზე).
ეს მშვენივრად მუშაობს ინგლისურ სახელწოდებებზე, მაგრამ როდესაც თემას სახელი ჰქვია ქართული ასოებით, აქ ჩნდება ის პრობლემა, რაც დღეს თითქმის ყველა ქართულ ფორუმზეა - იხილე მიმაგრებული სურათი.
ანუ, ერთ ქართულ უნიკოდურ სიმბოლოს php აღიქვამს როგორც რამოდენიმე (თუ არ ვცდები 3) ჩვეულებრივ სიმბოლოდ, ამიტომაც ფუნქცია შეკვეცისას ერთ ქართულ სიმბოლოს ხლეჩს ხოლმე (ამ დროს მას ჰგონია, რომ 3 სიმბოლოს ჰყოფს) და შედეგად ვიღებთ გახლეჩილი სიბოლოს ნახევარს - რომელიც ბროუზერისთვის გაუგებარია და გამოაქვს ისეთი აღნიშვნები, როგორიც სურათზეა ნაჩვენები.

ეს პრობლემა ბევრ ფორუმზე იყო, ამიტომ ბევრმა საერთოდ მოხსნა შეკვეცა და ძალიან დიდი პრობლემები მიიღო, კერძოოდ ზოგიერთი იუზერი ახერხებდა სათაურში ვეფხის ტყაოსნის დაწერას, შედეგად ფორუმის დიზაინი ირღვევა და კაცმა არ იცის რას ემსგავსება საიტი. ამჯერად გადაწყვეტა არსებობს:

ვხსნით ფაილს ROOT_DIR/sources/classes/class_forums.php და ვპოულობთ მასში ამ კოდს (ხაზი 735):

პროგრამული კოდი
$forum_data['last_title'] = $this->ipsclass->txt_truncate($forum_data['last_title'], 30);

ვშლით მას და მის ადგილზე ვწერთ ამ პატარა მოდს (ბაი როკო)

პროგრამული კოდი
//--------------------------// GeoTruncate Mod [START]//--------------------------$title_array = explode (" ", $forum_data['last_title']);if (!(count ($title_array) < 4)) $title_array['3'] = "...";else $title_array['3'] = "";$forum_data['last_title'] = "{$title_array['0']} {$title_array['1']} {$title_array['2']} {$title_array['3']}";//-------------------------// GeoTruncate Mod [END]//-------------------------

მორჩა!

ეხლა რას მივიღებთ შედეგად:
აქ მთავარი ცვლადი არის $forum_data['last_title'], რომლითაც გამოდის შეკვეცილი სათაური და რომელშიც თავიდან სრული სათაურია შენახული.
ამ სკრიპტით კი კეთდება შემდეგი რამ: ეს სათაური იხლიჩება სიტყვებად ” ”-ის (space-ის) მიხედვით. ყოველი ნაწილი (ანუ სიტყვა) გადაეცემა მასივს $title_array. შემდეგ ვამოწმებთ, თუ ამ მასივში ელემენტების (ანუ სიტყვების) რაოდენობა მეტია 3-ზე, ამ შემთხვევაში მასივის მესამე ელემენტს (ანუ მეოთხე სიტყვას) ვანიჭებთ მნიშვნელობას ”...”, ხოლო თუ სიტყვების რაოდენობა 3 ან სამზე ნაკლებია, მაშინ ამ მესამე მნიშვნელობას (რომელიც არც არსებობს) ვანიჭებთ ცარიელ სტრინგს.

(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image017.gif)

და ეხლა კი საბოლოოდ ვაწყობთ შეკვეცილ სათაურს: ვალაგებთ მიყოლებით პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ელემენტს ამ მასივისა (მეოთხე ელემენტი იქნება ”...” თუ სათაური ბოლომდე არ ჩაეტია, ხოლო თუ სათაურში 3 სიტყვაზე მეტი არ ყოფილა და მისი მთლიანად გამოტანა მოხდა, მეოთხე ელემენტი არაფერს არ გამოიტანს).

Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 02:13 PM
პოსტი #15


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



დღეების ქართული სახელების პრობლემა კალენდარში

ალბათ შეამჩნევდით, რომ IPB-ს კალენდარში, გვერდით, 3 პატარა კალენდარი რომ არის, იმ კალენდრებში ქართულად დღეების სახელები კი არ იწერება, არამედ რაღაც გაურკვეველი სახის სიმბოლო.
ეს ისევ და ისევ იმის ბრალია, რომ უნიკოდის ერთი ასო php-სთვის ზომით უდრის 3 სიმბოლოს, შესაბამისად, მაგ დღეების სახელების გამოტანისას IPB შეეცადა დაებეჭდა პირველი ასო დღის სახელისა, ხოლო სინამდვილეში გამოიტანა ქართული ასოს 1/3 ნაწილი ხოდა ბრაუზერმაც ასეთი სიმბოლო გამოიტანა (იხილე მიმაგრებული სურათი).
ამ პატარა შეცდომის აღმოსაფხვრელად, ვხსნით სერვერზე ფაილს ROOT_DIR/sources/action_public/calendar.php და მასში ვპოულობთ შემდეგ კოდს (ხაზი 1818):

პროგრამული კოდი
$cal_output .= $this->ipsclass->compiled_templates['skin_calendar']->mini_cal_day_bit( substr($day,0,1) );

წაშალეთ იგი და მის მაგივრად ჩაწერეთ ეს:

პროგრამული კოდი
$cal_output .= $this->ipsclass->compiled_templates['skin_calendar']->mini_cal_day_bit( substr($day,0,9) );

ესეც შედეგი:

(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image018.png)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 02:26 PM
პოსტი #16


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



კოდირების ჩასმა ACP-ს ფრეიმში

საქმე იმაშია, რომ ACP-ში, სკინის რედაქტირების ერთ-ერთ ფრეიმში გვერდის კოდირება მითითებული არ არის, ასერომ მასში შეყვანილი ქართული უნიკოდური ტექსტი შესაძლოა ბაზაში არასწორად ჩაიწეროს.

ვხსნით სერვერზე ფაილს ROOT_DIR/skin_acp/IPB2_Standard/acp_skin_html/cp_skin_global.php და ვპოულობთ მასში ამ კოდს

პროგრამული კოდი
<title>IPB</title>

და მის შემდეგ ვამატებთ ამას:

პროგრამული კოდი
<meta http-equiv="content-type" content="text/html; charset={$this->ipsclass->vars['gb_char_set']}" />


(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image020.jpg)

ესეც სურათი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 02:36 PM
პოსტი #17


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



UTF-8 კოდირება ფორუმის გვერდის ამოსაბეჭდ ვერსიაში

ეხლა, რაშია საქმე.
მას შემდეგ, რაც ამ ვერსიიდან IPS-მ სკინში კოდირება ცვლადად ჩასვა, ანუ, ყველა ბიტში ხელით ჩასწორება არ მჭირდებოდა, ამოვისუნთქე, ვიფიქრე, გვეშველა ქართველებს და სხვა UTF-8-შნიკებს-თქო, მაგრამ რამოდენიმე ადგილზე კვლავ პრობლემებია - ან ცვლადია გამორჩენილი და ისევ Western კოდირებაა მითითებული, ან კი საერთოდ არ არის მითითებული კოდირება და ბრაუზერის დეფაულტ-კოდირების იმედზეა დარჩენილი გვერდი (რომელიც ძალიან იშვიათად თუ არის დაყენებული utf-8-ზე).
მორიგი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა () ამოსაბეჭდი ვერსიის html-ბიტში.
ანუ, თემის პარამეტრებიდან როდესაც მომხმარებელი ირჩევს პუნქტს "თემის ამობეჭდვა", გამოდის თემის გვერდის საბეჭდი ვერსია. სწორედ ამ გვერდზე არ არის მითითებული კოდირება.
ჩვენი მისია, კი ამ შეცდომის გამოსწორებაა

ესეიგი, ვშობით ასთე:
შევდივართ ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Printable Topic -> pp_header და გამოსულ კოდში ვპოულობთ ამას:

პროგრამული კოდი
<title>{ipb.vars['board_name']} [{ipb.lang['powered_by']}Invision Power Board]</title>

და მის თავზე ვსვამთ ამ ტეგს:

პროგრამული კოდი
<meta http-equiv="content-type" content="text/html; charset=utf-8" />


(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image023.png)

ესეც ასე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 02:48 PM
პოსტი #18


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



ქართული კლავიატურა პოსტის სწრაფი რედაქტირებისას
ალბათ ყველამ უკვე ნახეთ, რომ დაემატა ახალი ფუნქცია - პოსტის სწრაფი რედაქტირება - რომელიც საშუალებას იძლევა უახლესი ტექნოლოგია AJAX-ის გამოყენებით პოსტის ჩასწორება მოხდეს იქვე, გვერდიდან წაუსვლელად.
მაგრამ ეხლახანს შევნიშნე, რომ ამ ფუნქციის ფორმაში ქართული კლავიატურა ჯერ არ გაგვიკეთებია.
ხოდა, ამიტომაც აქაც ჩავრთოთ მშობლიური ენის მხარდაჭერა.

შევდივართ აქ: ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Post Screen -> inline_edit_quick_box და ვპოულობთ ამ ადგილს კოდში:

პროგრამული კოდი
<textarea style='margin:0px;padding:4px;width:100%' id='post-edit-{$pid}' class='rteiframe' cols='80' rows='15'>{$post}</textarea>

მის მაგივრად კი ვწერთ ამას:

პროგრამული კოდი
<textarea onKeyPress="changeVal()" style='margin:0px;padding:4px;width:100%' id='post-edit-{$pid}' class='rteiframe' cols='80' rows='15'>{$post}</textarea>

ალბათ შეამჩნევდით, რომ ესეც იგივე ჯავასკრიპტ-ფუნქციას იყენებს, რომელსაც სხვა ფორმები და, შესაბამისად, ამ ფუნქციის ასამუშავებლად გვერდზე უნდა იყოს თოლია geo. ამიტომაც, დახურულ თემებში პოსტის რედაქტირებისას ქართული კლავიატურა არ იმუშავებს.
მაგრამ ეგ არაფერი, თუ მაინცდამაინც დახურულ თემაში მოგინდა პოსტის ჩასწორება, ინგლისურად დაწერ, ან სხვაგან აკრიფავ ქართულად და მერე აქ დააკოპირებ.

(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image025.png)

ესეც შედეგი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 03:24 PM
პოსტი #19


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



Quick Reply-ის პოსტზე მიმაგრება ანუ ზევით აწევა

პატარა პრობლემა წარმოიქმნება Quick Reply-ის ბოქსთან მიმარტებაში, საქმე იმაშIა რომ ეს ბოქსი შედარებით ქვევითაა და საკმაოდ მოუხერხებლად გამოიყურება, ამიტომ სასურველია ბოლო დაპოსტილის ქვევით განვათავზოთ ამით მივიღებთ იმას რომ მომხმარებელი უფრო ჩქარა შესძლებს პოსტის დაწერას, ჩვეულებრივად ქვევიტ განთავსებული ბოქსის შემთხვევაში ბევრი ვერ ამჩნევს ამ შესაძლებლობას და სარგებლობს სრული პასუხის შესაძლებლობით, იმიტომ რომ მისი ღილაკი Quick Reply-ის ფანჯარაზე ზევითაა.

ამისათვის შემდივართ:
LOOK & FEEL->Skins & Templates->Skin Manager-> სკინის მენიუ->Edit Template HTML
შემდეგ: Topic View->TableFooter.

ვნახულობთ ამ კოდს:
პროგრამული კოდი
<!--IBF.QUICK_REPLY_OPEN-->

ამას ამოჭრით და ჩასვავთ სულ თავში, ამით მოხდება Quick Reply-ის პოსტების შემდეგ განთავსება, საკმაოდ მოხერხებულია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 30 2006, 03:44 PM
პოსტი #20


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



ქართული ენის პაკეტის დაყენება "ხელით"

ზოგიერთ სერვერზე სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ხერხდება ქართული ენის ფაილის კორექტული იმპორტირება, ამიტომ ეხლა ავხსნი, თუ როგორ უნდა დაყენდეს ქართული ენა იმპორტის გარეშე, "ხელით".

1. შედით სერვერზე (ftp) საქაღალდეში cache/lang_cache და დაიმახსოვრეთ რა საქაღალდეებია შიგნით!!! (ვთქვათ, არის 2 საქაღალდე - "en" და "2") წმინდა ვერსიაში არის მხოლოდ ერთი "en", მაგრამ ახალი ენის იმპოსტირებისას კეთდება ახალი საქარალდე დფა იმაში იყრება საჭირო ფაილები.

(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image027.png)

2. თუ თქვენთანაც ერთი საქაღალდეა, მაშინ ჯერ ბირთვს უნდა შეაქმნევინოთ ახალი საქაღალდე, შემდეგ კი მას მოდიფიცირება უნდა გავუკეთოთ, ამისათვის თქვენი ფორუმის ACP-ში შევდივართ განყოფილებაში LOOK & FEEL -> Languages / Manage Languages.
გახსნილ გვერდზე ვქმნით ახალ ენას: მიუთითეთ ეს პარამეტრი და დაჭირეთ ღილაკს:

(IMG:http://jaja.forum.ge/compinfo/ipb/pic/image026.png)

3. ახალი ენა უკვე შეიქმნებოდა, ეხლა კი გამოსულ გვერდზე მიუთითეთ მთარგმნელის პარამეტრები (შეგიძLიათ საკუთარი სახელი და გვარი ჩაწეროთ თუ გინდათ შეგიძლიათ დრახმაპუტრუს სახელი ჩაწეროთ, იდეაში ეს სახელი ექსპორტირებულ ენების ფაიშლში მიეწერება ზემოთ სხვაგან არ გამოიყენება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )

4. ამის შემდეგ ზემოთხსენებულ საქაღალდეში შეიქმნება ახალი ქვესაქაღალდე, სახელად 2 ან 3 ან იმ სახელით რომელიც თქვენ შეიყვანეთ, მაგალიტად GEORGIAN. ახლა გვჭირდება უკვე გამზადებული ქართული ფაილები. მისი ჩამოქაჩვა შეგიძლიათ ამ ბმულიდან, ან დააკვირდით პირველ პოსტს, იქაც ნახსენებია იგივე ფაილი.

5. გახსენით ჩამოქაჩული არფივი და შიგნით არსებული ქართული ენის ყველა php ფაილი აქაჩეთ სერვერში ახლად შექმნილ საქაღალდეში.

6. ვსიო ქართული ენის სრული პაკეტი დაყენებულია!
Go to the top of the page
 
+Quote Post

21 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2019 - 02:41 AM