თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პროგრამულ-აპარატურული პრობლემები _ მინი იდიოტიზმი

პოსტის ავტორი: eizet Aug 26 2010, 11:09 PM

გაუმარჯოს ყველას
მოკლედ საქმე რაშია ეხლა, ჩემმა პატივცებულმა მეზობლებმა გაიგეს რომ თითქოს და ვინდოუსის გადაყენება შემიძლია და მეორე დღესვე კართან რიგი დამიდგა. პირველი სტუმარი ცოცხზე ამხედრებული სუპერბებო იყო რომელმაც მოიტანა 2 ლეპტოპი "აგენი ჩემი ბაღნებისაა და იქნებ უშველო რამეო" ნუ უარი ვეღარ ვუთხარი და OK_თქო. პრობლემა იმაშია რომ არცერთს არ აქ დრაივერის CD, ერთი საერთოდ მინიბუქია ანუ იმ ერთს CD-ROMც არ აქ. მოკლედ მეორეზე გადავაყენე ვინდოუსი მაგრამ იმდენად ჯართია რო ლაშა-გიორგიც კი ღადაობას დაიწყებდა ამის დანახვაზე, გადავანგრიე მთელი ინტერნეტი ხან everesti-თ დან რავი რა აღარ ვცადე მაგრამ დრაივერები ვერსად ვერ ვიპოვე და ლამის ყურებით სიარული დავიწყო უკვე თქვენი დახმარება მინდა რაა...
1. მინდა რამე დრაივერების ნაკრები საერთოდ თუ არსებოს ასეთი რამე ან სხვა რამე საშუალება თუ იცით რომ მიმასწავლოთ
2. USB-თ ვინდოუსი როგორ ყენდება ამ მინისთვის. აქ თემა თუა სადმე ლინკი რომ დამიგდოთ
დიდი მადლობა წინასწარ და ბებოს მაგიური ლოცვები ჩემზე იყოს rolleyes.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 27 2010, 10:36 AM

eizet
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=5121&hl= ეს ფლეშკით ინსტალირება
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=4373&hl= ესეც დრაივერების პაკეტი

P. S.
ძებნა გამოიყენე ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: eizet Aug 27 2010, 11:58 AM

გაიხარე ძმა ვნახავ აბა

პოსტის ავტორი: domen Aug 27 2010, 09:27 PM

eizet
მიიღე ერთი რჩევა - ახლავე მოიკრიბე ძალა და თქვი უარი, ან აიღე ეგ კომპიუტერები, უჩხიკინე ცოტა ხანს და მერე თქვი, რომ ვერაფერი გაუგე. იგივენაირად მოიქეცი დანარჩენ შემთხვევებშიც. ახლავე თუ არ მოაყუჩე ეგ ამბავი, მერე - პირადი გამოცდილებით გეუბნები - მეზობელი უბნებიდანაც მოგადგებიან და ნათესავებსაც მოგიყვანენ. biggrin.gif უარის თქმა მერე უფრო ძნელი იქნება, არადა ოდესმე მოგიწევს :-)

მესმის, რომ თავის გამოჩენის სურვილი ხანდახან ძალიან დიდია (მაგან დამღუპა მე biggrin.gif), მაგრამ შედეგები გასათვალისწინებელია ნამდვილად.

პოსტის ავტორი: eizet Aug 28 2010, 11:51 AM

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif აუ შენ რა დატანჯულხარ გეტყობა. ეგრეც ვქენი ერთი გავაკეთე მეორე კიდე უკან მივეცი ისევ ისეტი ფლეშკით ვინდოუსის გადაყენებას ვერაფერი გავუგე "პასტაიანნად" მიწყვეტავდა ინსტალაციას და რისი ბრალია ხომ ვერ მეტყვით???