თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ World Wide Web _ Top.ge-ს უცნაურობა

პოსტის ავტორი: domen Jun 29 2009, 08:46 AM

კომპინფოზე მუშაობს Top.Ge-ს მთვლელიც და Google Analytics-ისაც. ასე ორი თვე იქნება ალბათ, რაც ვაკვირდები და ერთი დასკვნა გამოვიტანე: Top.ge ძალიან არაადეკვატურია ვიზიტორების რაოდენობის შეფასებაში, ანალიტიკოსის სტატისტიკა კი ძალიან ზუსტად ემთხვევა საიტის აღმავლობა-დაღმავლობის პერიოდებს.

ანუ ვგულისხმობ რას: არის დღეები, როცა Top.ge-ს მიხედვით ყველა საიტი იღებს ბევრ ვიზიტორს და არის დღეები, როცა ყველა იღებს ცოტას, თან ეს დღეები ერთმანეთს ძალიან გაუგებარი თანმიმდევრობით ენაცვლებიან huh.gif მაგალითისთვის, საიტზე შეიძლება რამდენიმე დღე არაფერი იდოს და Top.ge-მ ვიზიტორების მაქსიმუმები აფიქსიროს და შეიძლება საიტი მუშაობდეს კარგად და მინიმუმს ვერ გასცდეს. ანალიტიკოსი, როგორც ვთქვი, ამ ლოგიკას ზუსტად მიყვება - როცა უმოქმედოდ ვართ, ცოტაა სტუმარი, როცა ვაქტიურობთ - ბევრი.

ვისაც გაქვთ Top.ge-ს მთვლელები საიტზე, რამდენად შეგიმჩნევიათ ეს?

პოსტის ავტორი: Bekward Jun 29 2009, 08:51 AM

domen
მართალი გითხრა არ დავკვირვებივარ მაგას, თუმცა მე უფრო რეიტინგში საიტების დალაგების პრინციპი ვერ გავიგე, რის მიხედვით ალაგებს huh.gif

პოსტის ავტორი: oracle Jun 29 2009, 09:03 AM

domen
აბსოლუტურად გეთანხმები, მეც შემიმჩნევია ეგ, რომ როცა საიტზე არანაირი სიახლე არ ყოფილა, უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა შესამჩნევად დიდი ყოფილა და როცა სიახლეებით ივსება - პირიქით.
კარგახანია შევამჩნიე ეს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი იმიტომ, რომ მეგონა უბრალო დამთხვევა.

ერთი რამ მინდა კიდევ ავღნიშნო. ერთ დღეს გოოგლე-მ ჩემს საიტზე შემოიყვანა 80-მდე ადამიანი (ტოპ.გე-ს მონაცემებით) რომელიც ეძებდა "ნოკია N97"-ს, მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ ერთ დღეს. რაღაც უჩვეულოდ მიმაჩნია. რამ გადარია მთელი მომხმარებლები და ერთ დღეს ეძებდნენ შეთანხმებულებივით, ამ სიტყვას smile.gif დავაკვირდი, რომ გოოგლე იმ სიტყვით ძიებისას რომელ ადგილზეც დებდა ჩემს საიტს ისევ იქ არის, ანუ პირველზე. აი-დღესაც კიდე პირველია ჩემი საიტი ამ სიტყვით ძიებისას. http://www.google.ge/search?hl=ka&q=nokia+n97&btnG=ძიება&meta=cr%3DcountryGE მაგრამ ამ სიტყვით უკვე აღარავინ შემოდის. არაპოპულარული ნამდვილად არ არის ეს ეს თემა (N97) ჯერ-ჯერობით.

ასე, რომ რაღაც უცნაურობბები ნამდვილად ხდება.

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 29 2009, 09:24 AM

domen
არ შემიმჩნევია,მაგრამ ყურადღებით ვიქნები აწი smile.gif
ისე Top.Ge ზე თუ ასეთი პატარ-პატარა ხარვეზები იყო არ მეგონა

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 29 2009, 09:26 AM

domen
მერე მიწერე TIM-ს smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 29 2009, 09:29 AM

otosaxel

ციტატა(otosaxel @ 29th June 2009 - 09:26 AM) *
მერე მიწერე TIM-ს

ისა და ოთო, TIM ტოპ.ჯი ს ადმინია ? თუ...
მაპატიეთ (თუ ოფია)

პოსტის ავტორი: domen Jun 29 2009, 09:41 AM

otosaxel
და რომ მივწერ, გაასწორებს გგონია? biggrin.gif

Giga1
კი, forum.ge და top.ge TIM-ის საკუთრებაა.

Bekward
უნიკალურების სვეტის მნიშვნელობების მიხედვით. ყველა მომენტში იცვლება სტატისტიკა biggrin.gif თუ შენი საიტის ნამდვილი პოზიციის ნახვა გინდა, 23:59-ზე უნდა შეხვიდე :-)

oracle
აჰა, ესე იგი, მარტო მე არ მელანდება. :-)

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 29 2009, 09:51 AM

domen

ციტატა(domen @ 29th June 2009 - 12:41 PM) *
და რომ მივწერ, გაასწორებს გგონია?

მდა, აბა რაში აწყობს რომ არ გაასწოროს? თუ ეგ ჩალიჩობს რომ პირველ ადგილებზე სულ avoe და "მაღალ ინტელექტუალური ფორუმი" იყოს smile.gif
ან უბრალოდ სკრიპტი ვეღარ უძლებს მითომ?!

დომენ ისე იდეა მაქ, კომპინფოს სუბდომეინზე რომ გაკეთდეს ზუსტი მთვლელი, რომ ზუსტი სტატსტიკა გვქონდეს? თან სხვა საიტებსაც შეილება შევთავაზოთ და კომპინფოც უფრო პოპურალური გახდება smile.gif

პოსტის ავტორი: domen Jun 29 2009, 09:56 AM

otosaxel
ახლაც მუშაობს სისტემა, ასე თუ ისე და რაში აწყობს თავის შეწუხება? smile.gif

ეგ იდეა კარგია (საერთოდ ბევრი იდეაა კარგი tongue.gif), მაგრამ დეტალების კარგად გათვლა უნდა. ვნახოთ.

პოსტის ავტორი: oracle Jun 29 2009, 10:56 AM

ჰო, კიდევ რა, უნიკალური მომხმარებლის იდენტიფიკაცია ხდება ბრაუზერით. ანუ ერთი IP-დან რამდენი ბრაუზერითაც არ უნდა შეხვიდე სხვადასხვა მომხმარებლად ჩაითვლები. უბრალოდ, ბრაუზერის ბირთვი უნდა იყოს განსხვავებული. IE, Opera, FireFox, Google Chrome, Safari სხვადასხვა ბირთვია.

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 29 2009, 10:59 AM

oracle

ციტატა(Irakli @ 29th June 2009 - 01:56 PM) *
ო, კიდევ რა, უნიკალური მომხმარებლის იდენტიფიკაცია ხდება ბრაუზერით. ანუ ერთი IP-დან რამდენი ბრაუზერითაც არ უნდა შეხვიდე სხვადასხვა მომხმარებლად ჩაითვლები. უბრალოდ, ბრაუზერის ბირთვი უნდა იყოს განსხვავებული. IE, Opera, FireFox, Google Chrome, Safari სხვადასხვა ბირთვია.

ანუ შეგილია ძალიან მარტივად აწიო საიტის პოპულარობა, თუ QT გაქ სისტემაში და konqueror smile.gif, ბოლომდე ამ მეთოდს ამ ეტაპზე არ გავამხელ smile.gif

პოსტის ავტორი: oracle Jun 29 2009, 11:51 AM

otosaxel
აბა აგვიხსენი ეხლა უფრო დაწვრილებით smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 29 2009, 12:49 PM

oracle

ციტატა(Irakli @ 29th June 2009 - 02:51 PM) *
აბა აგვიხსენი ეხლა უფრო დაწვრილებით

სურათი იტყვის biggrin.gif
მოკლედ ეს არის კნოპერის ლინუქსი smile.gif, ubuntu-ის VM-ში გაუშვი biggrin.gif
http://img197.imageshack.us/i/ubuntu20090629170126.png/
როგორც ჩანს რა იდენფიკაციითც გინდა იმით გამოაჩენ smile.gif
ასეთი აქვს ოეპრასაც, მაგრამ ეს უფრო ძლიერია + შეგილია იდენტიფიკაცია საერთოდ გამორთო და მაშინ ყოველი რეფრეში იდეაში ახალი ვიზიტორი უნდა იყოს biggrin.gif
მაგრამ მართლა ბრაუზერზეა?!
მე ეხლა ვცადე FF-თი და ოეპრათი და არ მომატებულა smile.gif

პოპს ბოდიში, წინა დღისას აჩვენებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: oracle Jun 29 2009, 12:54 PM

ჰო, ისეაში ეგრე უნდა იყოს, მაგრამ რეალურად რამდენად გამოვა უნდა მოისინჯოს. ნახე აბა თუ დაარეგისტრირებს რამოდენიმე მომხმარებლად.

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 29 2009, 12:57 PM

oracle

ციტატა(Irakli @ 29th June 2009 - 03:54 PM) *
ჰო, ისეაში ეგრე უნდა იყოს, მაგრამ რეალურად რამდენად გამოვა უნდა მოისინჯოს. ნახე აბა თუ დაარეგისტრირებს რამოდენიმე მომხმარებლად.

იმუშავა მგონი, აუ სკრიპტი მესმის biggrin.gif

პოსტის ავტორი: Remage Jun 29 2009, 08:13 PM

ტოპ.გე მგონი არაქართული აიპებიდან ვიზიტებს ცუდად ითვლის დიდხანს თუ არ გაჩერდნენ საიტზე არც აფიქსირებს მათ და იქნებ ეს რაიმე კავშირშია?

სიახლეები რო იდება იქნებ გუგლი ითრევს ხალხს რასაც ანალიტიკი აფიქსირებს ხოლო ტოპ.გე არა, ხოლო არ დადების შემთხვევაში ვერც ანალიტიკი ხედავს და ვერც ტოპ.გე (მაგრამ შენი პოსტიდან გამომდინარე ტოპ.გე ბევრ ვიზიტორს აფიქსირებს ასეთ დროს ჰო?)

პოსტის ავტორი: domen Jul 3 2009, 07:07 PM

Remage
ძალიან დამაჯერებელი ახსნა იქნება, თუ მართლა ეგრეა.

აგერ, ამწუთასაც, Top.ge აჩვენებს 559 კაცს და მინიმუმ 50-60-ით მაინც ცდება ანალიტიკოსის მიხედვით.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 4 2009, 06:30 AM

domen
არა, ტოპ.ჯი-ს ნამდვილად ახასიათებს ხოლმე ეგეთი რამე. ყველა საიტზე თანაბრად იწევს და იკლებს ხოლმე ხანდახან უნიკალურების რაოდენობა biggrin.gif

მაგრამ ანალიტიკოსსა და ტოპ.ჯი-ს შორის აცდენა მეტნაკლებად გამოწვეულია იმითაც, რომ ანალიტიკსი დღის ბოლოს ამერიკული დროით ითვლის და არა ჩვენი დროით. 8 საათიანი სხვაობაა მიახლოებით.

პოსტის ავტორი: domen Jul 4 2009, 07:32 AM

Power_VANO
ზუსტად მაგის გათვალისწინებით ვთქვი ეგ smile.gif ანალიტიკოსი გვიან იწყებს თვლას და გუშინ მაგ დროს ასე 30 ვიზიტით მეტი ჰქონდა დათვლილი.

პოსტის ავტორი: Chacha Jul 4 2009, 09:20 AM

domen
ასი პროცენტით გეთანხმები. მე მაგალითად მაქვს საიტი past.ge, სადაც თავისებურად გაკეთებულია საიტის სტატისტიკა და შეუძლებველია ისეთი რამე, რომ ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში საიტის სტატისტიკა აჩვენებდეს, რომ ერთდროულად საიტზე მყოფების რაოდენობდა 40-ს არ აკლდება და ტოპ.ჯი-ს მთვლელი 350 კაცს არ სცილდება... მივწერე ადმინს და უცნაურიაო, მერე სადღაც საიტებძე ვნახე და boom.ge-ს მთვლელი 1200-ს აჩვნებედა, ტოპ-ის 300-ს. ეს რომ მივწერე და ამის მერე დაიკარგნენ და ამას გარდა ვინმეს გჯერათ, რომ avoe.ge-ზე ყოველდღე 56000 კაცი შედის? biggrin.gif:D:D:D:D ტოპ.ჯი მაქინაციაა მე თუ მკითხავთ და არც ტოპ.ჯი-ზე შედის იმდენი კაცი იქ რო უწერიათ... სტატისტიკაშI.. smile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jul 5 2009, 05:44 AM

Chacha

ციტატა(Chacha @ 4th July 2009 - 01:20 PM) *
გარდა ვინმეს გჯერათ, რომ avoe.ge-ზე ყოველდღე 56000 კაცი შედის?

ადრე შედიოდა, შავბნელ წარსულში და ეტყობა გაიჭედა ეგ biggrin.gif
ციტატა(Chacha @ 4th July 2009 - 01:20 PM) *
ტოპ.ჯი მაქინაციაა მე თუ მკითხავთ და არც ტოპ.ჯი-ზე შედის იმდენი კაცი იქ რო უწერიათ... სტატისტიკაშI

აშკარად არ შედის მაგდენი ხალხი ტოპ.ჯი-ზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: J u S T Jul 5 2009, 08:32 AM

არი შემთხვევები კიდევ უცხოურ ტოპებზე მეტია დაფიქრისრებუი ვიზიტები თან უნიკალური და აქ კიდევ ტოპ.ჯი ზე საერთოდ არა , მაგალითად თქვენ რაც თქვით ბრაუზერების შესახებ , ჩემმა მეგობარმა დატესტა ჯერ ოპერათი შევიდა უნიკალური დააფიქსირა , მერე ფაირფოქსით , უნიკალური დაფიქსირდა მერე იე-თი მერე საფარით და ასე გენაცვალე ასე აყავს ავოეს და ფორუმ.ჯი ს რეიტინგი , და კიდევ სხვა საიტებსაც რომლებიც უნიჭობის მეტს არაფერს აკეთებენ , გაამრავლეს ჯერ ეს ვარეზები ვარეზის მეტი არაფერია ტოპში ... არც ბლოგების სიმრავლე გვაქვს , საინფორმაციო წყაროები , სიახლეები , რაღაცა ცენტრები , ყიდვა გაყიდვა , განცხადებები მარტო ვარეზებზე დაიციკლა ეს ხალხი არიქა და DLE- ს დაყენება ვიციო ... ხოდა ტოპ.ჯი ც უსარგებლოა რა ...

პოსტის ავტორი: otosaxel Jul 5 2009, 08:34 AM

J u S T

ციტატა(Mozgi @ 5th July 2009 - 11:32 AM) *
არი შემთხვევები კიდევ უცხოურ ტოპებზე მეტია დაფიქრისრებუი ვიზიტები თან უნიკალური და აქ კიდევ ტოპ.ჯი ზე საერთოდ არა , მაგალითად თქვენ რაც თქვით ბრაუზერების შესახებ , ჩემმა მეგობარმა დატესტა ჯერ ოპერათი შევიდა უნიკალური დააფიქსირა , მერე ფაირფოქსით , უნიკალური დაფიქსირდა მერე იე-თი მერე საფარით და ასე გენაცვალე ასე აყავს ავოეს და ფორუმ.ჯი ს რეიტინგი , და კიდევ სხვა საიტებსაც რომლებიც უნიჭობის მეტს არაფერს აკეთებენ , გაამრავლეს ჯერ ეს ვარეზები ვარეზის მეტი არაფერია ტოპში ... არც ბლოგების სიმრავლე გვაქვს , საინფორმაციო წყაროები , სიახლეები , რაღაცა ცენტრები , ყიდვა გაყიდვა , განცხადებები მარტო ვარეზებზე დაიციკლა ეს ხალხი არიქა და DLE- ს დაყენება ვიციო ... ხოდა ტოპ.ჯი ც უსარგებლოა რა ...

ეგრეა, სამწუხაროდ sad.gif

პოსტის ავტორი: J u S T Jul 5 2009, 08:45 AM

ხოდა სწორედ მაგიტომაც რამე ახალი გვინდა , კომპინფოელებს შეგვიძლია შევქმნათ ახალი ტოპი , გავხსნათ თემა ვიმსჯელოთ რა და როგორი ტოპი გვინდა , რაც მთავარია გმართული და არა ისეთი ადმინისტრატორი თვეში ერთხელ რომ შეიტასავებს აბა რა ხდებაო? ამ ტოპ;ჯიზეაა მთელი ჯინეტი და ამის იმედზე ვართ ყველა , მეტი ფაქტიურად ტოპი არ არსებობს ესეც ხომ სირცხვილია? და ამიტომაც მე შემომაქვს იდეა ხალხო ერთი კაცი დომეინს აიღებს მეორე სკრიპტს დაძებნის მესამე დიზაინს აიღებს მეოთხე გააქართულებს მეხუთე დაეხმარება რაღაცეების გასწორებაში , ხალხი შეუფასებს შენიშვნას შეიტანს და აი ასე გვექნება ახალი ტოპიც . მაგრამ განა ადვილია ამ ქართველი ხალხის გადმოყვანა კომპინფოს შექმნილ ტოპზე როცა თვალები დაბრმავებული აქვს ყველას და ტოპ.ჯი მართალი გონიათ ამის გამო ბევრს რეკლამიდან არ აქვს შემოსავალი ეს რატომ უნდა ხდებოდეს?

პოსტის ავტორი: otosaxel Jul 5 2009, 08:53 AM

J u S T

ციტატა(Mozgi @ 5th July 2009 - 11:45 AM) *
ხოდა სწორედ მაგიტომაც რამე ახალი გვინდა , კომპინფოელებს შეგვიძლია შევქმნათ ახალი ტოპი , გავხსნათ თემა ვიმსჯელოთ რა და როგორი ტოპი გვინდა , რაც მთავარია გმართული და არა ისეთი ადმინისტრატორი თვეში ერთხელ რომ შეიტასავებს აბა რა ხდებაო? ამ ტოპ;ჯიზეაა მთელი ჯინეტი და ამის იმედზე ვართ ყველა , მეტი ფაქტიურად ტოპი არ არსებობს ესეც ხომ სირცხვილია? და ამიტომაც მე შემომაქვს იდეა ხალხო ერთი კაცი დომეინს აიღებს მეორე სკრიპტს დაძებნის მესამე დიზაინს აიღებს მეოთხე გააქართულებს მეხუთე დაეხმარება რაღაცეების გასწორებაში , ხალხი შეუფასებს შენიშვნას შეიტანს და აი ასე გვექნება ახალი ტოპიც . მაგრამ განა ადვილია ამ ქართველი ხალხის გადმოყვანა კომპინფოს შექმნილ ტოპზე როცა თვალები დაბრმავებული აქვს ყველას და ტოპ.ჯი მართალი გონიათ ამის გამო ბევრს რეკლამიდან არ აქვს შემოსავალი ეს რატომ უნდა ხდებოდეს?

ზემოთ თU შეხედე ეგეთI იდეა უკვე, იყო, მაგრამ ჯერ საიტია გასაახლებელი wink.gif

პოსტის ავტორი: J u S T Jul 5 2009, 08:57 AM

otosaxel
უი უკაცრავად , ვერ დავინახე მართლა ბოდიშს ვუხდი იმ იუზერს.

პოსტის ავტორი: Chacha Jul 5 2009, 09:02 AM

J u S T
კიდე როგორ იმატებენ უნიკალურ კლიკებს არ გაინტერესებს? არსებიობს პროგრამები, რომლებიც ყოველ კლიკზე IP-ს ცვლიან, ანუ ყოველ კლიკზე ახალ უნიკალურ კლიკს აფიქსირებენ და მიდი ერთი 10 კაცი დგეშI 100 კლიკს გააკეთებს მინიმუმ ან მეტიც და ეგრეც შვებიან რა....


Bekward

ციტატა(beka_sh @ 5th July 2009 - 06:44 AM) *
ადრე შედიოდა, შავბნელ წარსულში და ეტყობა გაიჭედა ეგ

მაგარი იყო, საღოლ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: J u S T Jul 5 2009, 09:12 AM

და კიდევ არ შეიძლება ერთი ადამიანი იყოს რეიტინგული ფორუმის ფორუმ.ჯი ს მფლობელი და ამას ვდოულად ტოპ.ჯი-საც ფლობდეს . ეს ხომ ეჭვს ბადებს იმისას რომ იგი არაობიექტურია და საკმაოდ საფუძვლიანსაც სულ 1 გვერდზეა მისი ფორუმი და თანაც არა მგონია რომ მასე იყოს იმიტომ რომ ხალხს ფორუმებისთვის არ სცალია მითუმეტეს ამ სეზონში smile.gif ... და მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოში ... ძალიან ცოტა ადამიანი პოსტავს უკვე და ყველ აშეამჩნევს ამას და აღარ სჭირდება ეს რაღაცეები ვითომ პირველზეა სამარცხვინოა.

პოსტის ავტორი: domen Jul 5 2009, 09:22 AM

მოდი, ძალიანაც ნუ ავცდებით სიმართლეს smile.gif forum.ge ძალიან პოპულარულია და ძალიან ბევრი პოსტავს, თუნდაც დასვენების სეზონზე, შედით და ნახავთ.

არ ვთვლი, რომ ერთი ადამიანი არ შეიძლება იყოს forum.ge-ს და top.ge-ს მფლობელი, ეს უბრალოდ მის წარმატებულობაზე მიუთითებს, მეტი რა? smile.gif ეჭვს მტკიცებულების გარეშე გახვრეტილი რამის ფასი აქვს :-)

არც ავოე გამხდარა არაპოპულარული - აბა გაიკითხეთ ინტერნეტიან ლამერებში, რომელ ქართულ საიტს სტუმრობენ ყველაზე ხშირად?!

პოსტის ავტორი: J u S T Jul 5 2009, 09:50 AM

domen
ხო მარა მე მაგის ეჭვი არ მომასვენებს რომ იქ ფორუმ.ჯის ვიზიტები ცოტა აწეულია სადაც ბრაუზერიდან იწევა უნიკალურები და პროგრამებით თიმი რა ანგელოზია რო არ აწიოს თავისი ფორუმის ვიზიტები , რა ცუდია მისთვის თუ რა?

სწორედ ეგაა მთავარი


ხოლო მე ავოეზე არაფერს ვამბობ რომელიც უსარგებლოა მარტო ფილმების პორტალია თამაშებზე ახსნა მანდ არ მოიძებნება არც პრიკოლები დევს საკმარისი არც კლიპები მუსიკებიც არაა საკმარისი ერთადერთი ფილმების პორტალია და საერთოდ ნორმალური ფილმების პორტალი ჯე რარ მინახავს ვარეზებიდან იწერენ ხალხი ფილმებს ისევ allmovies.ge ზე ჯერ ტრანსფორმერები 2 არ დაუდიათ საერთოდ .... და შესაბამისად ამიტომაც არ მჯერა ავოეს პოპულარულობის ნაწილობრივ მაგრამ მაინც არაფერი მითქვამს . მასეთი პორტალები რომ არიან 1 გვერდზე და პირველ ადგილზე ქართულ ჯინეტში ტოპ.ჯი ზე იმიტომ გვაქვს კარგად საქმე ავოე.ჯი თუ ჩვენი ყველაზე დიდი განძი და მაგარი საიტია ეს კარგს არ ნიშნავს? ეს ნიშნავს ცუდს იმას რომ ჯინეტი ცუდ დღეშია !

პოსტის ავტორი: domen Jul 5 2009, 10:54 AM

J u S T
სანამ კონკრეტულ ფაქტს არ დადებ, იმაზე ლაპარაკი, რომ ტიმი თავის ფორუმს ძალით "ქაჩავს" პირველ გვერდზე, ცილისწამებაა.

ვიმეორებ - გაიკითხე ლამარებში, რომელ ქართულ საიტს სტუმრობენ ყველაზე ხშირად. როგორ გგონია, რამდენს აქვს საერთოდ გაგონილი ტრანსფორმერები 2-ის გამოსვლის შესახებ?

და რა შუაშია Top.ge ჯინეტის მდგომარეობასთან? huh.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 6 2009, 03:24 PM

ამ ეტაპზე კომპინფოზე მთვლელის სისტემის გაშვება არ გამოვა smile.gif

სერვერი ვერ აიტანს უბრალოდ, მთვლელს ვეებერთელა დატვირთვა ექნება, როცა რეგისტრირებული საიტების რიცხვი გაიზრდება. მოიტათ Dual Xeon სერვერი და ნოუ პრობლემ biggrin.gif