მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> საუკეთესო ანტივირუსი, მხოლოდ საკუთარი აზრი!
domen
პოსტი Feb 3 2008, 06:31 PM
პოსტი #181


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



აქა ამბავი დომენისა და ანტივირუსებისა


შესავლის მაგივრად

ბოლო დროს სულ უფრო მაღელვებს კომპის დაცვის საკითხი. რამდენიმე თვის წინ სუსტ კომპზე ვიჯექი და ერთადერთი ანტივირუსი, რომელსაც მასზე XP-სთან ერთად მუშაობა შეეძლო ისე, რომ ჩემთვისაც დარჩენილიყო ცოტა რესურსი, NOD32 2.7 (იმ დროისთვის ბოლო ვერსია) გახლდათ. პლიუს-მინუსებზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ, ისედაც ყველას გაგვიგია ნოდის მინიმალისტობაზე რესურსების მოხმარების თუ ვირუსების აღმოჩენის ((IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) საკითხებში, მთავარია ის, რომ რამდენიმე თვეა, ახალი, საკმაოდ ძლიერი კომპი და უფრო "აზიზი" გემოვნება გამიჩნდა.

თავის ტკივილი: დასაწყისი

ჰმმ, უკვე ძნელი არჩევანის წინ დავდექი - მინიმუმ 5 ძირითადი და უამრავი ნაკლებ შესაძლებელი ალტერნატივა გამიჩნდა. მოკლედ ჩამოვაყალიბოთ პრეტენდენტების სია:
  1. Kaspersky, საქართველოში ცნობილი თავისი სიმძიმით და "აიტატატა, მოიდა ზურაბაა!!" დაცვით.
  2. BitDefender, კიდევ უფრო მძიმე, მაგრამ საუკეთესო შედეგების მქონე საკმაოდ ბევრ ავტორიტეტულ ტესტში.
  3. McAfee, დილით კბილების გახეხვას და ჭამის წინ ხელ-პირის დაბანასაც რომ გვიკონტროლებს.
  4. Panda, შორიდან ნაცნობი "კარგია, რა" დაცვით და საშუალო სისტემური რესურსების მოთხოვნით.
  5. AVG, მშვენიერი, უმარტივესი ინტერფეისით, მაგრამ ცუდი რეპუტაციით.
  6. Avira, ნაქები "ერთი ძაან სანდო პირისგან" (ჰა, gearge? (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) )
  7. ThreatFire, ძალიან სწრაფი, რესურსების მინიმალისტურად მომხმარებელი, განახლებაც კი არ სჭირდება (მთელი პლიუსები და მინუსები აქაა)!
  8. Norton Antivirus, ანუ "Terra Incognita".
  9. NOD32, ერთი სიტყვით - მინიმალისტი :-)
საკმაოდ ბევრი გამომრჩა, მაგრამ მგონი ესეც საკმარისია ჩემი მდგომარეობის წარმოსადგენად და მცირე განხილვის დასაწერად :-)

საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დასვენების დღეები იდგა და დროც საკმარისი მქონდა; ასე რომ, დავჯექი მყარად და დავიწყე ინფორმაციის მოპოვების, საინსტალაციოს+გასაღების შოვნის და ტესტვის არც ისე სასიამოვნო პროცესი.

კარგი, ჯერ გვჭირდება განხილვები, ხომ უნდა ვიცოდეთ, დაახლოებით რომელი ანტივირი როგორ ეფარდება ერთმანეთს. ახლა რაც მახსენდება, PCMag, VB100% და AV-Comparatives ყველაზე მეტად დამეხმარა. დაახლოებით მივხვდი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ანტივირუსები, ასე თუ ისე, ლიდერობდნენ და პირადი სიმპათია-ანტიპათიის ჩამოყალიბება დავიწყე.

აღარ მოვყვები ქრონოლოგიის მიხედვით, პირდაპირ ჩამოვაყალიბებ პლიუს-მინუსებს საკუთარი შეხედულების მიხედვით.
  1. Kaspersky-ს საუკეთესო ავტორიტეტი და შედეგები აქვს ყველა ტესტსა თუ განხილვაში. პირადი შეხედულებით, საუკეთესო ინტერფეისი გააჩნია და უმარტივესია მოსახმარად. უძლიერესი იარაღია ნებისმიერი მომხმარებლის ხელში, ცოტა გარკვეულმა მომხმარებელმა კი შეიძლება უნივერსალურ დაცვად აქციოს, უბრალოდ ამ დროს კომფორტზე ლაპარაკი ზედმეტია. პირადი ანტიპათია ჩამომიყალიბდა პროაქტიული დაცვის გამო - ამ მოდულის ჩართვის შემდეგ ინტერფეისი იყინებოდა ნახევარ წუთში ერთხელ.
  2. BitDefender ტესტების და განხილვების მიხედვით ძალიან ძლიერი ანტივირუსია. ახალბედა მომხმარებლისთვის მისწრებაა, აკონტროლებს ყველაფერს, ინფორმაციის დარეზერვების და კომპის ოპტიმიზაციის ჩათვლით. მინუსებია კატასტროფულად ბევრი რესურსის მოხმარება და ყიდვის აუცილებლობა (მე ვერ გავტეხე). პირადად ჩემთვის ასევე დიდი მინუსია ის, რომ პროგრამა კომპის კონტროლში მერევა.
  3. ვერაფერს ვიტყვი, რატომღაც (არ მახსოვს, რატომ) დაქაჩვამდე გადავიფიქრე ინსტალირება :-)
  4. Panda - მშვენიერი არჩევანია, მე ვიტყოდი. ანტივირუსს განსაკუთრებით მარტივი და ლამაზი ინტერფეისი აქვს, უპრობლემოა მოხმარებაში. ამოვაინსტალირე სისტემური რესურსების ჭარბი მოხამრების გამო (Opera მეჭედებოდა ძალიან ხშირად)
  5. AVG-ს ყოველთვის ვაქებ ახალბედებთან მარტივზე უმარტივესი ინტერფეისის გამო. მოიხმარს ცოტა სისტემურ რესურსებს და კარგი შედეგი აქვს ტესტებში, მაგრამ ჩემთვის ეს დამაკმაყოფილებელზე დაბლაა.
  6. Avira-ს ყველაზე მაღალი შედეგი აქვს AV-Comparatives-ის მიერ ჩატარებულ ბოლო ტესტში. ნორმალური ინტერფეისი და საკმაოდ ჰუმანური რესურსების მოხმარება. გადავაყენე იმიტომ, რომ ვერ გავტეხე :-) ერთი აღსანიშნავი მინუსი - სკანირებისას საჭიროებს მუდმივ ჩარევას. ინფიცირებული ფაილის პოვნისას იყინება მთელი პროცესი და ელოდება, რას გადაუწყვეტს მომხამრებელი ამ ფაილს.
  7. ThreatFire სრულყოფილი ანტივირუსული გადაწყვეტა არცაა, რადგანაც საერთოდ არ იყენებს ანტივირუსულ ბაზებზე დაფუძნებულ სკანირების მეთოდებს; ამის ნაცვლად პროგრამა საკუთარ ევრისტიკულ "ალღოს" ენდობა და, შეიძლება ითქვას, არც ისე უსაფუძვლოდ. პოულობს ბევრ ვირუსს და სხვა პროდუქტებთან შედარებით განსაკუთრებით ეფექტურია ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ვირუსებთან მიმართებაში. პლიუსებია სისტემური რესურსების დაზოგვა და (ამ ფაქტორის გათვალისწინებით) საკმაოდ კარგი დაცვა. მინუსებად შეიLება ჩაითვალოს ბაზების და On-Demand სკანირების უქონლობა (უკანასკნელი ფუნქცია მისაწვდომია სრულ ვერსიაში, რომელიც ვერ ვიშოვე). მოკლედ, დიდი არაფერი სხვა ანტივირუსებთან შედარებით.
  8. რაც შეეხება NOD32-ს, მართლა მშვენიერი ანტივირუსია! თავი დავანებოთ ტესტებს და განხილვებს (ერთ აუგს ვერ იპოვით ამ ანტივირზე, ერთ-ერთი მოწინავეა), Full Scan-ისას კომპზე გაშვებულია VMware და Opera ერთ ანგარიშზე, ორი Word 2007 დოკუმენტი და ერთი Skype ვიდეო კონფერენცია ჩატით, შენელება თითქმის არ იგრძნობა! ბოლო ვერსიას (3.0.621.0 Business) მშვენიერ ინტერფეისთან ერთად განახლებული Firewall მოდულიც აქვს .. მოკლედ, ჩემგან ამ ანტივირზე ცუდს ვერ გაიგონებთ :-)
ანტივირები გავტესტე შემდეგი რიგითობით: ThreatFire 3.0 > ESET Smart Security 3.0.551.0 > KIS 7.0 > Avira AntiVir Premium Security Suite 7 > Panda IS 2008 > Panda Antivirus 2008 > ESET Smart Security v3.0.621 Business

კასპერსკიმ სადღაც სამნიშნა რაოდენობის ვირუსი იპოვა, Avira-მ (გაითვალისწინეთ - Kaspersky-ს შემდეგ) 69 ტროიანი და 2 ვირუსი, Panda IS-მა დაახლოებით 30-მდე ინფიცირებული ფაილი, Panda Antivirus-მა (ეს ყველაზე უცნაურია) 10-მდე ვირუსი, NOD32 ამწუთას მუშაობს Full Scan-ზე, ნახევარზეა მისული და უკვე 4 ინფიცირებული ფაილი აქვს ნაპოვნი.

დასკვნა: ჯერ ერთი, AntiVirs Suck!! (ასოციაცია ამ ვიდეოკლიპიდან :-)) მეორე, თუ გინდათ კარგი დაცვა კარგი ინტერფეისით და რესურსების ჰუმანურად მოხმარებით, მე ESET Smart Security-ს გირჩევთ.

P.S. დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს რეცენზიებს და ანტივირების განხილვებს, მაგრამ რადგანაც პოტენციური VS თემაა, მოქმედებს განსაკუთრებული წესი. კერძოდ, ყოველი პოსტი, რომელშიც იქნება რომელიმე ანტივირის უაზრო ქება-დიდება სხვების დაკნინების ფონზე, წაიშლება და მისი ავტორი დაჯილდოვდება 50%-იანი გაფრთხილებით!


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
2 გვერდი V  < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 09:01 AM