თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პერიფერია _ მონიტორის კაბელი

პოსტის ავტორი: Classical Aug 6 2009, 06:37 PM

ყველაზე შესაფერის განყოფილებად ეს მივიჩნიე და თუ არასწორი ვარ ნუ დამსჯით rolleyes.gif

ხოდა ისა რაქვია რა განსხვავებაა ამ მონიტორი კაბელებს შორის ? რითი ჯობია თეთრი ლუჯს ?

პოსტის ავტორი: Bekward Aug 6 2009, 08:06 PM

ლურჯი არი სტანდარტული VGA, თეთრი DVI-ია, მინახავს ორივე რომ აქვთ ხოლმე შეერთებული biggrin.gif laugh.gif
ესეც http://en.wikipedia.org/wiki/Digital_Visual_Interface

პოსტის ავტორი: Chacha Aug 6 2009, 08:11 PM

თეთრი უკეთ აჩვენებს გამოსახულებასო, ყიდვის დროს ეგრე მითხრეს

პოსტის ავტორი: CHABA Aug 6 2009, 08:21 PM

ციტატა(Bekward @ Aug 7 2009, 12:06 AM) *
ლურჯი არი სტანდარტული VGA, თეთრი DVI-ია, მინახავს ორივე რომ აქვთ ხოლმე შეერთებული biggrin.gif laugh.gif
ესეც http://en.wikipedia.org/wiki/Digital_Visual_Interface

მე როგორც ვიცი ორივეს შეერთება არ შეილება და ორივე სტანდარტულია

პოსტის ავტორი: სოსო Aug 6 2009, 09:23 PM

smile.gif
რაის "წითელი და შავი" smile.gif

ოკ ჩემგან თქვენ
ნაგლეჯი სტატიიდან biggrin.gif
ლურჯი - პირველყოფილი ანალოგური D-Sub ინტერფეისი ასევე ცნობილია როგორც VGA ან DB-15F



15 კონტაქტიანი შესაერთებელი (და კაბელიც შესაბამისად) განკუთვნილია ანალოგური სიგნალის გადასაცემად და სურათის გადაცემის ხარისხზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები როგორიც არის RAMDAC-ის (Random Access Memory Digital-to-Analog Converter) და ანალოგური ჯაჭვების ხარისხი. ამიტომ სხვადასხვა ვიდეო კარტების ჩვენება განსხვადებოდა ხარისხით. თანამედროვე ვიდეოებზე ნებისმიერ გარჩევადობაზე მკვეთრი გამოსახულება მიიღება მაშინ როცა ძველ ვიდეოებზე გაზრდილ გარჩევადობაზე ხარისხი მნიშვნელოვნად კლებულობდა. LCD მონიტორების გამოსვლამდე მონიტორის კაბელის ერთადერთი სტანდარტი იყო. CRT მონიტორებზე (კუზიანი მონიტორები smile.gif) მაიკროსფოტის სათამაშო კონსოლებზე ტელევიზორებშიც აქტიურად გამოიყენება ეს შეერთება მარა LCD მონიტორებზე რეკომენდებულია ციფრული (და არა ანალოგური) კაბელის გამოყენება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსია ციფრული კავშირისა არის DVI (ორი ვარიანტი არსებობს DVI-I და DVI-D)


ვიდეო კარტა სამი გამოსავალით (მარცხნივ D-Sub , შუაში S-Video და მარჯვნივ DVI)
S-Video - ანალოგური ინტერფეისი ვიდეო გამოსახულების გადაცემა ხდება ორი ნაკადით ლუმინესცენტრულით (ნათება) და ფერით


DVI სამი ტიპის არსებობს DVI-D - ციფრული გამოსახულების კარგი ხარისხით გამოიყენება თანამედროვე LCD მონიტორებში, DVI-A - ანალოგური, გამოიყენება ძველ LCD მონიტორებში და CRT მონიტორებში, შედარებით ბანძი ხარისხით (ხარიხით გავს D-Sub-ს) და DVI-I - წინა ორის კომბინაცია გადამყვანია ფაქტიურად და ასე გამოიყურება



ციფრული ინფორმაციის გადასაცემად გამოიყენება ერთ კანალიანი DVI Single-Link ან ორ კანალიანი Dual-Link - რომლის გამტარობაც ორჯერ მეტია.

HDMI - ბოლო დროს გავრცელებული High Definition Multimedia Interface საკმაოდ მაღალი ხარისხის ინტერფეისი. ამ ინტერფეისით ერთდროულად გადაიცემა ვიდეოც და ხმაც (აქამდ ხმა არ იყო). გამოიყენება ტელევიზიასა და კინოში და ასევე ამ ბოლო დროს კომპიუტერებშიც.




ვიდეო კარტა ორი გამოსავალით მარცხნივ HDMI მარჯვნივ DVI-I.
ეს ინტერფეისი ყველა ვიდეო კარტაზე არ არის და თუ კაბელი გვაქვს HDMI არსებობს გადამყვანი



Single-Link DVI შეუძლია ინფორმაციის გადაცემა 1920 х 1080 პიქსელი გარჩევადობით, 60 GHz სიხშირით და 8 ბიტი ფერის კომპონენტზე.
Dual-Link DVI - 2560 х 1600 პიქსელი გარჩევადობით, 60 GHz სიხშირეზე
HDMI - თითქმის იგივე შეზღუდვები აქვს 1.3 ვერსია გარჩევადობა 2560 х 1600 პიქსელი, 8 ბიტიანი ფერით, 60 GHz სიხშირეზე (პლუს ხმა) უფრო დაბალ გარჩევადობაზე შეუძლია ფერების 16 ბიტიან რეჟიმში გადაცემა.

კიდევ უფრო ახალი ინტერფეისია DisplayPort



რომლის გარჩევადობა სულ მცირედით ჯობია HDMI-ს (ძალიან გავს HDMI-საც და USB-საც მარა არ აგერიოთ smile.gif)
მაქსიმალური გარჩევადობა 2560 х 2048 პიქსელი 60 GHz სიხშირეზე 8 ბიტიანი ფერი
2560 х 1600 პიქსელზე 10 ბიტიანი ფერი
და 1080p-ზე (HD TV სტანდარტია - 1920x1080 პიქსელები) 12-ბიტიანი ფერი

პოსტის ავტორი: Bekward Aug 6 2009, 09:30 PM

Chacha

ციტატა(Chacha @ 7th August 2009 - 12:11 AM) *
თეთრი უკეთ აჩვენებს გამოსახულებასო, ყიდვის დროს ეგრე მითხრეს

ალბათ მეტი ღირდა და იმიტომ smile.gif საქართველოში ხომ ყველაფერზე ეგრეა, მეტ ფასიანს გიქებენ და თუ ვერ ერკვევი შეგტენიან dry.gif
უკეთესი გამოსახულება ვთქვათ აქვს, მაგრამ რა ვქნა თუ არ აქვს მასეთი ვიხოდი ვიდეო კარტას, სად შევიერთო???
CHABA
ციტატა(CHABA @ 7th August 2009 - 12:21 AM) *
მე როგორც ვიცი ორივეს შეერთება არ შეილება და ორივე სტანდარტულია

ორივე შეერთებული მინახავს და მუშაობდა, რამდენად არ შეიძლება ვერ გეტყვი, მაგრამ თანამედროვე მონიტორებს ორივე კაბელი მოყვება შესაბამისი ვიდეო კარტისთვის, ძველ ვიდეოებს სულ არ აქვს თეთრის შესაერთებელი.
სოსო
კაცო ამხელა გაკვეთილი არ უნდოდა მემგონი თემის ავტორს, მარა მაინც მადლობა მიმოხილვისთვის smile.gif სურათები არ ჩანს და იქნებ გაასწორო smile.gif

პოსტის ავტორი: სოსო Aug 7 2009, 07:17 AM

არ მაქვს ჩასწორების უფლება
ადრე პოსტებს ვასწორებდი დაპოსტვიდან რამოდენიმე ხნის განმავლობაში
ეხლა ერთი ასოსაც ვერ ჩავასწორებ sad.gif

პოსტის ავტორი: Classical Aug 7 2009, 07:34 AM

ციტატა
ლურჯი არი სტანდარტული VGA, თეთრი DVI-ია, მინახავს ორივე რომ აქვთ ხოლმე შეერთებული biggrin.gif laugh.gif
ესეც


ჩემ ახლობელს ქონდა ორივე ერთდროულად შეერთებული და მონიტორი გვიან იწყებდა ჩართვას აი სადღაც Windows იყო უკვე ჩართული მაშინ ირთვებოდა მერე ლურჯი მოვაშორე და მარტო თეთრი დავტოვე და გასწორდა. smile.gif ვერანაირი სხვაობა ვერ ვნახე მე გინდ ლურჯი იყოს გინდ თეთრი იგივეა და რავიცი ^^


სოსო

დიდი მადლობა წავიკითხე მარა აი ლურჯი რომელია ? Dvi ? თუ Dvi-d ?

პოსტის ავტორი: Chacha Aug 7 2009, 08:22 AM

Bekward

ციტატა(beka_sh @ 6th August 2009 - 10:30 PM) *
ალბათ მეტი ღირდა და იმიტომ საქართველოში ხომ ყველაფერზე ეგრეა, მეტ ფასიანს გიქებენ და თუ ვერ ერკვევი შეგტენიან
უკეთესი გამოსახულება ვთქვათ აქვს, მაგრამ რა ვქნა თუ არ აქვს მასეთი ვიხოდი ვიდეო კარტას, სად შევიერთო???

არა, არა. მე რო ვიყიდე სისტემური ბლოკი, ორივე თან მოყვა და რაშI უნდა თქო ვკითხე და წესიერად ვერ მიპასუხეს, მაგრამ თეთრი ჯობიაო რა....

სოსო
ფორუმელებშI გადმოდი და ჩაასწორებ მერე

პოსტის ავტორი: სოსო Aug 7 2009, 08:26 AM

ლურჯი არის ძველი ანალოგიური
DVI არის თეთრი
და ეგენი არსებობს რამოდენიმენაირი



http://www.abacus24-7.com/cable-connections-help-page.htm

ეს საიტი ნახეთ
რითი ჯობია DVI მიწერია ზევით და თუ წაიკითხავთ კითხვები აღარ გაჩნდება !

ლურჯი არის ასეთი
პორტი

და კაბელი

პოსტის ავტორი: Classical Aug 7 2009, 08:28 AM

გავიგე დიდი მადლობა! რამე კითხვები თუ იქნება კიდევ დავწერ მადლობ smile.gif

პოსტის ავტორი: სოსო Aug 7 2009, 08:30 AM

არაფრის ბატონო smile.gif
აბა ამიხსენით ეხლა მეც როგორ უნდა გაფორუმელება biggrin.gif

რა ბლანკი უნდა შევავსო ცოტა ვერ გავიგე
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=4864

პოსტის ავტორი: Classical Aug 7 2009, 08:36 AM

კი ბატონო smile.gif

აი ეს About me ს მისამართი http://compinfo.ge/forum/index.php?act=UserCP&CODE=about_me_form აქ შედი და მერე ბლანკი ჩააკოპირე მანდ

აი აქ არის ბლანკი http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=4817&st=20&p=41896&#entry41896

ხოდა მერე მიხვდები მგონი შეავსებ მაგ ბლანკს და ქვევით პატარა ოთკუთხედი რომაა (არაფერი არ აწერია ისე კი უნდა ეწეროს რაცხა Go Submit ან რამე რავიცი) მაგას დააჭერ და შეინახავს. smile.gif

ამ ყველაფერს რომ მორჩები შეხვალ აქ: http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=4864 და მოითხოვ რო გამაფორუმელეთო smile.gif

პოსტის ავტორი: სოსო Aug 7 2009, 09:40 AM

ოკ მადლობაsmile.gif
შევავსე და ეხლა მოვითხოვ biggrin.gif

პოსტის ავტორი: subziro3 Nov 20 2010, 08:36 PM

მე პირადად DVI-ში და VGA-ში განსხვავებას ვერ ვხედავ ნუ ადრე VGA მქონდა შეერთებული და ახლა DVI მაქვს