მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> Viva! Community, >>>
lasha_t
პოსტი Jun 15 2007, 07:17 PM
პოსტი #1


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 346
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 4



http://www.viva.ge
გამოვცვალე დიზაინი და შეაფასეთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ნუ საიტზე ბევრი სტრუქატურული ცვლილებაა, მაგრამ მაგაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, ამიტომ დიზიანზე დავკონკრეტდეთ :-)))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jun 15 2007, 07:38 PM
პოსტი #2


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



lasha_t
ლამაზია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ოდნავ ცუდად მომხვდა თვალში

(IMG:http://www.viva.ge/VC_files/categories_menu.gif)
(IMG:http://www.viva.ge/VC_files/calendar_menu.gif)
(IMG:http://www.viva.ge/VC_files/marathon_menu.gif)

ამათი ფერი, მაგრამ დიდი არაფერი, საერთო ჯამში ლამაზია და სადა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jun 16 2007, 04:23 PM
პოსტი #3


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



lasha_t
დიზაინი კარგია, მაგრამ სხვა ცვლილებები უფრო საინტერესოა :-)

განსაკუთრებით ჟურნალმა დამაინტერესა - კარგა ხანი ვაკლიკე, სანამ მივხვდებოდი, რომ სურათი იყო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 8 2007, 09:08 PM
პოსტი #4


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



რახან დაპირებული "რევოლუციური სიახლეების" ნაწილი უკვე ვიხილეთ, მგონი, დროა, მათზე ვისაუბროთ კიდეც :-)

პირველი - News მარათონი უკვე განხილულია ათასგან და ჩემი პოზიტიური შეფასების მეტს ვერაფერს დავამატებ, თუმცა, მგონია, რომ ეგ ვივას იდეა არ არის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ასევე შეიძლება ითქვას ახალ დიზაინსა და სურათების ატვირთვის ფუნქციაზე.

მეორე - რაც ამწუთას ვნახე, "ჩემი საიტი" ღირს განხილვად - ეს სიახლე "ჯერ კიდევ თბილია" :-)

1) სიახლის აღწერისას გამოყენებული სურათი, როგორც ყოველთვის, მშვენიერია, ნოუთბუქიდან მომზირალი Viva! კი - "კრეატიული" ((IMG:style_emoticons/default/huh.gif) ) ..

2) აღწერის ტექსტი, როგორც ყოველთვის, გაჟღენთილია ქართული ვებისადმი ცინიზმით; და ახლა ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ვივამ, თავისდა უნებურად, საზღვრებს გადააჭარბა:

ციტატა
... ეს არ არის დამყაყებული და ქართველი მომხმარებლისთვის ...

სიტყვები "დამყაყებული" და "ქართველი" სიტყვა "მომხმარებლის" განსაზღვრებებია. შესაბამისად, გამოდის, რომ ქართველი მომხმარებელი დამყაყებულია? (IMG:style_emoticons/default/blink.gif) გასაგებია, რომ ეს ეპითეტი ქართულ ვებს ეკუთვნის, მაგრამ ტექსტი გადასახედია.

მოვრჩეთ სიახლის გადმოცემის მეთოდის განხილვას, გადავიდეთ თვითონ შინაარსზე.

3) მგონი ვერ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს სიახლე რევოლუციური მხოლოდ ლოკალში ჩაკეტილი, "გამოავოეგოლებული" მომხმარებლისთვის იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთებიც არ არიან ცოტა.. დანარჩენებისთვის კი ალბათ გასაგებია, საიდან გვეცნობა სიახლეების გამოქვეყნების ეს სტილი(სხვათა შორის, იგივე შეიძლება ითქვას სურათების საიტზევე ატვირთვის ფუნქციაზეც); ასევე შეიძლება ითქვას ძრავაზეც: ლაშა, ასეთი ფუნქცია რამდენიმე სხვა ძრავაზეც მინახავს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ასე თუ ისე, საქართველოსთვის ასეთი რამ ჯერჯერობით მაინც უცხო ხილია და მგონია, რომ ორ-სამ დღეში უკვე გაქანებული პოსტვა დაიწყება :-) განსაკუთრებით გოგონებს მოეწონებათ(პიკზოზე უკეთესი მაინცაა! :-)).. რჩევის სახით კი ვიტყვი, რომ სჯობს, დაპოსტილი სიახლეები იმწამს გამოქვეყნდეს, მოდერაციაში კი თვითონ მომხმარებლები დაგეხმარებიან - რამე "ისეთი" სიახლის გაპარვას მომენტალურად აცნობებენ ადმინისტრაციას. მართალია, რისკი არსებობს, მაგრამ საფასურიც დიდია - წარმოიდგინე, ორი საათით დაგვიანებას რამდენად სჯობს "წკაპ და გამოქვეყნებულია" ვარიანტი! :-)

ერთი სიტყვით, ვივამ იპოვა თავისი "გასაღების ბაზარი", აითვისა გოგონების სეგმენტი, სწრაფ-სწრაფად გვთავაზობს საქართველოსთვის გამაოგნებელ, რევოლუციურ და პირისდასაღებ სიახლეებს.. მოკლედ, არის "ჩემი ოცნების ვარეზი" :-) მაგრამ არის ერთი, რის გამოსწორებასაც ვისურვებდი - ესაა დამოკიდებულება კონკურენტებისა და ზოგადად ქართული ვებისადმი.

სადაც კი ხელი მიუწვდათ საიტის ადმინებს, ერთი კონკურენტი არ დაუტოვებიათ გაულანძღავი და დაუმცირებებლი. ძირითადი შენიშვნებია: "თქვე ანანისტებო!" და ”კოპი-პეისტერებო”. გეთანხმებით, არაა მოსაწონი, როცა ვარეზები პორნომასალებით ირჩენენ თავს ან იპარავენ რამეს ერთმანეთისგან, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს დაცინვა კიდევ უფრო მეტად არაა მოსაწონი. კიდევ უარესი, როცა ქართულ ვებს "ჩამყაყებულად" და "აყროლებულად" იხსენიებთ, ნუ დაგავიწყდებათ, მისი ნაწილი თქვენც ხართ! გამოსწორება კი დაცინვით არ ხდება. ვივა გვერდზე კი არ უნდა გადგეს და დანარჩენებს სხვა ნაპირზე მყოფივით კი არ უნდა უყუროს, არამედ, როგორც ძლიერს, ჩემი აზრით, სხვებისთვის ხელშეწყობა თუ არა, გაჩუმება მაინც ევალება. მით უმეტეს, რომ ახლავე შემიძლია დავასახელო რამდენიმე ვარეზი, რომელთა სიახლეებიც პირდაპირაა დაკოპირებული ვივაზე(ტექსტიც კი არაა შეცვლილი!) ან კიდევ ვარეზები, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, ვივაზე გაცილებით მაღლა დგანან რეიგინტში(თან არა პორნოებით), ან კიდევ ვივაზე ფლეშ თამაშებში გამოჩენილი ახალი თამაში აღწერით ”უნდა იშოვნოთ გოგოების პორნო სურათები”. მეჩვენება, რომ ვივაზე აკრძალული სიტყვა გაჩნდა.. (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

ასე რომ, სრულყოფილი არავინაა, დაცინვას და თითის შვერას კი სჯობს ერთმანეთს დავეხმაროთ ან ვენ-ჩვენი საქმე ჩუმად ვაკეთოთ. მომხმარებელი შეურაცხმყოფელი ფრაზების გარეშეც ყოველთვის მიხვდება, რა უკეთესია და რა უარესი.

Phew, რაღაც პოსტვის ხასიათზე ვარ დღეს! :-)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha_t
პოსტი Jul 9 2007, 12:54 PM
პოსტი #5


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 346
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 4



domen
ხოოოო
ციტატა
თუმცა, მგონია, რომ ეგ ვივას იდეა არ არის

აბა ვისია? ძალიან მაინტერესებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა
... ეს არ არის დამყაყებული და ქართველი მომხმარებლისთვის ...

ბანძი ჟურნალისტივით ერთი ფრაზა რომ ამოგიღია და იმაზე აკეთებ კომენტარს, რა პასუხი უდნა გაგცე?
მანდ დამყაყებული სიტყვა ნათქვამია ბლოგებზე და არა ქართველ მომხმარებელზე! კარგად წაიკითხე და მერე აკრიტიკე...

სურათების ატვირთვას რაც შეეხება, მაგაში რამე განსდაკუთრებულს და რევოლუციურს ვერ ვხედავ, უბრალოდ შრომა გავუმარტივე იუზერებს ესაა და ეს...

ციტატა
კიდევ უარესი, როცა ქართულ ვებს "ჩამყაყებულად" და "აყროლებულად" იხსენიებთ

მე ეს არასოდეს მითქვამს... ნეტა ბევრი ფიქრობდეს მომხმარებლის ინტერესებზე ისე როგორც მე, დამერწმუნეთ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა ვებში...

ციტატა
სადაც კი ხელი მიუწვდათ საიტის ადმინებს, ერთი კონკურენტი არ დაუტოვებიათ გაულანძღავი და დაუმცირებებლი

დასამცირებელი უნდა დაამცირო, ესეთია ჩემი მიდგომა საქმისადმი!
დათვური სამსახური ბრიყვების ხილია, მე პირდაპირ მიყვარს ყველაფრის თქმა (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
თავის დროზე ერთ ამერიკულ ფორუმზე რომ დავდე ჩემი ნამუშევრები, ისეთი "დამა*ვეს" რომ მეტი არ შეიძლებოდა, მეც დავიბოღმე (ლოგიკურია) და ძალიან დიდი მონდომებით შევეცადე უფრო უკეთესი გამეკეთებინა (იმ მომენმტში იმათი ჯიბრი მქონდა). ეხლა იმ ფორუმზე ვინც მაკრიტიკებდა უმეტესობა ჩემი ვირტუალური მეგობარია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ასე რომ სანამ კრიტიკის მცნებას შევეხებით უდნა ვიცოდეთ რას ნიშნავს ის...

სულ სხვა საქმე თუ არაკომპეტენტურ კრიტიკაზე ვსაუბრობთ, ეგ უკვე ცალკე განხილვის საგანია...



სხვა დანარჩენისთვის მადლობა, ამხელა კომენტარი viva - ს შესახებ, მემგონი არცერთ ფორუმზე არ დაწერილა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)




P.S. ეს ისე ყოველი შემთხვევისთვის:
(IMG:http://img167.imageshack.us/img167/4817/visitsrk7.jpg)
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
პოსტი Jul 9 2007, 02:18 PM
პოსტი #6


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 471
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 32



http://www.viva.ge/index.php?newsid=659

Portable Norton Partition Magic - უზრუნველყოფს კომპიუტერის დაცვას ვურუსებისაგან, გატეხვისგან და ინფორმაციის დაკარგვისგან. პროგრამას აქვს აგრეთვე მხარდაჭერა ანტისპამის. კომპიუტერის ბლოკირება რომელცი ახდენს თქვენზე შეტევებს და ცდილობს შემოვიდეს თქვენს სისტემაში. შპიონური მოდულების განახლებული ანტივირუსული ბაზა. ახდენს კომპიუტერის მასკირებას ხაკერებისგან…

რაის ანტივირუს ანტისპამი კაცო? (IMG:style_emoticons/default/huh.gif)

ვინმეს მართლა ანტივირუსი არ ეგონოს და მიაფორმატოს ვინჩესტერი (IMG:style_emoticons/default/unsure.gif)

პ.ს. ...და ფილე.გე-ზეც იგივე რო წერია... (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I was born intelligent but education ruined me
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha_t
პოსტი Jul 9 2007, 03:55 PM
პოსტი #7


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 346
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 4



NetDevil
საიტზე ადმინისტრაცია არ ამატებს ფაილებს, პრეტენზიები შეგიძლით მიწეროთ აღნიშნულ იუზერს და დაპოსტოთ კომენტარებში (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
პოსტი Jul 9 2007, 04:14 PM
პოსტი #8


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 471
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 32



lasha_t
მე არაფერი პრტენზია არა მაქ, რო ჩაასწორო იმიტომ დავპოსტე (IMG:style_emoticons/default/wink.gif)


--------------------
I was born intelligent but education ruined me
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jul 9 2007, 04:50 PM
პოსტი #9


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



lasha_t, ნეუდობნი სიტუაციაა... ადმინისტრაციამ ცოტათი მაინც ხომ უნდა აგოს ტექსტზე პასუხი? კომპინფო იმიტომ მომწონს, რომ პროგრამების სრული (შეძლებისდაგვარად) აღწერები არის. სხვა საიტებზე კი: ”აუ, გადაწერეთ, ძაან მაგარი პროგია”, ”ნახეთ, რა მაგარი პრიკოლია” (რა პრიკოლია, არ წერენ, უნდა ნახო! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ), მგონი აქედან გავრცელდა სიტყვა ”'must have”', რომელცას თუ დაურთავენ, აღწერა საჭირო აღარ ხდება, ბოლოს, RIPPER_RUNA-მაც დააგდო პრიკოლებში სიახლე სურათით და აღწერით: "...პროგრამა, რომელიც უგრაფიკო სურათს გახდის გრაფიკულს..." (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მე რომ NetDevil-ის პოსტი ვნახე, მეთქი უშტვიკინებს ან თემა აერიაო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მერე ვნახე და მივხვდი. ეგრე, ფანტაზიის ბნელი ძალებით ნათელის დაჩრდილვით შემიძლია ვივაზე პორნო ავტვირთო და ასეთი ტექსტი გავუკეთო, შევნიღბო (მასკირება გავუკეთო - მწარე, წვეტიანი ისარი ზ.ა. სიახლის აღწერიდან): მაგარი პრიკოლი ვიდეო, აქ ნახავთ თუ როგორ გამოიყენა ტიპმა ანტივირუსი ვირუსებისაგან თავის დასაცავად (კარიკატურაა ასეთი, ქალი გაკვირვებული წევს და ორი კაცი "დგას". ერთი ეუბნება: сначала Kасперский проверит! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )

მე რადგან არაფერი მითქვია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვივა არ მომწონს... დიზაინითაც და მასზე არსებული ფაილებითაც კმაყოფილი ვარ!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Jul 9 2007, 04:53 PM


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha_t
პოსტი Jul 9 2007, 05:40 PM
პოსტი #10


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 346
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 4



Sh@ko
ციტატა
”აუ, გადაწერეთ, ძაან მაგარი პროგია

ესეთი რამე გინახავს ვივაზე როდისმე? (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 9 2007, 06:29 PM
პოსტი #11


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



lasha_t
ციტატა
აბა ვისია? ძალიან მაინტერესებს

უბრალოდ ვივარაუდე, რომ საზღვარგარულ ინტერნეტში ასეთი რამე უკვე იქნება გაკეთებული. თუ დრო მექნა, მაგალითებსაც მოვძებნი. თუ ვერ მოვძებნე, გაღიარებთ პირველაღმომჩენებად :-)

ციტატა
მანდ დამყაყებული სიტყვა ნათქვამია ბლოგებზე და არა ქართველ მომხმარებელზე! კარგად წაიკითხე და მერე აკრიტიკე...

ასეთ შემთხვევაში წინადადების წყობა იქნებოდა ასეთი: "... ეს არ არის ქართველი მომხმარებლისთვის ჯერ-ჯერობით მიუჩვეველი, დამყაყებული ბლოგი ..."კარგად დაწერეთ და შესაბამისად წავიკითხავ.

ციტატა
მე ეს არასოდეს მითქვამს... ნეტა ბევრი ფიქრობდეს მომხმარებლის ინტერესებზე ისე როგორც მე, დამერწმუნეთ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა ვებში...

ბოდიშს ვიხდი, თუ ზედმეტი დაგაბრალეთ..

ციტატა
თავის დროზე ერთ ამერიკულ ფორუმზე რომ დავდე ჩემი ნამუშევრები, ისეთი "დამა*ვეს" რომ მეტი არ შეიძლებოდა, მეც დავიბოღმე (ლოგიკურია) და ძალიან დიდი მონდომებით შევეცადე უფრო უკეთესი გამეკეთებინა (იმ მომენმტში იმათი ჯიბრი მქონდა). ეხლა იმ ფორუმზე ვინც მაკრიტიკებდა უმეტესობა ჩემი ვირტუალური მეგობარია

თავიდანვე მეგობრული კრიტიკით რომ დაეწყოთ, უკეთესი არ იქნებოდა? ესე იგი, უკეთესია, მასწავლებელმა ყველაფერი ამოგიტრიალოს, ცუდ ნამუშევარს რომ მიიტან, იქნებ უკეთესი გააკეთოსო? (IMG:style_emoticons/default/blink.gif) წინა პოსტში მე გაგაკრიტიკეთ, მაგრამ სადმე და*მა დაინახე? ეხლა რომ მოგდგეთ, თქვე ასეთებო და ისეთებო, პორნოს ყველგან კრძალავთ და საიტზე გაქვთ გამოჭიმული-მეთქი, ჩვეულებრივად თქმაზე უკეთესი იქნება? თუ ძალიან მომწონს, როცა ყველა ვარეზს "პორნოს" ეძახით და საიტზე თამაში გაქვთ ეგეთი?

ყველა კრიტიკა გამოსწორებისკენაა მიმართული, სხვა შემთხვევაში ეს უბრალოდ დაცინვაა. ასეთი დაცინვა კი ხშირად საკუთარი თავის სხვის თვალში განდიდებას ემსახურება...

ციტატა
სულ სხვა საქმე თუ არაკომპეტენტურ კრიტიკაზე ვსაუბრობთ, ეგ უკვე ცალკე განხილვის საგანია...

თუ არ გაასწორე მიწასთან, კრიტიკა არაა? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ციტატა
დათვური სამსახური ბრიყვების ხილია, მე პირდაპირ მიყვარს ყველაფრის თქმა

ეგ ყველამ თავისი იცის, მაგრამ ამით ტაქტიანობას აფასებენ ხოლმე :-)

ციტატა
სხვა დანარჩენისთვის მადლობა, ამხელა კომენტარი viva - ს შესახებ, მემგონი არცერთ ფორუმზე არ დაწერილა

ჯერ სად ხარ, მოიცა, დავქოქოთ პროექტი! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

სურათზე ვერაფერს გეტყვი, მე top.ge-ს მონაცემებით ვიმსჯელე (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

ციტატა
საიტზე ადმინისტრაცია არ ამატებს ფაილებს

გამოდის, თქვენ არაფერ შუაში ხართ?

ციტატა
ესეთი რამე გინახავს ვივაზე როდისმე?

კიდევ უარესი - ისინი ვერაფერს იტყუებიან მაინც :-)


ეს ყველაფერი მიიღეთ, როგორც ჯანსაღი კრიტიკა და გულწრფელი სურვილი, ვივა გახდეს უკეთესი/საუკეთესო ...

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Jul 9 2007, 06:34 PM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha_t
პოსტი Jul 9 2007, 09:43 PM
პოსტი #12


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 346
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 4



ციტატა
თუ ძალიან მომწონს, როცა ყველა ვარეზს "პორნოს" ეძახით და საიტზე თამაში გაქვთ ეგეთი?

მოდი ჯერ ითამაშე და მერე თქვი, ოკ? (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

ციტატა
სურათზე ვერაფერს გეტყვი, მე top.ge-ს მონაცემებით ვიმსჯელე

ტოპ.ჯი ზე სად გვიპოვნე გულწრფელად მაინტერესებს დომენ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 9 2007, 09:52 PM
პოსტი #13


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



lasha_t
ციტატა
მოდი ჯერ ითამაშე და მერე თქვი, ოკ?

უახლოეს მომავალში გავტესტავ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მაგრამ აღწერა? პირდაპირ ამბობს "შეაგროვეთ პორნო სურათებიო". თუ უბრალოდ მისატყუარაა? ეგ კიდევ უარესი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა
ტოპ.ჯი ზე სად გვიპოვნე გულწრფელად მაინტერესებს დომენ

ხო, ეგ მეც მაინტერესებს უკვე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) სად წაიღეთ მთვლელი? რაც მახსოვს, მე-100 ადგილს კარგა დიდად იყავით გაცილებული..

თუმცა, თავისუფლად შეიძლება სიახლეების დათვალიერების რაოდენობებით მსჯელობაც :-)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jul 10 2007, 08:12 AM
პოსტი #14


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



lasha_t
ლაშა, ნიუს მარათონში გამოგზავნილ სიახლეებს ადმინისტრაცია არ აკონტროლებს? თუ დამიძველდა ინფო? (IMG:style_emoticons/default/blink.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha_t
პოსტი Jul 10 2007, 09:00 AM
პოსტი #15


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 346
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 4



Power_VANO
რომელი ხარ შენ კაცო (IMG:style_emoticons/default/blink.gif)
Nemezida?

domen
ციტატა
მე-100 ადგილს კარგა დიდად იყავით გაცილებული..

(IMG:style_emoticons/default/laugh.gif)
საუკუნის ამოღებული რომ მქონდა, მეათასე გვერდზეც უნდა ვყოფილიყავით წესით ...


და კიდევ ყველაზე მეტად ნერვებს ზუსტად ის მიშლიდა, რომ ქართველ დაბალი დონის რეკლამის დამკვეთებს ტოპ.ჯი ს გარდა სხვა არაფერი ესმოდა...
მე რეკლამაზე ვეჩალიჩები მარტო ორგანიზაციებს, და გოგოებს მაგათთან მიაქვთ სპეციალური გეგმა, სადაც თანამედროვე გენიოსების კომენტარებია გუგლეს ანალიტიკის შესახებ, სადაც ჩამოთვლილია საიტები, რომლებიც იყენებენ ამას და შემდეგ მოდის ჩვენი სტატისტიკა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
წამოწყება ახალია და უკვე საგრძნობი შედეგები აქვს, ასე რომ აქაც გავიმეორებ იმას რაც ფორუმ.ჯი ზე დავწერე.
გავარტყი ყველა ტოპ სატს და იმ რეკლამის დამკვეთებს, რომლებიც იმდენად უვიცები არიან რომ არ იციან რა არის Google Analytics !!!

P.S. შენა და ბიჯო ასე ძალიან რა განერვიულებს? შენნაირი ტონით და ინტონაციებით ლაპარაკობენ ხოლმე კუანა ვარეზების ადმინები, ჩემი ”ხოტბის შესხმის” შემდეგ, რომელსაც პერიოდულად დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ხოლმე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) დაიკიდე Viva! - ც და ყველა ვარეზიც .... (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jul 10 2007, 09:30 AM
პოსტი #16


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



lasha_t
ციტატა
რომელი ხარ შენ კაცო
Nemezida?

არა, რა ნემეზიდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ამავე ნიკით ვარ დარეგისტრირებული ვივაზეც, ოღონდ ჯერ არ ამიტვირთავს გეგაბაიტები (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

შენ ის მითხარი, ადმინისტრაცია არ აკონტროლებს ნიუს მარათOნის სიახლეებს? თუ მე ინფო მომიძველდა?


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jul 10 2007, 09:44 AM
პოსტი #17


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



ციტატა
ესეთი რამე გინახავს ვივაზე როდისმე?

არასოდეს!!! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) უბრალოდ, მეც ეხლა შევამჩნიე ეგ ერთი შეუსაბამობა (Norton Partition Magic - The Best Antivirus) და მაგაზე სიტყვა მოვიყვანე, თორე... (დასკვნა: ადმინი, ან ვინმე თვალს უნდა ავლებდეს. შეიძლება გრამატიკულად არა, მაგრამ შინაარსობრივად მაინც)

მაგიტომაც მომწონს ვივა (უფრო ადრე აბლაბუდაც). აღწერაც წერია და საინტერესო ფაილებიც არის. ეგ კი არა, ჩემს ახლობელს ინტერნეტი არ ჰქონდა და ფეხბურთის ვიდეოები უნდოდა, ჩემთან მოვიდა. ვავა, მაგი გაგიჟდაა!!! (ვავა კი არა ვივა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) მოკლედ თქვენი ფანი გახდა... (IMG:style_emoticons/default/wink.gif)


მ.მ. (გაცვეთილი ფრაზა) მე და ჩემი საახლობლო გითვალთვალებთ და ძალიან მოგვწონხართ... (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 10 2007, 09:57 AM
პოსტი #18


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ციტატა
საუკუნის ამოღებული რომ მქონდა, მეათასე გვერდზეც უნდა ვყოფილიყავით წესით ...

ერთი(მააქსიმუმ ორი) კვირის წინ ვივადან გადავედი ტოპ.გე-ზე თქვენთან დაგდებული მთვლელის საშუალებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა
და კიდევ ყველაზე მეტად ნერვებს ზუსტად ის მიშლიდა, რომ ქართველ დაბალი დონის რეკლამის დამკვეთებს ტოპ.ჯი ს გარდა სხვა არაფერი ესმოდა...

იყოს "Google Analytics" თანამედროვე საოცრება, მაგრამ ტოპ.გე ვერ ასახავს, რამდენი ვიზიტორი გყავს?

ციტატა
შენა და ბიჯო ასე ძალიან რა განერვიულებს?

რომ გითხრა, სურვილი, ვივა უკეთესი გახდეს-მეთქი, მაინც არ დამიჯერებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მოკლედ, ვივას ჯერ კიდევ ბეევრი ადვილად შესამჩნევი არასისტემური ბაგი აქვს და თუ გამოასწორებთ, ძალიან კარგი იქნება. მხოლოდ ინოვაციური იდეები და ყოველდღიურად 10-20 სიახლე ამ საქმეს ვერ შველის. მთელი ჩემი ზედა პოსტები ამას მივუძღვენი, მაგრამ, მგონი, არასწორად გაიგე..

ახლა ისეთი დრო გაქვთ, კრიტიკას კი არ უნდა უყრუებდეთ, უნდა ეძებდეთ, ვინმემ "შარი მოგდოთ", იქნებ ის შარი მართალი აღმოჩნდეს..


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha_t
პოსტი Jul 10 2007, 10:41 AM
პოსტი #19


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 346
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 4



domen
მოდი მარტივად გეტყვი :-)
ციტატა
სურვილი, ვივა უკეთესი გახდეს

შენგან ნაკლებად დასაჯარებელია...
1. დარეგისტრირებული ხარ და 2 კომენტარზე მეტი არ გაგიკეთებია
2. სიახლეებს შენ არ აგზავნი
3. არც სპეციალურ თემებში პოსტავ, სადაც სიახლეები ვივას ეხება
4. არც ბაგების თემაში მიპოვნია შენი კომენტარი
მოკლედ რომ განვმარტოთ შენ არ ხარ ვივას აქტიური მომხმარებელი და არც ის გენაღვლება რა ხდება ვივაზე (რომ გენაღვლებოდეს კომენტარს მაინც დაწერდი), ასე რომ ჩემო დომენ ჩემთვის გარეშე პირების სურვილები და პრეტენზიები არაფრით მეტი არ არის ჩემს ნაგვის ბუნკერში ჩაყრილ ნაგავზე (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
დამერწმუნე თავს სულ ტყუილად იღლი აქ პოსტვით...
მე შენიშვნებს და რჩევებს ვიღებ მხოლოდ ჩემი მომხმარებლებისგან და სხვა არავისგან!



Sh@ko
გაიხარე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)



Power_VANO
ციტატა
ადმინისტრაცია არ აკონტროლებს ნიუს მარათOნის სიახლეებს? თუ მე ინფო მომიძველდა?

აკონტროლებს შეძლებისდაგვარად ტექსტის გამართულობას, ბმულების სისწორეს, პოსტერებს, ფაილის ზომას და სიახლის ზოგად სახეს.

იმ სიახლეში რამაც აქ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ტექსტი ეწერა გამართულად, მაგრამ არ შეესაბამებოდა ატვირთულ ფაილს. ამას ადმინისტრაცია ყოველთვის ვერ გადაამოწმებს. უბრალოდ მომხმარებლები ასე ვთქვათ "დაა*ვავენ" სიახლის ავტორს და შემდგომში ისიც გამასოწორებს თავის სიახლეებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
NNM.RU ზე დღეში 100 სიახლე იდება და იქაც ყველაფერს მომხმარებელი განსაზღვრავს, თუ ვინმემ ცუდი ფაილი დადო ისეთს გაათახსირებენ, რომ მეორედ იგივეს მოსმენის სურვილი ნამდვილად აღარ ექნება.... (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jul 10 2007, 01:03 PM
პოსტი #20


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



ციტატა(lasha_t @ წეღან)
გაიხარე

შევეცდები, გავიღიმო, მაგრამ გამოდის რომ ჩემი შენიშვნაც სანაგვეში გადაყრილი ქაღალდების ფასს არ ასცდება...

პირადად, პოსტავიკობა და რამე ეგეთი, თუ ძაან მკბენარა სიახლე არ არის, არ მიყვარს... ვივაზეც დარეგისტრირებული არა ვარ, მაგრამ ხელს სულაც არ მიშლის რომ არ ვესტუმრო-ხოლმე. პროსტა პოსტს ვერ ვტოვებ და ეგაა. (IMG:style_emoticons/default/sad.gif) აუცილებლად დარეგისტრირების პონტი არ მხიბლავს (თუნდაც იმიტომ, რომ პოსტაობა არ მიყვარს). ახლა ბმულები რომ მარტო დარეგისტრირებულისთვის ხილვადი გახდეს, მერე იძულებით დავრეგისტრირდები (IMG:style_emoticons/default/dry.gif) რაც პოსტების რადიუსის სიმცირეში გამოიხატება (წვეტიანობაში, რა)

აი, ისე რომ იყო, როგორც ადრე კომპინფოზე: სახელი, ფოსტა, ვებ გვერდი და პოსტი, მაშინ შეიძლება მეწერა კიდეც... (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif)

ლაშა, შეიძლება ეს ანეგდოტი გამოგადგეს:
ამერიკელი, ინგლისელი და რუსი (კომუნისტი) უხსნიან ერთმანეთს თავ-თავიანთი მმართველობის გატარების პრინციპებს.
ამერიკელი - ჩვენთან თუ რამის გაკეთება გინდა და ხალხს არ უნდა, ძალად უნდა მოახვიო თავზე, მაგალითად ასე... მან კატა დაიჭირა და მდოგვი ძალით ჩატენა პირში.
ინგლისელი - ეგრე შორს ვერ წახვალ, თუ გინდა რომ მიზანს მიაღწიო, ასე უნდა მოიქცე: მან მდოგვი ძეხვებს შორის მოათავსა და ისე შეაჭამა კატას.
რუსი - ძალადობა... მოტყუება... ასე როგორ ივარგებს... მან კატა დაიჭირა და მდოგვი უკანალზე წაუსვა. კატამ დაიჩხავლა და გამწარებულმა დაიწყო ლოკვა. დააკვირდით, - იძახის რუსი, - თავისი ნებით ჭამს, თან მღერის (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


მინიშნება: ამერიკელივით იქცევი... (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 02:45 AM