თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ კომპიუტერული თავგადასავლები _ ტესტირება თქვენი ტვინისთვის

პოსტის ავტორი: Sh@ko Aug 20 2007, 06:09 PM

გამოშტერებას ცოტა მიკლია თუ მართლა ასეა?! blink.gif



ე.ი. რა ხდება... ამ მბრუნავ გოგოს, იმის გარდა რომ ტვინს გირევს, უნდა დაუდგინო რომელ მხარეს ბრუნავს. თუ ხედავთ, რომ ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით, მაშინ თქვენ უფრო ძლიერად გაქვთ განვითარებული ტვინის მარცხენა ნახევარსფერო (ლოგიკა, ანალიზი), თუ საათის ისრის საწინააღმდეგოდ გეჩვენებათ მისი ბრუნვა, მაშინ - ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო (ემოციები, ინტუიცია).

IPB-ს სურათი



მე რათქმა უნდა, დავეჭვდი, სურათი კომპში გადმოვწერე (მეთქი სკრიპტი ცვლის და დროის ინტერვალის მერე უკუღმა მბრუნავ სურათს ტვირთავსო) და გიფ ანიმატორში გავაღე. არა, ისეა გაკეთებული, რომ ერთი მხრით უნდა იბრუნოს, არადა ცოტა ხნით დაკვირვების შემდეგ ვინდის სტანდარტულ სურათების დამთვალიერებელშიც იცვლის ”ტრაექტორიას” ohmy.gif



აქვე რომ გამოვტყდე, თავიდან ვხედავ როგორც საათის ისრის მმიმართულებით მბრუნავს, დაკვირვების მერე ტვინიც მიტრიალდება და საათის ისრის საწინააღმდეგოდაც ბრუნავს! biggrin.gif ვააა!!!


პოსტის ავტორი: NetDevil Aug 20 2007, 07:03 PM

თუ ტვინის მარცხენა ნახევარსფერო აქვს ადამიანს განვითარებული, უფრო ლოგიკურ აზროვნებას აწვება და პირიქით კიდევ ემოციურს ხომ? ესიგი გამოდის რომ ყველა ცაცია ემოციურია, (იმიტომ რომ ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო აქვს უფრო მეტად განვითარებული) და ყველა მარჯვენა კიდე "ლოგიკური". მაგრამ ეს ასე რომ არ არის...

ხო ისე "ჩემი", საატის ისრის მიმართულებით ტრიალებს smile.gif
აბა ცაციები რას იტყვიან?..


პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 20 2007, 09:35 PM

5 წუთია ვუყურებ და საათის ისრის საწინააღმდეგოდ ტრიალებს. არ შეუცვლია მიმართულება.

მამაჩემსაც ვაყურებინე და იმისთვის ორივე მიმართულებით ტრიალებს. თანაც ერთად ვუყურებდით და იმისთვის რომ იცვლებოდა მიმართულება, ჩემთვის ისევ საათის ისრის საწინააღმდეგოდ ტრიალებდა.

პოსტის ავტორი: Sh@ko Aug 20 2007, 11:22 PM

ამდენი ყურებით მართლა გამოვშტერდი, მაგრამ ერთ "სეკრეტს" მივაგენი. biggrin.gif
თავს მარჯვნივ რომ გადავკრავ (გეგონება მანქანას სიჩქარეში ვაგდებო laugh.gif) საათის ისრის საწინააღმდეგოდ ბრუნავს, თუ მარცხნივ - საათის ისრის მიმართულებით.

ისე, მგონი მეძინება და თან ტვინს გავუფრთხილდები, არ გამოვილაყო... biggrin.gif

პოსტის ავტორი: NetDevil Aug 20 2007, 11:57 PM

Sh@ko
საიდან მოიტანე ეს საიტი დაწერე რა მაინტერესებს smile.gif

პოსტის ავტორი: გიგა Aug 21 2007, 12:20 AM

ამას ვათვალიერებდით სამი ადამიანი და გავარკვიეთ, რომ საკმაოდ ხშირად იცვლის მიმართულებას, საინტერესო ის იყო, რომ სამივე ხედავდა ერთიდაიგივე მიმართულებას.
დასკვნა არ ვიცი smile.gif .

პოსტის ავტორი: Sh@ko Aug 21 2007, 09:22 AM

NetDevil, ერთ ანეგდოტს გავიხსენებ... rolleyes.gif

ორი გიჟი საუბრობს:
პირველი: მე დღეს ექიმმა დამიძახა და ჩემი შემოწმების მიზნით უნიტაზებში თევზაობა შემომთავაზა.
მეორე (დაეჭვებული): მერე სად ითევზავეთ?
პირველი: შტერი კი არ ვარ, სათევზაო ადგილები გავთქვა!!! (აქ უნდა გაიცინოთ biggrin.gif)

მე კი არაფერი მაქვს დასამალი, მაგრამ საკმაოდ მძლავრ მინიშნებას მოგცემ: ეს საიტი ჩვეულებრივი ვარეზუხაა (პორნოები ამ ბოლოს აღარ შემიმჩნევია, მაგრამ 18+ ფოტოსეტები ბლომად აქვთ smile.gif), რუსულ ზონაშია და ფაილ.გე მათი ხშირი სტუმარია. აპა, სულ ეს იყო. გამოერია ეს ფაილი და ავახიე მეც, სხვებივით! smile.gif


მ.მ. სურათი ჩემს სერვერზე ავტვირთე, თუ ამას გულისხმობდი...

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 21 2007, 09:37 AM

გიგა

ციტატა
ამას ვათვალიერებდით სამი ადამიანი და გავარკვიეთ, რომ საკმაოდ ხშირად იცვლის მიმართულებას, საინტერესო ის იყო, რომ სამივე ხედავდა ერთიდაიგივე მიმართულებას.
დასკვნა არ ვიცი .

მდაა, მე და მამაჩემი რომ ვუყურებდით ჩემთვის მიმართულებას არ იცვლიდა, მამაჩემისთვის ხან ერთი მიმართულებით ტრიალებდა, ხან მეორეთი.


ვაა არც ტავის გადაკვრა მსველის და არაფერი, გამოვილაყე ტვინი თავის ქნევით და მაინც არ იცვლის მიმართულებას, საათის ისრის საწინააღმდეგოდ ტრიალებს.

პოსტის ავტორი: Sh@ko Aug 21 2007, 09:38 AM

ფლუდი... აქ მერე მინაწერი დავწერე, რომელიც ჩემს პოსტს მიებმებოდა, მაგრამ ... unsure.gif ვანოს ბრალია!!! tongue.gif


პოსტი წაშლას ექვემდებარება.

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 21 2007, 09:41 AM

ჰაჰაჰააა!!! ვუპოვე საიდუმლო! ჩემთვის ყოველ შემთხვევაში.
მოკლედ თუ შუაში ვუყურებ ამ სურათს საათის ისრის საწიმააღმდეგოდ ტრიუალებს მაგრამ შემთხვევით ტვალი გავუშტერე შაკოს ამ სიტყვებს (სურათის თავზე)

ციტატა
ისრის საწინააღმდეგოდ გეჩვენებათ მისი ბრუნვა, მაშინ

ბრახ, დატრიალდა საათის ისრის მიმართულებით მაგრამ ერთი 5 წამში ისევ საწინააღმდეგოდ დაიწყო ტრიალი, მოლედ ცოტა ხნით ტრიალებს ჩემთვის საათის ისრის მიმართულებით, უფრო მეტად საწინააღმდეგოდ.

პოსტის ავტორი: dawid Aug 21 2007, 11:29 AM

მარცხნივაც ბრუანვს და მარჯვნივაც, ტრიალებს რა თავისთვის

პოსტის ავტორი: NetDevil Aug 21 2007, 11:19 PM

Sh@ko
ვისთვისაც მარჯვნივ ტრიალებს მარცხენა ნახევარსფერო აქვს განვითარებულიო... ამაზე მაინტერესებდა რა ეწერა smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 21 2007, 11:59 PM

კარგით რა რა გიკვირთ?
IPB-ს სურათი
ამის პონტია პროსტა დახვეწილი biggrin.gif
რა განვითარებულ განუვითარებული ტვინი!
ოპტიკუს! მაგარი ვეშია რო გეკაიფონ biggrin.gif.
თვითონ სურათია ოპტიკურად ისე დამუშავებული რომ ეგეთი სიკეთეები ხდება გააჩნია როგორ შეხედავ!

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 22 2007, 09:41 AM

otosaxel
და მაგ სურათზე რა ხდება? არაფერი არ იცვლება ჩემთვის.

პოსტის ავტორი: გიგა Aug 22 2007, 10:07 AM

ციტატა
და მაგ სურათზე რა ხდება? არაფერი არ იცვლება ჩემთვის.

Power_VANO არადა შენზე ამბობენ გამოცდებში კაი ქულა მიიღოო smile.gif.
ეხლა სერიოზულად ქვედა რომ არის, ის უფრო პატარა ჩანს, არადა ერთი ზომისაა.


ეს კი ჩემგან.

IPB-ს სურათი

აბა თუ მიხვდებით რომელი ტრიალებს.

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 22 2007, 11:50 AM

გიგა

ციტატა
ეს კი ჩემგან.

ეს ვიცი, ადრეც მაქვს ნანახი.

მაგრამ აი იმ ზედა სურათზე რა ხდება მაიცნ ვერ გავიგე, ან ჩემს თვალებს ვერ აგოიმებს ან რავიცი. ამიხსენით ვინმემ რა ხდება იმ სურათზე.

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 22 2007, 12:02 PM

Power_VANO

ციტატა
და მაგ სურათზე რა ხდება? არაფერი არ იცვლება ჩემთვის.

ციტატა
მაგრამ აი იმ ზედა სურათზე რა ხდება მაიცნ ვერ გავიგე, ან ჩემს თვალებს ვერ აგოიმებს ან რავიცი. ამიხსენით ვინმემ რა ხდება იმ სურათზე.

აბა მიპასუხე რომელი უფრო დიდია? და მერე გაზომე ან ფოტოშოპში ან სადმე შედეგი მოულოდნელი იქნება biggrin.gif

გიგა
ციტატა
აბა თუ მიხვდებით რომელი ტრიალებს.

არცერთი biggrin.gif, მარა გეჩვენება რომ უმრავლესობა ტრიალებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 23 2007, 12:38 AM

otosaxel

ციტატა
აბა მიპასუხე რომელი უფრო დიდია? და მერე გაზომე ან ფოტოშოპში ან სადმე შედეგი მოულოდნელი იქნება

იასნია, ტოლებია ორივე smile.gif უმარტივესი გეომეტრიაა რა biggrin.gif აჰა შენი ხათრით გავზომავ ფოტოშოპშიც...

გავზომე, ტოლებია ორივე როგორც გითხარი smile.gif შენთვის როგორ ჩანს ეგ სურათი? ანუ შენთვის რომელიმე უფრო გრძელია?

პოსტის ავტორი: domen Aug 23 2007, 10:41 AM

ვაჰ, გამოვშტერდი!

ძირითადად ლოგიკა მქონია განვითარებული, მაგრამ არც ემოციაში ვარ "თლათ დაღუპული" - ერთხელ მომეჩვენა, რომ საათის ისრის საწინააღმდეგოდ ტრიალებდა, მაგრამ ვერაფრით გავამეორე. ვხელმძღვანელობდი ვანოს ინსტრუქციით.

გიგას დაგდებული სურათი კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ მექანიზმი ვერ გავიგე ვერაფრით smile.gif

და ოთოს სურათზე ვერაფერი განსაკუთრებული ვერ შევამჩნიე, პირდაპირ ჩანს, რომ ხაზები ტოლია.

პოსტის ავტორი: Sh@ko Aug 23 2007, 11:53 AM

domen, შენ როგორც თქვი, ძირითადად ლოგიკა გქონია განვითარებული. ამიტომ otosaxel-ის სურათში განსაკუთრებულს ვერ ხედავ... ემოციური ადამიანი იტყვის, რომ ზედა მონაკვეთი დიდია (მე არა smile.gif)

რადგან ტვინის საჭყლეტები წავიდა ამ თემაში, მაშინ ერთსაც დავამატებ. ადრე მქონდა ნანახი და ვიცი რა პონტიცაა, გუგლით დავძებნე და ვიღაც მახოს საიტზე იდო, გადაუქართულებია smile.gif

IPB-ს სურათი

მინდა ყურადღება გავამახვილოთ, რომ სამკუთხედში ჩახაზული ფიგურები ტოლებია, ამიტომაც ხატია მათემატიკის რვეულის ფურცელზე. შეგიძლიათ თვითონაც დახატოთ.

პოსტის ავტორი: domen Aug 23 2007, 04:37 PM

Sh@ko
ჰეჰ, მშვენიერი "ტვინის საჭყლეტია"! smile.gif

ძალიან დიდხანს ვიფიქრე, არადა რა მარტივი ყოფილა.. smile.gif დავწერო პასუხი?

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 23 2007, 04:39 PM

Power_VANO

ციტატა
იასნია, ტოლებია ორივე უმარტივესი გეომეტრიაა რა აჰა შენი ხათრით გავზომავ ფოტოშოპშიც...გავზომე, ტოლებია ორივე როგორც გითხარი შენთვის როგორ ჩანს ეგ სურათი? ანუ შენთვის რომელიმე უფრო გრძელია?

ორივე ტოლია biggrin.gif, მარა მე მაგალითისთვის დავწერე ანუ ზოგჯერ თვალი გატყუებს.

domen
ციტატა
გიგას დაგდებული სურათი კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ მექანიზმი ვერ გავიგე ვერაფრით
და ოთოს სურათზე ვერაფერი განსაკუთრებული ვერ შევამჩნიე, პირდაპირ ჩანს, რომ ხაზები ტოლია.

ეგრეც უნდა იყოს ხაზები ტოლია მარა თუ არ ჩაუკვირდები შიძლება მოგეჩვენოს რომ ზედა უფრო დიდია (თან ჩემი გაკეთებულია პეინში ასე რომ ხარისხიც დაკარგული აქ biggrin.gif). რაც შეეხება ესეთ ურათებს უბრალოდ ჩვენი თვალის სისუსტეებს იყენებენ. მაგ გიგას სურათი ისეა დახატული რომ შებრუნებული კონუს იძლევა რომელიც ამოღუტნულია შეგნიდან. ხოლო ნახატის ფორმები ისე გათვლილი რომ იმ ილუზიას იძლევა რომ შიგნით "დავდივართ" სწორედ ამიტომ "ტრიალებს". ის "მბრუნავი გოგოც"-ისეა აგებული რომ ხან ერთ მახარეს ტრიალებს ხან მეორე მხარეს.
Sh@ko
ციტატა
რადგან ტვინის საჭყლეტები წავიდა ამ თემაში, მაშინ ერთსაც დავამატებ. ადრე მქონდა ნანახი და ვიცი რა პონტიცაა, გუგლით დავძებნე და ვიღაც მახოს საიტზე იდო, გადაუქართულებია

ჰო ამაზა გავჩუმდი rolleyes.gif


domen
ციტატა
ძალიან დიდხანს ვიფიქრე, არადა რა მარტივი ყოფილა.. დავწერო პასუხი?

კარგს იზამ მე ვერ მივხვდი biggrin.gif.

პოსტის ავტორი: Sh@ko Aug 23 2007, 06:19 PM

domen, ამ სიტყვაზე მაგრა მეცინებოდა. მაგალითად, ზოგი ყვება გამოცანას და ბოლოში დააყოლებს: ვინც იცის, არ თქვასო.

ხოდა ვთქვა მეც ეგრე? biggrin.gif laugh.gif

otosaxel, მბრუნავ გოგოზე ვერ დაგეთანხმები! თუ არ გჯერა, გიფ რედაქტორში გახსენი და ნახავ, რომ ყველა კადრი მხოლოდ ცალ მხარეს შეიძლება ტრიალებდეს. მანდ ტვინის აღთქმის მთელი მექანიზმებია, ანუ რასაც ხედავ, შეიძლება არ იყოს რეალობა.

მე ვაკვირდებოდი ჩრდილის მიმართულებას (განსაკუთრებით, გულ-მკერდის არეს biggrin.gif), ანუ სახით ჩემსკენ იყო თუ შებრუნებული. ხოდა დავადგინე, რომ როგორც შეხედავ, ისე იქნება... ნუ სიტყვებით ვერ ვხსნი... ადამიანის ტრიალისას (მდგომარეობის შეუცვლელად, როგორც ეს გოგოა) ყოველ 180 გრადუსში მიღებული ჩრდილები ერთნაირი იქნება. ოღონდ ამ დროს ორი მდგომარეობაა - სწორად მდგომი და შებრუნებული. ხოდა ტვინი როგორც "ჩაიჭერს" ასეთ მდგომარეობას, იმის მიხედვით ატრიალებს... მგონი ამაშია ეს ილუზიაც დამყარებული.

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 23 2007, 08:34 PM

Sh@ko

ციტატა
domen, შენ როგორც თქვი, ძირითადად ლოგიკა გქონია განვითარებული. ამიტომ otosaxel-ის სურათში განსაკუთრებულს ვერ ხედავ... ემოციური ადამიანი იტყვის, რომ ზედა მონაკვეთი დიდია (მე არა )

შენმა დადებულმა სურათმა უფრო ემოციებგანვითარებულ ადამიანად მიმიჩნია მაგრამ ხომ გეუბნები არაფერი განსაკუთრებული არაა otosaxel-ის სურათში ჩემთვის, სრუიად მარტივია რომ ხაზები ტოლია smile.gif

domen
ვაა ეს ვინ გამოჩნდა biggrin.gif სად იყავი დაკარგული? მესიჯი არ მოგდიოდა, დარეკვით არ ირეკებოდა შენთან...


ჰოო ამოვბეჭდე ეგ სამკუთხედები და შევხედო ერთი აბა smile.gif მამაჩემი უნდა დავსვა კომპთან და.. smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 23 2007, 09:52 PM

Sh@ko

ციტატა
მბრუნავ გოგოზე ვერ დაგეთანხმები! თუ არ გჯერა, გიფ რედაქტორში გახსენი და ნახავ, რომ ყველა კადრი მხოლოდ ცალ მხარეს შეიძლება ტრიალებდეს. მანდ ტვინის აღთქმის მთელი მექანიზმებია, ანუ რასაც ხედავ, შეიძლება არ იყოს რეალობა.

ზუსტად მაგას ვგულისმობდი, იგივე გიგას სურათშიც ეგრეა ანუ უძრავია მარა მოძრავი გეჩვენება. აქაც გეომეტრიულად ისეა გათვლილი რომ ხან იქით ტრიალებს ხან აქეთ, მარა რელურად ერთი მიმართულებაა.

პოსტის ავტორი: domen Aug 23 2007, 10:13 PM

Sh@ko

ციტატა
ამ სიტყვაზე მაგრა მეცინებოდა. მაგალითად, ზოგი ყვება გამოცანას და ბოლოში დააყოლებს: ვინც იცის, არ თქვასო.

სწორსაც შვება tongue.gif ვინც არ იცის, იმას მაინც ნუ უკარგავთ ხალისსო..

იმ სურათის გამოცანა ასე ამოვხსენი: სანამ გვერდი გაიხსნებოდა, სურათი ერთი-ორჯერ მივიდა მესამე პოზიციამდე და უკან დაბრუნდა. ჰოდა "დამცხო", რომ მოძრაობა სიმეტრიულია - ერთი პოზიცია ორნაირად შეიძლება დაინახო. მოკლედ, ვეთანხმები შაკოს smile.gif

Power_VANO
ციტატა
სად იყავი დაკარგული? მესიჯი არ მოგდიოდა, დარეკვით არ ირეკებოდა შენთან...

ხევსურეთში ვიყავი ჭაუხებზე, იქ ელექტროობა მარტო ელვას აქვს biggrin.gif

ციტატა
ჰოო ამოვბეჭდე ეგ სამკუთხედები და შევხედო ერთი აბა

აჰა, ე.ი. პასუხს არ ვიტყვი, იფიქრეთ, იფიქრეთ.. tongue.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 23 2007, 10:34 PM

domen

ციტატა
ხევსურეთში ვიყავი ჭაუხებზე, იქ ელექტროობა მარტო ელვას აქვს

ვაა კაია smile.gif სურათებსაც გადაიღებდი იქ ახალი დრაივერით smile.gif შემოვალ ეხლა სკაიპში smile.gif

ციტატა
აჰა, ე.ი. პასუხს არ ვიტყვი, იფიქრეთ, იფიქრეთ..

ჰმ.. მოვუ*(&(ნ ხაზის გაღუნვა biggrin.gif რა ეგონათ, ელამი იყო Power_VANO? biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Aug 23 2007, 10:45 PM

Power_VANO

ციტატა
სურათებსაც გადაიღებდი იქ ახალი დრაივერით

ჰუპს! მეილი შეამოწმე :-)

ციტატა
რა ეგონათ, ელამი იყო Power_VANO?

biggrin.gif biggrin.gif

არადა კომპში მაინცდამაინც არ ჩანს..

P.S.
ციტატა
შემოვალ ეხლა სკაიპში

სკაიპის თავი არ მაქვს ახლა, ფოტოშოპს და ოპერას ძლივს ერევა ჩემი ტრაქტორი smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 23 2007, 10:46 PM

domen

ციტატა
ჰუპს! მეილი შეამოწმე :-)

ეხლა შენ შეამოწმე smile.gif და სკაიპში შემო smile.gif ხვალ მივდივარ სოფელში ცოტა გაგესაუბრო smile.gif

ციტატა
არადა კომპში მაინცდამაინც არ ჩანს..

დავთვალე თავიდან ფართობები, ტოლია, მეტქი oO. მერე ხაზს შევხედე ეგრევე, თავში და ბოლოში ერთნაირი იყო, შუაში სხვანაირი, მეთქი მგონი ამობურცულია, შესამოწმებლად ფურცელი მივადე და... smile.gif არა ისე კარგადაა გაკეთებული, თუ კარგი თვალი არ გაქვს, აზრზე ვერ მოხვალ biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 23 2007, 10:49 PM

domen
Power_VANO

ციტატა
არადა კომპში მაინცდამაინც არ ჩანს..

ციტატა
დავთვალე თავიდან ფართობები, ტოლია, მეტქი oO. მერე ხაზს შევხედე ეგრევე, თავში და ბოლოში ერთნაირი იყო, შუაში სხვანაირი, მეთქი მგონი ამობურცულია, შესამოწმებლად ფურცელი მივადე და... არა ისე კარგადაა გაკეთებული, თუ კარგი თვალი არ გაქვს, აზრზე ვერ მოხვალ

მეკი გავგიჟდი, ბერძნული გეომეტრია თავიდან დასაწერი მეგონა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 23 2007, 10:57 PM

otosaxel

ციტატა
მეკი გავგიჟდი, ბერძნული გეომეტრია თავიდან დასაწერი მეგონა

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif იფიქრე რომ პითაგორა შტერი იყო როცა თეორემა დაამტკიცა მართკუთხა სამკუთხედზე ხომ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 23 2007, 10:59 PM

ციტატა
იფიქრე რომ პითაგორა შტერი იყო როცა თეორემა დაამტკიცა მართკუთხა სამკუთხედზე ხომ?

მთალად არა (სიშტერესტან დაკავშირებით) მარა sin და cos გაფარჩაკდნენ ერთი წამით biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 23 2007, 11:01 PM

otosaxel

ციტატა
მთალად არა (სიშტერესტან დაკავშირებით) მარა sin და cos გაფარჩაკდნენ ერთი წამით

biggrin.gif

კიდევ კარგი ამ განყოფილების მოდერები არ ჩანან კაი ხანია biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Aug 24 2007, 12:11 AM

Power_VANO
otosaxel

ციტატა
sin და cos გაფარჩაკდნენ ერთი წამით

პირიქით! biggrin.gif მაგათმა ერთობლიობამ გვიხსნა გეომეტრიის თავიდან დაწერისგან smile.gif შეადარე ორი სამკუთხედის შესაბამისი კუთხეების ტანგენსები და ნახავ, რომ განსხვავდებიან. ე.ი. მათი ჰიპოტენუზები ერთ წრფეზე არ მდებარეობენ და ეს სამკუთხედი კი არა, ჩაზნექილი ოთხკუთხედია..

ფურცლის მიდებით უფრო თვალსაჩინოდ დაინახავ smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 24 2007, 12:21 AM

domen

ციტატა
პირიქით! მაგათმა ერთობლიობამ გვიხსნა გეომეტრიის თავიდან დაწერისგან შეადარე ორი სამკუთხედის შესაბამისი კუთხეების ტანგენსები და ნახავ, რომ განსხვავდებიან. ე.ი. მათი ჰიპოტენუზები ერთ წრფეზე არ მდებარეობენ და ეს სამკუთხედი კი არა, ჩაზნექილი ოთხკუთხედია..ფურცლის მიდებით უფრო თვალსაჩინოდ დაინახავ

მარა იმ მომენტისთვის მე ეგრე მომეჩვენა რომ გეომეტრია გვატყუებდა biggrin.gif. მერე დავბეჭდავ და ვცდი! ანუ ისეც მოქმედებს sin და cos biggrin.gif, ეუფ რა ამოვისუთქე გული გამისკდა biggrin.gif, არადა რა პრიკოლი იქნებოდა თავიდან დასაწერი რო იყოს ორი გეომეტრია გვექნებოდა ვის რომელი მოუნდებიდა. ანუ როგორც ფიზიკა გაიყო კლასიკურ და ეინშტეინესურ და სხვა მრავალ მიმდევრობად.

პოსტის ავტორი: გიგა Aug 24 2007, 07:54 AM

ციტატა
არადა რა პრიკოლი იქნებოდა თავიდან დასაწერი რო იყოს ორი გეომეტრია გვექნებოდა ვის რომელი მოუნდებიდა. ანუ როგორც ფიზიკა გაიყო კლასიკურ და ეინშტეინესურ და სხვა მრავალ მიმდევრობად.

არც ეხლაა გვიან, მიდი და წერე, ვინ გიშლის ხელს.
არ ვკაიფობ, მე მათემატიკური მაქ დამთავრებული, მასწავლიდნენ როგორ უნდა დაწერო smile.gif.

პოსტის ავტორი: გიგა Aug 24 2007, 08:11 AM

პისე თავიდან ვერც მე მივხვდი, მარა მერე რო დავაპირე დაჭრა ქაღალდის და დავიწყე დათვლა, მაშინ "пришло озарение".
და როგორ მოხდა ეს. ჯერ დავითვალე ზედა მწვანე სამკუთხედის ზომები(ფურცელზე რო დამეხაზა) 2X5-ზე, მერე რო გადავედი წითელ სამკუთხედზე, 3X8-ზე , მაშინ დავფიქრდი!, ესენი ხო არ არიან მსგავსები! , არადა ის სამკუთხედი რო იყოს , მაშინ უნდა იყოს მსგავსები, აქ კი ერთერთი კათეტის სიგრძე მეტია 0,5-ით.
დამ დამაეჭვა და ტანგენსები არ ემთხვეოდა, 5÷2 ≠ 8÷3.
۩ ۝ ۞

პოსტის ავტორი: domen Aug 24 2007, 10:20 AM

otosaxel

ციტატა
არადა რა პრიკოლი იქნებოდა თავიდან დასაწერი რო იყოს ორი გეომეტრია გვექნებოდა ვის რომელი მოუნდებიდა.

არადა, გვაქვს smile.gif მაგალითად, ვკლიდესეული და ლობაჩევსკის გეომეტრიები smile.gif მეტზე არ წამიკითხავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი იქნება smile.gif

სამწუხაროდ, ლიტერატურას ვერ მიგითითებ, აღარ მახსოვს, სად წავიკითხე, მაგრამ ამწუთას ვიპოვე http://www.xtec.es/~jdomen28/pappuscercle.htm. თუმცა, ფრანგულ-ინგლისურადაა დაწერილი smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 24 2007, 10:37 AM

ნეტაი თქვენ, არც ტანგენსი გამხსენებია, არს სინუსი და არც კოსინუსი biggrin.gif

მხოლოდ თვალები და ერთი ფურცლის მიდება 100%-ით დასარწმუნებლად biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 24 2007, 03:56 PM

გიგა

ციტატა
არც ეხლაა გვიან, მიდი და წერე, ვინ გიშლის ხელს.არ ვკაიფობ, მე მათემატიკური მაქ დამთავრებული, მასწავლიდნენ როგორ უნდა დაწერო

ეგ რო დავწერო გენიოსი უნდა ვიყო biggrin.gif
domen
ციტატა
არადა, გვაქვს მაგალითად, ვკლიდესეული და ლობაჩევსკის გეომეტრიები მეტზე არ წამიკითხავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი იქნება სამწუხაროდ, ლიტერატურას ვერ მიგითითებ, აღარ მახსოვს, სად წავიკითხე, მაგრამ ამწუთას ვიპოვე ეს ბმული. თუმცა, ფრანგულ-ინგლისურადაა დაწერილი

ჰო ეს საიტერესოა სამწუხაროა რომ ფრანგულის გონში არ ვარ sad.gif (ინგლისური ან იაპონური ან ჩინური ან რამე რო ყოფილიყო გერმანულისგან და რუსულიგან გასხვავებული იგივეს ვიტყოდი).
აბა მეც დაუწყებ ძებნას იქნებ რამეს მივაგნო biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიგა Sep 6 2007, 03:16 PM

ციტატა
ეგ რო დავწერო გენიოსი უნდა ვიყო

არაა აუცილებელი გენიოსი, კარგად ნასწავლიც გამოდგება.

პოსტის ავტორი: Davidus Sep 8 2007, 03:37 PM

ტაკს, მინდა იმედები გაგიცრუოთ და გითხრათ რომ არაფერ შუაშია ლოგიკურობა და ემოციები და ა.შ.

მეტ ნაკლებად ყველა ოპტიკურ ილუზიას თავისი ახსნა აქვს, მაგრამ ყველა თავისმხრივ "ილუზიაა" და არანაირად არაა დამოკიდებული ნასწავლ-გებიოსობაზე.

3D ილუზიები: რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ 3 განზომილებიან სამყაროში, თავის ტვინი ყოველთვის ცდილობს ყველაფერი აღიქვას სამგანზომილებაში, ამაში ეხმარება ბინოკულარული მხედველობაც (2ვე თვალით ხედვა)

გამოსახულების მიღება ბადურაზე ისევე როგორც კამერის ფირზე ხდება ამოტრიალებულად, შემდეგ ამ ამოტრიალებული გამოსახულების ისევ ამობრუნება ხდება თავის ტვინისტვის (ყველაფერს მარტივ ენაზე ვამბობ, "გლეხურად" რომ გასაგები იყოს)

აგრეთვე ბადურის სხვადასხვა ველზე გამოსახულების აღქმა სხადასხვანაირი ინტენსივობით ხდება, ამ ყველაფრის ერთობლიობას შეცდომაში შეყავს თავის ტვინის ნახევარსფეროები, და შედეგად წარმოიქმნება ილუზია, (ცადეტ და აიფარეთ ცალ თვალზე ხელი, და ერთ წერტილში დაიწყეთ ყურება, ისე რომ მხოლოდ ერთ წერტილზე გგქონდეთ კონცენტრაცია, მერგვალი კბილანების ტრიალის ილუზია ეგრევე გაქრება.

რაც შეეხება ისრებს, ეგ ყველაზე შესწავლადი ფენომენია ილუზიებს შორის ზუსტი მექანიზმი არ იციან.