Windows Server 2008 R2, გადმოწერა Microsoft-დან და გა Workstation-ება |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Windows Server 2008 R2, გადმოწერა Microsoft-დან და გა Workstation-ება |
Jan 12 2011, 12:40 PM
პოსტი
#1
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 |
Windows Server 2008 R2 Microsoft ბოლო სერვერული პროდუქტია, ხოლო მისი სერვერული პროდუქტები "საშინაო" დესკტოპური Workstation-ებისგან გამოირჩევა სტაბილურობით, დაცულობით და წარმადობითაც.
(IMG:http://a.pix.ge/u/3ewzy.jpg) მოვიყვან Giena-ს სიტყვებს: ციტატა ამდენი ვწერე და ბევრმა შეიძლება მაინც ვერ გაიგო რა ჯანდაბად გვინდა სერვერი სახლის კომპზე :- ) ამიტომ ბოლო სიტყვად შემოვინახე ახსნა განმარტება, პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში საუბარია Windows Server 2008 R2-ზე, რატომ უნდა გაითვალისწინოთ? ახლავე აგიხსნით, Microsoft-მა გამოუშვა ახალი ოპერაციული სისტემა Windows Vista, რომლის ბირთვზეც აეწყო პირველი Windows Server 2008-ი (რა თქმა უნდა ბირთვი უფრო ოპტიმიზირებული და სტაბილური იყო) შემდეგ ამ Windows Server 2008-ის ბირთვი იქნა მოდიფიცირებული და სამყაროს მოევლინა Windows 7 რომელიც ვისტასთანაც და წინა სერვერთანაც შედარებით ბევრად სწაფი და სტაბილურია, ხოლო Windows Server 2008 R2 არის Windows 7 მოდიფიცირებულ ბირთვზე აწყობილი, შესაბამისად 7-ზე სტაბილური, ოპტიმიზირებული და დაცულია. ასევე გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფაქტიურად Windows 7 და Windows Server 2008 R2-ი ერთი და იგივე სისტემაა აქედან გამომდინარე, ვინც 7-ზე მუშაობს ამ სტატიის წაკითხვის და პირნათლად შესრულების შემთხვევაში იგივე 7-ზე იმუშავებს ოღონდ სერვერზე :- ) გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ Server 2008 R2 არსებობს მხოლოდ 64 ბიტიანი ვერსია, ამიტომ მის დაყენებას ვურჩევ იმათ, რომლებიც იყენებენ 64 ბიტიან Windows 7-ს. მოკლედ, 4გბ და მეტი RAM და ასევე Core2Duo 2.0Ghz კლასის პროცესორის პატრონებს (IMG:style_emoticons/default/wink.gif) სერვერულ OS-ებს აქვთ თავისი ასე ვთქვათგანსხვავებული თვისებები სტანდარტულ დესკტოპურ OS-ებთან (დავარქვათ ამ კლას Workstation-ები) შედარებით, რომელთა მორჯულების გარეშე სახლის პირობებში გამოყენება არ ღირს. მორჯულებაზე ცოტა ქვემოთ, ხოლო განსხვავებებში შედის მაგალითად ის, რომ გამორთულია ყოველგვარი ვიზუალური ეფექტი, გათიშულია ხმის მხარდაჭერა, სისტემა მეტ რესურსებს უთმობს სერვისებს ვიდრე პროგრამებს: მოკლედ სერვერია რა... მივხედოთ გადმოწერას Microsoft-დან: ამ მისამართიდან შესაძლებელია Server 2008 R2-ის 180 დღიანი Trial ვერსიის გადმოწერა, ამისათვის საჭიროა მხოლოდ Windows Live ID :ფოსტა Hotmail-ზე, MSN-ის ექაუნთი და ა.შ,მოკლედ, ვისაც არ გაქვთ ეს Live ID, ვერგისტრირდებით აქ: MSN Sign UP შემდეგ, შევდივართ Internet Explorer-ით ზემოთ მოცემულ მისამართზე და ვირჩევთ პროგრამული კოდი IT Pros Download Here (IMG:http://a.pix.ge/r/3gjdm.png) შემდგომ ფანჯარაში გვთხოვენ ავტორიზაციას Windows Live ID-ის გამოყენებით, და თუ პირველად ვართ ამ სისტემაში, გამოდის შესავსები ანკეტა აქ აუცილებლად მიუთითეთ Job-ში და Interes-ებში IT Professionalან IT ფორმის შევსების და გადაგზავნის შემდეგ, მოვხვდებით ახალ ფანჯარაში, რომელიც გვეუბნება, რომ Download Manager დაიწყებს მუშაობას (IE-ს Security Setting -ების კონფიგურაციის მიხედვით შესაძლოა მოგთხოვოთ ნების დართვა ამაზე) ვუთითებთ შესანახ ადგილს და ველოდებით გადმოწერის დასრულებას. გადმოწერილი ISO იმიჯის დისკზე ჩაწერასა და Windows-ის ინსტალაციაზე აღარ შევჩერდები (დამატებით ნახეთ: Server 2008 Installation, გეტყვით ერთს, რომ თავიდან, OS-ზე მოგთხოვთ ძლიერი პასვორდის დაყენებას: დიდი და პატარა ასოების და ციფრების გამოყენებით, შემდეგში ამის შეცვლა შეიძლება) გადავიდეთ კონფიგურაციაზე, რათა ჩვენი სერვერი ვაქციოთ "შინაურ" OS-ად ანუ Workstation-ად (ნუ ვისაც სერვერად უნდა მისი გამოყენება, თვითონაც იცით შემდეგ როგორ მოიქცეთ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ) Windows Server 2008 R2-ის მორჯულებაზე Giena-მ საკუთარი გამოცდილების მიხედვით დაწერა მშვენიერი სტატია compinfo.ge-ზე, სადაც დაწვრილებით სკრინშოტებით აღწერა ყველაფერი: Windows Server 2008 R2-ის მორჯულება მე გირჩევთ, გადაიკითხოთ ეს სტატია, თუმცა მოსარჯულებლად ჩვენ ბევრად უფრო მარტივ მეთოდს მივმართავთ. (ზოგისთვის, მიუხედავად სტატიის დაწვრილებითი აღწერისა, მაინც რთული ჩანს ყველაფერი ერთი შეხედვით, თან შესაძლოა რამე გამოგრჩეს....) წარმოგიდგენთ პროგრამას, რომელიც რამდენიმე კლიკში გაკეთებს მთელს კონფიგურაციას: R2 CONVERTER GUI პროგრამული კოდი მიმდინარე ვერსიაა 1.0.1 (IMG:http://a.pix.ge/r/lkb0e.jpg) ყველა საჭირო პარამეტრის ცვლილება ამ პროგრამითაა შესაძლებელი. სიმარტივისთვის დაჯგუფებულია რამდენიმე კატეორიაში: პროგრამული კოდი Features Services Packs Tweaks Fixes Misc გირჩევთ გადახედოთ საინტერესო რესურსს win2008workstation.com, სადაც კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ. Server 2008 R2 to Workstation Step by Step Guides ცოტა წვალება და გვაქვს უკვე Windows Seven-ად გადაკეთებული Server 2008 R2 უფრო ოპტიმიზირებული, დაცული და სტაბილური ბირთვით. რაც შეხება დრაივერებს, 99% Windows 7 64 bit დრაივერებისა თავსებადია Server 2008R2-თან, პროგრამების 99.99% თავსებადია. შესაძლოა პრობლემა შეგექმნათ Bluetooth დრაივერებთან,(უკაბელო კლავიატურა და მაუსი მაგალითად) თუმცა ეგეც მოგვარებადია დრაივერების ინსტალაციის ალტერნატიული გზები რაც შეეხება აქტივაციას, დასაწყისში ვახსენე, რომ 180 დღე Trial გაქვთ, ხოლო ვისაც მეტი დასჭირდება, კრეკების გამოუყენებლად შეუძლია გაზარდოს 240 დღემდე, ხოლო მეტისთვის ჩვენი საყვარელიWindows 7 Loader By DAZ მოგვიგვარებს პრობლემას დამატებით შეგიძლიათ გადახედოთ: Security Software Compatibility Games Compatibility მოკლედ, ყველა მსურველს წარმატებას ვუსურვებ!!! -------------------- |
|
|
Jan 13 2011, 07:20 AM
პოსტი
#2
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 |
gi0_kiborg
მშვენიერი განხილვაა გიო! -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
Jan 14 2011, 12:03 PM
პოსტი
#3
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 |
gi0_kiborg მშვენიერი განხილვაა გიო! გაიხარე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) იმედია ვინმეს გამოადგება ჩვენი ინსტრუქციები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2024 - 11:18 PM |