თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Web მარათონი _ სკრიპტები

პოსტის ავტორი: levani15 Jul 24 2007, 08:41 PM

აქ შეგიძლიათ ნახოთ უამრავი საჭირო სკრიპტი თქვენი საიტისთვის. შემოდით და შეაფასეთ.

http://scripts.ucoz.com

პოსტის ავტორი: domen Jul 24 2007, 09:13 PM

levani15
პირველ რიგში, ძალიან კარგი წამოწყებაა smile.gif ასეთი უკვე იყო აქ, მაგრამ არ გაამართლა, იმედია, შენ არ შეწყვეტ.

შენიშვნები:

1. ეგ დომენი, ალბათ თვითონაც ხვდები, მხოლოდ ტესტირებისთვის გამოგადგება. თუ რამე სერიოზულს აპირებ, ჯერ დომენზე იზრუნე.
2. ცოტა დააცილე ერთმანეთს სიახლეები, ძალიანაა "ასვრილი" ერთმანეთში.
3. დაანებე თავი ზოგად აღწერებს "ერთ-ერთი საუკეთესო", "ძალიან მაგარი", "გადაწერეთ, არ ინანებთ!" და ა.შ. ამის მაგივრად დაწერე, რა პლიუს-მინუსები აქვს, რამდენად გავრცელებულია, რა მხარდაჭერა(support) შეგიძლია მიიღო საჭიროების შემთხვევაში და საიდან, იშოვება თუ არა უფასო(ან გატეხილი) მოდები, სკინები, ახალი ვერსიები ...

და კიდევ ერთი - თუ ჯერ დამწყების დონეზე იცი, ჯობს შეეშვა, დროს და ენერგიას უაზროდ დაკარგავ wink.gif ჯერ ცოტა გამოცდილება მოაგროვე და მერე დაუბრუნდი.

პოსტის ავტორი: levani15 Jul 25 2007, 09:51 AM

domen
დიდი მადლობა რჩევებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ smile.gif


სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ მაგრამ თან ვსწავლობ რაღაც რაღაცეებს და თან კაი საქმესაც ვაკეთებ მგონი. თუ არაფერი გავაკეთე გამოცდილება როგორ მოვაგროვო? smile.gif


პოსტის ავტორი: Sh@ko Jul 25 2007, 10:08 AM

levani15, domen-ის მე-3 რჩევას ასე განვავრცობდი: სკრიპტების დაყენების პაატარა ახსნაც რომ მიაყოლო, კარგი იქნება (მაგალითად, ჩატის დაყენების მინიმალური ინსტრუქციები და რომელი სკრიპტი რომელ ტეგში უნდა ჩაჯდეს)

სამაგიეროდ არ დავეთანხმები domen-ის უნომრო რჩევას გამოცდილებასთან დაკავშირებით! ნელ-ნელა უნდა აკეთო საქმე, მაგრამ გულიანად. ოღონდ დროის უქონლობის მომიზეზებით არ დაიზარო და რაც გირჩია, ინსტრუქციები და პატარა მიმოხილვები არ დაიზარო, თორემ ბაჭაჭყანა საიტს წააგავს ისეც შენი საიტი (არ გეწყინოს!) და ეგეთი მოკლე შეძახილებით: "გადაწერეთ, მუაგარია!" კიდევ უფრო დაემსგავსები მასეთებს!

პოსტის ავტორი: Giena Jul 25 2007, 10:49 AM

levani15
შენადა, დიზაინიც რომ გამოგესწორებინა პატარაზე კარგი იქნებოდა, უკანა ფონი ანუ Background არის საშინელება ჩემი აზრით, რომ შევხედა უცბად მეგონა საიტი ჩამოეკიდა და ჩამოეწელათქო, ცოტა რომ გადაგესხვაფერებინა კარგი იქნებოდა (პირადი, სუბიექტური აზრია)! რაც შეეხება რჩევებს, სრულიად ვეთანხმები დომენის 1, 2, და 3 რჩევებს, და Sh@ko-სთან ერთად ვგმობ უნომრო რჩევას! ისე მშვენიერი წამოწყებაა, და მიაწექი ბოლომდო მთავარია თავიდან ენთუზიაზმი და მუხლმოუდრეკელი მუშაობა მერე ნელნელა აეწყობა ყველაფერი... წარმატებებს გისურვებ, ძამიკო, ღმერთი შენსკენ...

პოსტის ავტორი: levani15 Jul 25 2007, 11:37 AM

Sh@ko
დაყენების ინსტრუქციას რაც შეეხება, ჯავასკრიპტები ტექსტ ფაილებშია დამახსოვრებული და იქვე წერია თუ რომელი კოდი სად უნდა ჩაისვას.


სხვა ყველა თქვენს შენიშვნას ვეთანხმები და უახლოეს ხანში ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო. დიდი მადლობა ასეთი კარგი რჩევებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: Bekward Aug 4 2007, 05:03 PM

ერთი მანდ TBSource დადე რა.
ბოდიში ოფტოპიკისთვის. biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Aug 8 2007, 01:59 PM

levani15
Sh@ko
Giena
არასწორად გამიგეთ.

მე ვიგულისხმე, რომ თუ გამოცდილება არ აქვს ადამიანს, პირდაპირ ინფორმაციის მოწოდებაზე არ უნდა გადავიდეს, ჯერ შესაბამისი გამოცდილება უნდა მოაგროვოს(ტესტოს სკრიპტები, გაიგოს რა სფეროები არსებობს, რომელში რაა საუკეთესო, სად შეიძლება გატეხილი ვერსიების შოვნა და ა.შ.). ზუსტად ამ შეგნების უქონლობის შედეგია "ყველა კუთხეში გახსნილი" ღიმილის(ვითომ?) მომგვრელი ვარეზ საიტები.. wink.gif

როცა ვიწყებდი, მეც მინდოდა რამე მსგავსის გაკეთება, მაგრამ დროზე მივხვდი, რომ არ შემეძლო და შევწყვიტე; დღეს მასეთი თემატიკის საიტს თავისუფლად გავაკეთებ(სხვა რომ არაფერი, ეს ერთი წელია, სკრიპტებს აქტიურად ვტესტავ და საკმაო გამოცდილება დამიგროვდა), მაგრამ სურვილი და დრო აღარ მაქვს, უფრო საინტერესო სფეროები ვიპოვე დროის დასახარჯად გამოცდილების მისაღებად smile.gif

giorgius
ეგ არის SBuilder CMS-ის ოფიციალური საიტი, levani15-ს გაკეთებული საიტი კი განულებულ და უფასო სკრიპტებს შეიცავს..

----
levani15
კიდევ ერთი ნიუანსი - როგორც არ უნდა დაგჭირდეს, ნუ მოიპარავ რელიზს სხვა საიტიდან, ან, ბოლო-ბოლო, საკუთარი ტექსტი მაინც დაურთე!

პოსტის ავტორი: levani15 Sep 5 2007, 02:27 PM

domen

OK. ქართულიდან არ მარა უცხოური საიტებიდან კი "ვიპარავ". აბა მეთვითონ ხომ არ დავწერ სკრიპტს. smile.gif

პოსტის ავტორი: Bekward Feb 26 2009, 10:49 AM

plastic
IonCube Loader ჭირდება და იმიტომ არ მუშაობს ალბათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Bekward Feb 26 2009, 11:18 AM

plastic
რა სხვა ვერსია 3.0 beta 1-ია, ჩემ სერვერზე არის IonCube მარა მეუბნება რაღაც XML ფაილი expired-ო ohmy.gif