ერთი კითხვა მაქ... |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
ერთი კითხვა მაქ... |
Apr 14 2010, 10:04 AM
პოსტი
#1
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 130 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.960 |
ხალხი რატომ მალავს თავის მონაცემებს? ანუ IP მისამართს, MAC მისამართს, ვინდოუსის სერიულ ნომერს მათი კომპიუტერის სახელს და ასე შემდეგ ???
კაი ვთქვათ ვისაც როუტერი აქ მაგან შეიძლება დამალოს რადგან შეიძლება ვინმემ პაროლი გაარტყას ან რამე მაგდაგვარი და მის როუტერში იძრომიალოს და Gelink-ის მომხმარებლები რატომ მალავენ თავის IP-ს და დანარჩენ ინფორმაციასაც? პ.ს. მე არაფერი არ დამიმალავს და იქნებ მართლა რამე ცუდი შედეგი მოყვება ამას და უმჯობესია მიმალვაში ვიყო? (IMG:style_emoticons/default/ohmy.gif) (დაძაბული სოფლელი ქალის სმაილიკი) |
|
|
May 2 2010, 12:44 AM
პოსტი
#2
|
|
ინფო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 |
fashisti
ჩვეულებრივ IP მისამართის დამალვის/შეცვლის სურვილი ან აუცილებლობა გიჩნდება რამდენიმე მიზეზით: * თუ ხარ კრიმინალი (როგორც კიბერ, ასევე რეალ) და არ გსურს, რომ ინტერნეტ მისამართით მოგაგნონ კანონდამცველებმა - ასეთ შემთხვევებში გამოიყენება რამდენიმე ფენა პროქსი სერვერებისა (პროქსიების ჯაჭვი), ან სპეციალური ქსელები, როგორც Tor, რომლებიც ართულებენ საწყისი ინტერნეტ მისამართის დადგენას, ერთი ან რამდენიმე შუამავალი რგოლის სისუსტის შემთხვევაშიც. * თუ შენი ქმედებებით საშიშროებას უქმნი რეჟიმს და ამიტომ ცდილობ დაემალო იგივე "კანონდამცველ" ორგანოებს, რომლებიც დამსჯელ ორგანიზაციებში გარდაიქმნენ. მაგ.: ფორუმზე გამოთქმული დამოუკიდებელი აზრისთვის სამუშაოდან განთავისუფლებული ახალგაზრდა; პირველი არხის გენერალური დირექტორისთვის გაგზავნილი ელექტრონული წერილისთვის რამდენიმე წლით დაპატიმრებული მამაკაცი - ჯალათებს არ გაუჭირდათ IP-ს გაგება, რის შემდეგ გავიდნენ კონკრეტულ პიროვნებებზე და დასაჯეს ისინი. * ქართული IP-ს უცხოურზე "გადაცვლა" მოსახერხებელია რიგი ინტერნეტ სერვისებისთვისაც, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებს ემსახურებიან, მაგრამ ფრიად გამოსადეგი იქნებოდნენ ჩვენთვისაც. მაგალითად Hulu.com გასართობი მაუწყებლობა, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებთ ემსახურება; ან უკვე ნახსენები Spotify, რომელიც მხოლოდ ბრიტანელებისთვის არის უფასო. აშშ ან ბრიტანეთში განთავსებული პროქსის საშუალებით გაგვეხსნებოდა რომელიმე მათგანის კარი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) P.S. მომიტევეთ აბნეული ენა, შემომაღამდა. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: May 2 2010, 12:55 AM -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th April 2024 - 04:21 AM |